მთავარი,სიახლეები

გარდაიცვალა 16 წლის მოზარდი, რომელიც გაუმართავი რეანომობილის გამო კომაში ჩავარდა

02.09.2019
გარდაიცვალა 16 წლის მოზარდი, რომელიც გაუმართავი რეანომობილის გამო კომაში ჩავარდა

გარდაიცვალა 16 წლის მოზარდი, რომელიც 22 ივლისიდან ქუთაისის კლინიკაში იყო მოთავსებული და კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ინფორმაცია „ბათუმელებს“ ჯანდაცვის სამინისტროში დაუდასტურეს.

მოზარდი შეუძლოდ რაჭის ერთ-ერთ სოფელში გახდა, სადაც ის დასასვენებლად იმყოფებოდა. კლინიკაში გადმოყვანის დროს არსებობდა რეანომობილის პრობლემა – ვინაიდან რაჭაში რეანომობილები არ არის, მანქანა მის გადასაყვანად ლენტეხიდან წამოვიდა, რასაც რამდენიმე საათი დასჭირდა. გზაში დამატებითი პრობლემა შეიქმნა რეანომობილის გაუმართაობის გამო. ბიჭის მდგომარეობა გზაში დამძიმდა.

ინფორმაცია რეანომობილის გაუმართაობაზე დაადასტურა სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომაც. უწყებამ 25 ივლისს შემდეგი შინაარსის განცხადება გაავრცელა: „პირველადი მოკვლევით გამოვლინდა, რომ კატასტროფის ეკიპაჟის მანქანას ჰქონდა გარკვეული ხარვეზები. კერძოდ, სრულყოფილად ვერ ხდებოდა პაციენტის აპარატურული უზრუნველყოფა, რაზეც სააგენტო  შესაბამის ღონისძიებებს გაატარებს“.

ამ ფაქტის შემდეგ, 26 ივლისს, გავრცელდა პეტიცია რაჭაში რეანომობილის მოთხოვნით. პეტიციის ტექსტში წერია, რომ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეს, კერძოდ, ამბროლაურისა და ონის მუნიციპალიტეტებს არ ჰყავს კატასტროფის ბრიგადა, რის გამოც პრობლემა ექმნება ადამიანის სიცოცხლეს.

გაგრძელება

„დარღვევა გამოვლინდა ყველგან“ – 16 წლის ლუკას დაღუპვაზე სახელმწიფო პასუხისმგებლობას არ იღებს

„დარღვევა გამოვლინდა ყველგან“ – 16 წლის ლუკას დაღუპვაზე სახელმწიფო პასუხისმგებლობას არ იღებს

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: