სკოლის მოსწავლეები დაუნის სინდრომის შესახებ

დღეს 21 მარტს, დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, კერძო სკოლა „იმედის“ მოსწავლეებმა „ამერიკულ კუთხეში“ კონფერენცია გამართეს. მოსწავლეებმა წარმოადგინეს სხვადასხვა წყაროებიდან მოწოდებული მასალები დაუნის სინდრომის შესახებ და ასევე ისაუბრეს იმ სტერეოტიპებზეც რომელიც საზოგადოებაშია ამ სინდრომთან დაკავშირებით. მოსწავლეები ადრე დაუნის სინდრომის მქონე  ბავშვებსაც შეხვდნენ, ჩაქვის სარეაბილიტაციო ცენტრში. დღეს კი ისაუბრეს იმ  განმავითარებელ პროგრამებზეც,  რომლითაც  დაუნის სინდრომის მქონე …

„გიყვართ კომიქსები? – შემოგვიერთდით“

„გიყვარს კომიქსები? – შემოგვიერთდით“, ამ სლოგანით იმართება შეხვედრა ხვალ, 22 მარტს, 5 საათზე ბათუმის ამერიკულ კუთხეში, სადაც ამერიკის საელჩოს კულტურის ატაშე დემიენ უომპლერი ამერიკული კომიქსების შესახებ ისაუბრებს. შეხვედრაზე დასწრება თავისუფალია.

რა პრობლემები გამოავლინა საერთაშორისო კვლევამ სკოლებში

საერთაშორისო კვლევის მიხედვით, სკოლებში დღეს მუშაობს იმაზე მეტი მასწავლებელი, ვიდრე ამის საჭიროება არსებობს. მასწავლებლების უმრავლესობას აქვს ვიწრო სპეციალიზაცია, განსხვავებით სხვა ქვეყნებისგან და ატარებენ უფრო ნაკლებ დროს სკოლაში. „ჩვენ გვჭირდება საპირისპირო მდგომარეობა. მრავალმხრივი სპეციალობის პედაგოგები, რომლებიც ერთზე მეტი საგნის სწავლებას შეძლებენ, იმუშავებენ სრული დატვირთვით და მიიღებენ კარგ ანაზღაურებას“, – აცხადებს კვლევის ეროვნული კოორდინატორი, ნათია ანდღულაძე. რა …

ერთით მეტი ქრომოსომა – „მზის შვილები“ საქართველოში

21 მარტი დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების საერთაშორისო დღეა. დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებს „მზის შვილებს“ უწოდებენ, თუმცა დღემდე არის შემთხვევები, როცა ადამიანები დაუნის სინდრომს დისკრიმინაციულ კონტექსტში, ადამიანების შეურაცხყოფის მიზნით გამოიყენებენ. იგივე გააკეთა საქართველოს პარლამენტის წევრმა, გოგი თოფაძემაც, რომელმაც სიტყვა „დაუნი“ სწორედ ამ მნიშვნელობით გამოიყენა. მას ამის გამო საზოგადოებამ ბოდიშის მოხდა აიძულა. „ისეთი ფსიქოლოგიური ტრავმა მაქვს გადატანილი, …

ბათუმის მერიის პროგრამა დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებისთვის

დღეს 21 მარტს, დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა. ბათუმის მერია ახალშობილთა და ბავშვთა განვითარების შეფერხების პრევენციისა და რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში,  დაუნის სინდრომის მქონე ბავშვთა სარეაბილიტაციო ღონისძიებებს ახორციელებს. „ქვეპროგრამით გათვალისწინებულია მულტიდისციპლინური გუნდის ერთი, ან საჭიროების შემთხვევაში, რამდენიმე სპეციალისტის [ადრეული განვითარების სპეციალისტი, ფსიქოლოგი, ოკუპაციური თერაპევტი, ლოგოპედი, სპეციალური პედაგოგი და სხვა] მიერ, თვეში 8 მომსახურების გაწევა.  ასევე, ტრენინგ-სემინარების ჩატარება …

„სადა ხარ ჩემო სულიკო“ – ფილმის ჩვენება და დისკუსია ქალთა უფლებებზე

დღეს 21 მარტს, ბათუმში „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“,  გაიმართება რეჟისორ ლია ჯაყელის ფილმის, – „სადა ხარ ჩემო სულიკოს“- ჩვენება და დისკუსია. ფილმის ჩვენებას და დისკუსიას გაუძღვება ფილმის ავტორი და რეჟისორი ლია ჯაყელი. „ქალთა ისტორიის თვე ყოველ წელს აღინიშნება აშშ-ში, კანადაში, დიდ ბრიტანეთსა და სხვა ქვეყნებში. ამ თვის აღნიშვნის მიზანი არის ისტორიიდან გამქრალი ქალების, მათი როლის და მიღწევების …

აჭარის ყველა მდინარე ეკოლოგიურად დაბინძურებულია – როგორია დაჯარიმების სტატისტიკა

ბათუმის მიმდებარე და მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში მდინარეები და ხევები საყოფაცხოვრებო ნარჩენებითაა დაბინძურებული, თუმცა კონკრეტული დამნაშევე თითქმის არ არსებობს: „ზემოდან მოაქვს მდინარეს“, „მეორე სოფლიდან მოაქვთ და ყრიან“- ამბობენ დაბინძურებულ ხევებთან და მდინარეებთან ახლოს მცხოვრები ადამიანები. ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ წონიარისში ამბობენ, რომ კანონის გამკაცრებისა და საჯარიმო სანქციების ამოქმედების შემდეგ მოსახლეობა საყოფაცხოვრებო ნარჩენების გარემოში გადაყრას ერიდება, თუმცა ფაქტები საპირისპიროზე …

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება ბათუმში მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებით

ცხრა არასამათავრობო ორგანიზაცია ბათუმში მეჩეთის მშენებელობის მოთხოვნასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ. „ხელმომწერი ორგანიზაციები სოლიდარობას ვუცხადებთ მუსლიმი თემის მშვიდობიან თვითორგანიზებულ კამპანიას ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის მოთხოვნით. ამასთან, მოვუწოდებთ სახელმწიფოს მუსლიმი თემის უფლებების სრულყოფილი რეალიზებისკენ. ბოლო რამდენიმე წელია, მუსლიმი თემი სახელმწიფოსგან აქტიურად ითხოვს ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობისთვის მიწის ნაკვეთის გამოყოფას და მშენებლობის პროცესის მხარდაჭერას. ბათუმში მოქმედი …

ვის ეკისრება პასუხისმგებლობა პედაგოგთა დაბალ კვალიფიკაციაზე

2016 წლის იანვარში ჩატარებულ მასწავლებელთა საგნობრივი გამოცდებზე 10 552 პედაგოგი დარეგისტრირდა, თუმცა გამოცდაზე მხოლოდ 6 477 გავიდა. აქედან, დადგენილი ბარიერი – 60 პროცენტი, მხოლოდ 1101-მა პედაგოგმა გადალახა. პედაგოგთა 83 პროცენტი ჩაიჭრა. ანალოგიური ვითარება იყო გასული წლის ზაფხულში ჩატარებულ გამოცდებზე. ვის ეკისრება პასუხისმგებლობა პედაგოგთა დაბალი კვალიფიკაციის გამო და რა ცვლილებები უნდა განხორციელდეს სკოლაში? თემაზე „ბათუმელები“ განათლების …

BIAFF კინოჩვენებებისთვის ალტერნატიულ სივრცეს ქმნის

16 მარტს, 17.30 საათზე, ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის კონფერენსდარბაზში გაიმართება BIAFF კინოფესტივალის მენეჯმენტის მიერ ინიცირებული პროექტის პრეზენტაცია – „ბათუმში კინოჩვენებებისთვის ალტერნატიული სივრცეების შექმნა“. „ბათუმში ამ ეტაპზე ფუნქციონირებს მხოლოდ ერთი კომერციული კინოთეატრი „აპოლო“, ალტერნატიული სივრცეების ნაკლებობა მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალისთვის (BIAFF) და ასევე ქალაქის მოსახლეობაც მოკლებულია დიდ ეკრანზე არაკომერციული კინოფილმების ნახვის შესაძლებლობას,“- ნათქვამია BIAFF-ის მენეჯმენტის განცხადებაში. …

სტუდენტების საპროტესტო აქცია ბათუმის უნივერსიტეტში [ვიდეო]

ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტის წინ სტუდენტთა საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ისინი სოლიდარობას უცხადებენ  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესებს და მოითხოვენ, ოდეერებისგან ბათუმის უნივერსიტეტიც გათავისუფლდეს. აქციაში სტუდენტებთან ერთად არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადდგენლები და სტუდენტების მშობლებიც მონაწილეობენ. „ჩვენ, სტუდენტები, ვაპროტესტებთ იმ სიტუაციას, რაც დგას თითქმის ყველა უნივერსიტეტში. ეს არის ავტონომიურობის პრობლემა და გარე ძალების მიერ საუნივერსიტეტო პროცესების მართვა.  ჩვენ მოვითხოვთ, …

ახალი ნარგავები ბათუმის ბულვარში

„ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის“ ინფორმაციით, ბულვარს ახალი  წიწვოვანი და ფოთლოვანი ხე-მცენარეები შეემატა. „ფიჭვის, სოჭის, ნეკერჩხლის, მუხის, მაგნოლიას, კიპარისისა და სხვადასხვა ჯიშის 2 100-მდე ახალი ნერგები ძველი და ახალი ბულვარის პერიმეტრზე ეტაპობრივად დაირგვება, ამასთანავე დიდთოვლობის შედეგად დაზიანებული ხეების ჩანაცვლებაც მოხდება. გამწვანების სამუშაოები აპრილის ბოლომდე გაგრძელდება“-ნათქვამია ბულვარის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.  

ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტის სტუდენტთა განცხადება

დღეს, 14 მარტს, 18:00 საათზე, ბათუმის რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები საპროტესტო აქციას გამართავენ. სტუდენტებმა ფეისბუქში გაავრცელეს ტექსტი აქციის შესახებ, სადაც ნათქვამია: „ბათუმელ სტუდენტებს მიგვაჩნია, რომ უნივერსიტეტები დღეს არ არის ავტონომიური, თავისუფალი სივრცე, სადაც მიმდინარეობს შემოქმედებითი პროცესები. ჩვენ წლების განმავლობაში ვხედავთ გარე ძალების მიერ პროცესების მართვის მცდელობებს, ჩარევებს, რისთვისაც იყენებენ სტუდენტურ თვითმმართველობას და ადმინისტრაციას როგორც მიზნის მიღწევის …

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ბიზნეს ორგანიზაციებს გამოკითხავს

აჭარის  ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ახორციელებს საბიუჯეტო პროგრამას „რეგიონში ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა“.  საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმების ორგანიზებას საფუძველი 2014 წელს ჩაეყარა. პროგრამის მიზანი აჭარის რეგიონის საინვესტიციო პოტენციალის ცნობადობის გაზრდა. „ფორუმები ასევე ითვალისწინებს კერძო სექტორის ჩართულობის  ფორმატს. კერძოდ, აჭარის რეგიონში მოქმედ კომპანიებს  შესაძლებლობა აქვთ, პარტნიორული ურთიერთობების დამყარების მიზნით, პირდაპირი შეხვედრები გამართონ სამიზნე ქვეყნების კომპანიებთან. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში …

დისკუსია თემაზე – ქართული ენერგეტიკის გეოპოლიტიკა

16 მარტს ბათუმში, 18:00 საათზე, „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“  მკვლევარი ენერგეტიკის საკითხებში, გიორგი მუხიგულიშვილი  დისკუსიას გამართავს თემაზე – „ქართული ენერგეტიკის გეოპოლიტიკა“. პროგრამის კოორდინატორია, ასოციაცია „მწვანე ალტერნატივა“.  დისკუსია გაიმართება „ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის“ მხარდაჭერით.  

უმაღლესი საბჭოს წევრი: უსკოს თავმჯდომარეობის ახალი კანდიდატები პარტიული პირები არიან

აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ პეტრე ზამბახიძე, დღეს 14 მარტს გამართულ ბრიფინგზე აცხადებს, რომ აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის ახალი კანდიდატები, კვლავ პარტიული ნიშნითაა შერჩეული. „რამდენიმე დღეა გამოქვეყნდა ახალი კანდიდატების სია, სადაც კვლავ არიან ის პირები, რომლებიც დღესაც წარმოადგენენ პოლიტიკურ პარტიას და არიან „ქართული ოცნების“ კოალიციაში შემავალი  არტიების წევრები. მე მოვუწოდებ აჭარის მთავრობის …

ბათუმის საკრებულოს წევრი: პლაჟების მართვა მერიის დაქვემდებარებაში უნდა დარჩეს

ბათუმის საკრებულოს წევრი პარტია „თავისუფალი დემოკრატებიდან“ ჯაბა ბერიძე მიიჩნევს, რომ ბათუმის პლაჟების  გადაცემა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროზე  არასწორია და მისი განკარგვა ბათუმის მერიის მიერ უნდა მოხდეს. „ეს პრაქტიკა წინა წლებშიც იყო, რაც ჩემი აზრით მიუღებელია, რადგან ეკონომიკის სამინისტრო პლაჟებს  ექვსთვიანი იჯარით გასცემს, რაც ბიზნესის განვითარებისთვის არ არის მომგებიანი. ბარცხანიდან მოყოლებული ჩაქვამდე, ჩემი მაჟორიტარული უბანია, …

ახალი ნარგავები ბათუმში

ბათუმის მერიის ინფორმაციით,  ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩის გამყოფ ზოლში ქალაქის სანერგე მეურნეობაში გამოყვანილი მცენარეები დაირგო. „მთავარ მაგისტრალზე პალმის, მაგნოლიას, დრაცანას და სხვა დეკორატიული მცენარეები, სულ 7 სახეობის 100-მდე ნერგი განთავსდა“-ნათქვამია მერიის ინფორმაციაში. მათივე ინფორმაციით,  მერიის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, აქციაში პრობაციის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ.

„გერმანული თეატრის ისტორია და დღევანდელობა“ ბათუმში

15 და 16 მარტს, 16:00 საათზე, ბათუმში, „თანამედროვე ხელოვნების სივრცეში“, წარმოდგენილი იქნება ლექციებისა და ვიდეოჩვენებების ციკლი „გერმანული თეატრის ისტორია და დღევანდელობა“. პროექტს „თანამედროვე ხელოვნების სივრცე“ გოეთეს ინსტიტუტისა და ნიდერლანდების სამეფოს კულტურის საერთაშორისო ფონდ „კავკასიას“ მხარდაჭერით წარმოადგენს. 15 მარტს  წარმოდგენილი იქნება ლექციების ციკლი, გერმანელი რეჟისორის,  გერმანული სცენიური ნატურალიზმის ფუძემდებლის ოტო ბრამის შესახებ.  16 მარტს კი  გერმანული …

ბათუმში პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების გამოქვეყნება გააპროტესტეს [ვიდეო]

დღეს 12 მარტს, ბათუმში, ევროპის მოედანზე საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა, პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების გამოქვეყნება გააპროტესტეს. მოქალაქეები მიიჩნევენ, რომ ხელისუფლება ვალდებულია გამოიძიოს თუ ვის მიერ მოხდა  ფარული ჩანაწერის  youtube-ზე ატვირთვა და კანონის შესაბამისად დაისაჯოს.   პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო, რომელზეც ასახულია ერთ-ერთი ქართველი პოლიტიკოსი, ოპოზიციური პარტიის წევრი, 11 მარტს გავრცელდა. მთავარი პროკურატურის პრესსამსახურის განცხადებით ვიდეომასალის …

არღვევს თუ არა „სოკარი“ მომხმარებლის უფლებებს?

ბათუმში, გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩაზე მცხოვრები მოქალაქეები აცხადებენ, რომ თებერვლის თვეში ბუნებრივი გაზის თითქმის შვიდმაგი გადასახადი მიუვიდათ. მოქალაქეების თქმით, გასული წლის სექტემბრიდან დღემდე, მოხმარებული გაზის გადასახადს „სოკარის“ წარმომადგენლების ზეპირი მითითების საფუძველზე, ქვითრის გარეშე იხდიდნენ. „თებერვლის ქვითარზე კი 500 ლარი და მეტი თანხა იყო დაწერილი“, –  აცხადებენ ისინი. მათი აზრით, კომპანია მომხმარებლის უფლებებს არღვევს. მოქალაქეები თანხის …

„უთქმელი ისტორიები“ – დისკუსია ქალი მოღვაწეების შესახებ

დღეს, 12 მარტს, ბათუმში „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ გაიმართება საჯარო დისკუსია ისტორიული ქალი მოღვაწების შესახებ. დისკუსიის თემაა – „უთქმელი ისტორიები“. შეხვედრის მიზანია, საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება იმ ქალების შესახებ, რომლებმაც თავიანთი ცხოვრებით წვლილი შეიტანეს თავიანთი თემის, რაიონისა თუ მთლიანად ქვეყნის ან ქალთა მოძრაობის განვითარებაში. შეხვედრას უძღვება ქალთა კლუბის წევრი, ნინო ტავლალაშვილი.  

რატომ ჭრიან ქალაქში ჭადრებს? [ვიდეო]

დღეს  12 მარტს, ბათუმში  ლერმონტოვის ქუჩაზე ოთხი ჭადარი ამოიღეს.  უფრო ადრე, 9 მარტს, ჭადრები  გამსახურდიას და ზუბალაშვილის ქუჩების კვეთაშიც მოჭრეს და მის ნაცვლად პალმები დარგეს. რატომ ჭრიან ჭადრებს ქალაქში? – ამ კითხვით ბათუმის მერიის გამწვანების სამსახურს მივმართეთ. სამსახურის უფროსის მოადგილის, შავლეგ ფხაკაძის განცხადებით, ხეები ქუჩის რეაბილიტაციას უშლიდა ხელს და ამიტომ მოხდა მისი ამოღება. „სამი ჭადარი ამოვიღეთ, …

წაბლანა-ყინჩაურის გზის მონაკვეთი გადაკეტილია – საპროტესტო აქცია ხულოში

დღეს, 12 მარტს, ხულოს მუნიციპალიტეტში წაბლანა-ყინჩაურის გზის მონაკვეთი გადაკეტილია. სოფლის მოსახლეობა, მათივე თქმით, ჰესების მშენებლობის შედეგად მათი კერძო საკუთრების დაზიანებას აპროტესტებს. სოფლის მცხოვრებთა განცხადებით, გვირაბის მშენებლობის შედეგად დაზიანდა მათი კერძო სავარგულები და საყანე ადგილები. მოსახლეობა როგორც ხელისუფლებას, ასევე ნორვეგიულ კომპანიას სთხოვს, რომ დაიცვან მათი უფლება და ზიანი არ მიაყენონ მათ საკუთრებას. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ …

რას ნიშნავს ლიბერალიზმის დამარცხება განათლებაში?

„ჩვენმა ხალხმა დაამარცხა კომუნიზმი, დაამარცხა ფაშიზმი და დაამარცხებს ლიბერალიზმსაც“, – განაცხადა ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ პარლამენტში, განათლების კომიტეტში ახალი სახელმძღვანელოს მოდელის „მე და საზოგადოებას“ განხილვის დროს. ის და მისი თანამოაზრეები ეწინააღმდეგებიან სკოლაში ისეთი ცნებების შეტანას, როგორიცაა: ლიბერალური ღირებულებები, ტოლერანტობა და გენდერული იდენტობა. რას ნიშნავს ლიბერალიზმის დამარცხება განათლებაში და რას მიიღებს ამით საზოგადოება. ამ თემაზე „ბათუმელები“ ბათუმის …

შშმ ბავშვებისთვის ბათუმის 26-ე სკოლაში ახალი სახელოსნო გაიხსნება

10 მარტს ბათუმის 26-ე საჯარო სკოლაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ჯგუფებისათვის შემოქმედებითი სახელოსნოები გაიხსნება. სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები აჭარის განათლების სამინისტრომ ჩაატარა. საკლასო ოთახები, სახელოსნოები, სამედიცინო კაბინეტი, შესაბამისი სველი წერტილი ადაპტირებულია.  სამუშაოების ღირებულებამ  150 095 ლარი შეადგინა. ინვენტარის შეძენისთვის კი 40 000 ლარი დაიხარჯა. „ამ პერიოდისათვის ბათუმის 26-ე საჯარო სკოლაში, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე 33 მოსწავლე  სწავლობს. სახელოსნოში  მოქმედებს  …

უფლებები ყვავილების ნაცვლად

„ჩვენ არ გვინდა ყვავილები, ჩვენ გვინდა უფლებები“, „ქალზე ძალადობა დანაშაულია“, „კაცები ქალების უფლებებისთვის“ – ამ და სხვა შინაარსის პლაკატები გამოფინეს დღეს, 8 მარტს, ბათუმში, ევროპის მოედანზე ახალგაზრდებმა. აქცია-კონცერტი, რომელიც ქალთა უფლებების დაცვის დღეს მიეძღვნა, არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ მიერ იყო ორგანიზებული. აქციის მონაწილეთა თქმით, რვა მარტი არის არა ქალებზე ყვავილების ჩუქების, არამედ  ქალთა უფლებების …

კონკურსი ფილმის პოსტერების შესაქმნელად

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში აცხადებს კონკურსს, ევროკავშირის კინოფესტივალის 2016 წლის მონაწილე ფილმებისთვის პოსტერების შესაქმენლად. კონკურსანტებმა ევროკავშირის 2016 წლის კინოფესტივალზე საჩვენებელ ფილმებზე (იხილეთ ჩამონათვალი) უნდა შექმნან პოსტერები (ერთი ან რამდენიმე). „გამოვლიდნება ორი გამარჯვებული. ერთ-ერთ გამარჯვებულს გამოავლენს ჟიური (პრიზი 200 ევრო), ხოლო მეორე გამარჯვებულად დასახელდება ის, ვინც მეტ ფეისბუკ მოწონებას დაიმსახურებს (პრიზი 50 ევრო)“-ნათქვამია განცხადებაში. კონკურსანტებმა ნამუშევრები უნდა გამოაგზავნონ შემდეგ …

C ჰეპატიტის მკურნალობისთვის ახალი პრეპარატი „ჰარვონი“ შემოაქვთ

მომავალი ერთი წლის განმავლობაში C ჰეპატიტის მკურნალობის პროგრამაში 20 000 ადამიანი იქნება ჩართული – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა С ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის მონაწილე პაციენტებთან შეხვედრისას განაცხადა. ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის ფეისბუკ გვერდზე გავრცელდა. გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა,რომ პროგრამაში ამ რაოდენობის ადამიანის ჩართვა იძლევა იმედს, რომ საქართველო ახლო მომავალში, С ჰეპატიტის გარეშე იქნება.   „ძალიან სასიხარულოა, რომ …

აქცია-კონცერტი ქალთა უფლებების დასაცავად

ხვალ 8 მარტს,  ბათუმში ევროპის მოედანზე „ბათუმის ახალგაზრდული ცენტრის“ ინიციატივით 16:00 საათზე, ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით აქცია-კონცეტი გაიმართება. ორგანიზატორთა ინფორმაციით, აქციის მიზანია შეახსენოს საზოგადოებას, ქალთა საერთაშორისო დღის რეალური იდეა – ქალთა დღე არ შექმნილა ყვავლების ჩუქებისთვს, 8 მარტი ქალთა უფლებებისთვის ბძოლის დღეა.   „საქართველოში კვლავ აქტუალურია ისეთი პრობლემები, როგორიცაა არასრულწლოვან გოგონათა იძულებითი ქორწინება, განათლების ხელმისაწვდომობა …

განათლების სამინისტროს პროგრამა უცხოეთში სწავლის დასაფინანსებლად

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო აცხადებს კონკურსს საზღვარგარეთ  სწავლის დასაფინანსებლად.  დაფინანსდება ევროკავშირის წევრი ქვეყნების, ამერიკის შეერთებული შტატების, კანადის, შვეიცარიისა და ნორვეგიის უმაღლეს აკრედიტებულ საგანმანათლებლო  დაწესებულებებში  სამაგისტრო  და  სადოქტორო პროგრამებზე სწავლა. „კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის  ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე ბოლო სამი წლის მანძილზე რეგისტრირებულ საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც ზოგადი განათლების მიღების დამადასტურებელი დოკუმენტი აღებული აქვს აჭარის ავტონომიური …

უფასო კვლევები შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებისთვის

12 მარტს, შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებისთვის, მერიის პროგრამების ფარგლებში უფასო კვლევები ჩატარდება. კვლევები ათი საათიდან 17:00 საათამდე ჩატარდება. კონსულტაციას ჩაატარებს ენდოკრინოლოგი პროფესორი ელენე გიორგაძე. პაციენტთა წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს 7, 8, 9, 10 და 11 მარტს.

გონიოს მაცხოვრებლები საკრებულოსგან საბოლოო პასუხს ელოდებიან

დღეს 7 მარტს, ბათუმის საკრებულოს წინ გონიოს მაცხოვრებლები შეიკრიბდნენ. ისინი მოითხოვენ რომ ხელისუფლებამ 2010 წელს მათ საკუთრებაში არსებული ჩამორთმეული მიწების  დაბრუნების საკითხი საბოლოოდ განიხილოს. „ორი კვირის წინ, ჩვენ შევხვდით საკრებულოს მიწის საკუთრების აღიარების კომისიის თავმჯდომარეს ლევან კინწურაშვილს, ამ შეხვედრას ჩვენი უბნის დეპუტატი ირაკლი მიქელაძეც ესწრებოდა. დაგვპირდნენ  რომ დღეს 7 მარტს გაგვცემდნენ პასუხს ჩვენს მოთხოვნაზე, რომელიც …

ბუნებრივი აირის მიწოდება სამი საათისთვის აღდგება

„სოკარის“ ინფორმაციით, ბუნებრივი აირის მიწოდება 15:00 საათისთვის სრულად აღდგება. ბათუმში 16 ათას აბონენტს ბუნებრივი აირის მიწოდება 6 მარტს შეუწყდა. მიზეზი ბათუმში, მელიქიშვილისა და გორგასალის ქუჩების კვეთაში მომხდარი ავარია იყო. მსუბუქი ავტომანქანა ბუნებრივი აირის რეგულირების კვანძს შეეჯახა, რის გამოც ბუნებრივი აირის გაჟონვა მოხდა. „ამ ეტაპისთვის დაზიანება აღდგენილია, ეტაპობრივად მიმდინარეობს აბონენტების ჩართვა. დღის სამი საათისთვის კი სრულად აღდგება …

ახალგაზრდების შერჩევა ჯანრთელობის მსოფლიო ასამბლეის მოდელირებისთვის

,,ახალგაზრდები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისთვის” იწყებს მონაწილეთა შერჩევას – თბილისის ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეის მოდელირებისთვის, რომელიც მიმდინარე წლის მაისში არის დაგეგმილი. თბილისის ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეის მოდელირება მეორედ აიღებს სტარტს, იგი წარმოადგენს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პოლიტიკისა და გადაწყვეტილების მიღების სიმულაციას, რომელიც საქართველოს მასშტაბით აერთიანებს მოტივირებულ ახალგაზრდებს და აძლევს მათ შანსს, გაიცნონ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, მისი ღირებულებები და პრინციპები. ასევე, …

რას ისწავლიან 14 მილიონ დოლარად პედაგოგები და სკოლის დირექტორები?

ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციამ 20 ათასი ქართველი პედაგოგისა და 2085 დირექტორის გადამზადების მიზნით 14 მილიონი დოლარი გამოყო. პროექტი ოთხ წელს გაგრძელდება და რამდენიმე კომპონენტს მოიცავს. რა არის პროექტის მიზანი და რა შემთხვევაში ჩაითვლება პროექტი წარმატებულად? ამ თემაზე „ბათუმელები“ პროგრამის მენეჯერს ირინა აბულაძეს ესაუბრა. ქალბატონო ირინა, ეს პროექტი ითვალისწინებს პედაგოგების განვითარებას, რა იგულისხმება ამაში, რა უნდა ისწავლონ …

Exit mobile version