მოქალაქე იზოლდა რუსიძე ჯინჭარაძის ქუჩაზე მძიმე ტექნიკას არ უშვებს. ის მისი სახლის წინ მიმდინარე მშენებლობას აპროტესტებს, რომელსაც კომპანია „ელიტჰაუსი“ აწარმოებს. იზოლდა რუსიძე ამბობს, რომ არ შეუშვებს მშენებლობაზე მანქანებს, ვიდრე სასამართლო გადაწყვეტილებას არ გამოიტანს. „მშენებლობა მიდის კანონდარღვევით, დამიბნელეს ოთახები და წამართვეს საერთო ეზო, რომლითაც ამდენი წელია ვსარგებლობ. ამ დიდი კორპუსის გვერდით ტოვებენ თაღს და აქედან უნდა …
Author Archives: ჯაბა ანანიძე
„ასლან აბაშიძის საქმის“ განხილვა დასკვნით ეტაპზე
მოსამართლე დავით მამისეიშვილმა დღეს „ასლან აბაშიძის საქმეზე“ პროკურატურის საბოლოო სიტყვა მოისმინა. პროკურორები რამაზ შავაძე და მიქაელ ქობულაძე რამდენიმე საათის განმავლობაში დეტალურად აღწერდნენ შემთხვევებს, რის გამოც სისხლის სამართლის კოდექსის 16 მუხლის დარღვევაში ედება ბრალი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილ ხელმძღვანელს – ასლან აბაშიძეს. აბაშიძესთან ერთად გამოძიება კიდევ ხუთ პირს ედავება სხვადასხვა მუხლებით, მათ შორის, ყველასთვის საერთო და მძიმე …
Continue reading “„ასლან აბაშიძის საქმის“ განხილვა დასკვნით ეტაპზე”
„აჭარის ტელევიზიის“ ხელმძღვანელობას თანამშრომელი სასამართლოში უჩივლებს
რა რეაგირება მოჰყვა „აჭარის ტელევიზიაში“ დაახლოებით ერთი თვის წინ შიდა აუდიტის დასკვნაში დაფიქსირებულ დარღვევებს? – ამ კითხვით „ბათუმელებმა“ „აჭარის ტელევიზიის“ ხელმძღვანელს, სოსო სტურუას მიმართა. მან ერთი თვის წინ გვითხრა, რომ დაელოდებოდა სამსახურების წერილობით განმარტებებს და გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მიიღებდა. „საყვედური გამოვუცხადეთ იურიდიული მხარდაჭერის სამსახურის ორ თანამშრომელს განმარტებების წარმოდგენამდე, რადგან პირდაპირ იყო დაფიქსირებული შესყიდვის პროცედურებში დარღვევები. …
Continue reading “„აჭარის ტელევიზიის“ ხელმძღვანელობას თანამშრომელი სასამართლოში უჩივლებს”
ტრაილერის მძღოლს პატრული სახლისკენ არ უშვებს
გონიოს ხიდთან ტრაილერს საპატრულო პოლიცია სახლისკენ არ უშვებს. მძღოლი ამბობს, რომ ის პატრულმა 300 ლარით დააჯარიმა იმის გამო, რომ პარკირების მოთხოვნას არ დაემორჩილა. „მე და მამაჩემი ვცხოვრობთ გონიოში, ახალსოფელში, პატრული კი მოითხოვდა, რომ მანქანა პარკირებაზე შეგვეყვანა იძულების წესით. დაჯარიმების შემდეგაც არ გვიშვებს პატრული, მოითხოვენ მანქანის საჯარიმოზე გადაყვანას“, – უთხრა „ბათუმელებს“ გენადი სურმანიძემ. შინაგან საქმეთა სამინისტროს …
Continue reading “ტრაილერის მძღოლს პატრული სახლისკენ არ უშვებს”
ახალი ფონდი დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეთა მხარდასაჭერად
მთავრობის განკარგულებით, დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეთა მხარდაჭერის ფონდი დაფუძნდა. განკარგულების მიხედვით, ფონდის დამფუძნებლის ყველა უფლებამოსილებას საქართველოს თავდაცვის სამინსიტრო განახორციელებს. „ფონდი ორიენტირებული იქნება მოქმედი სამხედრო მოსამსახურეების განათლებაზე, გადამზადება-ტრენინგებზე, სამედიცინო მომსახურებაზე, ასევე მათი ოჯახების სხვადასხვა სოციალურ საჭიროებებზე,“ – ამბობს თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეთა მხარდაჭერის დეპარტამენტის უფროსი, პაატა პატიაშვილი. მისი თქმით, ფონდისთვის თანხის ჩარიცხვას უკვე აპირებენ …
Continue reading “ახალი ფონდი დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეთა მხარდასაჭერად”
ქობულეთის საპატრულო პოლიციის უფროსის ახალი ქონება
„მოიცა, რა“ – ასე უპასუხა „ბათუმელებს“ ქობულეთის საპატრულო პოლიციის უფროსმა, ხვიჩა ღლონტმა შეკითხვაზე – რა დაუჯდა და როგორ მოახერხა საპატრულოს უფროსმა ახალი უძრავი ქონების შეძენა ქობულეთის ცენტრალურ ნაწილში. ამ „პასუხის“ შემდეგ ხვიჩა ღლონტმა ჩვენს სატელეფონო შეტყობინებებს აღარ უპასუხა. საჯარო რეესტრის მონაცემებით, ხვიჩა ღლონტმა ქობულეთში, რუსთაველის ქუჩაზე, #21-ში მიწის ფართობი იყიდა მასზე განლაგებულ შენობებთან ერთად. მიწის …
Continue reading “ქობულეთის საპატრულო პოლიციის უფროსის ახალი ქონება”
უმაღლეს საბჭოში ეკონომიკის სამინისტროს ისევ არ მოუსმინეს
გასული წლის აჭარის ბიუჯეტის ანგარიში უმაღლეს საბჭოში დღესაც ვერ მოისმინეს. სხდომის ჩავარდნის მიზეზი ისევ კვორუმის არარსებობა გახდა. რეგისტრაცია მხოლოდ ათმა დეპუტატმა გაიარა. „ნაციონალური მოძრაობის“, „თავისუფალი დემოკრატების“ და ფრაქცია „თანასწორობის“ წევრებს რიგგარეშე სხდომისთვის რეგისტრაცია არ გაუვლიათ. ოპოზიცია დაუსწრებლობის მთავარ მიზეზად იმას ასახელებს, რომ მომხსენებელი მათთან შეუთანხმებლად შეიცვალა და 2015 წლის ბიუჯეტის შესრულების ჩაბარებას დეპუტატებისთვის დღეს აჭარის …
Continue reading “უმაღლეს საბჭოში ეკონომიკის სამინისტროს ისევ არ მოუსმინეს”
რატომ უჩივის ბათუმის მერს თანამშრომელი სასამართლოში
„რატომ გიწერიათ სარჩელში, რომ თქვენი მოპასუხე არის უშუალოდ ბათუმის მერი და არა ზოგადად მერია?“ – ჰკითხა მოსამართლე ლაშა თავართქილაძემ მერიის ყოფილ და მოქმედ მაღალჩინოსნებს. „იმიტომ, რომ საუბარია გიორგი ერმაკოვის მიერ დაწერილ წერილზე,“ – უპასუხა მოსამართლეს არჩილ ვანაძემ, ბათუმის მერიის საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის უფროსის მოადგილემ. წერილი, რომელიც გია ერმაკოვმა ფინანსური პოლიციის საგამოძიებო ნაწილს მისწერა, მთავარი მტკიცებულება გახდა …
Continue reading “რატომ უჩივის ბათუმის მერს თანამშრომელი სასამართლოში”
სამი წელი ელექტროენერგიის გარეშე
„ეს არის მოწმობა, რითაც დასტურდება, რომ სხვა თვითნებურად შესახლებულებს მიეწოდებათ ელექტროენერგია. თუ სხვებისთვის შეიძლება, რატომ არ შეიძლება ამ ოჯახისთვის?“ – ჰკითხეს ადვოკატებმა სასამართლო სხდომაზე მოპასუხე მხარეს – კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიას“ და ქონების მართვის ეროვნულ სააგენტოს. ამ უწყებებს მოქალაქე დავით ცინცაძე უჩივის. მისი ოჯახი მესამე წელია ელექტროენერგიის გარეშე ცხოვრობს. ის მწვანე კონცხზე, ყოფილი სანატორიუმის შენობაში 2006 …
სექსმუშაკზე ძალადობაში ბრალდებულს ერთი წლით პატიმრობა მიუსაჯეს
მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა მ.კ.-ს. მას ოჯახურ ძალადობაში ედებოდა ბრალი. მსხვერპლი უზბეკი ეროვნების ქალია, რომელიც მსჯავრდებულის ცოლი არ არის. მათ საერთო, მცირეწლოვანი შვილი ჰყავთ. სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში დაზარალებულმა ქალმა თქვა, რომ შვილის გაჩენის შემდეგ ისინი რამდენიმე თვე ერთად ცხოვრობდნენ, რა დროსაც მ.კ. მას ხშირად სცემდა და საბოლოოდ მისგან საერთო შვილის წაყვანა …
Continue reading “სექსმუშაკზე ძალადობაში ბრალდებულს ერთი წლით პატიმრობა მიუსაჯეს”
ოჯახურ ძალადობაში ბრალდებული ყოფილი ქმარი, მული და დედამთილი
„გავაფრთხილე, მაგრამ არ მოვიდნენ,“ – უპასუხა ადვოკატმა რამაზ ჯორბენაძემ მოსამართლის შეკითხვას – რატომ არ გამოცხადდნენ სასამართლო სხდომაზე ოჯახურ ძალადობაში ბრალდებულები. საქმის მასალების მიხედვით, დ.ბ.-ს სისტემატურად სცემდნენ ყოფილი ქმარი, მული და დედამთილი. ყოფილი ცოლ-ქმარი ქობულეთის ერთ-ერთ სოფელში, ერთ სახლში ცხოვრობს. „ცოლ-ქმარი რამდენიმე წლის წინ გაშორდა ერთმანეთს. სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახლი გაყვეს, მაგრამ კონფლიქტი შემდეგაც გრძელდებოდა. შემაკავებელი ორდერი …
Continue reading “ოჯახურ ძალადობაში ბრალდებული ყოფილი ქმარი, მული და დედამთილი”
რესპუბლიკური პარტია შუახევის საკრებულოს ორმა წევრმა დატოვა
„უღირსი შვილები ხანდახან დედასაც გამოსდისო, მოტყუვდნენ თანამდებობის გამო,“ – ასე აფასებს „რესპუბლიკური პარტიიდან“ ორი წევრის წასვლას ამ პარტიის შუახევის ორგანიზაციის თავმჯდომარე, მარინა მახარაძე. პარტიას გამიჯნული იაგო დიასამიძე და იური მიქელაძე შუახევის საკრებულოს წევრები არიან. „პარტიაში შესვლაც და გამოსვლაც არის ნებაყოფლობითი. ჩემი გადაწყვეტილება იყო და დავტოვე. ესაა ჩემი კომენტარი,“ – გვითხრა იაგო დიასამიძემ. „ვიდრე პარტიას დატოვებდა, …
Continue reading “რესპუბლიკური პარტია შუახევის საკრებულოს ორმა წევრმა დატოვა”
როდის აჩერებს სახელმწიფო უკანონო მშენებლობას
ბათუმში, საპატრულო პოლიციის შენობის გვერდით, უკანონო მშენებლობა ისე დასრულდა, რომ მშენებლებს დაბრკოლება არ შექმნიათ. 4-სართულიან კორპუსს ორი დაემატა. მშენებლობის შეჩერება გასული წლის აპრილში მერიის ზედამხედველობის სამსახურმა მოითხოვა. იგივე მოითხოვა აღსრულების ეროვნულმა ბიურომ, თუმცა ამით არაფერი შეცვლილა, განსხვავებით სხვა ობიექტებისგან, სადაც სახელმწიფოს მოთხოვნის აღსრულება მოხერხდა, მათ შორის, პოლიციის ძალით. „ეს ძალიან საშიში ტენდენციაა, როცა ერთ შემთხვევაში …
Continue reading “როდის აჩერებს სახელმწიფო უკანონო მშენებლობას”
სექსუალური შევიწროება – დანაშაული, რომელსაც დუმილით პასუხობენ
„არ შეიძლება სამსახურში მიდიოდნენ გოგოები და ეუბნებოდნენ, რომ ვიღაცის საწოლზე გადის მათი კარიერის გზა. მე დავკარგე კარიერა, დავკარგე სამსახური და მიუხედავად ყველაფრისა, ვაპირებ ბოლომდე ვიბრძოლო,“ – ამას თათია სამხარაძე ამბობს, ტელეკომპანია „იმედის“ უკვე ყოფილი თანამშრომელი, პირველი ქალი, ვინც სექსუალური შევიწროება ღიად გააპროტესტა და სასამართლოს მიმართავს. ის ყოფილ უფროსს, ჟურნალისტ შალვა რამიშვილს უჩივლებს. უფლებათადამცველები დარწმუნებული არიან, …
Continue reading “სექსუალური შევიწროება – დანაშაული, რომელსაც დუმილით პასუხობენ”
სასჯელაღსრულების სამინისტრო “ბათუმელების” სტატიას გამოეხმაურა
“ბათუმელებში” გამოქვეყნებულ სტატიას “პატიმრებს არაადამიანურად ეპყრობიან – ბათუმის ციხე სახალხო დამცველის ანგარიშში” გამოეხმაურა სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტრო. ჩვენ ამ უწყების მიერ გამოგზავნილ წერილს უცვლელად გთავაზობთ:
სექსმუშაკი, რომელსაც შვილის წართმევას უპირებენ
იმიტომ, რომ ბრალდებული სასამართლოში საბოლოო სიტყვის სათქმელად არ გამოცხადდა, მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა განაჩენის გამოცხადება გადადო. მ.კ.-ს წინასწარი პატიმრობა მას შემდეგ შეუფარდეს, როცა გირაოთი გათავისუფლებულს კიდევ ერთხელ დაედო ბრალი _ ოჯახურ ძალადობაში, ცემასა და ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარებაში. მან ეს დანაშაული განმეორებით აღმკვეთი ღონისძიების პერიოდში ჩაიდინა. საქმის მასალების მიხედვით, ოჯახური ძალადობის მსხვერპლი უზბეკი ეროვნების ქალია, რომელიც ბრალდებულის …
Continue reading “სექსმუშაკი, რომელსაც შვილის წართმევას უპირებენ”
პატიმრებს არაადამიანურად ეპყრობიან – ბათუმის ციხე სახალხო დამცველის ანგარიშში
„პენიტენციურ დაწესებულებებში წამება და არაადამიანური მოპყრობა, როგორც სისტემური დანაშაული, აღმოფხვრილია, რაც საერთაშორისო და ადგილობრივმა ორგანიზაციებმა აღნიშნეს,“ – წერია სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს წერილში, რომლითაც უწყება სახალხო დამცველის 2015 წლის ანგარიშს გამოეხმაურა. სასჯელაღსრულების #3 დაწესებულებაზე, ანუ ბათუმის ციხეზე, სახალხო დამცველი საპირისპიროს ამტკიცებს და ადასტურებს იმას, რასაც აქამდე არაერთი პატიმარი „ბათუმელებს“ წერდა. „პირობები, რომელიც არის „ანტივანდალურ საკანში“ …
Continue reading “პატიმრებს არაადამიანურად ეპყრობიან – ბათუმის ციხე სახალხო დამცველის ანგარიშში”
შუახევში ჰესის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართეს
შუახევში, სოფელ მახალაკიძეებში, საპროტესტო აქცია გაიმართა. შეკრებილები ამბობდნენ, რომ მათ ჰესის მშენებლობამ კონკრეტული ზიანი მიაყენა: გააქტიურდა მეწყერი, დაზიანდა სახლები. მოსახლეობა ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის, ასევე გვირაბების გაყვანის შეჩერებას იმ დრომდე ითხოვს, ვიდრე გეოლოგიური დასკვნა არ იქნება. შუახევის მუნიციპალიტეტის გამგებელი, ტარიელ ებრალიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ დასკვნები დაიდება და ამას კომისია გააკეთებს, რომელიც რამდენიმე დღეში შეიქმნება: „ამ კომისიაში იქნებიან …
Continue reading “შუახევში ჰესის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართეს”
დისკუსია: 16 წლამდე გოგოსთან ქორწინება და სასჯელი
16 წლამდე გოგოსთან ქორწინება და სასჯელი – ამ თემაზე დისკუსია 26 აპრილს, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში არასამთავრობო ორგანიზაცია ,,თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის’’ ორგანიზებით გაიმართება. დისკუსიის ერთ-ერთი მომხსენებელი იქნება „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აჭარის ფილიალის თავმჯდომარე, გიორგი ხიმშიაშვილი. იგი ისაუბრებს კანონზე, რომელიც მცირეწლოვანებთან ქორწინების დასჯას ითვალისწინებს; არასამთავრობო ორგანიზაცია „ჩვენი უფლებებისთვის“ წარმომადგენელი თამაზ ბაკურიძე ისაუბრებს თემაზე, უნდა დაისაჯონ თუ …
Continue reading “დისკუსია: 16 წლამდე გოგოსთან ქორწინება და სასჯელი”
„ნაციონალური მოძრაობა“ სახელმწიფო ტენდერებში კორუფციას ხედავს
„ასეთი ტენდერების ჩატარებას მხოლოდ სოფლის მეურნეობის სამინისტრო ვერ გაბედავდა. დარწმუნებული ვართ, ამის უკან აჭარის მთავრობა დგას,“ – განაცხადა დღეს ირაკლი ბარამიძემ, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა ფრაქციიდან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. დეპუტატს ეჭვი კორუფციაზე აქვს, რის დასადასტურებლად მან ორი ტენდერის დოკუმენტაცია წარმოადგინა. ორივე ტენდერში ერთი კომპანიაა გამარჯვებული, რომელიც სხვებთან შედარებით ყველაზე ძვირად მოემსახურა სახელმწიფოს: პირველი ტენდერი სასათბურე …
Continue reading “„ნაციონალური მოძრაობა“ სახელმწიფო ტენდერებში კორუფციას ხედავს”
რისთვის გამოიყენებენ ეკრანს, რომელსაც ბათუმის მერია 265 ათას ლარად შეიძენს
ბათუმის საკრებულომ დღევანდელ სხდომაზე მხარი დაუჭირა ეკრანის შეძენას ბათუმის საავტორო, საერთაშორისო კინოფესტივალისთვის. კინოფესტივალის მენეჯერი, ზვიად ელიზიანი ამბობს, რომ ეკრანი, რომელშიც მერია 265 ათასი ლარის გადახდას აპირებს, კინოს საჩვენებლად არ ვარგა და მას ფესტივალის ფარგლებში ვერ გამოიყენებენ. ფილმების ღია ჩვენებებისთვის ეკრანის შეძენის დაფინანსების მოთხოვნით ბათუმის საკრებულოს BIAFF-ხელმძღვანელებმა მიმართეს. წარდგენილი პროექტის მიხედვით, ეკრანის ღირებულება 55 ათასი ევრო …
Continue reading “რისთვის გამოიყენებენ ეკრანს, რომელსაც ბათუმის მერია 265 ათას ლარად შეიძენს”
გიორგი ერმაკოვი: ”მანკიერია კანონი, რომელიც მოსამართლის ბინით უზრუნველყოფას ითვალისწინებს”
ბათუმის მერი, გიორგი ერმაკოვი ამბობს, რომ ახლო მომავალში სახელმწიფოსთვის ისევ აპირებს მუნიციპალური ქონების გადაცემას: “მომდევნო საკრებულოს სხდომებზე კიდევ იქნება ასეთი რამდენიმე საკითხი, როცა განაშენიანებისთვის ან სხვა მიზნებისთვის ჩვენ ისევ გადავცემთ გარკვეულ ქონებას სახელმწიფოს”. ”მანკიერია ეს კანონი, რომელიც მოსამართლისთვის ბინით უზრუნველყოფას ითვალისწინებს. ჩემი აზრით, უნდა იყოს უფლებამოსილების განხორციელების ვადით, მაგრამ ეს არის არსებული კანონი. მე დავეთანხმე …
მერაბ ტურავასთვის ბინის გადაცემის საკითხის განხილვა გადაიდო
“უმრავლესობა შევჯერდით, რომ მოსამართლე მერაბ ტურავასთვის ბინის გადაცემის საკითხის განხილვა გადაიდოს” – ამ განცხადებით დაიწყო საკრებულოს სხდომა ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ, ირაკლი ჭეიშვილმა. “დამსწრეთა უმრავლესობა სჭირდებოდა ამ საკითხის გადაწყვეტას. ჩვენ ამის პრობლემა არ გვქონდა, მაგრამ წერილში, რომელიც მოგვწერეს, არაა დაკონკრეტებული, რა ფორმით გადაეცემა ბინა მოსამართლეს,” – განმარტავს ირაკლი ჭეიშვილი. მოსამართლე მერაბ ტურავას საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, „რესპუბლიკელმა“ …
Continue reading “მერაბ ტურავასთვის ბინის გადაცემის საკითხის განხილვა გადაიდო”
სარჩელი ზეგანკვეთური სამუშაოს ანაზღაურებაზე არ დაკმაყოფილდა
ილია ლეჟავა და ლევან როსტომაშვილი „პროფესიული კავშირებიდან“ იმ სამართლებრივი ნორმების ანტიკონსტიტუციურად მიჩნევას მოითხოვდნენ, რომლის მიხედვითაც, ზეგანაკვეთური სამუშაო ანაზღაურებადია კვირაში 48 საათიანი მუშაობის შემდეგ. მოსარჩელე მხარე თვლიდა, რომ ზეგანკვეთური სამუშაო უნდა ანაზღაურდეს ყველა შემთხვევაში, თუ პირი მუშაობს კვირაში 40 საათზე მეტს. „ჩვენს ამ მოთხოვნას ეთანხმება სახალხო დამცველი. ასევე ასოცირების ხელშეკრულებაში წერია, რომ სახელმწიფომ 4 წლის განმავლობაში …
Continue reading “სარჩელი ზეგანკვეთური სამუშაოს ანაზღაურებაზე არ დაკმაყოფილდა”
საია: მინისტრის განცხადება წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციასთან
„გვაჩვენოს დავით ბალაძემ კონკრეტული ციფრები და დაადასტუროს, რომ რეგიონში ნამდვილად ინვესტორების ბუმია“ – ამ მოთხოვნით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთან ბრიფინგი გამართეს. უმაღლესი საბჭოს წევრი, ეკა თარგამაძე ამბობს, რომ მათ სამინისტრო იმ ინვესტორების შესახებაც არ აწვდის ინფორმაციას, ვისაც კონკრეტული ვალდებულებები სახელმწიფოსთან აქვთ აღებული, ანუ ე.წ. სახელმწიფო ინვესტიციებზე. რამდენიმე დღის წინ „ნაციონალური …
Continue reading “საია: მინისტრის განცხადება წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციასთან”
“დევნილთა დასახლებაში” მომხდარი მკვლელობის საქმე
მთელი პროცესის მიმდინარეობის დროს, როცა მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილი მკვლელობის საქმეს განიხილავდა, მოკლულის დედა სასამართლოს ფოიეში იჯდა და ხმამაღლა ტიროდა. ის მკვლელის უმკაცრესად დასჯას ითხოვდა. დედა სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას ელოდა, თუმცა სამუშაო დროის ამოწურვის გამო, მოსამართლემ გადაწყვეტილების გამოცხადება მომდევნო სხდომისთვის გადადო. სასამართლომ ასევე უნდა მოისმინოს მკვლელობაში ბრალდებულის საბოლოო სიტყვა. ამ საქმის განხილვაზე დასასწრებად მსურველთაგან ბევრი პროცესს …
Continue reading ““დევნილთა დასახლებაში” მომხდარი მკვლელობის საქმე”
ნარკომომხმარებლებისთვის უფლებების შეზღუდვის საქმის განხილვა დაიწყო
არის თუ არა ანტიკონსტიტუციური კანონი, რომელიც ნარკოტიკების მომხმარებელს ავტომატურად უზღუდავს კონკრეტულ უფლებებს – საკონსტიტუციო სასამართლომ დღეს ამ საქმის განხილვა დაიწყო. მოსარჩელეები ფიზიკური პირები არიან: ვასილ მარდალეიშვილი, კონსტანტინე ლაბარტყავა, მალხაზ ნოზაძე და ირაკლი გოგოლაშვილი. მოსარჩელე კონსტანტინე ლაბარტყავა ამბობს, რომ მას ნარკოტიკის მოხმარებისთვის პირობითი მსჯავრი აქვს შეფარდებული, თუმცა უფლებები ისევ შეზღუდული აქვს, მაგალითად, ავტომანქანის მართვის. კანონის მიხედვით, …
Continue reading “ნარკომომხმარებლებისთვის უფლებების შეზღუდვის საქმის განხილვა დაიწყო”
დისკრიმინაციული ბრძოლა ნარკომომხმარებელთა წინააღმდეგ
კანონი, რომლისთვისაც პარლამენტარებმა ჯერ ვერ მოიცალეს, ნარკოტიკების მომხმარებლებს, რესოციალიზაციის ნაცვლად, გამოუვალ მდგომარეობაში აყენებს. ნარკოტიკის მომხმარებელს სასჯელის შეფარდებისთანავე ერთმევა კონკრეტული უფლებები, მათ შორის: ავტომანქანის მართვის, საჯარო დაწესებულებაში, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში მუშაობის, საადვოკატო, საექიმო, პედაგოგიური საქმიანობის, ასევე პასიური საარჩევნო (როცა პირი კენჭს იყრის არჩევით თანამდებობაზე) უფლებები. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში“ მიიჩნევენ, რომ კანონი „ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ …
Continue reading “დისკრიმინაციული ბრძოლა ნარკომომხმარებელთა წინააღმდეგ”
მოსამართლის საყვედური პროკურორს
მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილს მ.ა.-ს საქმის განხილვის გადადება პროკურორის გამოუცხადებლობის გამო მოუხდა. მ.ა.-ს განზრახ მკვლელობის მცდელობაში ედება ბრალი. სხდომის დაწყებამდე პროკურორმა თორნიკე მარსაგიშვილმა სასამართლოს შეატყობინა, რომ მას ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მოუწია წასვლა. „არ მესმის, წინასწარ შეთანხმებულ სხდომაზე რატომ უნდა თქვა უარი მას შემდეგ გამოჩენილი სხვა საქმის გამო. ალბათ იმიტომ, რომ სხვა ინსტანციის სასამართლოა. მე საჯაროდ გამოვხატავ …
სასჯელი არასრულწლოვნობის პერიოდში ჩადენილი დანაშაულისთვის
24 წლის გ.მ.-ს დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობაში ედება ბრალი. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 16-დან 20 წლამდე, ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. პროკურატურა „დამამძიმებელ გარემოებად“ მიიჩნევს იმას, რომ გ.მ. არასრუწლოვნობის პერიოდში ასევე განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის იხდიდა სასჯელს. იგი ადრე ნასამართლევია. ბრალდებული წარდგენილ ბრალს ამჯერადაც აღიარებს. „უკვე მოვითხოვეთ კვალიფიკაციის შეცვლა, რადგან მიმდინარე წლის იანვრიდან ამოქმედდა „არასრულწლოვანთა …
Continue reading “სასჯელი არასრულწლოვნობის პერიოდში ჩადენილი დანაშაულისთვის”
სიმშვიდე პოლიტიკის კეთების ნაცვლად – მუნიციპალიტეტებში ცვლილებებს არ იმჩნევენ
„ყველაფერი არის ძველებურად და არ ველოდებით ცვლილებებს, უმრავლესობაში კაი ბიჭები არიან, ქედელები არიან და იქნება ერთი გუნდი ყოველთვის. მეტ კომენტარს არ ვაკეთებ“, – ასე უპასუხა ქედის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძემ „ბათუმელების“ შეკითხვას: როგორ აისახა ეროვნულ დონეზე მიმდინარე პოლიტიკური პროცესი მათ საკრებულოზე. ქედა გამონაკლისი არ არის. ხულოში, შუახევში, ხელვაჩაურსა თუ ქობულეთში საკრებულოს წევრები განსხვავებული პოლიტიკური ხედვების …
Continue reading “სიმშვიდე პოლიტიკის კეთების ნაცვლად – მუნიციპალიტეტებში ცვლილებებს არ იმჩნევენ”
თავდაცვის სამინისტრო ნაღმზე აფეთქებული ჯარისკაცის შესახებ
თავდაცვის სამინისტრო გამოეხმაურა ჯარისკაცს, რომელიც ერთჯერადი კომპენსაციის მისაღებად სამინისტროს სასამართლოში უჩივის. რამაზ ბერიძის შესახებ „ბათუმელები“ წინა ნომერში წერდა: ის ავღანეთში, ISAF-ის სამშვიდობო მისიის შესრულების დროს ნაღმზე ორჯერ აფეთქდა. იქვე არსებულ ბრიტანულ სამხედრო ჰოსპიტალში მას ბაროტრავმა დაუდგინეს, რაც სმენის დაქვეითებას გულისხმობს. საქართველოში დაბრუნებული ჯარისკაცი სამედიცინო დასკვნაში დაფიქსირებული ავადმყოფობის მიზეზით სამსახურიდან ისე გაათავისუფლეს, რომ ერთჯერადი კომპენსაცია – …
Continue reading “თავდაცვის სამინისტრო ნაღმზე აფეთქებული ჯარისკაცის შესახებ”
ქობულეთში ვისკისა და ჯინის წარმოება დაიწყება
ალკოჰოლის საწარმო ქობულეთში, სოფელ ხუცუბანში, შპს „Park Gida“-მ მოაწყო. მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ამ ეტაპზე დასრულებულია საწარმოს მშენებლობა და მიმდინარეობს შენობის ინტერიერისა და ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოები. ალკოჰოლის ახალ საწარმოში 45 ადამიანია დასაქმებული და ინვესტიცია 5 მილიონ ლარს შეადგენს. საწარმო პირველ ეტაპზე არაყს, ვისკის და ჯინს აწარმოებს. შპს „Park Gida“ 2012 წელს არის დარეგისტრირებული და მისი 100% წილის …
Continue reading “ქობულეთში ვისკისა და ჯინის წარმოება დაიწყება”
სტუდენტმა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს სასამართლო დავა მოუგო
ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გოჩა ფუტკარაძემ არ დააკმაყოფილა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სარჩელი, რომლითაც იგი ყოფილი სტუდენტისთვის თანხის დაკისრებას მოითხოვდა. სტუდენტი მეგი გიორგაძე აპირებს, უნივერსიტეტს „უსაფუძლო გამდიდრების გამო“ უჩივლოს. მეგი გიორგაძეს უნივერსიტეტმა იძულების წესით უკვე გადაახდევინა ორი წლის სწავლის საფასური – 2625 ლარი. სადავო ეს თანხა გახდა, რადგან მეგის მეორე კურსი საერთოდ არ გაუვლია. სასამართლოს წინა …
Continue reading “სტუდენტმა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს სასამართლო დავა მოუგო”
ახალგაზრდა სპორტსმენს აჭარის განათლების მინისტრი შეხვდა
13 წლის სპორტსმენს ზურაბ კინწურაშვილს და მის პირად მწვრთნელს, აკაკი ცენტერაძეს, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი გია თავამაიშვილი შეხვდა. ზურაბ კინწურაშვილმა ამერიკის მსოფლიო ტაეკვონდოს ღია ჩემპიონატში [US World Open Taekwondo Championships] გაიმარჯვა, მან ფინალურ ბრძოლაში მექსიკელი სპორტსმენი დაამარცხა. მინისტრმა გია თავამაიშვილმა ახალგაზრდა სპორტსმენს წარმატებები უსურვა და სამახსოვრო საჩუქარი გადასცა. ზურაბ კინწურაშვილი უკვე ტაეკვანდოს ევროპის …
Continue reading “ახალგაზრდა სპორტსმენს აჭარის განათლების მინისტრი შეხვდა”
რას უპირებს ხელისუფლება თავისუფალ ტერიტორიას ქალაქის ცენტრში
„აქ უნდა მოწყობილიყო სკვერი და ავტოსადგომი, მაგრამ არჩილ ხაბაძესთან დაახლოვებული პირები მაღალსართულიანი, საცხოვრებელი კორპუსის აშენებას გეგმავენ,“ – აცხადებენ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები: ასმათ დიასამიძე, ფრაქცია „თანასწორობა“ და პეტრე ზამბაძიძე, ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. დეპუტატებმა 6 წლის წინ ბათუმის მერიის მიერ შესყიდული პროექტი წარმოადგინეს, რომლის მიხედვითაც ბათუმში, დემეტრე თავდადებულისა და ზუბალაშვილის ქუჩების კვეთაში [პირველი სკოლის წინ, …
Continue reading “რას უპირებს ხელისუფლება თავისუფალ ტერიტორიას ქალაქის ცენტრში”