მთავარი,სიახლეები

ხელვაჩაურის მერიის ადმინისტრაციის უფროსმა პოსტი დატოვა – მას ცოლზე ძალადობას ედავებიან

28.04.2021 • 2310
ხელვაჩაურის მერიის ადმინისტრაციის უფროსმა პოსტი დატოვა – მას ცოლზე ძალადობას ედავებიან

ხელვაჩაურის მერიის ადმინისტრაციის უფროსმა, მირზა ბახტაძემ თანამდებობა დატოვა. მას პროკურატურა ოჯახში ძალადობას ედავება და ბრალი 11 მარტს წარუდგინეს, თუმცა ამ დრომდე მირზა ბახტაძე თანამდებობის პირი იყო.

„მან საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა ეს თანამდებობა,“ – უთხრეს „ბათუმელებს“ ხელვაჩაურის მერიის პრესცენტრში.

მირზა ბახტაძისთვის სასამართლოს აღკვეთი ღონისძიების სახით გირაო აქვს შეფარდებული.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მირზა ბახტაძეს ოჯახში ძალადობას ედავებიან, გუშინ, 27 აპრილს, TV25-მა გაავრცელა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: