მთავარი,სიახლეები

რატომ არ გაიაფდა ბაზარი, როცა ლარი მყარდება

08.06.2021
რატომ არ გაიაფდა ბაზარი, როცა ლარი მყარდება

„ზეთი დაახლოებით ერთი ლარით გაიაფდა,“ – გვითხრეს დღეს, 8 ივნისს, ბათუმის აგრარულ ბაზარში ზეთით მოვაჭრეებმა. აქ ვეცადეთ იმის გარკვევა, თუ როგორ აისახა საკვები პროდუქტების, მათ შორის, იმპორტირებული პროდუქციის ფასზე ლარის კურსის გამყარება. 8 ივნისის მდგომარეობით ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლართან არის 3.18, აპრილში ლარის გაუფასურების მაჩვენებელი კი 3.45-მდე იყო.

„მაგალითად, ეს ხუთლიტრიანი ბოთლით ზეთი 32 ლარი ღირდა აქამდე და ლარ-ნახევარი დააკლდა, უფრო დაბალფასიან ზეთს დააკლდა ფასი. ის, რაც 47 და 48 ლარი გახდა, ახლაც იგივე ფასია, დაახლოებით 10 დღეა, რაც შეიცვალა ფასები და აისახა ლარის გამყარება,“ – უთხრა „ბათუმელებს“ თამაზ სირაბიძემ.

იმპორტირებული პროდუქტებიდან გაიაფდა შაქარიც. მოვაჭრეების თქმით, ერთი ტომარა შაქარი ლარის გაუფასურების დროს 104 ლარი ღირდა, ბოლო დღეებში კი დაახლოებით 5 ლარით გაიაფდა.

„შაქარს კილოს უკვე ვყიდდით 2 ლარად 20 თეთრად, ახლა ისევ ორ ლარში ვყიდით…  მეტი არაფერი არ გაიაფებულა, რაღაც თეთრები თუ დააკლდა, ისაა,“ – დასძინა თამაზ სირაბიძემ.

ბათუმის აგრარულ ბაზარში გვითხრეს, რომ გაიაფდა ქათამიც.

„ქათამი იმპორტირებული არ არის, მაგრამ გაიფდა ის საკვები, რომელიც სხვა ქვეყნებიდან შემოაქვთ ქათმების გამოსაკვებად,“ – ამბობს იამზე აბჟანდაძე. დღევანდელი მონაცემებით, კილოგრამი ქათმის ფასი დაახლოებით 7 ლარია.

„აქამდე 8 ლარი იყო, რვა-ნახევარიც,“ – დასძინა ქათმებით მოვაჭრემ.

„ოდნავ მომატებულია ყველის ფასი,“ – გვითხრეს ყველით მოვაჭრეებმა. იმერული ყველი აგრარულ ბაზარში 9 – 10 ლარი ღირს, სულგუნი – 13-14 ლარი, შებოლილი სულგუნი – 16-17 ლარი.

ბათუმის აგრარული ბაზარი, 8 ივნისი, 2021 წელი

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: