რუსეთი მარიონეტულ რეჟიმებს არ უყვავებს, ეს მინდა აღმოაჩინოს „ქართულმა ოცნებამ“ – ინტერვიუ

ეუთომ პორტოს დეკლარაცია მიიღო, რომლის მთავარი საკითხები საქართველოსთან მიმართებაში იყო ის, რომ სირიამ უკან წაიღოს რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარება, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ გაათავისუფლოს პოლიტპატიმრები და ჩაატაროს ახალი და სამართლიანი არჩევნები. ასევე დეკლარაციაში საუბარია იმაზე, რომ საქართველომ უნდა შეწყვიტოს ევროკავშირისადმი მტრული რიტორიკა. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას ესწრებოდნენ „ქართული ოცნების“ მხრიდან ნიკოლოზ სამხარაძე, მაია …

კლინიკიდან გამოყვანის შემდეგ მიქაცაძე და ლოლაძე შიმშილობას ისევ აგრძელებენ – მაღაროელების პროტესტი

პროტესტის ნიშნად მოშიმშილე მაღაროელები ტარიელ მიქაცაძე და მირზა ლოლაძე, კლინიკიდან ისევ ჭიათურაში დაბრუნდნენ. ისინი ბოლო რამდენიმე დღეა მშრალ შიმშილობაზე იმყოფებოდნენ, რის შედეგადაც მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. როგორც მაღაროელი ირაკლი ჯიქიძე „ბათუმელებს“ ეუბნება, 4 ივლისს, ტარიელის და მირზას მდგომარეობა კრიტიკული იყო, რის გამოც საჭირო გახდა მათი კლინიკაში გადაყვანა. „გუშინ ტარიელი კომუნიკაციაზე აღარ იყო უკვე და მირზას …

ჭიათურაში 6 მაღაროელი პროტესტის ნიშნად შიმშილობს – ერთის მდგომარეობა მძიმეა

მაღაროელი ტარიელ მიქაცაძე მე-15 დღეა შიმშილობს, ბოლო ორი დღე კი წყალსაც აღარ იღებს. ის დღეს, 3 ივლისს ცუდად გახდა, თუმცა როგორც სხვა მაღაროელები გვეუბნებიან, ტარიელი პროტესტის ნიშნად უარს ამბობს სასწრაფო სამედიცინო დახმარებაზეც. შიმშილობის შედეგად მას სისხლში შაქრის დონე მკვეთრად დაუვარდა. მაღაროელები შიშობენ, რომ არსებობს კომაში ჩავარდნის საფრთხე, თუმცა როგორც ერთ-ერთი მაღაროელი, ირაკლი ჯიქაძე გვეუბნება, ტარიელი …

მორჩილებაა ალბათ ის კრიტერიუმი, რის საფუძველზეც იტოვებენ ადამიანებს – საგარეოს ყოფილი თანამშრომლები

„ბუნებრივია, ცდილობენ სისტემაში დატოვონ ისეთი ადამიანები, რომლებიც წინააღმდეგობას საერთოდ არ წევენ, ან „ქართული ოცნებისადმი“ ძალიან ლოიალურები არიან. მორჩილებაა ალბათ ის კრიტერიუმი, რის საფუძველზეც ამ სამინისტროში რჩებიან“, – ამბობს ქეთი ფრუიძე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი, რომელიც სამსახურიდან 28 ივნისს, შაბათ დღეს გაათავისუფლეს. რა მიზანს ემსახურება საგარეოდან თანამშრომლების მასობრივი დათხოვნა. ასევე, ნატოსა და ევროკავშირთან ინტერგაციის …

ეროვნული გამოცდები დაიწყო

დღეს, 3 ივლისს, ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. აბიტურიენტები პირველ გამოცდას ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებენ. გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2025 წლის გამოცდებისთვის სულ 80 000 აპლიკანტი დარეგისტრირდა. მათ შორის: ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის 39 000-ზე მეტი აბიტურიენტი; სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 2 400-ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა; საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია 10 000-ზე მეტმა მაგისტრატობის კანდიდატმა …

ვხედავთ ვითარებას სომხეთში, დასავლეთს შეუძლია ალტერნატივა იპოვოს – უსაფრთხოების ექსპერტი

„პირდაპირ ნატოს თემაზე მომუშავე ადამიანები გაათავისუფლეს, პირდაპირ უქმდება ეროვნული უსაფრთხოების საბჭო, სხვა რა უნდა ვიფიქროთ ინსტიტუციური მეხსიერების მოშლის გარდა?“ – ამბობს მეგი ბენია, საერთაშორისო უსაფრთხოების სპეციალისტი, რომელიც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში უსაფრთხოების პოლიტიკისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გენერალურ დირექტორატში მუშაობდა. მან სამინისტრო პირადი გადაწყვეტილებით დატოვა რამდენიმე დღის წინ, რადგან მას, როგორც კრიტიკულად განწყობილ თანამშრომელს, ასევე პეტიციაზე …

„მსგავსი არაკომპეტენტური განცხადება არ შემხვედრია“ – არჩილ გუჩმანიძე სააგენტოს პასუხობს

იქთიოლოგი არჩილ გუჩმანიძე გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებას ეხმაურება შავ ზღვაში თევზ ფუგუს ახლო ნათესავის – ვერცხლისფერი მუცელეკლიანის (Lagocephalus sceleratus) გავრცელების შესახებ. თევზი შხამიანია და საფრთხეს წარმოადგენს ადამიანის ჯანმრთელობისთვის. ინფორმაციის მედიაში გავრცელების შემდეგ გარემოს ეროვნულმა სააგენტომ განაცხადა, რომ შავი ზღვის აკვატორიაში ადამიანის ჯანმრთელობისათვის საშიში სახეობები არ ფიქსირდება  და გავრცელებული ინფორმაცია საქართველოს შავი ზღვის აკვატორიაში საშიში სახეობების …

„ოკუპანტი ქვეყნიდან ათასობით ადამიანის ჩამოსახლება კატასტროფული შეცდომაა“ – ინტერვიუ

„ამ ტიპის დოკუმენტის არსებობა ან მომავალში შექმნა ავტომატურად ნიშნავს, რომ ქვეყანა თავის სუვერენიტეტს თმობს და კარგავს გარანტირებულ უფლებას ამ ტერიტორიებზე“, – ამბობს კონფლიქტოლოგი გიორგი კობერიძე რუსეთის მხრიდან ჟენევის მოლაპარაკებებში აფხაზეთის და დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ცალკე მხარედ ჩართვაზე. რა პროცესებს იწყებს რუსეთი საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ და ეგულება თუ არა მოკავშირედ ამ პროცესში „ქართული ოცნება“? – …

„ადრე თუ გვიან შეიძლება დაგიჭირონ, თუ გაქვს ღირსება“ – ზვიად რატიანის დაკავებაზე

პოეტი ზვიად რატიანი, რომელიც არაერთხელ გახდა სისტემის მხრიდან ფიზიკური თუ სხვა ტიპის ძალადობის მსხვერპლი, შესაძლოა 7 წლით ჩასვან ციხეში. მას პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან. რატომ გაარტყა პოეტმა სილა პოლიციელს? – ამ თემაზე „ბათუმელები“ სცენარისტ ქეთი დევდარიანს და პოეტ პაატა შამუგიას ესაუბრა. ქეთი დევდარიანი მიიჩნევს, რომ ზვიად რატიანის დაკავება ნიშნავს ადამიანის გასამართლებას ღირსებისთვის. „მე ვფიქრობ, ეს სილაც …

ბათუმში გაიმართება უფასო კონსულტაციები სმენის დაზიანების მქონე პირებისთვის

ბათუმში სმენის არმქონე პირებისთვის 26-28 ივნისს კონსულტაციები ჩატარდება. ასევე, მათთვის, ვისაც აქვს სმენის დაზიანება ან აქვს კითხვები სმენის ტექნოლოგიებზე, ბათუმში 26-28 ივნისს, ღონისძიება გაიმართება. სმენის სახლი, ბათუმის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი და შშმ ქალთა ალიანსი ამ თემით დაინტერესებულ ადამიანებს უფასო კონსულტაციებზე იწვევს. ღონისძიების ფარგლებში სმენის დაზიანების მქონე ან დაინტერესებული პირები მიიღებენ ინფორმაციას სასმენი აპარატების შერჩევა-მოსინჯვაზე, კონსულტაციას …

როგორ აპირებს „ოცნება“ გააჩუმოს ყველა, ვინც კრიტიკას დააპირებს – ინტერვიუ

„ფაქტობრივად, ხელისუფლების ნებისმიერი კრიტიკა, როგორი საფუძვლიანიც არ უნდა იყოს ის, შეიძლება გახდეს ჟურნალისტების და მათ შორის, მოქალაქეების დასჯის საფუძველი“- ამბობს იურისტი, მკვლევარი გურო იმნაძე. როგორ აპირებს „ოცნება“ გააჩუმოს ყველა, ვინც მაღალჩინოსნების მხილებას დააპირებს? – „ბათუმელები“ მას ამ თემაზე ესაუბრა. ბატონო გურო, „ოცნების“ პარლამენტი აპირებს ცვლილებები შეიტანოს კანონში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ. გვინდა ნათლად ავუხსნათ …

დაგეგმილი ცვლილებები გააუარესებს მართლმსაჯულების გამჭვირვალობის ხარისხს – სახალხო დამცველი

„პარლამენტში ინიციირებული ცვლილებებით ამოღებული იქნება ის მნიშვნელოვანი გარანტიები, რომელიც უზრუნველყოფს სასამართლოში საქმეთა განხილვის საქვეყნოობას, რაც საგრძნობლად გააუარესებს ქვეყანაში მართლმსაჯულების გამჭვირვალობის ხარისხს, ასევე მედიის ხელმისაწვდომობას მართლმსაჯულების განხორციელების პროცესზე“ – ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში, რომელიც დღეს, 25 ივნისს გამოქვეყნდა. საქართველოს პარლამენტმა მიმდინარე კვირას დაჩქარებული წესით დაიწყო „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონსა და მის თანმდევ კანონპროექტებში ცვლილებათა …

„ერთი შანსი გვაქვს იმისთვის, რომ წუმპიდან ამოვიდეთ“ – არმაზ ახვლედიანი

„დღეს უკვე ვართ იმ ვითარებაში, როცა სამოქმედო არეალი იმდენად შევიწროებული აქვს როგორც ოპოზიციას, ისე საზოგადოების აქტიურ ნაწილს, რომ ფაქტობრივად, ამ წუმპიდან ამოსვლისთვის შეიძლება გვქონდეს ერთი შანსი დარჩენილი, მაგრამ ამ შანსის რეალიზებისთვის დრო არის დარჩენილი ძალიან მცირე“, – ამბობს არმაზ ახვლედიანი, პოლიტიკოსი, თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის დამფუძნებელი. 7 ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის ლიდერი ციხეშია. შესაძლოა დააკავონ სხვებიც. …

ველომსვლელობა და მასტერკლასები – როგორ აღინიშნება ბათუმში ევროპის დღე

21 ივნისს, ბათუმში ევროპის დღე აღინიშნება, ევროკავშირსა და ქართველ ხალხს შორის ხანგრძლივი პარტნიორობისა და თანამშრომლობის ნიშნად. ევროპის დღის აღსანიშნავად დაგეგმილი ღონისძიებები სასტუმრო „შერატონში“ გაიმართება 13:00-17:00 საათამდე. რა დახვდება ღონისძიებაზე მისულ სტუმარს EU პროექტების სივრცეში ნახავთ ინფორმაციას, თუ როგორ უწყობს ხელს ევროკავშირი საქართველოში ცხოვრების გაუმჯობესებას მთელი საქართველოს მასშტაბით, განათლებიდან მდგრად განვითარებამდე, დასაქმებიდან – თანასწორობამდე. თამაშში „წიგნების …

აშშ-ს საელჩო სავიზო აპლიკაციის განხილვისას ყველა პირს სთხოვს სოცქსელების გასაჯაროებას

აშშ-ს საელჩო თბილისში ინფორმაციას ავრცელებს სავიზო ცვლილებებთან დაკავშირებით. საელჩოს ინფორმაციით, ყველა პირი, რომელსაც F, M ან J არასაიმიგრაციო ვიზებზე შეაქვს განაცხადი ვალდებულია, „მათი იდენტობისა და აშშ-ის კანონის შესაბამისად ქვეყანაში დაშვების დასადგენად, შეცვალოს სოციალური ქსელების კონფიდენციალურობის პარამეტრები და გახადოს ისინი საჯარო“. საელჩოს ინფორმაციით, სავიზო სკრინინგის დროს გამოყენებული იქნება ყველა ხელმისაწვდომი ინფორმაცია. „ვიყენებთ ყველა ხელმისაწვდომ ინფორმაციას, მათ …

„წამართვეს პირადობა და მართვის მოწმობა“ – თემურ გორგაძე სარფის საბაჟოზე გააჩერეს

„გირჩი – მეტი თავისუფლების“ ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, თემურ გორგაძე, დღეს 20 ივნისს, სარფის საბაჟოზე გააჩერეს. როგორც თემურ გორგაძემ „ბათუმელებს“ უთხრა, მას საქართველოში შემოსვლისას ქართველმა მებაჟეებმა დაახლოებით 11:00 საათზე პირადობისა და მართვის მოწმობა ჩამოართვეს და ჯერ კიდევ [15:00 საათისთვის] არ დაუბრუნებიათ. „პირადობაც და მართვის მოწმობაც მებაჟეებს აქვთ. „დაგველოდეთ“ მითხრეს და წავიდნენ. არაფერი განუმარტავთ, არ ვიცი, რატომ …

„აქედან ან ყველანი ერთად გავალთ, ან არცერთი“ – ზვიად ცეცხლაძის წერილი მათე დევიძეს

სინდისის პატიმარი ზვიად ცეცხლაძე,  ასევე სინდისის პატიმარს, 21 წლის მათე დევიძეს მიმართავს, რომელსაც „ოცნების“ სასამართლომ 4 წლითა და 6 თვით მიუსაჯა პატიმრობა. წერილი დღეს, 20 ივნისს გაავრცელა მოძრაობა „დაფიონმა“. „მიუხედავად იმისა, რომ ჩემ გვერდით საკანში ხარ, სრულყოფილად მხოლოდ წერილით თუ მოგაწვდენ სათქმელს. ვიცი, გამხნევება არ გჭირდება, აქედან ან ყველანი ერთად გავალთ, ან – არც ერთი. …

რა შემთხვევაში დაიჭერენ გახარიას? – ინტერვიუ

„ოცნებას“ უნდა იმ ტიპის გამარჯვება, როდესაც მისი ოპონენტებიც აღიარებენ არჩევნების შედეგებს. გახარიაც და ხაზარაძეც ან უნდა დაითანხმოს ამ თამაშის წესებზე, თუ ვერ დაითანხმა, შეიძლება გახარია დაიჭიროს, ხაზარაძე კი იმდენად დაასუსტოს შიგნიდან, რომ დიდი აზრი არ ჰქონდეს. ან რაღაც მეთოდებით აიძულოს რომ ქვეყნიდან წავიდეს“ – ამბობს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი. მას „ბათუმელები“ ესაუბრა თემაზე – რა სტრატეგიით …

როგორ გაიხსნა ჩორჩანას საგუშაგო, რის გამოც გახარია შესაძლოა დააკავონ – ინტერვიუ შაიშმელაშვილთან

ყოფილი პრემიერ-მინისტრი და შს მინისტრი, ამჟამად ოპოზიციური პარტიის ლიდერი გიორგი გახარია წულუკიანის ე.წ. კომისიის მორიგი სამიზნეა. გახარია ამ კომისიაზე მეორედ დაიბარეს, კომისიაზე პირველად ყოფნისას კი წულუკიანმა გახარიას ჰკითხა, თუ რატომ გახსნა მან შს მინისტრობისას ხაშურში, სოფელ ჩორჩანასთან, საოკუპაციო ხაზთან ახლოს საგუშაგო ოსური მხარის გაფრთხილების გარეშე. წულუკიანი ირწმუნება, რომ საგუშაგოს გახსნა არ იყო შეთანხმებული სუს-თან, არც …

არ ვაპირებთ ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი მოქალაქეების ღალატს, ამას ჩვენი დაპატიმრებაც რომ მოჰყვეს – საფარი

„საფარი არ ვაპირებთ ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი მოქალაქეების ნდობის ღალატს, თუნდაც ამას ჩვენი დევნა და დაპატიმრება მოჰყვეს“ – აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია „საფარი“ რეპრესიული კანონის ამოქმედებაზე, რომლის ფარგლებშიც ორგანიზაციებს სთხოვენ ყველა იმ პირის პირად მონაცემებს, რომელთა უფლებების დაცვაზეც უმუშავიათ. „ქართული ორგანიზაცია საფარი უკვე 24 წელია საქართველოში ქალებს უწევს იურიდიულ, ფსიქოლოგიურ და სოციალურ დახმარებას. ჩვენი ორგანიზაციის იურისტები …

მარნეულში წყლის არხში ჩვილის ცხედარი იპოვეს

მარნეულის მუნიციპალიტეტში, სარწყავ არხში ჩვილის ცხედარი იპოვეს. „ბათუმელებს“ ინფორმაცია შს სამინისტროში დაუდასტურეს. შსს-ს ინფორმაციით, გარდაცვლილი ჩვილი მამრობითი სქესისაა. გამოძიება დაწყებულის სსკ-ის 116-ე მუხლით, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

„ჩემი ორსული მეუღლე 5 000 ლარით დააჯარიმეს გზის გადაკეტვისთვის“ – მოქალაქე

„ჩემი ცოლი დააჯარიმეს 5000 ლარით, რუსთაველის გადაკეტვას ედავებიან“ – წერს საპროტესტო აქციების მონაწილე, სამოქალაქო აქტივისტი დათო სიმონია ფეისბუქზე. დათო სიმონიას მეუღლე, ქეთი ბახტაძე 5 თვის ორსულია. მათ კიდევ ჰყავთ 3 წლის შვილი. ქეთის დაჯარიმებამდე დათოც დააჯარიმეს. ახლა ოჯახი, რომელიც ბავშვს ელოდება, 10 ათასი ლარითაა დაჯარიმებული. „პოლიციის მიერ გადაკეტილ ქუჩაზე რომ ვიდექით, ამისთვის გვაქვს გადასახდელი 10 …

აქცია ლონდონში, სასამართლოს წინ, სადაც ივანიშვილის და „კრედიტ სუისის“ დავა განიხილება

ლონდონში, სასამართლოს წინ, სადაც ბიძინა ივანიშვილსა და „კრედიტ სუისის“ შორის დავა მიმდინარეობს, ქართველმა ემიგრანტებმა საპროტესტო აქცია გამართეს. სასამართლოს წინ აქციის მონაწილეებმა გამოიტანეს სინდისის პატიმრებისა და თბილისში, საპროტესტო აქციებზე ნაცემი ადამიანების ფოტოები. „ეს არის ერთ-ერთი მორიგი სასამართლო პროცესი, რომელიც ბერმუდის სასამართლოს შემდეგ ბრიტანეთის სასამართლომ უნდა განიხილოს. როგორც ვიცი, ეს პროცესი გაგრძელდება ოთხი დღე და ამ დავას …

„ოცნება“ და სხვისი შვილები, რომლებიც „მხოლოდ რუსული მომავლისთვის ემეტებათ“

„არავინ გაბედოთ და ჩემი შვილები მოძალადე კრიმინალებს, რადიკალებსა და ექსტრემისტებს არ შეადაროთ. მე ვარ დედა 2 და 4 წლის შვილების, რომელთა ფუნდამენტური უფლებები უხეშად დაირღვა“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა მარიამ ლაშხმა 27 მაისს, პარლამენტის ტრიბუნიდან. დეპუტატი ლაშხი რადიკალებად და ექსტრემისტებად მოიხსენიებს 19-20 წლის გოგოებს, რომლებმაც მას კაფეში შეახსენეს, რომ ის რუსულ ინტერესებს ემსახურება. „თავისუფლება …

3 წლის ბავშვზე ზიანის მიყენებისთვის ექიმს 6 თვით პროფესიული საქმიანობა შეუჩერდა – საია

საიას ინფორმაციით, სამი წლის ბავშვისთვის გაწეული არასწორი, არაკვალიფიციური სამედიცინო დახმარების შედეგად გამოწვეული ზიანის ანაზღაურება დაევალა სამედიცინო დაწესებულებას. სამი წლის ბავშვისა და მისი ოჯახის ინტერესებს საიას ქუთაისის ფილიალი იცავდა. „საქმეში არსებული მტკიცებულებების მიხედვით, 3 წლის პაციენტი სამედიცინო დახმარებისთვის მიიყვანეს ქუთაისში მდებარე ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში. ბავშვს უცხო სხეული (პლასტმასის ბურთულა) ჰქონდა ყურში მოთავსებული და საჭირო იყო მისი  …

რატომ გააძევეს სასტუმროდან აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვი და მისი დედა – „არ ვარ ვალდებული აგიტანოთო“

„არ შეიძლება მშობელს უთხრა ბავშვის გასაგონად: „ამოიყვანე აუზიდან, ფულს გიბრუნებ და წადით“, „შენ არ გითქვამს, რომ ასეთი აუტისტი იყო, თორემ არ მიგიღებდით“, „არ ვარ ვალდებული აგიტანოთ“, – ამბობს 12 წლის ქეთი ლიპარტელიანის დედა, გვანცა გულიაშვილი „ბათუმელებთან“. ქეთი აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვია და დედასთან ერთად სურამში უნდა დაესვენა 5 დღით, მერიისგან მიღებული ვაუჩერით. თუმცა როგორც დედა, …

თემურ ქათამაძის გაძევება იძულების წესით მოხდა – შს სამინისტრო

შს სამინისტროს ინფორმაციით, თემურ ქათამაძე (გაფფარ ილმაზი), ბათუმის საპროტესტო აქციების მედროშე, ქვეყნიდან იძულებით გააძევეს. „მისი გაძევება მოხდა საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით, სასამართლოს მიერ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების შესაბამისად. აღნიშნული პირის საქმესთან დაკავშირებით, სასამართლოს რვა სხვადასხვა ინსტანციაში ჩატარდა განხილვები და სასამართლომ სრულად გაიზიარა შს სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის პოზიცია. ასევე დაცვის მხარემ დროებითი ღონისძიების მოთხოვნით მიმართა ადამიანის …

ბათუმელი მედროშე თემურ ქათამაძე საქართველოდან გააძევეს

ბათუმელი მედროშე თემურ ქათამაძე (გაფფარ ილმაზი) საქართველოდან გააძევეს. როგორც მისი მეგობარი, ნინო კაკულია წერს ფეისბუქზე, თემურ ქათამაძე ღამით გაიყვანეს თურქეთში. „ვერაგულად ღამე გაიყვანეს, ვერც დავემშვიდობე“, – წერს ნინო კაკულია. „ბათუმელებთან“ კი ნინო კაკულია ამბობს, რომ მას დღეს, 11 ივნისს, 8:00 საათზე დაუკავშირდა თემურ ქათამაძის მეგობარი თურქეთიდან და შეატყობინა, რომ თემურ ქათამაძე თურქეთშია. „თურქეთში მცხოვრებმა ჩვენმა …

ეს არის წინაპირობა იმისა, რომ აიკრძალოს ფეისბუქიც – ინტერვიუ ნინო ზაუტაშვილთან

„ჩვენგან ითხოვენ ჟურნალისტურ სტანდარტს და ამასობაში, ყველაზე მთავარს – ქვეყნის მართვის სტანდარტს თავად არ იცავენ“- ამბობს ჟურნალისტი ნინო ზაუტაშვილი. ნინო ზაუტაშვილს „ბათუმელები“ ესაუბრა „ქართული ოცნების“ მხრიდან მედიის კონტროლის მცდელობაზე და იმ სიტყვებისა და ფრაზების აკრძალვაზე, რომლის მოსმენაც დისკომფორტს უქმნის ივანიშვილის ხელისუფლებას. ნინო, როგორ შეაფასებთ „ქართულის ოცნების“ მცდელობას, უკარნახოს მედიას, ჟურნალისტებს, რა უნდა თქვან ეთერში და …

„ფინანსური ზეწოლის და შანტაჟის ახალი იარაღი“- მედიაკოლიცია მაუწყებლების კონტროლზე

დღეს, 6 ივნისს, „მედიის ადვოკატირების კოალიციამ“ განცხადება გაავრცელა და კრიტიკულად შეაფასა „ქართული ოცნების” დეპუტატების მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ინიციირებული მორიგი ცვლილებები, რომელიც მათი განცხადებით, კომუნიკაციების კომისიას საბანკო ინფორმაციის მიღებაზე გაფართოებულ უფლებამოსილებებს ანიჭებს. „წარმოდგენილი ცვლილებებით, კომუნიკაციების კომისიას შესაძლებლობა ეძლევა, მიმართოს სასამართლოს და ბანკებიდან მაუწყებლების შესახებ კონფიდენციალური ინფორმაცია გამოითხოვოს იმ შემთხვევაში, თუ მაუწყებელი ინფორმაციას თავად არ მიაწვდის. …

არქიმანდრიტი მზია ამაღლობელის პატიმრობაზე – „უსამართლობაზე თვალს რომ დახუჭავთ, თვალდახუჭული დარჩებით“

ჟურნალისტისა და მედიამენეჯერის,მზია ამაღლობელის უკანონო პატიმრობას არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი გამოეხმაურა. მან მზია ამაღლობელის პატიმრობას და ამავე დროს ნიღბიანების მხრიდან ჟურნალისტებზე დაუსჯელ ძალადობას უსამართლობა უწოდა. „ჟურნალისტმა პოლიციელს ლოყაში გაარტყა. ეს ჟურნალისტი დაიჭირეს, დასაჯეს და კიდევ უნდათ, რომ მიუსაჯონ. ამბობენ, რომ ამან დაარღვია, პოლიციელს შეურაცხყოფა მიაყენა, მაგრამ ჩვენ ვიცით ასევე ჟურნალისტები, რომლებსაც ფეხებით დაადგნენ, 5-7 კაცი ურტყამდა, …

„მზია ამაღლობელი 145-ე დღეა უკანონო პატიმარია, ეს მხოლოდ დასაწყისია“ – ევროპარლამენტარი

დღეს, 5 ივნისს, ევროპარლამენტარი ლენა შილინგი „ბათუმელების“ მენეჯერის მზია ამაღლობელის უკანონო პატიმრობის თემას კვლავ გამოეხმაურა. მისი განცხადებით, შეშფოთებას იწვევს ის ფაქტი, რომ მზია ამაღლობელი 145-ე დღეა უკანონო პატიმრობაშია. „მინდა, ყურადღება მივაპყრო ჟურნალისტ მზია ამაღლობელის კონკრეტულ საქმეს. ის უკვე 145 დღის განმავლობაში უკანონო პატიმრობაშია და მე ნამდვილად მაშფოთებს, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია. მინდა, მისი სახელი ჩვენს …

მზია ამაღლობელის სტენსილისთვის ზუგდიდელი აქტივისტი მესამედ დააჯარიმეს

ზუგდიდელი სამოქალაქო აქტივისტი როსტო ზარანდია დღეს, 5 ივნისს, უკვე მესამედ დააჯარიმეს მზია ამაღლობელის სტენსილის დახატვის გამო. „სამართალდამრღვევი ვარ ისევ, მესამედ. ორი წუთით ადრე დაიწყო უსამართლემ და ხუთ წუთში მორჩა. თავისუფლება მზიას“- წერს როსტო ზარანდია ფეისბუქზე. როგორც როსტო ზარანდია „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, ამჯერად ის მოსამართლე ირაკლი აბშილავამ დააჯარიმა 3 000 ლარით სტენსილის დახატვისთვის. „პირველ-ორ სასამართლოზე ფატი …

მედიას არ შეიძლება დაუწესდეს შინაარსის კონტროლი – საიას შეფასება

„მედიას არ შეიძლება შეეზღუდოს საზოგადოებრივი ინტერესის საკითხებზე და მიმდინარე მოვლენებზე გაშუქება და არ შეიძლება დაუწესდეს შინაარსის კონტროლი“ – აცხადებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საჩივრებზე, რომელიც ტელეკომპანია „ფორმულასა“ და „ტვ პირველის“ წინააღმდეგ შეიტანა კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში ირაკლი კობახიძის ნდობით აღჭურვილმა პირმა. საიას განცხადებით, საჩივრის საფუძველია კანონის 54-ე, 59 პრიმა და 76-ე მუხლები, ხოლო შინაარსობრივად საჩივარი შეეხება არხის …

„ოცნებას“ მედიაში სიტყვების კონტროლიც უნდა – „მედიამ და საზოგადოებამ ერთმანეთს ხელი არ უნდა გაუშვას“

„ქართული ოცნება“ აპირებს თავისუფალ მედიას გაუკონტროლოს სიტყვები და ტერმინები და ის, რაც პარტიას არ მოსწონს, მედიის სტანდარტების დარღვევად გამოაცხადოს. 3 ივნისს, „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრის ნდობით აღჭურვილმა პირმა, ნათია ბოკუჩავამ მარეგულირებელ კომისიაში უჩივლა ტელეკომპანია „ფორმულას“ და „ტვ პირველს“ ისეთი ფრაზების გამოყენებისთვის, როგორიცაა: „ოლიგარქის რეჟიმი“, „რეჟიმის პატიმრები“, „არალეგიტიმური ხელისუფლება“ და ასე შემდეგ. „ოცნება“ მოითხოვს, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონით …

„ისინი ფიქრობენ, რომ უნდა გადარჩნენ სხვისი სიცოცხლის და უბედურების ფასად“ – ინტერვიუ

„ამ რეჟიმზე გამკლავების და გამარჯვების სტრატეგია არის დაუმორჩილებლობა, მასობრივი ბოიკოტი და წინააღმდეგობა, რომ აჩვენოს კიდევ უფრო ბევრს, ვინც ჯერ კიდევ ნეიტრალურ ფაზაშია, რომ სიმრავლე, ერთიანობა, ერთად დგომა და წინააღმდეგობა არის ძალა, რომელსაც ვერ ერევა სისტემა“ – ამბობს ირაკლი ხვადაგიანი, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის მკვლევარი. „ბათუმელები“ მას იმ მოსალოდნელ რეპრესიებზე ესაუბრა, რომელიც, შესაძლოა, ახალ რუსულ კანონს, …

Exit mobile version