„მარტო იმყოფებოდა სახლში, რა დროსაც მიიღო ინსულტი“ – გახარიას პარტია განცხადებას ავრცელებს

„გახარია-საქართველოსთვის“ ფრაქციის ხელმძღვანელი „ქართული ოცნების“ პარლამენტში  შალვა კერესელიძე, მათი პარტიის წევრის, ჯემალ ანანიძის კლინიკაში მოხვედრასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. შალვა კერესელიძის ინფორმაციით, ჯემალ ანანიძე საკუთარ სახლში ყოფნის დროს შეუძლოდ გახდა, რის შემდეგაც ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. „ჩვენი საპარლამენტო გუნდის წევრის ჯემალ ანანიძის ჯამრთელობასთან  დაკავშირებით სოციალური ქსელით სხვადასხვა დაუზუსტებელი ინფორმაცია ვრცელდება. ამ ეტაპზე, არსებული ინფორმაციით, ჯემალ ანანიძე მარტო …

ვლადიმერ სტეფანიანს პროკურატურამ ბრალი წაუყენა – ბაკურიანის სასტუმროების საქმე

შპს „კრისტალ ჯგუფის“ მფლობელს ვლადიმერ სტეფანიანს პროკურატურამ ბრალი წაუყენა. მათი ინფორმაციით, კრისტალ ჯგუფში შემავალი შპს „ბაკურიანი ბიზნეს ჯგუფის“ ძირითად საქმიანობას დაბა ბაკურიანში სასტუმროს ტიპის საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობა და მისი შემდგომი რეალიზაცია წარმოადგენდა. ვლადიმერ სტეფანიანი, რომელიც ფაქტობრივად ხელმძღვანელობდა საწარმოს ყოველდღიურ საქმიანობას, უხეშად არღვევდა როგორც დაბა ბაკურიანის განაშენიანების გენერალური გეგმით დადგენილ, ასევე, შესაბამისი სამსახურიდან მიღებულ მშენებლობის სანებართვო …

თერჯოლაში მოზარდი დაიღუპა

თერჯოლაში 15 წლის მოზარდი ნანგრევებში მოყვა და დაიღუპა. მომხდარის შესახებ ინფორმაცია დღეს, 9 ნოემბერს გაავრცელა „ინფო იმერეთმა“. ამავე წყაროს ცნობით, მოზარდები მიტოვებულ შენობაში შევიდნენ, ერთ-ერთს სამშენებლო მასალა დაეცა. შს სამინისტრომ ფაქტი „ბათუმელებთანაც“ დაადასტურა. გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 116-ე მუხლით, რაც გულისხმობს სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით.

წალკაში 60 წლის კაცს მეშვიდე დღეა ეძებენ

წალკაში, სოფელ თრიალეთში მეშვიდე დღეა 64 წლის ოთარ მგელაძეს ეძებენ. ოჯახის წევრების თქმით, ის სახლიდან გასვლის შემდეგ აღარ დაბრუნებულა. დაკარგულ კაცს ტანზე ნაცრისფერი ქურთუკი აცვია. ოჯახის წევრების ინფორმაციით, ოთარ მგელაძე დაფიქსირებულია ვიდეოკამერაში სოფლიდან გასვლის დროს, შემდეგ კი მისი კვალი იკარგება. დაკარგულ კაცს თან არ აქვს მობილური ტელეფონი. შსს-ს ინფორმაციით, დაკარგული კაცის მოსაძებნად „ინტენსიური, სამძებრო-სამუშაოები მიმდინარეობს“.

მწვერვალზე ასვლას ჰპირდები, როცა სკოლებს დამლაგებელიც კი არ ჰყავს? – „ოცნების“ რეფორმაზე

„მე, როგორც ერთ რიგით მასწავლებელს, ყოველდღიურ ცხოვრებაში, ყოველდღიურ საქმიანობაში მექმნება პრობლემები, არ მაქვს ელემენტარული საშუალებები იმისთვის, რომ უფრო საინტერესო გაკვეთილი ჩავატარო და რაღაც მწვერვალებზე მელაპარაკები? უკაცრავად, მაგრამ არ მჯერა“-ამბობს თამუნა მაჭარაშვილი, სამოქალაქო განათლების მასწავლებელი. „ბათუმელები“ პედაგოგს „ქართული ოცნების“ მიერ დაანონსებულ სასკოლო რეფორმაზე ესაუბრა, რომელიც მე-12 კლასის გაუქმებას გულისხმობს. ქალბატონო თამუნა, რა აზრის ხართ მე-12 კლასის …

ხულოს მერიის თანამშრომელი ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ქრთამის აღების ფაქტზე ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელი დააკავეს. „გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა, რომელსაც სამსახურებრივად ევალებოდა ხულოს მუნიციპალიტეტის მიერ შესყიდული საქონლის ჩაბარება და სათანადო დოკუმენტაციის გაფორმება, სახელმწიფო ტენდერში მონაწილე კომპანიის წარმომადგენლისგან ნაკლებობით ჩაიბარა საქონელი, ხოლო მიღება-ჩაბარების აქტი გააფორმა სრულ მოცულობაზე და უზრუნველყო მიმწოდებელი კომპანიისთვის სრული სატენდერო ღირებულების გადარიცხვა. აღნიშნული ქმედების სანაცვლოდ, …

„ბაკურიანში 5 სასტუმრო თვითნებურად ააშენა“ – შპს „კრისტალ ჯგუფის“ უფროსი დააკავეს

დღეს 8 ნოემბერს, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე „კრისტალ ჯგუფის“ ხელმძღვანელი პირი დააკავეს. „გამოძიებით დგინდება, რომ „კრისტალ ჯგუფის“ კომერაციული დასახლების ქვეშ გაერთიანებული, შპს „ბაკურიანი ბიზნეს-ჯგუფის“და შპს „ჰოტელს მენეჯმენტ ჯგუფის“ დამფუძნებელმა პირმა, ბორჯომში, დაბა ბაკურიანში, დიდველის ტერიტორიაზე შესაბამისი ნებართვის გარეშე, თვითნებურად ააშენა 5 სასტუმრო აპარტამენტი, მოაწყო კერძო საბაგირო, კერძო სათხილამურო …

ოჯახის წევრის მიმართ მუქარის ბრალდებით 1 პირი დააკავეს

შსს-ს ინფორმაციით თბილისში დააკავეს ერთი პირი, რომელსაც ბრალად ედება ოჯახის წევრის მიმართ მუქარა, იძულება და ნარკოტიკული საშუალებისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა. დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „ბრალდებულმა მეგობარ ქალს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, მასზე ფიზიკურად იძალადა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ზ.დ. ბრალდებულის სახით დააკავეს. პოლიციამ დაკავებულის პირადი, საცხოვრებელი …

რატომ ვერ დაასაბუთებს „ოცნება“ საბოტაჟის ბრალდებას – ინტერვიუ

„მათი ეს მოქმედება, პირველ რიგში, იმპულსური, ნერვული ხასიათის რეაქციაა, ნაცვლად იმისა, რომ კრიტიკაზე ოდნავ მაინც დაფიქრდნენ“ – ამბობს საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ადამიანის უფლებათა და მართლმსაჯულების პროგრამის მენეჯერი სანდრო ბარამიძე „ოცნების“ პროკურატურის განცხადებაზე, რის მიხედვითაც უკვე პატიმრობაში მყოფ ოპოზიციის ლიდერებს საბოტაჟსა და „უცხო ქვეყნისთვის“ მტრულ საქმიანობაში დახმარებაში დებენ ბრალს. როგორ აპირებს „ოცნება“ ამტკიცოს საბოტაჟი და …

„მშობლები გვიან მიხვდებიან, რომ ეს სიჩუმე მათი შვილების სასარგებლოდ არ იყო“ – მასწავლებელი

„ადამიანები გვიან მიხვდებიან, რომ ეს სიჩუმე მათი შვილების სასარგებლოდ არ იყო“ – ამბობს ხელოვნების მასწავლებელი, გიორგი ლიპარიშვილი „ბათუმელებთან“. მას ვესაუბრეთ „ოცნების“ მიერ დაანონსებულ „განათლების რეფორმაზე“, რომელიც, სპეციალისტების შეფასებით, კატასტროფული და უკან გადადგმული ნაბიჯია. ბატონო გიორგი, რადგან „ოცნების“ ხელისუფლება აპირებს სკოლებში მე-12 კლასის გაუქმებას, გვინდა ვიცოდეთ მასწავლებლების აზრი ამ თემაზე. რას ფიქრობთ ამ ცვლილებაზე, რას კარგავს …

ბახმაროში კოტეჯების უკანონოდ მშენებლობის გამო 2 პირი დააკავეს

სუს-ის ინფორმაციით, ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ბახმაროში, სახელმწიფო მიწაზე კოტეჯების უკანონო მშენებლობის გამო 2 პირი დააკავეს. „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის დაბა ბახმაროში, ასევე სხვა საკურორტო ზონებში, ხშირია სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების თვითნებურად დაკავების, თვითნებურად გასხვისებისა და მშენებლობის შემთხვევები. აღნიშნულთან დაკავშირებით, დაკავებულია 2 პირი. გამოძიებით დადგენილია, რომ დაბა ბახმაროში, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის სარგებლობაში გადაცემისა და შესაბამისი ნებართვის …

157 906 ლარის მითვისების ფაქტზე ფოთის მერიის ყოფილ თანამშრომელს ბრალი წარუდგინეს

ფოთის მერიის ყოფილ თანამშრომელს დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების ფაქტზე ბრალი წარუდგინეს. პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მომართვის საფუძველზე დაიწყო. „ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახურის საბუღალტრო აღრიცხვის განყოფილების უფროსის თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში, ისარგებლა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით და 2019-2024 წლებში როგორც საკუთარ, ასევე ახლობლის საბანკო ანგარიშებზე თანამდებობრივი …

რუსულენოვან პროგრამებზე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 662 სტუდენტი სწავლობს

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში რუსულენოვანი პროგრამები 2012 წლიდან მოქმედებს. „ბათუმელები“ დაუკავშირდა უნივერსიტეტის ადმინისტრაციას და სთხოვა იმ პროგრამების ჩამონათვალი, რომლებიც რუსულ ენაზე ისწავლება. თავდაპირველ ჩამონათვალში 8 საბაკალავრო და ორი სამაგისტრო პროგრამაა მითითებული, თუმცა მას შემდეგ, რაც უნივერსიტეტს ვთხოვეთ მოეწოდებინა დამატებითი ინფორმაცია პროგრამების შესახებ, ასევე სტუდენტების რაოდენობა, რომლებიც ამ პროგრამებზე სწავლობენ, პროგრამების ჩამონათვალი შეიცვალა და 10 პროგრამის ნაცვლად, …

ინსულინი, რომელსაც „ნოვო ნორდისკი“ აწარმოებს, ქვეყანაში აღარ შემოდის – მიხეილ სარჯველაძე

„ქართული ოცნების“ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ დღეს, 6 ნოემბერს, კომენტარი გააკეთა ინსულინის დეფიციტთან დაკავშირებით, რომლის შესახებაც მოქალაქეები აქტიურად წერდნენ ფეისბუქში. მაგალითად, ერთ-ერთი მშობელი გუშინ წერდა, რომ ინსულინი, რომელსაც მისი შვილი მოიხმარს, ქვეყანაში არ არის შემოტანილი და ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტრომაც გვაცნობა. „ოცნების“ მინისტრი მიხეილ სარჯველაძე აღიარებს, რომ ინსულინი, რომელსაც დანიური კომპანია „ნოვო ნორდისკი“ აწარმოებს, ქვეყანაში …

„მოსწავლეები კითხვებს სვამენ და ძალიან განიცდიან“ – მასწავლებელი მე-12 კლასის გაუქმებაზე

„საჯარო სკოლებში დასაქმებული მასწავლებლების უმეტესობას ისე მოაქცევენ, რომ გახდიან თავიანთ გულშემატკივრებად. სკოლები გამოუშვებენ არა განათლებულ ახალგაზრდობას, არამედ გვეყოლება პროპაგანდით ნაკვები თაობა, რომელსაც რასაც ეტყვიან, იმას დაიჯერებენ. ფიქრის საშუალებას წაართმევენ და უნარი აღარ ექნებათ კრიტიკულად განსაჯონ“ – ამბობს ინგლისურის მასწავლებელი გიორგი კვიკვინია „ბათუმელებთან“. მასწავლებელს „ქართული ოცნების“ მიერ დაგეგმილ სასკოლო რეფორმაზე ვესაუბრეთ, რომელიც მე-12 კლასის გაუქმებას ითვალისწინებს. …

„რეპეტიტორობაც არ შეიძლება უფროსის თანხმობის გარეშე“ – კონტროლის ახალი მექანიზმი კანონში

რა საფრთხეს უქმნის საჯარო სექტორს კორუფციის შესახებ კანონში  ცვლილება, რომელიც საჯარო მოხელეებს პარალელურად სხვა სამსახურში დასაქმებას უზღუდავს ან უფროსის წერილობით თანხმობას ითხოვს? – ამ თემაზე „ბათუმელები“ იურისტს ნიკა სიმონიშვილს ესაუბრა. ბატონო ნიკა, როგორც ვიცით, კორუფციის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილება ითვალისწინებს იმასაც, რომ საჯარო სექტორში დასაქმებულ პირს სჭირდება ხელმძღვანელის თანხმობა იმისათვის, რომ სხვა სამსახურშიც დასაქმდეს. …

„ივანიშვილის ჭიშკართან ღამეც გავათენე“ – შშმ ქალი ხელვაჩაურიდან

„რაც „ოცნება“ მოვიდა, მას შემდეგ ოცნებაში გვძვრება სული. გვატყუებენ ყველგან და ყოველთვის“- ამბობს 63 წლის შადიე მოფინაძე „ბათუმელებთან“. შადიე მოფინაძე 14 წელია ეტლით მოსარგებლეა და თავის, ასევე შშმ შვილთან, 39 წლის ამირან შაინიძესთან ერთად გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს ხელვაჩაურში, სახლში, რომლის ჭერიდან წყალი ჩამოდის. შადიე მოფინაძე 12 წლია სახლის გადახურვას და კედლების გამაგრებას სთხოვს ხელისუფლებას, თუმცა …

„ოცნება“ საქართველოში შეკრების თავისუფლებას ფაქტობრივად აუქმებს – „გამჭვირვალობა“

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ განცხადებით, „ქართული ოცნების“ მიერ შეცვლილი კანონები ფაქტობრივად აუქმებს  საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ შეკრების თავისუფლებას და რეპრესიული წესები ასევე წინააღმდეგობაშია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დაცულ ძირითად უფლებებთან. ორგანიზაციის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ 2024 წლის დეკემბრიდან დღემდე 4-ჯერ შეიტანა ცვლილება შეკრებისა და მანიფესტაციის მარეგულირებელ კანონმდებლობაში – ყოველ ჯერზე ცვლილებები უფრო მეტად რეპრესიულ შინაარს ატარებდა და …

„ამ კანონით ვერცერთი მასწავლებელი ვერ იქნება თავისუფალი“ – ინტერვიუ

„კორუფციის შესახებ საქართველოს კანონში“ შეტანილი ცვლილება მასწავლებლებსაც შეეხება, რადგან მასწავლებელი ვეღარ დასაქმდება სხვა სამსახურში, თუკი მას არ ექნება სკოლის დირექტორის წერილობითი ნებართვა. რა მიზანი აქვს ამ ჩანაწერს და რა საფრთხე ემუქრება მასწავლებლის აკადემიურ თავისუფლებას ამ კანონით? – ამ თემაზე „ბათუმელები“ ისტორიის მასწავლებელს, „ეროვნული ჯილდოს“ ფინალისტს, შალვა მინდაძეს ესაუბრა. ბატონო შალვა, რა ზიანი მიადგება ამ ჩანაწერით …

დაკავების შემდეგ წნევა აწუხებს – ადვოკატი ზურაბ ჭავჭანიძეზე

ბათუმის საპროტესტო აქციების მედროშის, ზურაბ ჭავჭანიძის სასამართლო პროცესი 27 ნოემბერს არის დაგეგმილი. ზურაბ ჭავჭანიძე 4 ოქტომბრის საქმეზე სისხლის სამართლის მუხლითაა დაკავებული. მას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული. ზურაბ ჭავჭანიძის ადვოკატი, ნინო ლომინაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ დაკავების შემდეგ ზურაბ ჭავჭანიძეს მაღალი წნევა აწუხებს. „როგორც ზურაბ ჭავჭანიძემ მითხრა, დაკავების შემდეგ წნევები დაეწყო. როგორც ჩანს, ემოციურ ფონზე აქვს …

გორული ვისკის საქმე – სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის მიმართ

პროკურატურის ინფორმაციით, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. „გამოძიებით დადგინდა, რომ ვლადიმერ ხუნდაძეს პირადი ნაცნობობა აკავშირებდა ბორის გოგიჩაიშვილთან, რომელიც თანამზრახველებთან ერთად გორში უცხოური ბრენდების სასაქონლო ნიშნის გამოყენებით უკანონოდ ახორციელებდა ალკოჰოლური სასმელების – ვისკისა და არყის დამზადებასა და შენახვას. ალკოჰოლური სასმელების დასამზადებლად საჭირო სხვადასხვა პროდუქციის საქართველოში უსაფრთხოდ შემოსატანად …

მინისტრის ყოფილ მოადგილეს ბრალდება წარუდგინეს – აუშენებელი საბავშვო ბაღების საქმე

პროკურატურამ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილ მოადგილეს კობა გაბუნიას, სახელმწიფო – პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე ბრალდება წარუდგინა. „გამოძიებით დადგინდა, რომ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში, ბრალდებულის უშუალო დაქვემდებარებაში იყო მუნიციპალური განვითარების ფონდი. მუნიციპალური განვითარების ფონდმა 2023 წლის თებერვლიდან გამოაცხადა ტენდერები საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში 30 …

ვის შეეხება ქონების გადასახადი და რატომ? – „შეიძლება ითქვას, მთელი ქვეყანა ბომბზე ზის“

ამ დღეებში თითქმის ყველა მოქალაქემ მიიღო სმს-ს შეტყობინება, რომ იწურება ქონებრივი დეკლარაციების წარდგენის ვადები და მოქალაქეებმა დროულად უნდა მიიღონ შესაბამისი ზომები, თუ არ უნდათ, რომ დაჯარიმდნენ ქონებრივი დეკლარაციების შეუვსებლობის გამო. რატომ გახდა ეს საკითხი დღეს განსაკუთრებით აქტუალური და რამ გააჩინა კითხვა – მეკუთვნის თუ არა მე ქონების გადასახადი? ან რატომ მეკუთვნის? რა შემთხვევაში იხდის ფიზიკური …

ბრიტანეთში შეიქმნა ვებგვერდი, რომელიც „იმედის“ ანტიდასავლურ სიყალბეს ამხელს – ინტერვიუ

„წინააღმდეგობის მოძრაობაში ჩართულმა ადამიანებმა შევქმენით ვებგვერდი – ImediWatch, რომელიც ხელოვნური ინტელექტის საშუალებით ავტომატურად გადათარგმნის და გაასაჯაროებს „იმედის“ და სხვა პროპაგანდისტული მედიასაშუალებების მიერ მომზადებულ ანტიდასავლურ ქარდებს, რაც საშუალებას მისცემს ფართო საზოგადოებას გაიგონ, თუ როგორ სიბინძურეს ავრცელებენ დასავლეთის წინააღმდეგ და როგორ მუშაობს რუსული პროპაგანდა“- ამბობს დავით ჯინჭარაძე, „თავისუფლების მოედნის“ წევრი. „ბათუმელები“ დავით ჯინჭარაძეს ამ თემაზე ესაუბრა. დავით, …

„მე რატომ არ მაკავებენ?“ – „ოცნების“ მიერ დაჯილდოებული მასწავლებელი

27 ოქტომბერს „ქართულმა ოცნებამ“ სკოლის მასწავლებლები დააჯილდოვა. ღონისძიებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ნახევარ მილიონზე მეტი ლარი დაიხარჯა. დაჯილდოებულ პედაგოგებს 10-10 ათასი ლარი გადაეცათ ბიუჯეტიდან საჩუქრად. აჭარიდან ორი მასწავლებელი დააჯილდოვა „ოცნებამ“. ერთი ბათუმის მე-16 საჯარო სკოლის მასწავლებელი მაგდანა მათითაიშვილია, მეორე კი – დაბა შუახევის საჯარო სკოლის პედაგოგი, თეიმურაზ დავითაძე. რას ფიქრობენ „ოცნების“ მიერ დაჯილდოებული პედაგოგები განათლების სისტემაში დაანონსებულ …

კატასტროფული იქნება ის შედეგები, რაც ამ „რეფორმას“ მოჰყვება – ნინო დობორჯგინიძე

„აკადემიური საზოგადოება არ არის ის საზოგადოება, რომელსაც დააშანტაჟებ იმით, რომ სახლში გადამალულ ოქროს ზოდებს ან დოლარებს გამოუფენ. ამ ქვეყანაში მთავარი გამჭოლი იდეა ყოველთვის იყო განათლება, სწორედ ამიტომ არ გამოვა ამათი გეგმა“, – ამბობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ნინო დობორჯგინიძე „ბათუმელებთან“. მას „ქართული ოცნების“ მიერ დაანონსებული რეფორმის საფრთხეებზე ვესაუბრეთ. ქალბატონო ნინო, მინდა ილიაუნის მაგალითზე ვისაუბროთ იმ …

„ნინო დათაშვილის ჯანმრთელობა მკვეთრად გაუარესდა“ – PHR

ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR), რომელიც სინდისის პატიმრის, ნინო დათაშვილის უფლებებს იცავს სასამართლოში, ნინო დათაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაზე ინფორმაციას ავრცელებს. განცხადებაში, რომელიც დღეს, 28 ოქტომბერს, გავრცელდა, PHR-ი წერს: „პენიტენციურ დაწესებულებაში ნინო დათაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. ხვალინდელ პროცესზე PHR სასამართლოს პატიმრობის შეცვლის შუამდგომლობით მიმართავს. ნინო დათაშვილის სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში ხვალ, 29 ოქტომბერს, 12:00 …

როგორ გამოიყურება „ოსკაროსანი“ ბათუმის ცენტრალური ქუჩები – ფოტორეპორტაჟი

წელს, ბათუმმა მეშვიდედ მოიპოვა ტურისტული „ოსკარი“, როგორც ერთ-ერთმა წამყვანმა ტურისტულმა მიმართულებამ. თუმცა, ამ „ოსკაროსან“ ქალაქში არ არის დაცული მშენებლობის სტანდარტები, რის გამოც, ჰაერი მუდმივად ბინძურდება მტვრით. ვიდეო, რომელიც „ბათუმელებმა“ დღეს, 27 ოქტომბერს გადაიღო, სწორედ ჰაერის დაბინძურებას ასახავს. ძველ ბათუმში, ზვიად გამსახურდიას და კოსტავას ქუჩებზე, სადაც მერია ფასადების სარეაბილიტაციო სამუშაოებს ატარებს, მარმარილოს ფილებს მშრალი წესით ჭრიან, …

მოვუწოდებთ ხელისუფლებას, შეწყვიტოს ჟურნალისტების დაპატიმრებისა და დაშინების პრაქტიკა – „პუბლიკა“

ონლაინ გამოცემა „პუბლიკა“ ჟურნალისტის ბასტი მგალობლიშვილს უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „როგორც საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია, დღეს „პუბლიკის“ თანადამფუძნებელსა და ჟურნალისტს, ბასტი მგალობლიშვილს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება. სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულ პოლიციელებს იგი დაახლოებით 50 წუთის განმავლობაში ჰყავდათ მანქანაში, შეუზღუდეს გადაადგილების თავისუფლება, ძალის გამოყენებით წაართვეს ტელეფონი და არ მისცეს საშუალება, დაჰკავშირებოდა ოჯახს, კოლეგებსა და …

„მიზანია რკინის ფარდა ევროპასთან“ – ბსუ-ს პროფესორი „ოცნების“ განათლების რეფორმაზე

„ასლან აბაშიძის კეთილ ნებაზე რომ იყო დამოკიდებული, ვის დააფინანსებდა და ვის არა, აი, ამ დროში გვაბრუნებენ, აქეთკენ მიჰყავთ ყველაფერი, რომ ერთ ადამიანზე იყოს ჩამოკიდებული განათლების სისტემა ფინანსურადაც და სტრუქტურულადაც“-ამბობს ლალი ანთიძე, ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. „ბათუმელები“ ლალი ანთიძეს „ოცნების“ მთავრობის მიერ დაანონსებულ განათლების რეფორმაზე ესაუბრა. ქალბატონო ლალი, როგორ შეაფასებთ კობახიძის მიერ დაანონსებულ საუნივერსიტეტო …

კომპანიამ, რომელმაც „ოცნების“ მინისტრს 260 ათასი ლარი გადაუხადა, 628 ათასის დაკვეთა უტენდეროდ მიიღო

საქართველოს განათლების სამინისტრომ 628 ათას ლარზე ხელშეკრულება გააფორმა კომპანიასთან, რომელმაც „ოცნების“ კულტურის მინისტრს, თინათინ რუხაძეს მრჩევლობაში ხელფასის სახით 260 ათასი ლარი გადაუხადა ერთი წლის განმავლობაში. კომპანია, რომელსაც განათლების სამინისტრომ ტენდერის გარეშე მისცა ნახევარ მილიონ ლარზე მეტი, შპს „თიხარტია“, რომლის დამფუძნებელი და ერთპიროვნული მმართველიც ნინო [ზუზუ] ნოდიაა. ნინო ნოდია ასევე საზოგადოებრივი მაუწყებლის „ახალი დღის“ წამყვანია. ის, …

„აქციის მონაწილე შშმ პირებს ფსიქიატრიულში გადაყვანით ემუქრებიან“ – დეა ერემაშვილი

შშმ პირთა უფლებადამცველი დეა ერემაშვილი „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ „ოცნება“ საპროტესტო აქციაზე დაკავებული შშმ პირებს იძულებით ფსიქიატრიულში გადაყვანით ემუქრება, რაც უფლებების უხეში დარღვევაა. 21 ოქტომბერს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ვაჟა სირაძემ განაცხადა, რომ რუსთაველის აქციის ერთ-ერთი მონაწილე, რომელიც დააკავეს, „გადაყვანილია ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში, სადაც იძულებით მკურნალობას გაივლის“. დეა ერემაშვილი ამბობს, რომ ვაჟა სირაძე …

მე-12 კლასის გაუქმებაზე ეროვნული ჯილდოს მფლობელი პედაგოგი – „ეს ცვლილება არ უნდა განხორციელდეს“

„ოცნების“ მთავრობა აპირებს საჯარო სკოლებში მე-12 კლასი გააუქმოს და სწავლა 11-წლიანი გახადოს. ეს იმას ნიშნავს, რომ ქართული განათლების სისტემა ჩამოშორდება ბოლონიის პროცესს. ეს პროცესი მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს სწავლა ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში გააგრძელონ, „ოცნების“ რეფორმის შემდეგ კი ამის შესაძლებლობა თითქმის აღარ იარსებებს. რა ზიანი მიადგება მოსწავლეებს „ოცნების“ მიერ დაგეგმილი ცვლილებებით და რატომ? – ამ თემაზე „ბათუმელები“ …

„თავისუფლება ვაჟას, გამორჩეულ ექიმს და ათეულობით დაპატიმრებულ მოქალაქეს“- გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ყოფილი დირექტორი ამირან გამყრელიძე 22 ოქტომბრის ღამეს, თბილისში, რუსთაველის ქუჩაზე პოლიციის მიერ დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებას გამოეხმაურა. გამყრელიძე დღეს, 23 ოქტომბერს ფეისბუქზე წერს, რომ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავება ერის სირცხვილი და სამედიცინო საზოგადოების შეურაცხყოფაა. „ბატონი ვაჟა გაფრინდაშვილი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და ღირსეული წევრია საქართველოს სამედიცინო საზოგადოების. გამორჩეული თავისი მაღალი პროფესიონალიზმით, ადამიანობით, …

ღარიბაშვილის ცოლის ძმა: „უკანონო შემოსავლები და კორუფცია სხვადასხვა ცნებებია“

ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ცოლის ძმა, ალექსანდრე თამაზაშვილი, სუს-ის განცხადებას იმის თაობაზე, რომ ირაკლი ღარიბაშვილი დაიკითხა და მან აღიარა უკანონო შემოსავლების მიღების ფაქტი, ფეისბუქზე გამოეხმაურა. ალექსანდრე თამაზაშვილი წერს: „უკანონო შემოსავლები და კორუფცია სხვადასხვა ცნებებია. დაველოდოთ გამოძიების დასრულებას და დასკვნები შემდეგ გამოვიტანოთ. დრო ყველაფერს აჩვენებს. ერთში კი სრულიად დარწმუნებული ვარ, ირაკლის არასოდეს გადაუდგია საქართველოს ინტერესების  საწინააღმდეგო  …

თბილისში პოლიციამ მოქალაქეს პირბადის მოხსნა და კბილის ჩვენება მოსთხოვა

21 ოქტომბერს, ღამით, თბილისში 10-მდე პოლიციელმა პირბადის ტარების გამო გააჩერა და შეამოწმა ორი გოგო. როგორც ჩანს, პოლიციამ ჩათვალა, რომ ისინი პროევროპული საპროტესტო აქციის მონაწილეები იყვნენ, მიუხედავად იმისა, რომ გოგოებმა პოლიციელებს უთხრეს, რომ K-POP კონცერტიდან მოდიოდნენ. შემთხვევა მეტრო „თავისუფლების“ მიმდებარედ მოხდა. მოქალაქემ განმარტა, რომ სამედიცინო პირბადე იმიტომ ეკეთა, რომ კბილებს იკეთებდა, თუმცა პოლიციამ მას პირბადის მოხსნა …

Exit mobile version