ქუჩების ნაწილი ბათუმში გარეგანათების გარეშეა. გრიბოედოვის, ლერმონტოვის, თაყაიშვილის და თავდადებულის ქუჩებზე გარეგანათება პუშკინის ქუჩიდან გიორგი ბრიწყინვალემდე არეალშია შეზღუდული, ლუკა ასათიანის ქუჩაზე კი, ბაგრატიონიდან – მთის ძირის ქუჩამდე. ამ ქუჩაზე მცხოვრები მოსახლეობის ინფორმაციით, გარეგანათება მათ უბანში უკვე რამდენიმე კვირაა გამორთულია.
„ამ ქუჩებზე გარეგანათება ერთი კვირის განმავლობაში აღდგება“ – გვითხრეს ბათუმის მერიაში. მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, გარეგანათების სისტემა ამ ქუჩებზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო დაზიანდა და მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.



![რა [არ] წერია „არაბულ ინვესტიციაზე“ ბათუმის გენგეგმის პროექტში](https://batumelebi.netgazeti.ge/wp-content/uploads/2026/08/gonio-igl-hilsi.jpg)





