მთავარი,სიახლეები

16 წლის მოზარდის დაღუპვის საქმე – პეტიიციის შედეგად ამბროლაურს რეანომობილი გადასცეს  

02.09.2019
16 წლის მოზარდის დაღუპვის საქმე – პეტიიციის შედეგად ამბროლაურს რეანომობილი გადასცეს  

პეტიციის შედეგად ამბროლაურს რეანომობილი გადასცეს. პეტიციის შეგროვება საზოგადოებამ 26 ივლისს, მას შემდეგ დაიწყო, როცა 16 წლის მოზარდი გაუმართავი რეანომობილის გამო კომაში ჩავარდა. მოზარდი ქუთაისის კლინიკაში დღეს, 2 სექტემბერს, გარდაიცვალა.

„პეტიციას ჰქონდა შედეგი – ახალი რეანომიბილი გადასცეს ჩვენს მუნიციპალიტეტს. აქამდე მხოლოდ ლენტეხში იყო რეანომობილი,“ – გვითხრა ლამარა ბოჭორიშვილმა, პეტიციის ერთ-ერთმა ავტორმა. იგი ამბროლაურის მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრში მუშაობს.

16 წლის მოზარდი, რომელიც გარდაიცვალა, შეუძლოდ 22 ივლისს რაჭის ერთ-ერთ სოფელში გახდა, სადაც იგი დასასვენებლად იმყოფებოდა. კლინიკაში გადმოყვანის დროს არსებობდა რეანომობილის პრობლემა – მანქანა მის გადასაყვანად ლენტეხიდან წამოვიდა, რასაც რამდენიმე საათი დასჭირდა. გზაში დამატებითი პრობლემა შეიქმნა რეანომობილის გაუმართაობის გამო. ბიჭის მდგომარეობა გზაში დამძიმდა.

ინფორმაცია რეანომობილის გაუმართაობაზე დაადასტურა სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომაც. უწყებამ 25 ივლისს შემდეგი შინაარსის განცხადება გაავრცელა: „პირველადი მოკვლევით გამოვლინდა, რომ კატასტროფის ეკიპაჟის მანქანას ჰქონდა გარკვეული ხარვეზები. კერძოდ, სრულყოფილად ვერ ხდებოდა პაციენტის აპარატურული უზრუნველყოფა, რაზეც სააგენტო  შესაბამის ღონისძიებებს გაატარებს“.

რა გაირკვა სამედიცინო რეგულირების სააგენტოს ამ ფაქტის მოკვლევის შედეგად? – უწყებაში განმარტებას დაგვპირდნენ და მას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

16 წლის ბიჭი დღეს დაიღუპა.

გარდაიცვალა 16 წლის მოზარდი, რომელიც გაუმართავი რეანომობილის გამო კომაში ჩავარდა

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: