ქუჩების ნაწილი ბათუმში გარეგანათების გარეშეა. გრიბოედოვის, ლერმონტოვის, თაყაიშვილის და თავდადებულის ქუჩებზე გარეგანათება პუშკინის ქუჩიდან გიორგი ბრიწყინვალემდე არეალშია შეზღუდული, ლუკა ასათიანის ქუჩაზე კი, ბაგრატიონიდან – მთის ძირის ქუჩამდე. ამ ქუჩაზე მცხოვრები მოსახლეობის ინფორმაციით, გარეგანათება მათ უბანში უკვე რამდენიმე კვირაა გამორთულია. „ამ ქუჩებზე გარეგანათება ერთი კვირის განმავლობაში აღდგება“ – გვითხრეს ბათუმის მერიაში. მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, გარეგანათების სისტემა …
Author Archives: ჯაბა ანანიძე
უმაღლესი საბჭოს 2017 წლის ბიუჯეტს ხვალ უყრიან კენჭს
19 მაისის პლენარულ სხდომაზე დეპუტატები უმაღლესი საბჭოს 2017 წლის ბიუჯეტს უყრიან კენჭს. პროექტის მიხედვით, მომავალი წლის ბიუჯეტი 4 მილიონ 846 ათას ლარს შეადგენს. თავდაპირველი პროექტის მიხედვით, ბიუჯეტი 93 ათასით მეტი იყო და ის დეპუტატებისთვის ხელფასის გაზრდასაც ითვალისწინებდა – 3400 ლარით. პირვანდელი ვერსია, რომელიც კრიტიკის საგანი გახდა, საფინანსო-საბიუჯეტო კომისიამ უკვე დააკორექტირა. დეპუტატებისთვის ხელფასის გაზრდა აღარ იგეგმება, …
Continue reading “უმაღლესი საბჭოს 2017 წლის ბიუჯეტს ხვალ უყრიან კენჭს”
ბათუმში „მშრალი“ მინის ხიდი აიგება
მინის ხიდის აშენება ბათუმში, გმირთა ხეივნის ტერიტორიაზე იგეგმება. ხიდი იმ პროექტის ფოტოებზე ჩანს, რომელიც დღეს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ გაავრცელა. ამ უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, ამ ტერიტორიის განვითარების კონცეფცია აჭარის ეკონომიკის სამინისტრომ მოამზადა, რომლის მიხედვითაც ხიდი საბიუჯეტო სახსრებით უნდა გაკეთდეს. მინის ხიდი გმირთა ხეივნის ერთ მხარეს დააკავშიორებს სასტუმრო კომპლექსს, რომელიც აქ უნდა აშენდეს. 30-სართულიანი კორპუსის აშენებას …
სამი წელი 17 მაისიდან – ინტერვიუ ნათია ფანჯიკიძესთან
„საზოგადოების ბრალი არ არის, რომ მას არავინ ეუბნება სიმართლეს“, – ასე გვიპასუხა ფსიქოლოგმა ნათია ფანჯიკიძემ შეკითხვაზე: რა ისწავლა საზოგადოებამ საქართველოში 2013 წლის 17 მაისიდან, როცა რამდენიმე ადამიანმა ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღის აღნიშვნა სცადა. მისი აზრით, პოლიტიკოსთა გარკვეული ჯგუფი იყენებს პროპაგანდისთვის ჰომოფობიური განწყობების გააქტიურებას, რადგან მათ საზოგადოებისთვის სხვა შეთავაზება აღარ აქვთ. ნათია ფანჯიკიძე: მგონია, რომ …
Continue reading “სამი წელი 17 მაისიდან – ინტერვიუ ნათია ფანჯიკიძესთან”
უსკო-ს თავმჯდომარის ასარჩევად კენჭისყრა ხვალ გაიმართება
უმაღლესი საბჭოს ბიუროს გადაწყვეტილებით, 19 მაისს უმაღლესი საარჩენო კომისიის თავმჯდომარის და წევრის კენჭისყრა გაიმართება. უსკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატი დავით ქარცივაძეა, წევრობის – მამუკა ჯაში, რომელიც უმაღლესი საბჭოს წევრის – ირაკლი ჯაშის შვილია. „დაირღვა შეჯიბრებითობის პრინციპი, ამიტომ მე ამ საკითხის კენჭისყრაზე გატანას მხარი არ დავუჭირე.” – უთხრა “ბათუმელებს” თემურ კახიძემ, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ. “ბიუროს …
Continue reading “უსკო-ს თავმჯდომარის ასარჩევად კენჭისყრა ხვალ გაიმართება”
მუშებს საწარმოში არ უშვებენ – საპროტესტო აქცია ავეჯის საწარმოსთან
ავეჯის საწარმოს “მაქროს” 70-მდე თანამშრომელი ამ დრომდე საპროტესტო აქციას მართავს და სამსახურში დაბრუნებას მოითხოვს. მათ საწარმოს ტერიტორიაზე აღარ უშვებენ. სამსახურიდან დათხოვნილი მუშები ამბობენ, რომ ისინი გუშინ გაათავისუფლეს, როცა პროტესტი გამოთქვეს კვების ხარისხთან დაკავშირებით. „უკვე სამი წელია ამ საწარმოში ვმუშაობ, დღეში 12 საათი. ბოლო დროს ძალიან გააფუჭეს კვება და ეს გავაპროტესტეთ გუშინ, საჭმელი აღარ ვარგოდა. უცებ …
Continue reading “მუშებს საწარმოში არ უშვებენ – საპროტესტო აქცია ავეჯის საწარმოსთან”
გამომცემლობების საქმეს საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს
არსებითი განხილვა გამომცემლობების საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს, 17 მაისს გაიმართა. მოქალაქე ირინა რუხაძე და გამომცემლობები: „ინტელექტი“, „არტანუჯი“, „ლოგოს პრესი“ მოითხოვენ არაკონსტიტუციურად ჩაითვალოს კანონის ის მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც, საკონსტიტუციო სასამართლო ვერ განიხილავს საქმეს, თუკი განხილვის მომენტისთვის სადავო სამართლებრივი აქტი გაუქმებულია, ან ძალადაკარგულად არის მიჩნეული. ამ გამომცემლობებს, მათი განცხადებით, ზიანი 2013 წელს მიადგათ, როცა განათლების მინისტრი გიორგი …
Continue reading “გამომცემლობების საქმეს საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს”
ირაკლი ჩავლეიშვილის ჩვენება „ჟილინის არხის საქმეზე“
„ჩემთან ხშირად შემოდიოდა სხვადასხვა საქმეზე არჩილ ვანაძე, მისი სამსახური ამზადებდა დოკუმენტაციას და მე უბრალოდ ხელს ვაწერდი, ასე ვთქვათ, ვიზირებას ვაძლევდი. მე ვიყავი პოლიტიკური მმართველი. შეუძლებელი იყო ყველა საქმის შესწავლა, რაზეც ხელს ვაწერდი“ – თქვა დღევანდელ სასამართლო პროცესზე ირაკლი ჩავლეიშვილმა, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ. მან „ჟილინის არხის საქმეზე“ ბრალდების მოთხოვნით ჩვენება სასამართლოს მისცა. გამოძიება ამ საქმეზე …
Continue reading “ირაკლი ჩავლეიშვილის ჩვენება „ჟილინის არხის საქმეზე“”
სასამართლო ურეცეპტოდ მედიკამენტების გაყიდვის საქმეს განიხილავს
„ვეთანხმები, ურეცეპტოდ გავცემდი და არც აფთიაქის სპეციალური აღრიცხვის ჟურნალში მქონდა გატარებული მედიკამენტები, მაგრამ არ ჰქონდათ წამლების წაღების უფლება“ – მიმართა მოსამართლე ლევან მიქაბერიძეს აფთიაქის „ლუგოს პლიუსის“ დირექტორმა, ნატო მესტვირიშვილმა. აფთიაქის სამართალდამრღვევად ცნობას, სამედიცინო რეგულირების სახელმწიფო სააგენტო მოითხოვს, რომლის წარმომადგენელმაც 27 აპრილს გაფორმებული ოქმში დააფიქსირა 2817 ერთეული მედიკამენტის ურეცეპტოდ შენახვა და გაცემა, მათ შორის, 16 ფსიქოტროპული …
Continue reading “სასამართლო ურეცეპტოდ მედიკამენტების გაყიდვის საქმეს განიხილავს”
სამმართველოს უფროსი აჭარაში სასამართლოს გადაწყვეტილებას ნებაყოფლობით არ ასრულებს
აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველო უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულებას თავს არიდებს. 18 თებერვლიდან დღემდე სამმართველოს უფროსს – ვახტანგ წულაძეს არც ერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს იმის გამოსასწორებლად, რაშიც სასამართლომ ამხილა – სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლება ქალის, რომელმაც მანამდე ერთ-ერთი თანამშრომელი სექსუალური ძალადობის მცდელობაში დაადანაშაულა. ვიდრე ვახტანგ წულაძე და აჭარის მთავრობა უმოქმედოდაა, დღითიდღე იზრდება იმ თანხის …
Continue reading “სამმართველოს უფროსი აჭარაში სასამართლოს გადაწყვეტილებას ნებაყოფლობით არ ასრულებს”
“ეროვნული ფორუმი“ – ოპოზიცია თანამდებობრივი პრივილეგიებით
„ეროვნულმა ფორუმმა“ პარლამენტში უმრავლესობა დატოვა და ოპოზიციურ ფლაგზე გადაინაცვლა, მაგრამ რეგიონებში ფორუმელები თანამდებობებსაც ინარჩუნებენ და უმრავლესობაშიც რჩებიან. პარტიის ყრილობაზე დელეგატთა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა მომავალ საპარლამენტო არჩევნებში „ეროვნული ფორუმის“ დამოუკიდებლად მონაწილეობას. როგორ აღიქვამს ამომრჩეველი „ეროვნულ ფორუმს“ ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალად, თუკი მისი წარმომადგენლები დღემდე არჩევით ორგანოებში მმართველ ძალას არ ემიჯნებიან? -„ბათუმელების“ შეკითხვებს უპასუხა დავით ანანიძემ, „ეროვნული ფორუმის“ …
Continue reading ““ეროვნული ფორუმი“ – ოპოზიცია თანამდებობრივი პრივილეგიებით”
როდის დაიცავენ ქვეყანაში მშენებელი მუშების უფლებებს
ლუკა ასათიანის ქუჩაზე მშენებარე სახლის მე-6 სართულიდან გადმოვარდნილი მუშა დაიღუპა. ეს უკვე 359-ე უბედური შემთხვევაა ბოლო 10 წლის განმავლობაში მშენებლობიდან ადამიანის ჩამოვარდნის და დაღუპვის. მხოლოდ წელს ბათუმში უკვე სამი ადამიანი დაიღუპა სხვადასხვა მშენებარე კორპუსის სხვადასხვა სართულიდან გადმოვარდნის შედეგად. ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოში არავის აქვს უფლება აკონტროლოს არის თუ არა დაცული შრომის უსაფრთხოების პირობები მშენებლობის …
Continue reading “როდის დაიცავენ ქვეყანაში მშენებელი მუშების უფლებებს”
კონკურსი სოციალური საწარმოების ასამოქმედებლად
სოციალური მეწარმეობის ხელშესაწყობად კონკურსი გამოცხადდა. პროექტის ფარგლებში, წლის განმავლობაში 4 პროექტი შეირჩევა. თითოეული ჯგუფი დაფინანსების სახით 8 ათას ევროს მიიღებს. პროექტი ითვალისწინებს იმ ბიზნესპროექტის განხორციელებას, რომელიც რომელიმე სოციალური პროგრამის მოგვარებას შეუწყობს ხელს, მაგალითად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა, ტრეფიკინგის მსხვერპლთა დასაქმება, ინტეგრაციის ხელშეწყობა, ბიოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოება და ასე შემდეგ. პროექტს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი, …
Continue reading “კონკურსი სოციალური საწარმოების ასამოქმედებლად”
საკრებულოს წევრი სარეკრეაციო ზონაში მშენებლობას აპროტესტებს
ზუბალაშვილის და ლუკა ასათიანი ქუჩების კვეთაში საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა ბათუმის საკრებულოს ფრაქცია„თავისუფალი დემოკრატების“ ხელმძღვანელმა, კობა ჩხეიძემ გააპროტესტა. მისი თქმით, სარეკრეაციო ზონაში მშენებლობა ყოველგვარი ნებართვის გარეშე მიმდინარეობს. „საქმე გვაქვს სამართალდარღვევასთან, რომელსაც ხელი შეუწყო ბათუმის მერმა, საკრებულოს წინა თავმჯდომარე ირაკლი ჩავლეიშვილმა. ამ უკანონობას დღესაც უწყობს ხელს მერიის ზედამხედველობის სამსახური, რომელიც არ რეაგირებს ამ დარღვევებზე. ეს არის დივერსიული აქტი, რომელიც …
Continue reading “საკრებულოს წევრი სარეკრეაციო ზონაში მშენებლობას აპროტესტებს”
თურქეთის კონსული მძღოლებს საპროტესტო აქციის შემდეგ შეხვდა
დღეს, 11 მაისს, თურქეთის საკონსულოს მანქანას საკონსულოს ტერიტორიიდან გამოსვლის საშუალება იმ მძღოლებმა არ მისცეს, რომელთაც სარფის საბაჟოზე პრობლემები ექმნებათ. საპროტესტო აქციაზე შეკრებილი ათეულობით მძღოლი სამუშაოს გარეშე დარჩენას აპროტესტებდა. მათი თქმით, თურქეთის მხარის მებაჟეები მათ არ აძლევენ საშუალებას, ქართველი მუშები საკუთარი მიკროავტობუსებით თურქეთის ტერიტორიაზე შეიყვანონ. მძღოლები ამ პრობლემაზე უკვე რამდენიმე დღეა საუბრობენ. მძღოლების საპროტესტო აქციას დღეს …
Continue reading “თურქეთის კონსული მძღოლებს საპროტესტო აქციის შემდეგ შეხვდა”
მაკლერს ყალბი ფულის გასაღებას ედავებიან
ყალბი ფულის გასაღებას პროკურატურა რ.შ.-ს ედავება. ბრალდებული მაკლერად მუშაობს და სამი შვილის დედაა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ქალს ბრალი მას შემდეგ დაუმძიმდა, როცა გამოძიებას სხვა პირები დაუსახელა, ვინც ყალბი ფულის გავრცელებაში იყო ჩართული. „მოატყუეს და წინა ადვოკატმაც ვერ დაიცვა. იფიქრა, რომ საპროცესოს გაუფორმებდნენ და გაუშვებდნენ, თუკი სხვების შესახებ მიაწვდიდა …
ჯარიმა სიგარეტის ავტომანქანიდან გადაგდებისთვის
„მერაბ ცეცხლაძე გადაადგილდებოდა ბათუმში ავტომანქანით, რა დროსაც მან მანქანის სალონიდან პირდაპირ ქუჩაში გადმოაგდო თამბაქოს კოლოფი“, – ასე აღწერა შემთხვევა გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტის იურისტმა, ლანა კიკავამ სასამართლო პროცესზე. მან პირის სამართალდამრღვევად ცნობა და მისთვის ჯარიმის – 120 ლარის გადახდა მოითხოვა. „არ მესმის ამ სისტემის არაფერი. იქვე ახლო-მახლო ნაგვის ურნა ვერ შევნიშნე და ამიტომ გავაკეთე. ვაღიარებ, …
Continue reading “ჯარიმა სიგარეტის ავტომანქანიდან გადაგდებისთვის”
ქედის ყოფილ მაღალჩინოსნებს სამსახურებრივ სიყალბეს ედავებიან
ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის ყოფილ მაღალჩინოსნებს: ოქროპირ ბერიძეს [გამგებლის ყოფილი მოადგილე], დავით დიასამიძეს [ზედამხედველობის სამსახურის ყოფილ უფროსს] და მის მოდგილეს გია გათენაძეს სამსახურებრივ სიყალბესა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში სდებენ ბრალს. საქმე ეხება ორ სპორტულ მოედანს, რომელიც ტენდერში მოგებულმა კომპანიამ 2011 წლის ბოლოს მოაწყო. საქმის მასალების მიხედვით, ბრალდებულებმა დაუსრულებელი სამუშაოები ჩაიბარეს, რითაც ზიანი მიადგა ბიუჯეტს. ბრალდებულები …
Continue reading “ქედის ყოფილ მაღალჩინოსნებს სამსახურებრივ სიყალბეს ედავებიან”
ყოფილი საჯარო მოხელე ქრთამის აღებას აღიარებს
მოსამართლე დავით მამისეიშვილი განიხილავს ქ.ი.-ს საქმეს. მას ფინანსური პოლიცია ქრთამის აღებაში სდებს ბრალს. ქ.ი. ხელვაჩაურის სატყეო სამსახურში მუშაობდა. საქმის მასალების მიხედვით, ბრალდებულმა ქრთამი წაბლის მასალის უკანონოდ დამზადებისთვის აიღო. საქმეში წარმოდგენილია ვიდეოინფორმაციაც, სადაც ჩანს, რომ ბრალდებული 500 ლარის მიღების სანაცვლოდ კონკრეტულ პირს ხის მასალის დამზადებას ჰპირდება. ვიდეო მეტყევეს ფინანსური პოლიციის თანამშრომელმა გადაუღო. „ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი …
Continue reading “ყოფილი საჯარო მოხელე ქრთამის აღებას აღიარებს”
ვის სჭირდება სამგანზომილებიანი ბათუმი
„ჩვენ ვყიდულობთ რაკეტას, რომლის გაშვებაც არ ვიცით“, – ასე აფასებს საკრებულოს წევრი „თავისუფალი დემოკრატებიდან“ კობა ჩხეიძე ახალ პროგრამას, რომელიც ბათუმს 346 ათასი ლარი დაუჯდება. „ბათუმის ტერიტორიის აერო-ფოტოგადაღება და ციფრული სამგანზომილებიანი მოდელის შექმნა“, – ასე ჰქვია პროგრამას, რომელსაც ბათუმის საკრებულომ გასულ კვირას დაუჭირა მხარი. საკრებულოს უმრავლესობას უჭირს დასაბუთება, რატომ არის საჭირო ბათუმის ვერტმფრენიდან გადაღება ე.წ. 3D …
გაეროს მოდელირებული, ახალგაზრდული ასამბლეა ბათუმში
გაეროს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების უკეთ გასაცნობად და დემოკრატიული ღირებულებების პოპულარიზაციისთვის ბათუმში მოდელირებული, ახალგაზრდული ასამბლეა ტარდება. სამი დღის განმავლობაში სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები და სკოლის მოსწავლეები სესიებში, კინოჩვენებებსა და დებატებში მიიღებენ მონაწილეობას. 400-მდე ახალგაზრდა დელეგატი ასევე ესტუმრება სამთავრობო უწყებებს და დიპლომატიურ ორგანიზაციებს. „პროექტის ბოლოს გამოვლინდებიან გამარჯვებულები, რომლებიც მოდელირებული ასამბლეის დასრულების შემდეგ, განახორციელებენ სხვადასხვა პროექტს გაეროს რეზოლუციების …
Continue reading “გაეროს მოდელირებული, ახალგაზრდული ასამბლეა ბათუმში”
რა მოეთხოვება პატრულს ფიზიკურ მომზადებაში – შსს ნორმატივებს არ ასაჯაროებს
ფოტოზე ერთ-ერთი პატრულია ბათუმიდან, რომელიც არ არის ერთადერთი და რომლის დანახვაც აჩენს კითხვას – რამდენად არის იგი მზად, მაგალითად, დაედევნოს სავარაუდო დამნაშავეს, ოპერატიულად მოახდინოს რეაგირება სხვადასხვა დარღვევაზე? ფიზიკური მომზადება და მისი რეგულარული დაცვა კანონით განსაზღვრული, აუცილებელი მოთხოვნაა იმისთვის, რომ იყო პოლიციელი. „პოლიციის შესახებ“ კანონში წერია, რომ პიროვნული და საქმიანი თვისებების, ასევე განათლებისა და ჯანმრთელობის გარდა, …
Continue reading “რა მოეთხოვება პატრულს ფიზიკურ მომზადებაში – შსს ნორმატივებს არ ასაჯაროებს”
შეწყალების სადავო მოდელი
27 აპრილს პრეზიდენტმა 95 პატიმარი შეიწყალა. პრეზიდენტის გადაწყვეტილებამდე შეწყალების სახელმწიფო კომისიამ 597 მსჯავრდებულის საქმე განიხილა. ოფიციალური მონაცემით, პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გაცილებით მეტ პატიმარს იწყალებს, ვიდრე მისი წინამორბედი, თუმცა შეწყალების აქტი, ორივე პრეზიდენტის დროს, ხშირად ხდება კრიტიკის საგანი. კვლევა, რომელიც შეწყალების ქართულ მოდელსა და საერთაშორისო გამოცდილებაზე არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ ჩაატარა ფონდი „ღია საზოგადოება საქართველოს“ …
გამოხმაურება რელიგიის სახელმწიფო სააგენტოს განცხადებებზე
„ქართველ მუსლიმთა კავშირი“ პრემიერ-მინისტრთან არსებული რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსგან ბოდიშის მოხდას ითხოვს. მუსლიმთა კავშირში ფიქრობენ, რომ სახელმწიფო მოხელის მხრიდან „არაკორექტული და გაუზრებელი განცხადებები“ დააზარალებს მუსლიმი თემის ნდობას სახელმწიფოს მიმართ და ხელს შეუწყობს მარგინალიზაციას. საუბარია 6 მაისს, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე, სადაც სახალხო დამცველის ანგარიშს განიხილავდნენ და რელიგიის სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა, არჩილ მეტრეველმა …
Continue reading “გამოხმაურება რელიგიის სახელმწიფო სააგენტოს განცხადებებზე”
გადაწყვეტილება ხელვაჩაურში მოკლული ქალის საქმეზე
25 წლით პატიმრობა მიესაჯა მ.მ.-ს ხელვაჩაურში ქალის მკვლელობის გამო. გადაწყვეტილება ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ მიიღო. იმის გამო, რომ მსჯავრდებული შეურაცხადია, პატიმრობას იგი სრულ გამოჯანმრთელებამდე ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოიხდის. მსჯავრდებული სასამართლო სხდომებს მას შემდეგ აღარ დასწრებია, რაც დაცვის მხარემ ექსპერტიზის შესაბამისი დასკვნები წარმოადგინა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. პროკურორი რამაზ შავაძე მოსამართლეს მკვლელობაში ბრალდებულისთვის უმკაცრესი სასჯელის …
Continue reading “გადაწყვეტილება ხელვაჩაურში მოკლული ქალის საქმეზე”
პოლიციამ ბობოყვათის სკოლის შენობაში შეჭრილები გამოასახლა
ქობულეთში, სოფელ ბობოყვათის სკოლის ყოფილი შენობიდან მოქალაქეები პოლიციელებმა დღეს გამოიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, „პოლიციას ძალის გამოყენება არ დასჭირვებია და რვა ოჯახმა, ვინც გუშინ სახელმწიფო საკუთრება თვითნებურად დაიკავა, ტერიტორია დატოვა“. სხვა ინფორმაციას გვაწვდიან თავად მოქალაქეები, ვინც ამ დროისთვისაც ბობოყვათის ყოფილი სკოლის შენობის ეზოში არიან და არსად წასვლას არ აპირებენ: „პოლიციამ ძალით გამოგვყარა. ოთხმა პოლიციელმა ამწია …
Continue reading “პოლიციამ ბობოყვათის სკოლის შენობაში შეჭრილები გამოასახლა”
საპროტესტო აქცია ხულოში საკუთრების დასაცავად
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ კორტოხში მცხოვრები ექვსი ოჯახი 5 მაისს საპროტესტო აქციას გამართავს. ისინი საკუთრების შენარჩუნებას ითხოვენ. „რამდენიმე დღის წინ მოვიდნენ აღსრულების ბიუროდან და გვითხრეს, რომ სახლ-კარი უნდა დავცალოთ, მიწაც თქვენი არ არისო. ღია ცის ქვეშ გვტოვებენ. არადა, ჩემი ბაბუაც და იმის ბაბუაც ამ მიწაზე ცხოვრობდა,” – ამბობს „ბათუმელებთან” თემურ პაქსაძე. მიწის ნაკვეთები რომ ამ ოჯახებს ეკუთვნით, ადასტურებს სოფელ …
Continue reading “საპროტესტო აქცია ხულოში საკუთრების დასაცავად”
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს პასუხი ბოტანიკური ბაღის შესახებ
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის” წევრების მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ბათუმის ბოტანიკური ბაღის ერთ-ერთი შესასვლელი ბიძინა ივანიშვილმა მიისაკუთრა. „სასტუმრო კომპლექსს, რომელიც მწვანე კონცხზე უნდა აშენდეს, არანაირი შემხებლობა არ აქვს ბოტანიკურ ბაღთან. ადგილი, სადაც სასტუმრო შენდება, 200 მეტრითაა დაშორებული ბაღის შესასვლელს და მათ შორის მოსახლეობა ცხოვრობს,“ – განმარტავს ზურაბ ჭურკვეიძე, აჭარის …
Continue reading “აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს პასუხი ბოტანიკური ბაღის შესახებ”
ოჯახში ძალადობა ხელვაჩაურში
ხელვაჩაურის სასამართლო განიხილავს ოჯახური ძალადობის სავარაუდო შემთხვევას, სადაც ქმარი უჩივის ცოლს. საქმის მასალების მიხედვით, ქმარმა პოლიციას მაშინ მიმართა, როცა მას ცოლმა თავში ბოთლი ჩაარტყა. საქმეში დევს ექსპერტიზის დასკვნაც, რაც ადასტურებს, რომ დაზარალებულს სახის მიდამოში დაზიანებები აქვს მიღებული. დაცვის მხარის ადვოკატის ინფორმაციით, ამ ოჯახიდან პოლიციისთვის დასახმარებლად ადრეც მიუმართავთ, თუმცა არც ერთ შემთხვევაში შემაკავებელი ან გამაფრთხილებელი ორდერი არ …
მე-6 სართულიდან გადმოვარდნილი მუშა გარდაიცვალა
ლუკა ასათიანის ქუჩაზე, კომპანია „შველას“ მშენებარე კორპუსის მე-6 სართულიდან გადმოვარდნილი მუშა გარდაიცვალა. ბათუმის სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, გამოძახებულ ბრიგადას მუშა ადგილზე გარდაცვლილი დახვდა, მაგრამ იქ მყოფთა მოთხოვნით, ის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. „ძალიან დაბნეულები ვართ, ჯერჯერობით ვერაფერს გეტყვით. არაფერი ვიცით, რა მოხდა, ჩვენც ახლა გავიგეთ,” – გვიპასუხეს კომპანია “შველას” სამშენებლო დაფაზე მითითებულ საკონტაქტო ტელეფონის ნომერზე. ადგილზე მყოფი მუშები ამ …
Continue reading “მე-6 სართულიდან გადმოვარდნილი მუშა გარდაიცვალა”
ენმ: ბათუმის ბოტანიკური ბაღის ერთ-ერთი შესასვლელი ივანიშვილმა მიისაკუთრა
„თბილისის ბოტანიკური ბაღის მსგავსად, ბათუმის ბოტანიკურ ბაღსაც ბიძინა ივანიშვილი ისაკუთრებს. ახალი სასტუმრო ისე აშენდება, რომ ბოტანიკურ ბაღს ერთ-ერთი შესასვლელი აღარ ექნება.” – განაცხადეს “ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა, რომლებმაც დღეს ბრიფინგი მწვანე კონცხზე გამართეს. ისინი ყოფილი სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ტერიტორიაზე სასტუმრო კომლექსის მშენებლობას აპროტესტებენ. სასტუმროს სავარაუდოდ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული ბიზნესჯგუფი აშენებს. „საუბარია ბოტანიკური ბაღის შესასვლელზე უნივერსიტეტის მხრიდან. დარწმუნებული ვართ, …
Continue reading “ენმ: ბათუმის ბოტანიკური ბაღის ერთ-ერთი შესასვლელი ივანიშვილმა მიისაკუთრა”
რვა ოჯახი ქობულეთში, ყოფილი სკოლის შენობაში შეიჭრა
ქობულეთში, სოფელ ბობოყვათის საჯარო სკოლის ყოფილ შენობაში რვა ოჯახი შეიჭრა. შენობაში არც წყალია, არც ელექტროენერგია და არც კარ-ფანჯარა. შეჭრილები ამბობენ, რომ მათი ეს ნაბიჯი მძიმე სოციალურმა მდგომარეობამ განაპირობა და ყველას თავ-თავისი ისტორია აქვს. რამდენიმე წარმომადგენელი დღეს ქობულეთის პოლიციაში დაკითხეს. „ჯერ მოვიდა სოფლის გამგებელი რუსლან ანთაძე, ცუდად არაფერი უთქვამს. დაგვპირდა, თუ რამე შეგვეძლება, გავაკეთებთო. მერე მოვიდა სამოქალაქო …
Continue reading “რვა ოჯახი ქობულეთში, ყოფილი სკოლის შენობაში შეიჭრა”
ხულიგნობაში ბრალდებულების საქმე ბათუმის სასამართლოში
ბათუმის საქალაქო სასამართლოს დიდი დარბაზი დღეს მოქალაქეებმა სრულად შეავსეს. სავსე იყო სასამართლო დარბაზში ბრალდებულისთვის განკუთვნილი სპეციალური, გისოსებიანი ადგილიც – პროკურატურა ხულიგნობას ხუთ პირს ედავება. საქმის მასალების მიხედვით, გასული წლის დეკემბერში ბათუმის ერთ-ერთ სლოტკლუბში ბრალდებულები არ შეუშვეს, რასაც ჯერ სიტყვიერი, ხოლო შემდეგ ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. დაპირისპირების შედეგად სლოტკლუბის დაცვის რამდენიმე თანამშრომელი დაშავდა, რაზედაც სასამართლოში წარდგენილია შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნები. …
Continue reading “ხულიგნობაში ბრალდებულების საქმე ბათუმის სასამართლოში”
„რესპუბლიკური საავადმყოფო” თანხის გადახდას გარდაცვლილ პაციენტს სთხოვს
ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო სამედიცინო მომსახურების თანხის გადაუხდელობას ედავება ე.ხ.-ს, რომელიც უკვე გარდაცვლილია. „გარდაცვლილის მეუღლემ სასამართლოს წარუდგინა გარდაცვალების მოწმობაც,” – აღნიშნა მოსამართლე გოჩა ფუტკარაძემ. მან საქმის განხილვა გადადო, ვიდრე მემკვიდრეობის მისაღებად კანონით განსაზღვრული ექვსთვიანი ვადა არ გაივლის. „ჩვენთვის ინფორმაცია ამ პირის გარდაცვალების შესახებ ცნობილი არ იყო,” – მიმართა მოსამართლეს „რესპუბლიკური საავადმყოფოს“ წარმომადგენელმა, ნათია წულაიამ. ნათია წულაიას …
Continue reading “„რესპუბლიკური საავადმყოფო” თანხის გადახდას გარდაცვლილ პაციენტს სთხოვს”
ნაფიცი მსაჯულების უმოქმედო დარბაზი ბათუმის საქალაქო სასამართლოში
მაგიდა 12 სავარძლით, მიკროფონები და ვიდეოკამერები, სათათბირო ოთახი, სასადილო – ბათუმის საქალაქო სასამართლო მზადაა, პროცესი ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ. მიუხედავად იმისა, რომ დარბაზი აქ დაახლოებით ოთხი წლის წინ მოეწყო, ჯერ არც მსაჯულები გამოჩენილან და არც პირი, ვინც მოსამართლის ნაცვლად, სიმართლის დადგენას ნაფიც მსაჯულებს მიანდობდა. ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი საქართველოში 2009 წლიდან ამოქმედდა და საქმის განხილვა მსაჯულებს მხოლოდ თბილისის …
Continue reading “ნაფიცი მსაჯულების უმოქმედო დარბაზი ბათუმის საქალაქო სასამართლოში”
არჩილ ხაბაძის პოლიტიკური ფასი
„დაძანძურება“ – ეს სიტყვა ალბათ დიდხანს გაახსენებს ბევრს არჩილ ხაბაძეს, იმის მიუხედავად, ვინ როგორ აფასებს მის მმართველობას და კიდევ იმის მიუხედავად, დარჩება თუ არა იგი პოლიტიკაში. „ქართულ ოცნებაში“ ახლა ყველაზე აქტიურად ეს საკითხი განიხილება – ვინ უნდა მოხვდეს სიაში. არ არის გამორიცხული, უმაღლესი საბჭოს პარტიული სიის პირველი ნომერი სწორედ არჩილ ხაბაძე იყოს. აჭარის მთავრობის პრესსამსახურმა …