მთავარი,სიახლეები

რელიგიური პროდუქციის შემოტანისთვის მხოლოდ საპატრიარქო არ იბეგრება – დავა საკონსტიტუციოში

26.05.2021
რელიგიური პროდუქციის შემოტანისთვის მხოლოდ საპატრიარქო არ იბეგრება – დავა საკონსტიტუციოში

9 რელიგიური ორგანიზაცია პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში დავობს. ისინი საგადასახადო კოდექსის იმ ჩანაწერს ასაჩივრებენ, რომლითაც მხოლოდ საპატრიარქოს მიერ შემოტანილი რელიგიური პროდუქცია არ იბეგრება დღგ-ს და იმპორტის გადასახადით.

„განსახილველ სამართლებრივ ურთიერთობაში საპატრიარქოსა და მოსარჩელეებს შორის უთანასწორობა განპირობებულია სწორედ საგადასახადო კოდექსის სადავოდქცეული მუხლებით… საჩივრდება, ერთი მხრივ, ნორმა, რომელიც მოსარჩელისაგან საზღვარგარეთ წარმოებული რელიგიური საგნის იმპორტის შემთხვევაში ითვალისწინებს დღგ-ს გადასახადის გადახდას, მეორე შემთხვევაში, საღვთისმსახურო საგნის საქართველოში შემოტანისათვის იმპორტის გადასახადის გადახდას. დავის საგნად არ არის ქცეული კონსტიტუციური შეთანხმება, რომლის აღმჭურველი ნორმა შესადარებელ პირს – საქართველოს საპატრიარქოს – ათავისუფლებს იმპორტისა და დღგ-ს გადახდისაგან საღვთისმსახურო საგნის საქართველოში შემოტანის შემთხვევაში,“ – აღნიშნულია საკონსტიტუციო სარჩელში.

რელიგიური ორგანიზაციების შეფასებით, სადავო ნორმით ისინი არათანაბარ მდგომარეობაში არიან მართლმადიდებელ ეკლესიასთან შედარებით და ირღვევა კონსტიტუციით გარანტირებული თანასწორობის უფლება.

მოსარჩელეები არიან: „საქართველოს სახარების რწმენის ეკლესია“, „ქართველ მუსლიმთა კავშირი“, „ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაცია“, „საქართველოს სიცოცხლის სიტყვის ეკლესია“, „სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველო“, „საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია“, „საქართველოს ებრაელთა კავშირი“, „მეგობართა რელიგიური საზოგადოება (კვაკერები)“, „დახსნილ ქრისტიანთა საღვთო ეკლესია საქართველოში“.

რელიგიური ორგანიზაციების ინტერესებს საკონსტიტუციო სასამართლოში „ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი“ დაიცავს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: