აჭარის უმაღლესი საბჭოს ბიუჯეტი 2017 წელს, სავარაუდოდ, მთლიანობაში 17 200 ლარით შემცირდება, თუმცა ეს არ აისახება დეპუტატების ხელფასებზე. ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, უმაღლესი საბჭოს თანამდებობრივი სარგო ჯამში 5400 ლარით გაიზრდება. უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისია უკვე შეუდგა მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვას. „ჩვენ ვამცირებთ ბიუჯეტს. ძირითადად შემცირდება წარმომადგენლობითი ხარჯები. ჩვენ მალე ამ პროექტს სხვა კომისიებს …
Author Archives: ჯაბა ანანიძე
სასჯელის ზომა, რომელმაც ოჯახში მოძალადე და მსხვერპლიც კმაყოფილი დატოვა
„მიჩნეულ იქნას დამნაშავედ და სასჯელის სახით განესაზღვროს საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 100 საათის ოდენობით“, – ამ სიტყვებით დაასრულა მოსამართლე ირაკლი შავაძემ ოჯახური ძალადობის შემთხვევის განხილვა. მანამდე მოსამართლეს დარბაზიდან ძალადობის მსხვერპლმა ქალმა რეპლიკით მიმართა: „შემაკავებელი ორდერის შემდეგ აღარ ჰქონია ცემას ადგილი. არ მეგონა, თუ აქამდე მივიდოდა საქმე“. გამოძიების ეტაპზე იმავე ქალმა გამომძიებელს უთხრა, რომ ქმარმა სახლიდან გააგდო …
Continue reading “სასჯელის ზომა, რომელმაც ოჯახში მოძალადე და მსხვერპლიც კმაყოფილი დატოვა”
გოგოს “მოტაცების საქმე” ბათუმის საქალაქო სასამართლოში
ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე რ.ხ.-ს საქმეს განიხილავს. მას სამ თანხლებ პირთან ერთად, წინასწარ შეთანხმებული ჯგუფის მიერ, თავისუფლების უკანონო აღკვეთაში, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-ტარებაში ედება ბრალი. საქმის მასალების მიხედვით, ბრალდებულებმა გასული წლის 11 ნოემბერს მოტყუებით გაიტაცეს ქობულეთში მცხოვრები გოგო ა.გ. სასამართლოს დღევანდელ პროცესზე ჩვენება მისცა დაზარალებულის დამ: “ჩვენ ერთად ვმუშაობდით. იმ საღამოს ოფისში …
Continue reading “გოგოს “მოტაცების საქმე” ბათუმის საქალაქო სასამართლოში”
ოჯახური ძალადობის შემთხვევა, სადაც მთავარი მოწმე მეზობლები იქნებიან
35 წლის რ.ბ.-ს პროკურატურა ოჯახურ ძალადობაში სდებს ბრალს. საქმის მასალების მიხედვით, რ.ბ.-მ ყოფილ ცოლს საცხოვრებელი კორპუსის ეზოში სცემა. საქმეში უკვე დევს ექსპერიტიზის დასკვნა, რომლის მიხედვით ქალს სხეულზე დაზიანებები აღენიშნება. მოსამართლე დავით მამისეიშვილმა ძალადობაში ბრალდებულ პირს გირაოს – 1000 ლარის გადახდა დააკისრა. რამდენიმე დღეში საქმის არსებითი განხილვა დაიწყება, სადაც მთავარი მოწმეები ძალადობის თვითმხილველი მეზობლები იქნებიან. „მეზობლები …
Continue reading “ოჯახური ძალადობის შემთხვევა, სადაც მთავარი მოწმე მეზობლები იქნებიან”
4 წლის შვილის ცემაში ბრალდებული წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლეს
„ცნობ თუ არა თავს დამნაშავედ?“ – მოსამართლე დავით მამისეიშვილის ამ კითხვას შვილის ცემაში ბრალდებულმა არ უპასუხა. რამდენიმეწამიანი პაუზის შემდეგ ბრალდებულმა თქვა, რომ თავს შეიკავებს. ამ დიალოგით დაიწყო ბათუმის საქალაქო სასამართლომ ქობულეთში გახმაურებული ოჯახური ძალადობის საქმის განხილვა. ნაცემი ბავშვი საბავშვო ბაღში 16 თებერვალს თავად მამამ დატოვა. ბაღის გამგემ სოციალური აგენტი გამოიძახა, აგენტმა – სასწრაფო სამედიცინო დახმარება …
Continue reading “4 წლის შვილის ცემაში ბრალდებული წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლეს”
“რეგიონებში როგორ არის პარტია წარმოდგენილი, ესაა გადამწყვეტი”
„დღეს სხვა ვითარებაა და საჭიროა, საქართველოს მოსახლეობამ გააკეთოს შესაბამისი არჩევანი“, – თქვა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მას შემდეგ, რაც „რესპუბლიკელებმა“ კონკურენციაზე გააკეთეს აქცენტი. „რესპუბლიკური პარტია~ და პარტია „ქართული ოცნება“ დღემდე იყვნენ პარტნიორობის რეჟიმში, დღეიდან კი გადადიან პარტნიორობა-კონკურენციის რეჟიმში“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა. რამდენად ცვლის პოლიტიკურ რეალობას მმართველი პოლიტიკური პარტიების განაცხადი – არჩევნები ცალ-ცალკე მოიგონ? „ბათუმელებმა“ ბლიც-ინტერვიუ …
Continue reading ““რეგიონებში როგორ არის პარტია წარმოდგენილი, ესაა გადამწყვეტი””
მოქალაქეები მოწმეთა დაკითხვის ახალი წესის შესახებ (ვიდეო)
იცით თუ არა მოწმეთა დაკითხვის ახალი წესის შესახებ, რომლის მიხედვითაც შეგიძლიათ საგამოძიებო ორგანოს ჩვენება მისცეთ მოსამართლის თანდასწრებით? – „ბათუმელებმა“ ეს შეკითხვა ბათუმის ქუჩებში მოქალაქეებს დაუსვა. აღმოჩნდა, რომ გამოკითხულთა დიდი ნაწილი ახალ წესს იცნობს, თუმცა არ იცის, როგორ იმოქმედებს, თუკი თავად დაიბარებენ მოწმის სახით. მოქალაქეთა ერთი ნაწილისთვის მოსამართლის დასწრება გამორიცხავს ზეწოლას პროკურატურისგან, ნაწილი კი თვლის, რომ …
Continue reading “მოქალაქეები მოწმეთა დაკითხვის ახალი წესის შესახებ (ვიდეო)”
მაჭახლის ხეობა მაღალმთიანი დასახლების სტატუსს ითხოვს
სოფელ ჩიქუნეთში მთავრობის წარმომადგენლებს ელოდებიან. მაჭახლის ხეობის მოსახლეობა მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მოთხოვნით 12 აპრილს მორიგ აქციას გამართავს. ამის შესახებ დღეს, ნიკო ბერძენიშვილის სახელობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორმა, როინ მალაყმაძემ განაცხადა. იმავე დღეს მოსახლეობა „მაჭახლის განვითარების ფონდის“ დაფუძნებასაც აპირებს. „პრემიერ-მინისტრისგან მივიღეთ პასუხი მარტის დასაწყისში, რომ კონტროლზე აიყვანენ ამ საკითხს, მაგრამ არაფერი შეცვლილა. ჩვენი მოთხოვნა „მთის კანონიდან“ გამომდინარეობს, რომლის მიხედვითაც, …
Continue reading “მაჭახლის ხეობა მაღალმთიანი დასახლების სტატუსს ითხოვს”
რატომ არ ინტერესდებიან ინვესტორები ქობულეთით
„ბოლო წლების განმავლობაში ქობულეთში არც ერთი მსხვილი ინვესტიცია არ განხორციელებულა,“ – განაცხადეს დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ქობულეთში გამართულ ბრიფინგზე. „მაშინ, როცა მივლინებებში სოლიდური თანხა იხარჯება და ამას გამგებელი ინვესტიციების მოზიდვით ამართლებს, მუნიციპალიტეტში არც ერთი ახალი, მსხვილი ინვესტიცია არ განხორციელებულა. გამგეობა ინვესტიციად ასახელებს კერძო სახლების მშენებლობას და იმ ობიექტებს, სადაც ინვესტიცია 2012 წელს ჩაიდო,“ – აცხადებს …
Continue reading “რატომ არ ინტერესდებიან ინვესტორები ქობულეთით”
ექსპერტიზის დასკვნა ხელვაჩაურში ქალის მკვლელობის საქმეზე
ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, პირი, ვისაც ხელვაჩაურში, ერთ-ერთ სუპერმარკეტში 39 წლის ქალის მკვლელობა ედება ბრალად, შეურაცხადია. სასამართლოს მორიგ სხდომაზე პროკურორმა რამაზ შავაძემ ეს მტკიცებულება სადავოდ მიიჩნია და იმ სამი ექსპერტის დაკითხვა მოითხოვა, რომლებიც დასკვნას ხელს აწერენ. ამავე დასკვნის მიხედვით, ბრალდებული დანაშაულის ჩადენის დროს ჯანმრთელი იყო. თუკი ექსპერტიზის დასკვნა უდავოდ იქნება მიჩნეული, სასჯელს მ.მ. სამედიცინო-ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოიხდის …
Continue reading “ექსპერტიზის დასკვნა ხელვაჩაურში ქალის მკვლელობის საქმეზე”
ქობულეთის მუსლიმთა პანსიონის საქმე
„თურქი ხარ, თათრის შვილიო. ამოვიღე პასპორტი და ვაჩვენე, წერია თუ არა აქ, რომ ქართველი ვარ-მეთქი. არაო, მასე საქართველოს პასპორტი ბევრს აქვსო“, – თქვა მოწმე დავით ცეცხლაძემ, რომელიც მუსლიმთა თემის წარმომადგენელია და იქვე, სასამართლო დარბაზში მყოფ პირებზეც მიუთითა სასამართლოს – ესენი გვავიწროვებდნენო. მოწმე დღევანდელ სხდომაზე დეტალურად მოუყვა მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძეს 2014 წლის სექტემბრის დღეებზე, როცა დაპირისპირების შემდეგ მუსლიმთა …
რა დარღვევები დააფიქსირა შიდა აუდიტმა „აჭარის ტელევიზიაში“
ტენდერის გამოცხადება სამართლებრივი საფუძვლის გარეშე; ტენდერის მოგება გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის გარეშე, როცა ეს აუცილებელი მოთხოვნაა; ხელშეკრულების გაფორმება ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გარანტიის წარმოდგენის გარეშე – ეს და სხვა დარღვევები სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიოს“ შიდა აუდიტორულ ანგარიშშია დაფიქსირებული. ანგარიში 2015 წელს სრულად ასახავს. ტენდერები სხვადასხვა სატელევიზიო ტექნიკის, ასევე გადაცემის შესყიდვას შეეხება. „ყველა იმ სამსახურზე, …
Continue reading “რა დარღვევები დააფიქსირა შიდა აუდიტმა „აჭარის ტელევიზიაში“”
ბათუმის მერიისა და ხულოს გამგეობის მაღალჩინოსნების საქმე გრძელდება
შპს „გზამშენპროექტის“ ტექნიკურმა დირექტორმა ნუგზარ ნირიმანოვმა დღეს, 4 აპრილს, სასამართლოს ჩვენება მისცა. ეს კომპანია დღემდე ბათუმში, ჟილინის არხის სარეაბილიტაციო სამუშაოების ხარისხის კონტროლს ახორციელებს. გამოძიება ამ საქმეზე მერიის საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის უფროსის მოადგილეს, არჩილ ვანაძეს და ხულოს გამგებლის მოადგილეს, ლაშა ბოლქვაძეს ედავება (ბოლქვაძე 2013 წელს, როცა ტენდერით გათვალისწინებული პირობები ვერ შესრულდა, ბათუმის მერიის საფინანსო სამსახურის ბუღალტრული აღრიცხვის …
Continue reading “ბათუმის მერიისა და ხულოს გამგეობის მაღალჩინოსნების საქმე გრძელდება”
პირველი მოწმე, ვინც პროკურატურამ მოსამართლის თანდასწრებით დაკითხა
მოწმე ბ.ბ. პროკურატურამ მოსამართლე დავით მამისეიშვილის თანდასწრებით სასამართლოში დაკითხა. ეს პირველი შემთხვევაა ბათუმში, როცა საგამოძიებო ეტაპზე პროკურატურის საგამოძიებო ნაწილმა მოწმის დასაკითხად ახალი წესი გამოიყენა – მოწმის თანხმობის გარეშე, საგამოძიებო ორგანოს აღარ აქვს უფლება დაკითხოს მოწმე. მოწმეთა დაკითხვის ახალი წესი ითვალისწინებს შემთხვევასაც, როცა პროკურატურა მოწმის დაკითხვას აუცილებლად მიიჩნევს. ამ შემთხვევაში პროკურატურა შუამდგომლობით მიმართავს მოსამართლეს. მოსამართლის თანხმობის შემთხვევაში, მოწმე …
Continue reading “პირველი მოწმე, ვინც პროკურატურამ მოსამართლის თანდასწრებით დაკითხა”
ჯარისკაცი თხილის პლანტაციაში ოჯახის სარჩენად, ათწლიანი სამსახურისა და ოთხი ომის შემდეგ
სერჟანტი რამაზ ბერიძე თავდაცვის სამინისტროს სასამართლოში უჩივის. თავდაცვის სამინისტრომ ჯარისკაცთან ხელშეკრულება მას შემდეგ შეწყვიტა, როცა რამაზ ბერიძის ჯანმრთელობა დაზიანდა. ავღანეთში, ISAF-ს სამშვიდობო მისიის შესრულების დროს რამაზი ნაღმზე ორჯერ აფეთქდა და მარჯვენა ყურში სმენა სრულიად დაკარგა. 2013 წელს რამაზ ბერიძე NATO-ს მაშინდელმა გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა, საპატიო მედლით დააჯილდოვა – სამშვიდობო მისიაში შეტანილი ფასდაუდებელი წვლილისთვის. …
დავით სერგეენკო: პაციენტებს მალე ექნებათ ელექტრონული ბარათი
„სამედიცინო ჩანაწერების ელექტრონულ ფორმატში გადატანაზე ვმუშაობთ უკვე მეოთხე წელია. პაციენტს მალე ექნება ელექტრონული ბარათი, სადაც მისი სამედიცინო ისტორია სრულად იქნება ასახული. ნებისმიერ კლინიკაში შეეძლებათ პაციენტზე გაწეული სამედიცინო მომსახურების შესახებ ამ ბარათით გაიგონ. ეს ასევე იქნება უმძლავრესი მექანიზმი სამედიცინო ხარისხის კონტროლის,“ – განაცხადა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ 2 აპრილს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, …
Continue reading “დავით სერგეენკო: პაციენტებს მალე ექნებათ ელექტრონული ბარათი”
სამოხელეო დანაშაული შემცირდა, ეკონომიკური დანაშაული კი გაიზარდა
როგორია ქვეყანაში ეკონომიკური და სამოხელეო დანაშაულის მაჩვენებელი – ამ სტატისტიკური ინფორმაციის მიღება „ბათუმელებმა“ მთავარი პროკურატურისგან ადმინისტრაციული საჩივრის გაგზავნის შემდეგ შეძლო. პროკურატურის მონაცემებით, ქვეყანაში სამოხელეო დანაშაულის მაჩვენებელი მკვეთრად შემცირებულია. მაგალითად, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის (სსკ-ის 332-ე მუხლი) სისხლის სამართლებრივი დევნა 2013 წელს დაიწყო 97, 2014 წელს – 40, ხოლო 2015 – 16 პირის მიმართ. სამსახურებრივი გულგრილობის …
Continue reading “სამოხელეო დანაშაული შემცირდა, ეკონომიკური დანაშაული კი გაიზარდა”
ვის აწყობს 2 არჩევნების 1 დღეში მოთავება
ყველას აწყობს. ძალაუფლებაში მყოფი, თუ ოპოზიციური პარტიები ორი არჩევნების ერთდროულად ჩატარებას ძირითადად იმით ამართლებენ, რომ ამ გზით ამომრჩეველს ნაკლებად აწუხებენ. ექსპერტები კი მიიჩნევენ, რომ ორი არჩევნების – საქართველოს პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს, = ჩატარება ყველაზე მეტად სწორედ ამომრჩეველს აზარალებს, რომელიც პოლიტიკური მოცემულობის გამორკვევის, ანუ პრაქტიკულად, არჩევანის გარეშე რჩება. ორი ორგანოს არჩევნების ერთ დღეს არჩატარებაზე …
პოლიციელები არადამაჯერებელი ჩვენებისთვის ჯერ არ დაისჯებიან
„ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება არ არის საბოლოო. თუკი გადაწყვეტილება ყველა ინსტანციაში გასაჩივრდება და დადასტურდება, რომ პოლიციელთა ჩვენება არადამაჯერებელია, მაშინ თავად პროკურატურამ უნდა დაიწყოს გამოძიება პოლიციელთა წინააღმდეგ ცრუ ჩვენებების მიცემის გამო“, – ამბობს ადვოკატი რამინ პაპიძე, რომლის დაცვის ქვეშ მყოფი შალვა ქორიძე რამდენიმე დღის წინ ბათუმის საქალაქო სასამართლომ უდანაშაულოდ მიიჩნია. მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა ოთხი პოლიციელის ჩვენება არადამაჯერებლად გასულ კვირას …
Continue reading “პოლიციელები არადამაჯერებელი ჩვენებისთვის ჯერ არ დაისჯებიან”
ნაჯახით დაჭრილი ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია
„პაციენტს აქვს თავის ტვინის შერყევა, მარცხნივ იდაყვის ძვლის მოტეხილობა. თაბაშირი უკვე გაუკეთდა, ჭრილობები დამუშავდა და გადის სტაციონარულ მკურნალობას. ამ ეტაპზე მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმმა გია კიკაბიძემ. ნაჯახით დაჭრილი ქალი საავადმყოფოში დილით, 08 საათსა და 15 წუთზე მიიყვანეს. დაჭრილმა ექიმებს უთხრა, რომ მას ყოფილი ქმარი სახლში …
Continue reading “ნაჯახით დაჭრილი ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია”
პატიმარი ბათუმის ციხიდან: ვშიმშილობ, სანამ წავიქცევი და გონს დავკარგავ
პატიმარი ბათუმის მე-3 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გვწერს, რომ მშრალი შიმშიმლი მან 25 მარტიდან დაიწყო. მიზეზი სამედიცინო მომსახურების მიუღებლობაა. კახა მეცხვარიშვილის თქმით, ის იმის გამო ისჯება, რომ საჩივრებს წერს და ციხის ადმინისტრაციამ დაუსაბუთებლად ე.წ. „ანტივანდალურ საკანში“ გადაიყვანა. „აქ არ არის ლოგინი, ვშიმშილობ, რომ ჯანმრთელობაზე მომექცეს ყურადღება და ბეტონის იატაკზე მარტო ლეიბი დევს და რატომ გადაგყავართ-თქო. მით უმეტესს, …
Continue reading “პატიმარი ბათუმის ციხიდან: ვშიმშილობ, სანამ წავიქცევი და გონს დავკარგავ”
რატომ დაანგრიეს მშენებარე ეკლესიის ეზოს საზიარო კედელი
ანგისას დასახლებაში ევდემოზ კათალიკოსის სახელობის მშენებარე ტაძრის ერთ მხარეს ქვის ის ღობე დაინგრა, რომელიც მეზობელთან საზიაროა. ეკლესიის მეზობელი საქართველოს მოქალაქე, ეთნიკურად აზეირბაიჯანელი ნარგიზა ბაირამ კიზია [ჰასთაოღლუ]. მან „ბათუმელებს“ უთხრა, რომ ქვის ღობე პროტესტის ნიშნად რამდენიმე დღის წინ დაანგრია, რადგან კონკრეტული პასუხი ვერც მერიისგან მიიღო და ვერც – საპატრიარქოსგან. ნარგიზა ბაირამ კიზი ამბობს, რომ მის მიერ …
Continue reading “რატომ დაანგრიეს მშენებარე ეკლესიის ეზოს საზიარო კედელი”
მოსამართლემ პოლიციელები ტყუილში გამოიჭირა პოლიციისვე გადაღებული კადრებით
გამამართლებელი განაჩენი მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა გასულ კვირას იმ პირის მიმართ გამოიტანა, ვისაც პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევაში ედებოდა ბრალი. სხვებისგან განსხვავებით, შალვა ქორიძე სამწლიან პატიმრობას იმით გადაურჩა, რომ 4 პოლიციელის, მათ შორის ერთი მაღალჩინოსნის ჩვენება მოსამართლისთვის დამაჯერებელი არ აღმოჩნდა. მას შემდეგ, რაც პოლიციელებმა სასამართლოს ჩვენება მისცეს, ადვოკატმა სასამართლოს თავად პოლიციის მიერ გადაღებული და გავრცელებული ვიდეოკადრები წარმოუდგინა, სადაც …
Continue reading “მოსამართლემ პოლიციელები ტყუილში გამოიჭირა პოლიციისვე გადაღებული კადრებით”
პატიმრების წამება – სასამართლო საქმეს მესამე წელია განიხილავს
„ერთხელ ციხეში პატიმარი მოიყვანეს, ვეკუა იყო გვარად და ნარკოტიკების გადმოტანისთვის უნდა მოეხადა სასჯელი. მისი გვარი ციხის უფროსმა, გიორგი ვეკუამ რომ ამოიკითხა, რეჟიმის უფროსს უთხრა, გაუსწორდი, როგორც საჭიროა, გვარს მირცხვენსო“, – ეს ისტორია მოსამართლე დავით მამისეიშვილს ზაურ მოფინაძემ მოუყვა, ბათუმის მე-3 სასჯელაღსრულების დაწესებულების უსაფრთხოების სამსახურის ყოფილმა უფროსმა. ბათუმის საქალაქო სასამართლოში მესამე წელია გრძელდება ბათუმის ციხის პატიმრების …
Continue reading “პატიმრების წამება – სასამართლო საქმეს მესამე წელია განიხილავს”
„ნაციონალური მოძრაობა“ ბათუმის მერიას კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებს
კორუფციულ გარიგებად „ნაციონალურ მოძრაობაში“ ბათუმის მერიის მიმდინარე ტენდერს მიიჩნევენ, რომელიც ბათუმში მინისტადიონების შესაკეთებლად არის გამოცხადებული. სამუშაოების ღირებულება მილიონ 400 ათასი ლარია. „ტენდერი მხოლოდ სამშენებლო მასალის შესყიდვაზე უნდა გამოცხადებულიყო, რადგან ა(ა)იპ „ბათუმის კორპუსს“ 25 კვალიფიციური თანამშრომელი დაემატა შესაბამისი სახელფასო ფონდით. ეს მუშახელი მუშაობს სტადიონების შეკეთებაზე და ისმის კითხვა: თუ „ბათუმის კორპუსის“ ფუნქციებს განახორციელებს მერია, მაშინ რა საჭირო …
Continue reading “„ნაციონალური მოძრაობა“ ბათუმის მერიას კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებს”
დაუჭერენ თუ არა მხარს დეპუტატები არჩილ ხაბაძის იმპიჩმენტს
„აჭარის მთავრობის თავმჯდომარისთვის უნდობლობის გამოცხადებას სჭირდება 14 ხმა. ამის მზაობა უმაღლეს საბჭოში რომ არ არის, კარგად იციან ინიციატორებმაც. ჩვენი ფრაქციისგან იმპიჩმენტის მოთხოვნა ცალსახად არ იქნება გაზიარებული“, – ამბობს „ბათუმელებთან“ რესპუბლიკელი გიორგი მასალკინი, ფრაქცია „ქართული ოცნება – აჭარის“ წევრი. დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, პეტრე ზამბახიძემ განაცხადა, რომ იწყებს ხელმოწერებს არჩილ ხაბაძისთვის უნდობლობის გამოსაცხადებლად და კონსულტაციებს „რესპუბლიკელებთანაც“ …
Continue reading “დაუჭერენ თუ არა მხარს დეპუტატები არჩილ ხაბაძის იმპიჩმენტს”
პეტრე ზამბახიძე: არჩილ ხაბაძის იმპიჩმენტის პროცედურას ვიწყებთ
დღეიდან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ უმაღლეს საბჭოში ხელმოწერების შეგროვებას იწყებს. მოთხოვნა აჭარის მთავრობის თავმჯდომარისთვის უნდობლობის გამოცხადებაა. არჩილ ხაბაძის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას უმაღლესი საბჭოს 7 წევრის თანხმობა, ხოლო უნდობლობის გამოცხადებას 14 დეპუტატის ხმა დასჭირდება. „არ ვიცით, დაუჭერენ თუ არა დეპუტატები მხარს მთავრობის თავმჯდომარის იმპიჩმენტს, მაგრამ ფაქტია, რომ მთავრობას ასეთი სამარცხვინო თავმჯდომარე არ უნდა ჰყავდეს. ის ვერ ახორციელებს …
Continue reading “პეტრე ზამბახიძე: არჩილ ხაბაძის იმპიჩმენტის პროცედურას ვიწყებთ”
აგროდაზღვევა – ზარალის ანაზღაურებით უკმაყოფილო ფერმერი
ლადო მჟავანაძე სოფელ გონიოში ცხოვრობს. გასული წლის 17 ნოემბერს სეტყვამ მისი მანდარინის ბაღიც დააზიანა. მიუხედავად იმისა, რომ ფერმერს სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ციტრუსი დაზღვეული ჰქონდა, სადაზღვევო კომპანია „ალდაგი“ მას მხოლოდ 50 ლარს სთავაზობს. სეტყვისგან დაზიანებული ნაკვეთის შემოწმების აქტი სადაზღვევო კომპანიამ 2015 წლის 3 დეკემბერს დადო, რომლის მიხედვითაც, ზარალის ოდენობა მთლიანი მოსავლის 15 %-ით განისაზღვრა. მანამდე გაფორმებული …
Continue reading “აგროდაზღვევა – ზარალის ანაზღაურებით უკმაყოფილო ფერმერი”
ბათუმის სასამართლოსგან გამართლებულს ქუთაისის სააპელაციომ სამწლიანი პატიმრობა მიუსაჯა
ბათუმის სასამართლოს მიერ უდანაშაულოდ მიჩნეული მ.ზ., ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მ.ზ.-ს გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვას და ტარებას ედავებოდა. იგი ბათუმის ბულვარში, წინასწარი ინფორმაციის საფუძველზე დააკავეს. გასული წლის 14 აგვისტოს მ.ზ. ბათუმის საქალაქო სასამართლომ უდანაშაულოდ მიიჩნია. რა გახდა გამამართლებელი განაჩენის გამამტყუნებლით შეცვლის მიზეზი? – „ბათუმელების“ ამ …
ცოლის ცემაში მხილებული სასამართლომ გაათავისუფლა
პირს, რომელმაც ცოლის ცემა აღიარა, მოსამართლე ირაკლი შავაძემ ერთწლიანი პირობითი მსჯავრი შეუფარდა და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. საპროცესო შეთანხმება პროკურორმა გიორგი რამიშვილმა მოითხოვა, რასაც დაცვის მხარე დაეთანხმა. კანონის თანახმად, ასეთ შემთხვევაში მოსამართლე ვალდებულია, მხარეთა მოთხოვნა შეასრულოს. როგორც მსჯავრდებული თ.ბ.-ს ადვოკატი, პაატა ბოლქვაძე ამბობს, ძალადობის მსხვერპლს მოძალადე ქმრისთვის არ უჩივლია და ინფორმაცია სამართალდამცეველებმა მეზობლებისგან გაიგეს. „ჩემი დაცვის …
Continue reading “ცოლის ცემაში მხილებული სასამართლომ გაათავისუფლა”
აღდგომა ბათუმის სომხურ სამოციქულო ეკლესიაში [ფოტო]
დღეს სომხური ეკლესია აღდგომის დღესასწაულს ზეიმობს.
ბათუმის სინაგოგაში ფურიმის დღესასწაული აღნიშნეს
ფურიმის დღესაწაულის აღსანიშნავად ბათუმის სინაგოგაში მუსიკალური საღამო მოეწყო. სხვადასხვა ქვეყნის ტრადიციული ცეკვები ბავშვებმა შეასრულეს. წარმოდგენას ბათუმის მერი – გიორგი ერმაკოვიც დაესწრო. ფურიმი მხიარულების დღესასწაულად მიიჩნევა და იგი სპარსეთში მცხოვრები ებრაელების გადარჩენის აღსანიშნავად დაწესდა. ფურიმისთვის ძირითადად კოსტიუმირებული მსვლელობები ეწყობა და ბავშვებს საჩუქრებით, ასევე ტკბილეულით ასაჩუქრებენ. ფურიმის დროს ადამიანებს ღვინის განუსაზღვრელი რაოდენობით დალევის უფლება აქვთ.
მთავრობის საბანკო ანაბარი _ მოგება საბიუჯეტო თანხის მოცდენის ხარჯზე
ანაბარს კომერციულ ბანკებში საბიუჯეტო ორგანიზაციებიც ხსნიან – საბიუჯეტო სახსრებით. მაგალითად, აჭარის მთავრობამ ბოლო სამი წლის განმავლობაში, ანაბრებიდან 15 მილიონზე მეტი ლარი მოიგო, ბათუმის მერიამ – 7 მილიონ 605 938 ლარი. ეკონომიკის ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ეს ციფრები არ აჩვენებს მოგებას, რადგან ანაბარზე შეტანილი საბიუჯეტო თანხის დიდი ნაწილი ის საბიუჯეტო ნაშთია, რომელიც ხელისუფლებამ წინა წელს ვერ დახარჯა …
Continue reading “მთავრობის საბანკო ანაბარი _ მოგება საბიუჯეტო თანხის მოცდენის ხარჯზე”
პატიმარი ბათუმის ციხიდან: „მეც ადამიანი ვარ“
„მიმდინარე წლის 21 მარტს, დღის 5 საათიდან უშედეგოდ ვითხოვდი და მთელი ღამე ველოდებოდი, რომ ნებისმიერი ნემსი გაეკეთებინათ, რომ მუხლის არეში ტკივილი გამყუჩებოდა. მე ვარ წამების მსხვერპლი და ირღვევა ჩემი უფლელები… სავალდებულო არ არის ფიზიკურად გამისწორდნენ. როდემდე უნდა გავიყუჩო ტკივილები გამაყუჩებელი ნემსით“, – წერს პატიმარი კახა მეცხვარიშვილი ციხიდან გამოგზავნილ წერილში. პატიმარი სამედიცინო დახმარების მიღების თხოვნით ჟურნალისტებს, …
Continue reading “პატიმარი ბათუმის ციხიდან: „მეც ადამიანი ვარ“”
ახალი კვლევა ეკომიგრანტებზე
ეკომიგრანტების საჭიროებებზე ახალი კვლევა დაიდო. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ეკომიგრანტი და პოტენციური ეკომიგრანტების ადვოკატების კამპანიის“ ფარგლებში, კვლევა „ევროპის ფონდმა“ და ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირმა „ინტელექტმა“ ჩაატარეს „დემოკრატიის ინსტიტუტთან“ ერთად. კვლევის ფარგლებში ეკომიგრანტები აჭარაში, ქვემო ქართლსა და კახეთში გამოკითხეს. კვლევის ავტორებმა რეკომენდაციები რამდნემე ნაწილად წარმოადგინეს: სამართლებრივი რეკომენდაციების ნაწილში, კვლევის ავტორები მიიჩნევენ, რომ უნდა არსებობდეს ეკომიგრაციასთან დაკავშირებული ხედვა, …
29 მარტს გაზმომარაგება აჭარაში დილიდან შეწყდება
„ბუნებრივი აირი 29 მარტს გაითიშება და აღდგება პირველი აპრილიდან. ბათუმში, ქობულეთსა და ხელვაჩაურში ბუნებრივი აირის სრულად მიწოდება 3 აპრილისთვის დასრულდება,“ -გვითხრეს „სოკარ ჯორჯია გაზის“ ცხელ ხაზზე. კომპანიამ ვერ დაგვიკონკრეტა, კონკრეტულად რომელი საათიდან შეწყდება გაზმომარაგება, თუმცა ცხელი ხაზის ოპერატორის თქმით, გაზი დილიდან გაითიშება. აჭარის რეგიონში ახალი საავტომობილო მაგისტრალის მშენებლობა მიმდინარეობს. მაგისტრალის მშენებლობის პროცესში მაღალი წნევის გაზსადენ მილებს …
Continue reading “29 მარტს გაზმომარაგება აჭარაში დილიდან შეწყდება”