მოსწავლის სტატუსი 10 800 ბავშვს შეუჩერდა – ომბუდსმენის 2024 წლის მონაცემები

საქართველოს სახალხო დამცველის ბოლო საპარლამენტო ანგარიშის მიხედვით, 2024 წელს 10 800 მოსწავლეს სტატუსი შეუჩერდა ან შეუწყდა, რაც 2 601 მოსწავლით ნაკლებია 2023 წელთან შედარებით. როგორც ომბუდსმენის ანგარიშში ვკითხულობთ, ზემოთ აღნიშნული მონაცემებიდან მოსწავლის სტატუსი შეუჩერდა 7 599 მოზარდს, ხოლო 3 201 მოსწავლეს შეუწყდა სტატუსი. „ამ მოსწავლეებიდან 1976 უცხოეთის მოქალაქეა, 2 ბავშვი კი მოქალაქეობის არმქონეა. სტატისტიკის თანახმად, …

„არ გაჩერდეთ, არ დარეგისტრირდეთ“- მზია ამაღლობელის გზავნილი

დღეს, 30 მაისს, მზია ამაღლობელის მორიგი სასამართლო გაიმართა ბათუმში, სადაც დაცვის მხარის მოწმეები დაკითხეს. სასამართლოს დასრულებისას მზია ამაღლობელმა სასამართლო დარბაზში შეკრებილებს ფურცელი აჩვენა წარწერით – „არ გაჩერდეთ, არ დარეგისტრირდეთ“. მზია ამაღლობელის გზავნილი სასამართლო დარბაზიდან შეეხება „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტს“, ე.წ „ფარას“, ახალ რუსულ კანონს, რომელსაც „ქართული ოცნება“ 31 მაისს მედიისა და სამოქალაქო სექტორის წინააღმდეგ აამოქმედებს. …

4 პატიმრობა და 3 დაჯარიმება ერთ დღეში – პროტესტთან დაკავშირებული დაკავებებისა და ჯარიმების სერია

დღეს, 30 მაისს, თბილისში დააპატიმრეს 1 ოპოზიციონერი პოლიტიკოსი და 3 აქტივისტი, ხოლო 3 აქტივისტი, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვების დედა, დააჯარიმეს. საპროტესტო აქციებთან დაკავშირებული დაკავებისა და დაჯარიმების სერია ასე გამოიყურება: 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს თორნიკე სხვიტარიძეს, რომელიც სინდისის პატიმრის, საბა სხვიტარიძის ძმაა. მას შინაგან საქმეთა სამინისტრო პოლიციელის შეურაცხყოფას ედავებოდა. 12-დღიან პატიმრობაში გაუშვეს აქტივისტი ლიკა ლორთქიფანიძე, რომელსაც „ოცნების“ …

თავისი უღირსი საქციელით დგებუაძე შეურაცხყოფას აყენებს პოლიციას – ზურაბიშვილი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესს ეხმაურება, რომელიც დღეს, 30 მაისს მიმდინარეობს ბათუმის საქალაქო სასამართლოში. ზურაბიშვილის აზრით, დგებუაძის ლოყის გაწითლებაზე ამდენი მსჯელობა ემსახურება პოლიციის ინსტიტუტის დაკნინებას, დისკრედიტაციასა და მის სრულ დემორალიზაციას. „ახალი სპეციალობა გაჩნდა მედიცინაში და ახალი დარგი ექსპერტიზაში: „პოლიციელ“ დგებუაძის სილისგან გამოწვეული ტკივილის ნიშნების აღმოჩენა და შესწავლა. საკუთარი ოჯახისა და გვარის …

„შესაძლოა ამის უკან იდგეს მათი პირადი ინტერესები“ – რატომ გეგმავს „ოცნება“ გრანტების კანონის შერბილებას

„ოცნების“ პარლამენტი დაჩქარებული წესით აპირებს „გრანტების შესახებ კანონში“ ცვლილების შეტანას. ცვლილების ინიციატორები, რომლებიც ასევე „ოცნების“ დეპუტატები არიან, პარლამენტს სთხოვენ ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის პროგრამის – „ჰორიზონტი ევროპა“ (Horizon Europe) და ერაზმუს+ (Erasmus+)-ის ფარგლებში გაცემული გრანტებისთვის არ იყოს საჭირო მთავრობის თანხმობა. აღნიშნული გრანტებით ქართველ სტუდენტებს და მეცნიერებს აფინანსებს ევროკავშირი. რას უკავშირდება „ოცნების“ ინიციატივა? – ამ თემაზე …

„აშშ დაეყრდნობა პირველ რიგში მოსახლეობის სურვილს“ – რატომ არ შეხვდა ივანიშვილი ელჩს

დღეს, 28 მაისს, აშშ-ს საელჩომ თბილისში განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილმა უარი თქვა ელჩ დანიგანთან შეხვედრაზე, სადაც მას ტრამპის ადმინისტრაციის გზავნილი უნდა მოესმინა. საელჩოს განცხადებას დღესვე გამოეხმაურა ივანიშვილი, რომელმაც კვლავ ახსენა „ფული“ და „შანტაჟი“. რეალურად, რაზე თქვა ივანიშვილმა უარი და რატომ? – ამ თემაზე „ბათუმელები“ საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის მკვლევარს, შოთა კაკაბაძეს ესაუბრა. ბატონო შოთა, თქვენი აზრით, …

„აქედან გამოსვლა ძალიან რთული იქნება „ოცნებისთვის“ თვითდაზიანების გარეშე“ – ინტერვიუ

„ვგმობთ საქართველოს ხელისუფლების ყველა ქმედებას, რამაც გამოიწვია დემოკრატიის უკუსვლა“- განაცხადა 26 მაისს სამმა ევროპელმა ლიდერმა „ოცნების“ პოლიტიკაზე. საფრანგეთის პრეზიდენტის – ემანუელ მაკრონის, პოლონეთის პრემიერ-მინისტრის – დონალდ ტუსკისა და გერმანიის კანცლერის – ფრიდრიხ მერცის ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს განცხადება გზავნილია ქართველი ხალხისათვის. რა იკითხება მაკრონის, მერცისა და ტუსკის ერთობლივქ განცხადებაში? – ამ თემაზე „ბათუმელები“ ესაუბრა …

ვისზეც მოუნდებათ, იმაზე გაავრცელებენ – როგორ იმუშავებს „ოცნების ფარა“

31 მაისს „ოცნების“ მორიგი რეპრესიული კანონი ამოქმედდება, რომელსაც „ოცნება“ ამერიკული კანონის ანალოგს, „ფარას“ უწოდებს. ვისზე შეიძლება გავრცელდეს „ოცნების ფარა“ და რა ფორმით? – ამ თემაზე „ბათუმელები“ იურისტ ნიკა სიმონიშვილს ესაუბრა. ბატონო ნიკა, თითქოს ბევრი განმარტება იყო „ოცნების“ მეორე რუსულ კანონთან დაკავშირებით, რომელსაც „ოცნება“ ამერიკულ „ფარას“ ეძახის, თუმცა გვინდა კიდევ ერთხელ განვუმარტოთ მოსახლეობას, რა ფორმით აპირებს …

„დაიცავი დამოუკიდებლობა!“ – 26 მაისს ბათუმში საპროტესტო აქცია გაიმართება

26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. ხვალ საქართველოში ამ დღესთან დაკავშირებით, დაგეგმილია მასშტაბური საპროტესტო აქციები. 26 მაისთან დაკავშირებული აქტივობები დაგეგმილია ბათუმშიც. 3 საათზე (კარფურთან ხიდზე) გადმოიფინება ბანერი – „დაიცავი დამოუკიდებლობა“. 19:00 საათიდან დაიწყება შეკრება საკონსტიტუციო სასამართლოსთან, სადაც 20:00 საათისთვის გაიმართება საჯარო ლექცია საქართველოს დამოუკიდებლობაზე და ისტორიულ ასპექტებზე. დაგეგმილია ასევე მსვლელობა „ბათუმელების“ რედაქციისკენ, სადაც აქციის მონაწილეები გამოხატავენ …

ბათუმში მკვლელობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს

ბათუმში ერთი პირი დააკავეს მკვლელობის ბრალდებით. შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებულმა, ბათუმში, ყოფით თემაზე დაწყებული დაპირისპირებისას, დანის გამოყენებით სხეულზე ჭრილობები მიაყენა 2 ადამიანს, „რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა“. მათივე ინფორმაციით, დაჭრილი კაცები საავადმყოფოში მოათავსეს, სადაც ერთ-ერთი მათგანი მიღებული დაზიანებების შედეგად მალევე გარდაიცვალა. პოლიციის ინფორმაციით, ბრალდებული დაკავებულია. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 -ე მუხლით მიმდინარეობს.

„ივანიშვილს უნდა ახალგაზრდებმა შევწყვიტოთ ბრძოლა, მაგრამ ბრძოლა იქნება ბოლომდე“

„ბიძინა ივანიშვილს უნდა, რომ ჩვენ ახალგაზრდებმა ამ თავისუფლებისთვის და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა შევწყვიტოთ რადგან ხელი არავინ შეუშალოს ამ ქვეყნის იქეთ წაყვანისკენ, საითკენაც მიჰყავს“-ამბობს მოძრაობა „ახალგაზრდული ძალას“ ხელმძღვანელი, სტუდენტი თედო ზოიძე „ბათუმელებთან“. ის ბათუმში შეხვედრებს მართავს პოლიტიკით დაინტერესებულ ახალგაზრდებთან. „ჩვენი დამოუკიდებლობა და თავისუფლება როგორც არასდროს, ისეა დასაცავი, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენმა წინაპრებმა ამ თავისუფლებისთვის ბევრი სისხლი დაღვარეს. …

ოზურგეთი-თბილისის მატარებელი სადგურ რიონთან გაფუჭდა

მგზავრების ინფორმაციით, ოზურგეთი-თბილისის მატარებელი სადგურ რიონთან გაჩერდა. მგზავრების თქმით, თითქმის ერთი საათია ელოდებოდნენ მატარებლის დაძვრას. „გაფუჭებულ მატარებელს სხვა ელმავალი ჩააბეს და ასე გაიყვანეს“- ეუბნება „ბათუმელებს“ ერთ-ერთი მგზავრი. „ბათუმელები“ დაუკავშირდა „საქართველოს რკინიგზას“, სადაც გვითხრეს, რომ ინფორმაციას გადაამოწმებენ.

სად დადის, ვის ხვდება და რატომ არ ლაპარაკობს მედიასთან სულხან თამაზაშვილი

სულხან თამაზაშვილი „ქართული ოცნების“ მიერ აჭარის არალეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატად 4 აპრილს დასახელდა, მას შემდეგ, რაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტიდან ფეისბუქით გადადგა თორნიკე რიჟვაძე. თამაზაშვილი, რომელიც იქამდე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი იყო, აჭარის არალეგიტიმურმა უმაღლესმა საბჭომ 7 აპრილს დაამტკიცა მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე. დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებული პოლიციის პოლკოვნიკი სულხან თამაზაშვილი მანამდე უჩინარი იყო სოციალურ ქსელებში. …

„სასამართლოში არ მივალ, მათ სხვა ადგილზე დაველოდები“ – ნიკა მელია თავის დაკავებაზე

„ისინი ქარაფშუტულად ვარაუდობდნენ, რომ გამოვცხადდებოდით ამ კომისიაზე და ჩვენთვის ეს ღირსების აყრის ტოლფასი იქნებოდა“, – ამბობს პარტია „ახლის“ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია, რომელსაც თეა წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, 50 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული, თუმცა გადახდას არ აპირებს. 22 მაისს ამავე ბრალდებით ზურაბ გირჩი ჯაფარიძე დააკავეს სასამართლოში. ზურაბ ჯაფარიძისგან განსხვავებით, ნიკა მელია სასამართლოში მისვლას არ აპირებს. „მათ …

ბათუმის მერია „შერატონში“ გამართული ვახშმობის ხარჯებს არ ასაჯაროებს

2025 წლის ბათუმობისთვის, ქალაქის ბიუჯეტში 380 ათასი ლარი იყო გათვალისწინებული. აღნიშნული თანხიდან 223 ათასი ლარი მომღერლების ჰონორარებსა და კონცერტის ორგანიზებაზე დაიხარჯა. ღონისძიების ფარგლებში „შერატონში“ ვახშამიც შეუკვეთეს, თუმცა რამდენი პირი მიიწვიეს და რამდენი დახარჯეს –  ბათუმის მერია ამ დრომდე ასაიდუმლოებს.  მომღერლების ჰონორარების ხარჯები ბათუმის მერიის კულტურის ცენტრმა შესაბამის პლატფორმაზე ატვირთვა, თუმცა „შერატონში“ გამართული ვახშმის ხარჯებს ამ …

ზუგდიდელი აქტივისტი კერენ ესებუა სასამართლომ 3500 ლარით დააჯარიმა

ზუგდიდელი აქტივისტი კერენ ესებუა, დღეს, 23 მაისს, ზუგდიდის სასამართლომ 3 500 ლარით დააჯარიმა. მას და კიდევ ერთ აქტივისტს, მარიამ სიჭინავას, „ოცნების“ დეპუტატი ირაკლი ზარქუა სიტყვიერ შეურაცხყოფას ედავება. აქტივისტებს 20 მაისს, ზუგდიდში „ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ და მისმა თანმხლებმა პირმა სოსო ქუხილავამ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. სოსო ქუხილავა კერენ ესებუას ფიზიკურადაც შეეხო, ხელზეც დაარტყა, რის შემდეგაც მას …

„ველოდები, რომ დამაკავებენ, გამომკეტავენ“- ზუგდიდელი ქალი აქტივისტი

23 მაისს, ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში აქტივისტი ქალების – კერენ ესებუას და მარიამ სიჭინავას სასამართლო პროცესი გაიმართება. ზუგდიდელ ქალებს „ოცნების“ პარლამენტის წევრი ირაკლი ზარქუა შეურაცხყოფისთვის უჩივის. კერენ ესებუა „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ აქვს მოლოდინი, რომ მას სასამართლო დარბაზშივე დააკავებენ. „ეს დაკვეთა მოდის კობახიძისგან, პაპუაშვილისგან, ზარქუასთან და პირდაპირ კალაძისგან, რადგან მათ გვითხრეს, რომ დავისჯებით სამაგალითოდ, რომ შემდგომ ვერც …

„10 ფარაც რომ მიიღონ, მაინც ვერაფერს გახდებიან“ – ლადო აფხაზავა

„ათი ფარაც რომ მიიღონ, მაინც ვერაფერს გახდებიან, დამთავრდებიან ძალიან მალე. დეპრესიაში ჩავარდებით მეგობრებო და აბა, თქვენ იცით“- ასე გამოეხმაურა ეროვნული ჯილდოს მფლობელი პედაგოგი ლადო აფხაზავა „ბათუმელების“ პირდაპირ ჩართვაში, ახალი რუსული კანონის, ე.წ „ფარას“ ამოქმედებას, რომელიც 1 ივნისიდან შედის ძალაში. ახალი კანონი, რომელსაც „ოცნების“ ხელისუფლება ამერიკული „ფარას“ ანალოგს ეძახის, რეპრესიების ფართო სპექტრს ითვალისწინებს, კანონი არა მარტო …

გერმანიის ელჩი ბათუმში თავდასხმის დეტალებს იხსენებს – „მადლიერი ვარ სოლიდარობისთვის“

გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი ბათუმში თავდასხმის დეტალებს იხსენებს „tv პირველთან“. „ბათუმში ჩვენ თევზის ბაზრის სიახლოვეს გადავადგილდებოდით. მოულოდნელად ვიღაც ბიჭი გამოჩნდა და ყვირილი დამიწყო. ჩვენ ქართველებთან ერთად ვიყავით, მათ უთხრეს, რომ გაჩუმებულიყო და წასულიყო. ქართველების გვერდით დგომამ ძალიან გამახარა, მას არავინ შეუერთდა და ექვსმა-შვიდმა ადამიანმა უთხრა, რომ ადგილი დაეტოვებინა და ისიც წავიდა. მე მადლიერი ვარ სოლიდარობის …

საია „უცხოეთის აგენტების აქტს“ საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი“ საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრდა. საიას თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, ამ კანონის ამოქმედება აყენებს მყისიერ საფრთხეს ორგანიზაციებისა და ინდივიდებისთვის, რადგან ეს ორგანიზაციები და ინდივიდები შესაძლოა უსაფუძვლოდ მოაქციონ კანონის რეგულირების ფარგლებში. შესაბამისად, არსებობს იმის აუცილებელი პირობა, რომ ეს სარჩელი განხილული იყოს სწრაფად და საკონსტიტუციო სასამართლომ შეაჩეროს გასაჩივრებული ნორმები. სწორედ ამ …

აკაკი ძნელაძე მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გაუშვეს

აჭარის არალეგიტიმური განათლების მინისტრის მოადგილე აკაკი ძნელაძე თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ინფორმაცია დღეს, 21 მაისს, „ბათუმელებს“ დაგვიდასტურეს აჭარის მთავრობაში. „ბათუმელების“ კითხვაზე, თავად დაწერა განცხადება აკაკი ძნელაძემ თანამდებობიდან წასვლის თაობაზე თუ გადააყენეს? – „ოცნების“ მთავრობის პრესსამსახურში გვიპასუხეს, რომ დეტალებს დააზუსტებენ. ონლაინ გამოცემა „აჭარა თაიმსი“ წერს, რომ აკაკი ძნელაძესა და კულტურის მინისტრის მოადგილეს, ლადო მგალობლიშვილს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა …

ზუგდიდელი აქტივისტები „ოცნების“ დეპუტატს, ირაკლი ზარქუას პოლიციაში უჩივიან

ზუგდიდელი აქტივისტები მარიამ სიჭინავა და კერენ ესებუა „ქართული ოცნების“ პარლამენტის წევრს, ირაკლი ზარქუას და მის თანმხლებ პირს პოლიციაში უჩივიან. ირაკლი ზარქუამ, გუშინ, 20 მაისს, თანმხლებ პირთან ერთად, მარიამ სიჭინავას და კერენ ესებუას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ასევე, კერენ ესებუას დაუმტვრიეს ტელეფონი. „ჩვენ ხელითაც შეგვეხო ზარქუა და მისი თანმხლები პირი და გვაქვს ამის ვიდეო მტკიცებულება, რომელიც ჩემს …

„ჩემთვის პრინციპულია, არ დაემორჩილო რეჟიმს ტყუილში“ – ინტერვიუ ზურა ჯაფარიძესთან, რომელიც შეიძლება დააპატიმრონ

ზურა გირჩი ჯაფარიძე შესაძლოა წულუკიანის კომისიაზე არ მისვლის გამო დააპატიმრონ. ის უარს ამბობს როგორც გირაოს გადახდაზე, ასევე, რეჟიმთან თანამშრომლობაზე. გირაოს გადახდაზე უარს ამბობენ ოპოზიციური პარტიების სხვა ლიდერებიც. როგორ შეიძლება წარიმართოს წინააღმდეგობის მოძრაობა, თუ ყველა პოლიტიკური ლიდერი ციხეში აღმოჩნდება? – „ბათუმელები“ ამ თემაზე ესაუბრა ზურა ჯაფარიძეს. ბატონო ზურა, გაქვთ მოლოდინი, რომ შესაძლოა დაგაკავონ წულუკიანის კომისიაზე არ …

დღეს მეთორმეტეკლასელებისთვის ბოლო ზარი დაირეკება

დღეს, 20 მაისს, საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების მე-12-კლასელებისთვის ბოლო ზარი დაირეკება. ამ დღის მთავარი ატრიბუტი  წარწერებით აჭრელებული თეთრი პერანგებია. მეთორმეტეკლასელები სხვადასხვა შინაარსის წარწერას უტოვებენ თანაკლასელებს სახსოვრად. სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2024-2025 სასწავლო წლებში საჯარო და კერძო სკოლებში სულ 41 199 მოსწავლე სწავლობდა. სავარაუდოდ, მე-12 კლასს ამდენივე მოსწავლე დაასრულებს.

„თუ იზიარებ პრინციპს – ყველა რეჟიმის წინააღმდეგ, მაშინ თანმიმდევრულობაა საჭირო“ – ინტერვიუ

თბილისში, საპროტესტო აქციაზე, სადაც საზოგადოება პოლიტპატიმრების მხარდამჭერ აქციას მართავდა, 9 მაისს, მცირე ინციდენტი მოხდა, საზოგადოებრივი მაუწყებლის მარშს, გალაქტიონის ხიდის მიმდებარედ, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერთა ჯგუფი მიუახლოვდა, რომლებმაც თავიანთი პლაკატები გაშალეს მარშის წინ. როგორც მარშის ერთ-ერთი ორგანიზატორი, გოტა ჭანტურია ამბობს „ბათუმელებთან“, მათ სააკაშვილის მხარდამჭერებს ორჯერ სთხოვეს არ გადაეფარათ მათი ბანერები სააკაშვილის პლაკატით, რასაც მათი მხრიდან აგრესია მოჰყვა. …

უნდა გადაიხადონ პოლიტიკოსებმა გირაო? – ინტერვიუ არმაზ ახვლედიანთან

წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო ოპოზიციური პარტიების ლიდერებს პატიმრობა ემუქრებათ. „ლელოს“ ლიდერებმა, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ გადაიხადეს გირაო, რომელიც სასამართლომ კომისიაზე მიუსვლელობის გამო დააკისრა მათ. გირაოს გადახდას ჯერჯერობით არ აპირებენ: ნიკა მელია, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე და ნიკა გვარამია. საზოგადოების ნაწილი მომხრეა იმის, რომ პოლიტიკოსებმა გირაოს გადახდის სანაცვლოდ აირიდონ პატიმრობა, ნაწილი კი წინააღმდეგია. უნდა გადაიხადონ პოლიტიკოსებმა …

ვერ შევწყვეტთ პროტესტს, „ოცნებას“ ვერ მივცემთ ჩვენს მომავალს – ემიგრანტი ქალი მოლდოვიდან

„ჩვენ ვერ შევწყვეტთ პროტესტს, ვერ მივცემთ ჩვენს მომავალს მათ. მარტო ჩვენს შვილებზე არ არის აქ საუბარი, ჩვენც ხომ ვართ ჯერ ცოცხლები. ვერ მივცემთ იმის უფლებას, უარესობისკენ შეცვალონ და 30 წლის წინათაც რომ არ ვიყავით, იმ მდგომარეობაში დაგვაბრუნონ. ამის საშუალებას ვერ მივცემთ“, – ამბობს „ბათუმელებთან“ თამარ სიგუა, ქართველი ემიგრანტი, რომელიც ამ დროისთვის მოლდოვაში, ქალაქ კიშინიოვში ცხოვრობს და …

„პოლიციელი მერები იქნებიან უფრო მკაცრი, განსხვავებული აზრი რომ არ გააჭაჭანონ“ – ინტერვიუ

ბოლო ორ დღეში, 13-14 მაისს, ერთი მეორის მიყოლებით თანამდებობა დატოვეს ჯერ ბათუმის, შემდეგ კი ქობულეთის მერებმა. თანამდებობის წასვლის შესახებ ბათუმის და ქობულეთის მერებმა საზოგადოებას ფეისბუქზე გამოქვეყნებული პოსტით, თითქმის იდენტური ტექსტებით აცნობეს. ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი კი ძალოვანი სისტემიდან მოიყვანეს [ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი მურვანიძე სასამართლო ექსპერტიზაში მუშაობდა, მანამდე კი იგი პროკურატურის გამომძიებელი იყო].  რაზე …

„ნაკელს გვაჭმევენ და გვასმევენ“ – რა აჩვენა შუახევის წყლის ლაბორატორიულმა კვლევამ

„შუახევის წყალში აღმოჩნდა ჯანმრთელობისთვის საშიში ბაქტერიები“ – ამბობს შუახევში მცხოვრები ლია ქამადაძე „ბათუმელებთან“, რომელმაც შუახევის წყლის ანალიზი კერძო ლაბორატორიაში საკუთარი ინიციატივით გააკეთა. მისი თქმით, წყლის ლაბორატორიული ანალიზის გაკეთება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც შენიშნა, რომ ონკანიდან რამდენიმე კვირის განმავლობაში მღვრიე წყალი მოდიოდა, შუახევის მერიიდან კი მთელი თვის განმავლობაში ვერ მიიღო პასუხი კითხვაზე – აკმაყოფილებს თუ არა …

კობახიძის წერილი დიპლომატიური ჰარაკირია – ინტერვიუ

„რეალურად, სანქციებზე რეაგირება აჩვენებს, რომ ძალიან სერიოზულ ფინანსურ დარტყმას იღებს პარტიის ჩრდილოვანი თუ საპატიო ლიდერი, რომლის მთავარ, ღერძულ ფიგურაზეა დაფუძნებული და აწყობილი მთლიანად პარტიის ფინანსები, რიტორიკა და მერე ქვეყნის მართვის ტემპიც“- ამბობს ნინო სამხარაძე, „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ [GIP] პოლიტიკის მკვლევარი. რა იკითხება „ოცნების“ პრემიერის, ირაკლი კობახიძის აშშ-ის პრეზიდენტისადმი მიმართულ ღია წერილში, რომელიც დღეს, 13 მაისს …

„არ გამიგია კავკასიურ ერებში კაცი ჩიოდეს, ქალმა სილა გამაწნა და მეტკინაო“

„57 წლის კაცი ვარ, ჩემი სიცოცხლის მანძილზე არ მინახავს და არც არავისგან გამიგია, ქართველებსა და ვაინახებში და საერთოდ, კავკასიურ ერებში, რომ კაცი ჩიოდეს, ქალმა სილა გამაწნა და მეტკინაო. ამას რას მოვესწარით?“- წერს მალხაზ მაჩალიკაშვილი ფეისბუქზე. ის სოლიდარობას უცხადებს ,,ბათუმელების” მენეჯერს, მზია ამაღლობელს, რომელიც სამზე მეტი თვეა რეჟიმის პატიმარია. გუშინ, 8 მაისს, მზია ამაღლობელის მორიგი სასამართლო …

საქართველომ შესაძლოა დიდი ხნით დაკარგოს ევროკავშირის წევრობის შანსი – პაველ ჰერჩინსკი

„სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლების ქმედებების შედეგად, ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია. თუ ეს ვითარება არ შეიცვლება, საქართველომ შესაძლოა დიდი ხნით დაკარგოს ევროკავშირის წევრობის შანსი. თუკი საქართველო დაუბრუნდება დემოკრატიული განვითარების გზას, ჩვენ მზად ვართ ვიმუშაოთ ერთად საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. ჩვენ ვამაყობთ, რომ საქართველოს მეგობრები ვართ. დღეს ერთად აღვნიშნოთ ის, რაც გვაერთიანებს, უკეთესი მომავლის იმედით. გილოცავთ ევროპის დღეს! წინ, საქართველო, …

ევროპის დღე ბათუმში – აქცია 17:00 საათზე ევროპის მოედანზე

„ძალა ერთობაშია! ძალა ევროპაშია!“ – დღეს, 9 მაისს, ბათუმში, ევროპის მოედანზე ევროპის დღისადმი მიძღვნილი აქცია გაიმართება. ორგანიზატორების განცხადებით ევროპის მოედანზე 17:00 საათზე შეიკრიბებიან. საქართველომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი 2023 წლის 14 დეკემბერს მიიღო. ამის შემდეგ, საქართველომ ევროკომისიისგან მიიღო რეკომენდაციები, თუ რა ნაბიჯები უნდა გადაედგა საქართველოს გაწევრიანებისთვის. მათ შორისაა ადამიანის ძირითადი უფლებების გაუმჯობესება ქვეყანაში, მედიის, სასამართლოს …

რას ჰყვებიან აქტივისტები, რომელთაც მწვანე სითხე შეასხეს: გვითვალთვალებდნენ, არსებობს ჩანაწერები

5 მაისს, თბილისში, ვაჟა ფშაველას ქუჩაზე, საპროტესტო აქციიდან სახლში დაბრუნებულ აქტივისტებს: ნუცა მახარაძეს, ქეთევან ჯანანაშვილს და სალომე სარიშვილს უცნობი პირი ღამით, ლიფტიდან გამოსვლისას დახვდა და მათ ჯერ წიწაკის სპრეი შეასხა, შემდეგ კი – ბრილიანტის მწვანე. გოგოებმა სახეზე პირველი ხარისხის დამწვრობა მიიღეს. აქტივისტები „ბათუმელებთან“ ჰყვებიან, რომ რამდენიმე კვირის წინ შენიშნეს, რომ მათ უთვალთვალებდნენ, ქეთევან ჯანანაშვილის ძმას …

დღეს, 7 მაისს – ავტომობილების მარში ბათუმში

დღეს, 7 მაისს, ბათუმში, 18:00 საათზე დაიწყება საპროტესტო მარში ავტომობილებით. მარშის მონაწილეები ბათუმის დრამატულ თეატრთან შეიკრიბებიან. ორგანიზატორთა განცხადებით, მარშის მიზანია კიდევ ერთხელ გააჟღეროს საზოგადოებამ თავისი მოთხოვნები, – „გადადგეს „ოცნების“ არალეგიტიმური მთავრობა და ჩატარდეს ახალი არჩევნები“. მარშის მონაწილეები მხარდაჭერას გამოუცხადებენ სინდისის პატიმრებს. „მსვლელობის დროს, მოსახლეობას ასევე ვაცნობებთ 8 მაისს ბათუმის  სასამართლოში გასამართი მზია ამაღლობლის პროცესის შესახებ, …

არის თუ არა დავით რიჟვაძე დაკავებული? – რას ამბობს შსს-ს წარმომადგენელი

დღეს, 7 მაისს, „ბათუმელებმა“ ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის მამის, დავით რიჟვაძის შესახებ ჰკითხა შს სამინისტროს წარმომადგენელს, იურისტს თეა ლაღაძეს. დავით რიჟვაძე აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების (ოპერატიული) სამმართველოს უფროსი იყო. მას შემდეგ, რაც თორნიკე რიჟვაძემ დატოვა თანამდებობა, გავრცელდა დაუდასტურებელი ინფორმაცია, რომ თანამდებობა დატოვა დავით რიჟვაძემაც და მეტიც, თითქოს ის დააკავეს. შს …

Exit mobile version