პირველი მაისი მშრომელთა უფლებების დაცვის დღეა

„საქართველოში, პირველ მაისს მშრომელთა ერთი ნაწილი უსამსახუროდ, მეორე ნაწილი კი საფრთხისშემცველ სამუშაო პირობებში ხვდება. COVID 19-ის პანდემიის შედეგად დამდგარი მრავალმხრივი და საყოველთაო კრიზისი იმის დასტურია, რომ არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური სისტემა ვერ უზრუნველყოფს მდგრად, სამართლიან და უსაფრთხო ყოველდღიურობას მშრომელთათვის და მათი ოჯახებისთვის. კრიზისი ადასტურებს ფუნდამენტური ცვლილებების და მათთვის ბრძოლის აუცილებლობასაც,“ – აღნიშნავს „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“, …

პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის 798 პირი დააჯარიმეს – შსს

ბოლო 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევის გამო 798 ადამიანი დააჯარიმეს, ხოლო პირბადის წესის განმეორებით დარღვევის ფაქტზე – 158. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. პირბადის ტარების წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და შესაბამისად ჯარიმას 20 ლარის ოდენობით, ხოლო პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევა ითვალისწინებს 40 ლარით დაჯარიმებას. ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, …

კორონავირუსის 144 ახალი შემთხვევა აჭარაში – პირველი მაისი

ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსი 144 ადამიანს დაუდასტურდა. ინფორმაციას აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი აქვეყნებს. პირველი მაისის მონაცემებით, გამოჯანმრთელდა 99 პაციენტი, ხოლო კლინიკა დატოვა 14-მა პაციენტმა. კრიტიკულ მდგომარეობაშია 11 პაციენტი. კოვიდკლინიკაში მკურნალობს – 387 პაციენტი.

10 593 ლარი – ირაკლი კობახიძის მგზავრობის ხარჯი ვაშინგტონში და უკან

სამი პარლამენტარის: ირაკლი კობახიძის, ირაკლი ჩიქოვანის და კახაბერ კუჭავას აშშ-ში, ვაშინგტონში ვიზიტისთვის ბიუჯეტიდან ჯამში 31 315 ლარი დაიხარჯა. სამივლინებო ხარჯების შესახებ საჯარო ინფორმაცია „ბათუმელებმა“ პარლამენტიდან გამოითხოვა. პარლამენტის სამი წევრი „ქართული ოცნებიდან“, მათ შორის, ამ პარტიის თავმჯდომარე – ირაკლი კობახიძე და პარლამენტის მოქმედი თავმჯდომარე ვაშინგტონში 12 აპრილს ჩავიდა. საჯარო ინფორმაციის მიხედვით, სამ დეპუტატს შორის ყველაზე ძვირი …

რას პასუხობს აგურების მწარმოებელი მოსახლეობას, რომელსაც სახლში მტვრის ბუღი აწუხებს

„ამას მაინც გასდის ბუღი, ამხელა წარმოებას ამუშავებს და ერთი ფილტრი ვერ დააყენა,“ – წერს მოქალაქე იამზე მჟავანაძე სოციალურ ქსელში. ის ბათუმში, აკაკი შანიძის პირველ ჩიხში ცხოვრობს. აქ 180-მდე ოჯახი ცხოვრობს და წლებია აპროტესტებენ ბეტონის საწარმოდან დაკვამლიანებას. შანიძის ქუჩის მოსახლეობის პროტესტის და ამავე ბეტონის საწარმოს შესახებ „ბათუმელები“ 2017 წელსაც წერდა. მაშინ საწარმო კომპანია „გუმბათი აგურს“ ეკუთვნოდა. …

როცა მუსლიმი პატიმარი ხარ და მარხვაში დღისით გაწვდიან საჭმელს – დისკრიმინაცია ციხეში

„მითხრა, რომ დღისით აწვდიან, მაგალითად, ცხელ წვნიანს,  ღამით არა, ის კი დაღამებას ელოდება, რომ ჭამოს. ძირითადად ასეა – დღისით მიწოდებულ საკვებს ინახავს ღამისთვის,“ – ამბობს მირანდა ქამადაძე. მისი ქმარი, ბრალდებული ელდარ ანთაძე მუსლიმია  და მარხვას ციხეში იცავს. რამადანის თვეში მუსლიმები განთიადიდან მზის ჩასვლამდე ყველანაირ საჭმელსა და სასმელზე უარს ამბობენ. შესაბამისად, ჭამა დასაშვებია შებინდების შემდეგ და …

„მონის“ დაძახებისთვის ჯარიმა 2000 ლარამდე გაიზარდა, რას ამბობს ომბუდსმენი კანონში ცვლილებებზე

„პარლამენტი ზრდის დაკავების ვადას, მაგრამ დაკავების კანონიერების გადამოწმების ვალდებულება არ არსებობს. ასევე მძიმდება პასუხისმგებლობა ორი ყველაზე მძიმე დარღვევისთვის, რომელიც ამ ქვეყანაში უფლებების შეზღუდვის ყველაზე გავრცელებული და სამწუხარო მექანიზმია,“ – წერს სოციალურ ქსელში სახალხო დამცველის მოადგილე, გიორგი ბურჯანაძე. იგი მიიჩნევს, რომ ცვლილებები, რომლებიც დაჩქარებული წესით დღეს, 29 აპრილს მიიღო პარლამენტმა, „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ქვეყანაში უფლებების დარღვევის …

„ხალხი შეწუხებულია“ – რიჟვაძე ბულვარში 16 სართულის აშენებაზე, მოიჯარეებსა და გენგეგმაზე

„ერთი მხრივ, მნიშვნელოვანია ბულვარის დაცვა და კონსერვაცია და, მეორე მხრივ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გენგეგმა, რომელიც დამტკიცდება აუცილებლად, იქნას გათვალისწინებული ყველა იმ მოქმედი მეწარმის ინტერესი, რომელიც იქ თავის საქმიანობას ახორციელებს. მე მათ ვპირდები საჯაროდ და ჩვენ უახლოეს დღეებში გვექნება ყველა დაინტერესებულ პირთან, მათ შორის, მეწარმეებთან შეხვედრას და ვერავინ შეძლებს მათთან ზედმეტ შეხებას და მათი ინტერესების უგულებელყოფას,“ …

რა თქვა თორნიკე რიჟვაძემ “ოცნების ქალაქის” მეორე ეტაპზე

“დღესვე მეორე ფაზის შესაბამისი პროცედურების დაწყება,” – განაცხადა დღეს, 29 აპრილს, მთავრობის სხდომაზე “ოცნების ქალაქთან” დაკავშირებით თორნიკე რიჟვაძემ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ. თორნიკე რიჟვაძემ ხაზი გაუსვა იმას, რომ პირველ ეტაპზე 582 ოჯახი მიიღებს საცხოვრებელ ბინას, ვინც “ოცნების ქალაქში” ცხოვრობს. “ეს სტრატეგიული პროექტია,” – დასძინა თორნიკე რიჟვაძემ. მას არ დაუკონკრეტებია, რამდენი ოჯახი მიიღებს ბინას მეორე ეტაპზე და …

„ისევ გავიქცევი“ – რას ჰყვება კაცი, რომელსაც ქუჩაში პოლიციელი გაეკიდა

„როგორც ვიცი, უფორმოდ პოლიციელებს ჩემთან მოსვლის უფლება არ აქვთ და ფორმით როცა დავინახავ, ისევ გავიქცევი,“ – გვითხრა ლაშა ხიმშიაშვილმა. ეს ის მოქალაქეა, რომელსაც ორი დღის წინ ბათუმში, ბარათაშვილის ქუჩაზე პირბადის გამო პოლიციელი გაეკიდა. სანამ პოლიციელი გაეკიდებოდა, ლაშა ხიმშიაშვილმა მას უთხრა, რომ თავადაც არასწორად უკეთია პირბადე. პოლიციელს მართლა არ ჰქონდა პირბადით ცხვირი დაფარული. ვიდეო, რომელზეც ლაშა …

ხელვაჩაურის მერიის ადმინისტრაციის უფროსმა პოსტი დატოვა – მას ცოლზე ძალადობას ედავებიან

ხელვაჩაურის მერიის ადმინისტრაციის უფროსმა, მირზა ბახტაძემ თანამდებობა დატოვა. მას პროკურატურა ოჯახში ძალადობას ედავება და ბრალი 11 მარტს წარუდგინეს, თუმცა ამ დრომდე მირზა ბახტაძე თანამდებობის პირი იყო. „მან საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა ეს თანამდებობა,“ – უთხრეს „ბათუმელებს“ ხელვაჩაურის მერიის პრესცენტრში. მირზა ბახტაძისთვის სასამართლოს აღკვეთი ღონისძიების სახით გირაო აქვს შეფარდებული. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მირზა ბახტაძეს ოჯახში …

ბულვარში 16 სართულის აშენებაზე USAID საქართველოს დემოკრატიის ოფისის დირექტორი

დემოკრატიის, ადამიანის უფლებების და მმართველობის განყოფილების უფროსი USAID საქართველოში, ადამ შმიდტი გასულ კვირას ბათუმში იმყოფებოდა. ბატონ შმიდტს ბათუმის ბულვარში „ამბასადორ ბათუმის“ 16-სართულიანი კორპუსის აშენებაზე ვკითხეთ: რა უნდა გააკეთოს ადგილზე სამოქალაქო საზოგადოებამ, რომ ბულვარის გადარჩენა შეძლოს? ვრცელი ინტერვიუ ადამ შმიდტთან წაიკითხეთ აქ ადამ შმიდტმა ამ კონტექსტში ისაუბრა „ადგილობრივი დონის პოლიტიკოსების პასუხისმგებლობაზე თავიანთი მოსახლეობის წინაშე“: „ჩემი გამოცდილება …

„ბიძიად ვთვლიდი“ – გაუპატიურება ბათუმში, როცა კაცი ამბობდა, რომ ქალს მხოლოდ სცემა

„ბიძიად ვთვლიდი, ერთად ვცხოვრობდით, იცოდა, რომ საყვარელი მამაკაციც მყავდა…“ – უთხრა მოსამართლეს დაზარალებულად ცნობილმა ქალმა სალომემ [სახელები შეცვლილია] გაუპატიურების საქმეზე, რომელიც ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა განიხილა. დაზარალებულისგან განსხვავებით, ბრალდებული კაცი ირწმუნებოდა, რომ მან ქალს მხოლოდ სცემა სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ და გაუპატიურებას ადგილი არ ჰქონდა. ამ ორი პირის გარდა ჩვენება სასამართლოს მხოლოდ ბრალდებულის დისშვილმა …

ბათუმში მსაჯულებს არჩევენ – ქედაში მომხდარი მკვლელობის საქმე

“იმოქმედებს, კი,” – ჯერ თავის დაკვრით დაადასტურეს ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატებმა, შემდეგ კი სიტყვით, როცა მათ პროკურორმა ალექსანდრე ძირკვაძემ ჰკითხა: “დავუშვათ, დარწმუნდით, რომ ბრალდებულმა ნამდვილად ჩაიდინა დანაშაული, მაგრამ მოსალოდნელი სასჯელის სიმკაცრე ემოციურად იმოქმედებდა თქვენზე?” ბათუმის საქალაქო სასამართლოში “ქედაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე” ნაფიც მსაჯულებს არჩევენ. მსაჯულობის კანდიდატებს პროკურორმა და ადვოკატმა კითხვები დაუსვეს. საუბარია 2020 წლის 2 ოქტომბერს …

„უძლიერესი კაცების“ ჩვენებები დაკავებული ძმების – წულუკიძეებისა და ჭელიძეების წინააღმდეგ

ყველაზე საინტერესო მონაკვეთი, რაც „წულუკიძეების და ჭელიძეების საქმეზე“ მოწმეთა და დაზარალებულთა ჩვენებებში შეიძლება იპოვოთ, ალბათ, ისაა, როცა „უძლიერეს მამაკაცთა ფედერაციის“ ხელმძღვანელი აღწერს, როგორ სცემეს ის რიონის ხეობაში, ნამახვანჰესის 12 აპრილის აქციაზე. „….რეზო წულუკიძემ შეგვაგინა დედის მისამართით, თან მოულოდნელად მან მომიქნია მარჯვენა მუშტი და პირველი დამარტყა სახეში, რითაც განვიცადე ძლიერი ტკივილი, მაგრამ გონება არ დამიკარგია… ყველა …

საქართველოს რკინიგზა სააღდგომოდ რეისებს ამატებს

ბათუმისა და სენაკის მიმართულებით აღდგომის დღეებში საქართველოს რკინიგზა დამატებით რეისებს ნიშნავს. გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო დამატებითი რეისები 29, 30 აპრილსა და პირველ მაისს დაინიშნა. დამატებითი რეისი თბილისიდან ბათუმის მიმათულებით 07:25 საათზე გამოვა და ბათუმში დღის პირველ საათზე ჩამოვა, ხოლო ბათუმიდან 13:40 საათზე გავა და თბილისში 19:12 საათზე ჩავა. რაც შეეხება სენაკის მიმართულებას: დამატებითი რეისი თბილისიდან 08:30 …

„არ დავთმობთ ბათუმის ბულვარს“ – წარწერა ქუჩაზე მოსამართლემ დარღვევად მიიჩნია

“შემოიტანეთ,” – თქვა თუ არა მოსამართლემ, მანდატურმა წინ დაუდო სტენსილის ესკიზი ანუ ხის დაფაზე ამოტვიფრული ასოები: “არ დავთმობთ ბათუმის ბულვარს”. ამ ფრაზის ქუჩაზე წითელი და მსხვილი ასოებით დაწერის მცდელობის გამო პოლიციელებმა მოქალაქე მზია ქედელიძე 500 ლარით დააჯარიმეს. “მე არ ჩამიდენია დანაშაული, ეს არ იყო დანაშაული,” – მიმართა მოსამართლეს მზია ქედელიძემ. “კანონის არ ცოდნა არ ათავისუფლებს …

ადამ შმიდტი: არაფორმალური მმართველობა მიუღებელია

„როცა ვიზრდებოდი, მყავდა საყვარელი პოლიტიკოსი, წარმომადგენელთა პალატის ყოფილი სპიკერი, ტიპ ო’ნილი, რომელიც ამბობდა: ნუ მაწუხებთ ფედერალურ დონეზე, ყველანაირი პოლიტიკა არის ადგილობრივი,“ – გვითხრა ინტერვიუს დროს ადამ შმიდტმა. ის დემოკრატიის, ადამიანის უფლებების და მმართველობის განყოფილების უფროსია USAID საქართველოში. ბატონ შმიდტს ბათუმის ბულვარში 16-სართულიანი კორპუსის აშენებაზეც ვკითხეთ: რა უნდა გააკეთოს ადგილზე სამოქალაქო საზოგადოებამ, რომ ბულვარის გადარჩენა შეძლოს? …

„წულუკიძეების საქმეზე“ მე-7 პირი, ელდარ ანთაძეც დააკავეს

„წულუკიძეების და ჭელიძეების საქმეზე“ დღეს, 23 აპრილს, ბათუმში ელდარ ანთაძეც დააკავეს. საუბარია რიონის ხეობის დაცვისთვის გამართულ აქციის მონაწილეებთან სოლიდარობაზე, რომლის შემდეგაც ბათუმიდან ჩასული 6 პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, „ბრალდებულმა და ამჟამად პატიმრობაში მყოფმა მისმა [ელდარ ანთაძის] 6-მა თანამზრახველმა 2021 წლის 12 აპრილს, ქალაქ ქუთაისში, გუმათჰესის დასახლებაში, ნამახვანჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ყოფნისას, …

„ავტობუსის მოსაცდელთან სანადირო თოფიდან გაისროლა და 2 კაცი წაიქცა“ – განაჩენი

„მოვიდა და მითხრა, ამ კაცს ვეძებო, წადი და ხვალ მოძებნე, ასე ჯობია-მეთქი, ვუთხარი. მერე ხელკავი გავუკეთე და მისი გაბრუნება ვცადე. ამ დროს ვიგრძენი, რომ კოსტუმს შიგნიდან რაღაც ჰქონდა ჯიბეში, მკვრივი საგანი, გვერდზე გავიწიე, მოვტრიალდი და ამ დროს გავიგონე გასროლის ხმა, მე ამ დროს ალექსანდრეს [სტატიაში სახელები შეცვლილია] შევხედე და გასროლის ხმა კიდევ ერთხელ გავიგონე – …

საკონსტიტუციოში „დეპუტატების მანდატების გაუქმების საქმის“ განხილვა მაისამდე გადაიდო

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა მაისამდე გადადო იმ პარლამენტარების საქმის განხილვა, რომლებსაც მანდატების გაუქმებაზე საპარლამენტო უმრავლესობამ უარი უთხრა. არსებითი განხილვა ამ საქმეზე 22 და 23 აპრილს უნდა შემდგარიყო. საქმის განხილვის გადადების მიზეზი ერთ-ერთი მოსარჩელის – თამარ კორძაიას შუამდგომლობა იყო, მან სასამართლოს გუშინ, 21 აპრილს მიმართა და საქმეში თავის წარმომადგენლად საბა ცაგარეიშვილი ჩართო. საბა ცაგარეიშვილის თქმით, მას არ …

აჭარაში კორონავირუსის 101 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა – 22 აპრილი

ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 101 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მონაცემებით, კლინიკაში 22 აპრილის მონაცემებით, მკურნალობს 343 პაციენტი, აქედან მართვით სუნთქვაზეა – 6. გამოჯანმრთელდა 68 პაციენტი, ხოლო კლინიკა დატოვა – 19-მა. ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 226 ახალი დადასტურებული შემთხვევა.  

აჩუქე წიგნი სოციალურად დაუცველ ბავშვებს – აქცია ბათუმში 23 აპრილს გაიმართება

სოციალურად დაუცველი, ქუჩაში მყოფი და კანონთან კონფლიქტში მყოფი ბავშვებისთვის ფონდი „იალქანი“ წიგნებს აგროვებს. წიგნების დატოვება თქვენი მინაწერით და ხელმოწერით ევროპის მოედანზე შეგიძლიათ 23 აპრილს, პარასკევს. 23 აპრილი იუნესკოს მიერ დაწესებული წიგნის საერთაშორისო დღეა. წიგნების დატოვება ევროპის მოედანზე დღის 3 საათიდან შეგიძლიათ საღამოს 7 საათამდე. ამ დროს „იალქნის“ წარმომადგენლები დღის ცენტრში დამზადებულ ხელნაკეთ ნივთებს გაყიდიან და …

ტიტე აროშიძე ბულვარში 16 სართულის აშენებაზე: მაშინ მეც გამოვიყვან ასობით ადამიანს

„ამბასადორის” ტერიტორია კერძო მესაკუთრეზე გასხვისდა 2010 წელს [ისევე, როგორც “რივიერას” ტერიტორია]…“ – სოციალურ ქსელ ფეისბუქში ამ შინაარსის ამსახველი სტატუსით გამოეხმაურა ბულვარის დასაცავად 18 აპრილს გამართულ საპროტესტო აქციას ტიტე აროშიძე. ის აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეა და ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატი. რატომ ცდილობს დეპუტატი ბულვარში 16-სართულიანი კორპუსის აშენებაც წინა ხელისუფლებას დააბრალოს, როცა ნებართვა „ოცნების“ ხელისუფლების დროს გაიცა? …

ჩვენს ეზოში აშენებენ კორპუსს, რომლის ქვეშ მდინარემ ამოხეთქა – მოქალაქეები

„ვიძახდით, აქ მშენებლობა არ გამოვა, არა-მეთქი, მაგრამ მოგისმინა ვინმემ?“ – უკმაყოფილობას და გაოცებას ვერ მალავს თამარის დასახლებაში მცხოვრები რუსუდან კომახიძე. ის 1937 წელს აშენებულ 5-სართულიან კორპუსში ცხოვრობს, რომლის გვერდითაც, სკოლასთან მისვლამდე, გაჩერებული მშენებლობაა. „ეს მშენებლობა ერთ წელზე მეტია გაჩერებულია, რადგან საძირკველში მდინარე ამოვიდა, ვეღარ გააჩერეს… მდინარე აქ ადრეც იყო. მშენებელი საერთოდ აღარ ჩნდება, მოსახლეობას კი, …

ბათუმის რესპუბლიკურს ჩეხეთის მთავრობამ 190 ათასი ევროს აპარატურა გადასცა

ჩვილის სხივური გამათბობელი, ელექტროკუაგულაციის დანა, რეანიმაციული პედანტი და სამშობიარო საწოლი – ეს სამედიცინო აპარატურა  გადასცა დღეს, 21 აპრილს,  ჩეხეთის საელჩომ ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს. ჯამში ბათუმის რესპუბლიკურს 190 ათასი ევროს ღირებულების სამედიცინო აპარატურა გადასცეს. თანამედროვე სამედიცინო ინვენტარი საავადმყოფოს ჩეხეთის განვითარების სააგენტოსთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე ჩეხეთის საელჩომ გადასცა. შეხვედრას დღეს ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო ურთიერთობის  მინისტრის მოადგილე  მიქელა მარსოვა, ჩეხეთის …

ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიას ნარჩენებისგან გაწმენდენ – ჩეხეთის გრანტი

ბათუმში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიის კვლევა და არეალის ნარჩენებისგან დასუფთავება იწყება. ამ თემაზე დღეს, 21 აპრილს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს მიკაელა მარკსოვას შეხვდა და მემორანდუმს ხელი მოაწერა. მემორანდუმის თანახმად, ბათუმში, თამარის დასახლებაში, ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ჩეხი ექსპერტები იმუშავებენ. „ბათუმში ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ვმასპინძლობთ.  მნიშვნელოვანია ჩეხეთის, როგორც ევროკავშირის ლიდერი ქვეყნის …

„ვითხოვთ ხელფასის მომატებას და ადამიანურ პირობებს“ – ხულო-ზარზმის გზის მშენებლები გაიფიცნენ

„ვითხოვთ ხელფასის მომატებას და ადამიანურ პირობებს. შეიძლება არმატურის ქსოვაზე მუშაობდე და ხუთ დღეში ერთხელ გიცვლიდნენ ხელთათმანს?“ – ამბობს ხულოში, სოფელ დანისპარაულში მცხოვრები არჩილ ანთაძე. ის ხულოში გამართული საპროტესტო აქციის მონაწილეა. კომპანია „სინოჰიდროში“ დასაქმებული 100-მდე ადამიანი დღეს, 21 აპრილს, გაიფიცა. ეს კომპანია ხულო-ზარზმის საავტომობილო გზას აკეთებს. „კომპანიაში მივედით ამ დილით და გვითხრეს, თუ არ გინდათ, წადითო, …

ლექტორის სასამართლო, რომელმაც კოლეგები პლაგიატში ამხილა და სამსახურიდან გაუშვეს

“900-მდე განცხადებით მივმართეთ საზღვაო აკადემიის ადმინისტრაციას, მაგრამ პასუხი ვერ მივიღეთ – რა სამართლებრივი საფუძვლებით გაათავისუფლეს სამსახურიდან ვაჟა ანანიძე,” – მიმართა მოსამართლე როინ კახიძეს ანა ბერძენიშვილმა. ის “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” იურისტია და სასამართლოში ბათუმის საზღვაო აკადემიიდან გათავისუფლებული პროფესორის, ვაჟა ანანიძის ინტერესებს იცავს. ვაჟა ანანიძე ის პროფესორია, რომელმაც გასულ წელს საზღვაო აკადემიის რექტორი და კიდევ რამდენიმე პროფესორი …

„საქართველოს იმიჯი ოდნავ გამოსწორდა“ – ინტერვიუ პოლიტოლოგთან

„პოლიტიკური კრიზისი დასასრულს მიუახლოვდა,“ – განაცხადა გუშინ, 20 აპრილს, თბილისში ჩამოსულმა ევროსაბჭოს პრეზიდენტმა მას შემდეგ, როცა შეთანხმების დოკუმენტს მმართველმა პოლიტიკურმა გუნდმა და ოპოზიციის ერთმა ჯგუფმა ხელი უკვე მოაწერეს. რა იცვლება ოპოზიციის პარლამენტში შესვლით, რა ელოდება უმრავლესობას, რომელიც 6-მა დეპუტატმა უკვე დატოვა „გახარიას გუნდში“ გადასვლის მოტივით და რა გამოაჩინა მოლაპარაკებების ხანგრძლივმა პროცესმა: გაიზარდა თუ შემცირდა დასავლეთში …

ევროსაბჭოს პრეზიდენტი ხვალ ისევ ჩამოვა საქართველოში

ევროსაბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ხვალ, 20 აპრილს, ისევ ეწვევა საქართველოს. „ხვალ ჩამოვალ საქართველოში და შევხვდები თითოეულ თქვენგანს… შემდეგ ნაბიჯებზე ჩვენ ერთად ვისაუბრებთ, როგორ გავაძლიეროთ კავშირები საქართველოსა და ევროკავშირს შორის,” – აღნიშნა შარლ მიშელმა. დღეს, 19 აპრილს, პრეზიდენტის სასახლეში ოპოზიციური პარტიებისა და ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიშელის მიერ შეთავაზებულ დოკუმენტს ხელი მოაწერეს. შეთანხმების დოკუმენტს ხელი მოაწერეს: “ლელომ”, “რესპუბლიკელებმა”, …

„7 აფთიაქში ვიყავი და წამალი არ მომცეს“ – რატომ ვერ იღებენ პენსიონერები „უფასო წამლებს“

„7 აფთიაქში ვიყავი და წამალი არ მომცეს. ვიცი, რომ ეს მედიკამენტები უფასოდ უნდა მივიღო, მაგრამ მითხრეს, რომ თუ ფულს გადავიხდი, მაშინ მომცემენ, ისე ვერა,“ – ამბობს ნინო ხინთიბიძე. ის 72 წლის ასიე ჯინჭარაძის შვილია. დედა-შვილი მარტო ცხოვრობს. ისინი სოციალურად დაუცველები არიან. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო საპენსიო ასაკის მქონე ადამიანებს და სხვადასხვა ჯგუფს მედიკამენტებს უფასოდ აწვდის, …

პრეზიდენტი რურუას შეწყალებაზე: მზად ვარ მივიღო სკანდალური გადაწყვეტილება

„მზად ვარ მივიღო ჩემთვის სკანდალური გადაწყვეტილება, ამ გადაწყევტილებას ვღებულობ შემდეგი პირობით: ეს ნაბიჯი ამ კრიზისის დასრულებისთვის ბოლო აკორდი უნდა იყოს და გზა უნდა გაუხსნას იმას, რომ ყოველგავრი სხვა მოთხოვნის გარეშე ქვეყანა და პარლამენტი შეუდგეს ნორმალურ პოლიტიკურ რეჟიმს,“ – განაცხადა დღეს, 19 აპრილს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გიორგი რურუას შეწყალების საკითხზე. პრეზიდენტმა თქვა, რომ შეწყალების აქტს მას …

„სირცხვილიას“ კიდე ერთი აქტივისტი სასამართლომ გაამართლა

„სირცხვილიას“ კიდევ ერთი აქტივისტის – ირაკლი კუკანიას საქმეზე ბათუმის საქალაქო სასამართლომ ადმინისტრაციული საქმისწარმოება შეწყვიტა. „სირცხვილიას“ ბათუმის ოფისში პოლიციელები 3 აპრილს ღამით შეიჭრნენ და 3 პირი დააკავეს. პოლიციელებმა სასამართლო პროცესზე ვერ განმარტეს, კონკრეტულად რა სამართალდარღვევის გამო დააკავეს აქტივისტები. დღეს, 19 აპრილს, ირაკლი კუკანია მოსამართლე როინ კახიძემ გაამართლა. მას ადვოკატი ლელი ბჟალავა იცავდა. 12 აპრილს მოსამართლე ირმა …

ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე მაღაზიაში მანქანა შევარდა

ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე მდებარე მაღაზია „ნოვაში“ მსუბუქი ავტომანქანა შევარდა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. დაზიანებულია მაღაზიის შენობის ფასადი და სწრაფი გადახდის აპარატი. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა საპატრულო პოლიციაც. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაწყებულია ადმინისტრაციული სამართალწარმოება.

ბათუმში ხანძრის შედეგად სახლი დაიწვა

ბათუმში, აკაკი შანიძის ჩიხში სახლი დაიწვა. ადგილზე მეხანძრე-მაშველები მუშაობას განაგრძობენ. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. მოქალაქის თქმით, სახანძროს ადგილზე მისვლამდე ცეცხლი გვერდით მდებარე სახლებზეც გადავიდა, თუმცა მისი ჩაქრობა მოსახლეობამ მოახერხა.

Exit mobile version