გვაქვს უფლება პოლიციელს ვიდეო გადავუღოთ, როცა ის ცუდად გვექცევა?

როცა მოქალაქეები პოლიციელებს ღირსებისშემლახველ მოპყრობასა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებენ, მტკიცებულებების გარეშე საქმის გამოძიება ძალიან ჭირს. ხშირ შემთხვევაში დაზარალებულებს დაზიანებები საერთოდ არ ეტყობათ და მხოლოდ სიტყვებით უწევთ სიმართლის მტკიცება. “მე დაზიანებები არ მაქვს, გაშლილ ხელს მირტყამდნენ”, – ჰყვება ბათუმის მე-6 განყოფილების თანამშრომლებზე ერთ-ერთი დაზარალებული. ვიდეო ამ ვითარებას რადიკალურად ცვლის. ამის ნათელი მაგალითი სულ ახლახან, თბილისის …

მეტეოროლოგებმა ელვის მეგანათებაზე 2 ახალი მსოფლიო რეკორდი დააფიქსირეს

მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციას [მმო] ამინდისა და კლიმატის ექსტრემალური კომიტეტმა სამშაბათს, 1 თებერვალს გამოაქვეყნა ინფორმაცია ორი, რეკორდულად დიდი ელვის შესახებ, რომელთაგან პირველი აშშ-ში 2020 წლის 29 აპრილს, მეორე კი ასევე 2020 წლის 18 ივნისს, არგენტინაში წარმოიქმნა/განვითარდა. მმო-ს ცნობით, აშშ-ი დაფიქსირებულმა ყველაზე გრძელმა ერთჯერადმა გაელვებამ, დაფარა 768 (± 8 კმ ) კილომეტრის სიგრძის ჰორიზონტალური მანძილი. ეს უდრის …

ომიკრონის ვარიანტი BA.2 უფრო გადამდებია ვიდრე „ორიგინალი“ – დანიური კვლევა

დანიურმა კვლევამ აჩვენა, რომ ომიკრონის BA.2 ვარიანტი, რომელიც სწრაფად გავრცელდა დანიაში, უფრო გადამდებია, ვიდრე ომიკრონის უფრო გავრცელებული BA.1 ვარიანტი და უფრო ადვილად შეუძლია აცრილი ადამიანების ინფიცირება. კვლევის შესახებ როიტერსი წერს. კვლევამ, რომელმაც გააანალიზა კორონავირუსული ინფექციები 8500-ზე მეტ დანიურ ოჯახში დეკემბრიდან იანვრამდე პერიოდში, აჩვენა, რომ ომიკრონის BA.2 ვარიანტით ინფიცირებული ადამიანები დაახლოებით 33 პროცენტით უფრო მეტად აინფიცირებდნენ …

პანდემიის პერიოდში ათი ათასობით ტონა სამედიცინო ნარჩენი წარმოიქმნა – ჯანმო

გადაგდებული შპრიცები, გამოყენებული ტესტის კომპლექტები და გამოყენებული ვაქცინის ბოთლები COVID-19 პანდემიის შედეგად დაგროვდა და წარმოქმნა ათასობით ტონა სამედიცინო ნარჩენი, რაც საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას და გარემოს – ნათქვამია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ახალ მოხსენებაში, რომელიც დღეს, პირველ თებერვალს გამოქვეყნდა. მოხსენებაში აღნიშნულია, რომ სასწრაფოდაა საჭირო ნარჩენების უტილიზაციის სისტემების დახვეწა. ჯანმო: COVID-19-ის პანდემიის საპასუხოდ დაგროვებულმა ათი ათასობით ტონა …

კბილების კრაჭუნს ღამით – რა იწვევს და როგორ ვუმკურნალოთ ბრუქსიზმს

ბრუქსიზმი კბილების გაუცნობიერებელი და ძლიერი კრაჭუნია, რომელიც ძირითადად ღამით, ძილის დროს ვითარდება და მის მთავარ გამომწვევ მიზეზად სტრესი მიიჩნევა. თუ დილაობით საფეთქლისა და საღეჭი კუნთების დაჭიმულობას უჩივით, გაქვთ თავის ტკივილი და მომატებული მგრძნობელობა კბილებზე, შესაძლოა, თქვენც ბრუქსიზმი გაწუხებთ. რა სიმპტომები ახასიათებს ამ მდგომარეობას, როგორ გვაზიანებს და როგორია მისი მკურნალობა? – ამ და სხვა კითხვებზე გნათოლოგ-ორთოპედი, …

რამდენ ხანში შეიძლება ხელახლა დაინფიცირდე ომიკრონით?

„რამდენ ხანში შეიძლება ისევ დავინფიცირდე ომიკრონით?“ – ამ შეკითხვას კორონავირუსის პანდემიისას შექმნილ არაერთ ფეისბუქჯგუფში ნახავთ. ომიკრონი კორონავირუსის ახალი შტამია, იგი დაახლოებით 3 თვის წინ გამოჩნდა და მალევე ჩაანაცვლა აქამდე დომინანტური – დელტა შტამი. სპეციალისტები ამბობენ, რომ ომიკრონის შემთხვევაში რეინფიცირების რისკი უფრო მაღალია, ვიდრე წინა შტამების შემთხვევაში იყო. აქამდე არსებული მონაცემებით, კოვიდის ორიგინალი შტამით ინფიცირების შემდეგ, …

მივაღწევთ თუ არა ჯოგურ იმუნიტეტს? – რას ამბობენ სპეციალისტები

პანდემიის პირველივე დღეებიდან საზოგადოებრივი ჯანდაცვის ოფიციალური პირები იმედოვნებდნენ, რომ თუ მოსახლეობის საკმაოდ მაღალი პროცენტი აიცრებოდა ან დაინფიცირდებოდა ვირუსით, შესაძლებელი იქნებოდა COVID-19-ის წინააღმდეგ ჯოგური იმუნიტეტის გამომუშავება, თუმცა კორონავირუსის ძირითადი შტამი სწრაფად გარდაიქმნა ახალ ვარიანტებად, რის შედეგადაც ვირუსით ხელახლა ინფიცირდებიან ვაქცინირებული ან ის ადამიანები, რომელთაც კოვიდი უკვე ჰქონდათ. სპეციალისტები ამბობენ, რომ ჯოგურ იმუნიტეტთან დაკავშირებით იმედი ქრება. ზოგიერთმა …

რა სიმპტომების დროს უნდა დარჩეთ სახლში – NCDC-ის განმარტება

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ავრცელებს სიმპტომების ჩამონათვალს, რომელთა გამოვლენის შემთხვევაში უნდა დარჩეთ სახლში ან გადახვიდეთ საიზოლაციო სივრცეში. კერძოდ, თუ აღგენიშნებათ შემდეგი სიმპტომები: ყელის, თავის ან წელის ტკივილი სურდო ზომიერი ცხელება ხველა ღამით ოფლიანობა საერთო სისუსტე NDCD-ის გაფრთხილებთ, ამ სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში დარჩით სახლში ან გადადით საიზოლაციო სივრცეში. მაქსიმალურად შეზღუდეთ ოჯახის წევრებთან კონტაქტი …

ფსორიაზის დაფინანსება და სხვა სიახლეები აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამებში

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, 2022 წელს აჭარაში რამდენიმე ახალი პროგრამა ამუშავდა, კერძოდ ამოქმედდა ფსორიაზით დაავადებული პაციენტების მკურნალობის პროგრამა და დაიწყო ძვლის ტვინის ჰაპლოიდური ტრანსპლანტაციის დაფინანსება. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს, ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის უფროსი, მანანა ფაღავა განმარტავს, რომ პროგრამა წელს პილოტურ რეჟიმში იმუშავებს, იგი საწყის ეტაპზე 30 ბენეფიციარზეა გათვლილი და მოიცავს რევმატოიდული ართრიტის, ფსორიაზის და ფსორიაზული ართრიტის …

ქუჩები ბათუმში, სადაც ხვალ დენი გაითიშება

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ხვალ, 26 იანვარს, ქსელის გეგმიური სამუშაოების გამო ელექტროენერგია გაეთიშება ბათუმსა და ხელვაჩაურში მცხოვრები აბონენტების ნაწილს. კერძოდ, ბათუმში 12:00-დან 16:00 საათამდე მონაკვეთში მონაცვლეობით შეიზღუდება ელექტროენერგია ინასარიძის, ნინოშვილის, ხიმშიაშვილის, კობალაძის, აბუსერიძის, ლორთქიფანიძის, აბაშიძის, ზ. გორგილაძის, გორგასლისა და მიმდებარე ქუჩებზე, ასევე ზღვისპირა პარკსა და ანგისის დასახლებაში. 11:00-დან 14:00 საათამდე მონაკვეთში მონაცვლეობით გაითიშება შუქი აეროპორტის გზატკეცილზე, …

ომიკრონი უფრო მეტ ხანს ცოცხლობს პლასტმასსა და კანზე, ვიდრე წინა ვარიანტები – კვლევა

იაპონელმა მკვლევრებმა ლაბორატორიულ ტესტებში აღმოაჩინეს, რომ ომიკრონის ვარიანტს შეუძლია უფრო მეტ ხანს გადარჩეს პლასტმასის ზედაპირებსა და ადამიანის კანზე, ვიდრე კორონავირუსის ადრინდელი ვერსიები. უახლესი კვლევებისა და მათი წინასწარი შედეგების შესახებ Reuters-ი წერს. მკვლევრები განმარტავენ, რომ შესაძლოა სწორედ გარემოსადმი მაღალი სტაბილურობა [უნარი დარჩეს გადამდები] დაეხმარა ომიკრონს, ჩაენაცვლებინა დელტა, როგორც დომინანტური ვარიანტი და ასე სწრაფად გავრცელებულიყო. მაგალითად, პლასტმასის …

სისტემაში ასახული დადებითი პასუხის გარეშე მწვანე პასპორტს ვერ მიიღებთ – NCDC

დღეს, 25 იანვარს, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის [NCDC] ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ თქვა, რომ ე.წ. მწვანე პასპორტების სისტემაში ის პაციენტებიც აისახებიან, რომლებსაც კორონავირუსის ტესტი საერთოდ არ გაუკეთებიათ, თუმცა 112-ს მიმართეს და ოჯახის ექიმთან ჰქონდათ კომუნიკაცია. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, კოვიდ გადატანილის სტატუსი იმ პირებს მიენიჭებათ, ვისაც ტესტირების შედეგად …

როგორ უნდა მოიქცე, თუ ინფიცირებულთან გქონდა კონტაქტი

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინსტრუქციის თანახმად, ვისაც გქონდათ კონტაქტი ინფიცირებულთან: შეწყვიტეთ დაუცველი კონტაქტი დაავადებულთან; დაუყოვნებლივ გადადით თვითიზოლაციაში/კარანტიში 8 დღით და აუცილებლად გამოიყენეთ ნიღაბი მომდევნო 9 – 12 კალენდარული დღის განმავლობაში, თუ:  არ ხართ ან არასრულად ხართ აცრილი  მე-2 დოზის მიღებიდან არ არის გასული 14 დღე  მე-2 დოზის მიღებიდან გასულია 90 დღე  კოვიდის გადატანიდან …

რა შემთხვევებში არ შეიძლება COVID ვაქცინით აცრა და რატომ? – ბიძინა კულუმბეგოვის განმარტება

ცნობილია, რომ ხანდაზმულ ადამიანებსა და თანმხლები ქრონიკული დაავადებების მქონე პირებს Covid19-ის გართულების შედარებით მაღალი რისკი აქვთ. შესაბამისად, სწორედ ამ რისკის ჯგუფებში შემავალი ადამიანების აცრა მიიჩნევა პრიორიტეტულად. მიუხედავად ამისა, საზოგადოების ნაწილი მაინც ერიდება ოჯახის ასაკოვანი წევრების აცრას სწორედ იმ მიზეზით, რომ ვაქცინამ ალერგიული რეაქციის სახით გართულებები არ გამოიწვიოს. ექიმი ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ამ საკითხს დეტალურად განმარტავს …

რა დროს გაითიშება ხვალ შუქი ბათუმში, ხელვაჩაურში, შუახევში, ქედასა და ხულოში

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ხვალ, 25 იანვარს, გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ბათუმში, ხელვაჩაურში, შუახევში, ხულოსა და ქედაში. კერძოდ, ელეტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება: ბათუმში 11:00-დან 12:00 საათამდე – გრ. ლორთქიფანიძის, კოტე აფხაზის, სხალთის და მიმდებარე ქუჩებზე, ასევე ბეთლემის, აეროპორტის გზატკეცილის, ანგისის, კახაბრის და ადლიის დასახლებებში. 12:00-დან 15:00 საათამდე მონაკვეთში მონაცვლეობით – შ. ხიმშიაშვილის, ნინოშვილის, …

საქალაქო ავტობუსები, რომელთა მოძრაობის მიმართულება დროებით შეიცვალა

ბათუმის ავტოტრანსპორტი იუწყება, რომ აბუსერიძის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო შეიცვალა №1; №7, №8, №12/12ა, №13 და №16  ავტობუსების სამარშრუტო ხაზი, კერძოდ: №1ა სამარშრუტო ხაზი: აღმაშენებლის ქ, ლეონიძის ქ, ორბელიანის ქ, ლერმონტოვის ქ, ბაგრატიონის ქ, ხიმშიაშვილის ქ, ასათიანის ქ, მელიქიშვილის ქ, ბაგრატიიონის ქ, თავდადებულის ქ,  ჭავჭავაძის ქ, წერეთლის ქ, მაიაკოვსკის ქ, სვიშევსკის ქ, შინდისის ქ, ნონეშვილის …

აცრა, რომელიც საშვილოსნოს კიბოსგან იცავს, 13-18 წლის გოგოებისთვის უფასო გახდა

საქართველოში იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამა ფართოვდება და ამიერიდან, ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 13-18 წლის გოგოებისთვისაც უფასოდ იქნება ხელმისაწვდომი. აქამდე ვაქცინით უფასო სარგებლობა მხოლოდ 9-12 წლის გოგოებს შეეძლოთ, სხვა ასაკობრივი კატეგორიისთვის ვაქცინა ხელმისაწვდომია ღირებულების გადახდის შემთხვევაში, თუმცა მისი ფასი საკმაოდ მაღალი – დაახლოებით 400 ლარია. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის გადამდებ დაავადებათა ზედამხედველობის და იმუნოპროფილაქტიკის …

რეგულირების სააგენტო – პრეპარატი მაგნევისტის რეალიზაცია და გამოყენება შეჩერდა

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო იუწყება, რომ ფარმაცევტული პროდუქტი “მაგნევისტის” რეალიზაცია და გამოყენება დროებით შეჩერებულია. ევროპის მედიკამენტების სააგენტომ (EMA) გამოაქვეყნა განცხადება გადოლინიუმის შემცველი კონტრასტული საშუალებების გამოყენების შეზღუდვასა და შეჩერების შესახებ. EMA-ს სამეცნიერო დასკვნაზე დაყრდნობით ეს მედიკამენტები იწვევენ თავის ტვინსა და სხვა ქსოვილებში გადოლინიუმის დეპოზიტების განვითარებას სხეულის სკანირების დროს მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფიისას. ევროპის მედიკამენტების სააგენტომ გასცა …

ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობა სიკვდილიანობის წამყვან მიზეზებს შორისაა – კვლევა

წამლისადმი ბაქტერიების რეზისტენტობა მსოფლიოში სიკვდილის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი აღმოჩნდა. ამ დასკვნამდე მივიდნენ სამეცნიერო ჟურნალში Lancet-ში გამოქვეყნებული კვლევის ავტორები. ანტიმიკრობული რეზისტენტობა არის მიკროორგანიზმის უნარი, გადარჩეს და წინააღმდეგობა გაუწიოს ანტიმიკრობული პრეპარატების ზემოქმედებას, რაც აძნელებს ინფექციის მკურნალობას. არსებობს სხვადასხვა ტიპის ანტიმიკრობული საშუალება, რომლებიც მოქმედებენ სხვადასხვა ტიპის მიკროორგანიზმის წინააღმდეგ. მაგალითად, ანტიმიკრობული მედიკამენტები ან ანტიბიოტიკები მოქმედებენ ბაქტერიების წინააღმდეგ, ანტივირუსული საშუალებები …

ბათუმში ლერმონტოვის ქუჩის ნაწილი 2 თვეა ჩაბნელებულია – რას ამბობენ მერიაში

დაახლოებით ორი თვეა, რაც ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩის უმეტეს ნაწილზე გარეგანათება არ მუშაობს. ღამით ჩაბნელებულ ქუჩაზე გადაადგილება განსაკუთრებით პრობლემური გახდა უამინდობის დროს, როგორც მძღოლებისთვის, ისე ფეხით მოსიარულეებისთვის. ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამსახურში ამბობენ, რომ ქალაქში გარეგანათებების დაზიანებული ნათურებისა თუ სხვა ტექნიკური ხარვეზების გამოსწორება ეტაპობრივად მიმდინარეობს, ამიტომ ზუსტი თარიღი, თუ როდის აღდგება ლერმონტოვის ქუჩაზე განათება, უცნობია. საქალაქო ინფრასტრუქტურისა …

თქვენი მოზარდი სარკასტულია? ეს ინტელექტის ნიშანია – კვლევის შესახებ BBC წერს

მოზარდების მიდრეკილება სარკაზმისკენ მათ მაღალ ინტელექტზე მეტყველებს – ამ დასკვნამდე მივიდნენ კანადაში მდებარე კალგარის უნივერსიტეტის მეცნიერები. სტატიას ამ კვლევის შესახებ BBC აქვეყნებს. ფსიქოლოგებმა და ნეირომეცნიერებმა დაადგინეს, რომ სარკაზმი ტვინისგან მოითხოვს მრავალი ბარიერის გადალახვას, რათა სწორ ინტერპრეტაციამდე მივიდეს. ისინი ამბობენ, რომ სარკაზმის გაგებასა და გამოყენებას გაცილებით უფრო დიდი გონებრივი შესაძლებლობები სჭირდება, ვიდრე პირდაპირი განცხადებებით საუბარს. პენი …

ბათუმსა და თბილისში სოციალური სააგენტოს თანამშრომლები მასშტაბურ აქციებს აანონსებენ

სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლები, მთელი საქართველოს მასშტაბით, აგრძელებენ გაფიცვას და ხვალ, 20 იანვარს, თბილისსა და ბათუმში აქციებისთვის ემზადებიან. ისინი ჯანდაცვის ახალ მინისტრთან შეხვედრას მოითხოვენ. სოციალური სააგენტოს თანამშრომლები ხელფასების გაზრდასა და სამუშაო პირობების გამოსწორებას უკვე რამდენიმე თვეა ითხოვენ.”სოლიდარობის ქსელის” ცნობით, წინასაგაფიცვო მედიაცია უშედეგოდ დასრულდა, თუმცა მინისტრის მოადგილე თამილა ბარკალია მშრომელებს გარკვეული მოთხოვნების შესრულებას დაჰპირდა. მინისტრ ტიკარაძის …

ჯანმო: ომიკრონის შემთხვევების ზრდასთან ერთად, სავარაუდოდ, გამოჩნდება ახალი ვარიანტები

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ხელმძღვანელმა, ჯანმოს ბოლო ბრიფინგზე მსოფლიო ლიდერები გააფრთხილა, რომ კორონავირუსის პანდემია „შორს არის დასრულებისგან“. „ომიკრონი აგრძელებს მსოფლიოს დაპყრობას. გასულ კვირას 18 მილიონზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. არ შეცდეთ, ომიკრონი იწვევს ჰოსპიტალიზაციას და სიკვდილს. ასევე, ნაკლებად მძიმე შემთხვევებიც ტვირთავს სამედიცინო დაწესებულებებს. ევროპის რამდენიმე ქვეყანაში ახალი შემთხვევების რეკორდული მაჩვენებლები დაფიქსირდა. სამშაბათს საფრანგეთმა დააფიქსირა თითქმის ნახევარი …

ვინ გასცა ანა ფრანკის ოჯახი? – მთავარი ეჭვმიტანილი 77 წლის შემდეგ

ანა ფრანკის ოჯახის სამალავის გაცემის ექვსწლიანმა გამოძიებამ გამოავლინა მოულოდნელი ეჭვმიტანილი  საქმეში, თუ როგორ იპოვეს ნაცისტებმა ცნობილი დღიურის ავტორის, მისი ოჯახისა და მეგობრების სამალავი 1944 წელს. ამსტერდამელი ებრაელი გოგონას, ანა ფრანკის ისტორია მთელ მსოფლიოში ცნობილია მისი შემთხვევით შემონახული დღიურის წყალობით. ანას, მისი ოჯახის წევრებსა და ოჯახის მეგობრებს, სულ შვიდ  ადამიანს, ნაცისტებმა 1944 წლის 4 აგვისტოს მიაგნეს …

მსოფლიოს 10 უმდიდრესი ადამიანის ქონება პანდემიის დროს გაორმაგდა – „ოქსფამი“

საერთაშორისო ორგანიზაცია „ოქსფამის“ ცნობით, პანდემიამ მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანები  კიდევ უფრო გაამდიდრა და მეტი ადამიანი გააღარიბა. კერძოდ, მსოფლიოს ათმა უმდიდრესმა ადამიანმა პანდემიის პირველი ორი წლის განმავლობაში გააორმაგა თავისი ქონება 700 მილიარდი დოლარიდან 1.5 ტრილიონ დოლარამდე (ეს არის 15 000$ წამში ან $1.3 მილიარდი დღეში), ამის პარალელურად, კაცობრიობის 99%-ის შემოსავლები შემცირდა და 160 მილიონზე მეტი ადამიანი გაღარიბდა. …

3 პირი დააკავეს, ამოღებულია 3 კილოგრამამდე ჰეროინი | შსს

შინაგნ საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვემო ქართლის პოლიციისა და აჭარის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა სხვადასხვა დროს წარსულში ნასამართლევი 3 პირი – 1974 წელს დაბადებული მ.პ., 1986 წელს დაბადებული ა.მ. და 1967 წელს დაბადებული კ.გ. დააკავეს. მათ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა ედებათ ბრალად. ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მ.პ.-ის პირადი და დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის …

კიბოს 10 000 ახალი შემთხვევა ყოველწლიურად – რას უკავშირდება სტატისტიკის ზრდა 

საქართველოში ყოველწლიურად კიბოთი ავადობის დაახლოებით 10 000 ახალი შემთხვევა ფიქსირდება, კიბოს დიაგნოზით გარდაცვლილთა რაოდენობა კი ყოველწლიურად დაახლოებით  6-8 ათასია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია [ჯანმო] პროგნოზირებს, რომ უახლოეს ოცწლედში დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში, რომელთა შორის არის საქართველოც, პრევენციასა და მოვლის სფეროში ინვესტიციების ნაკლებობის გამო, კიბოს შემთხვევები 81 პროცენტით გაიზრდება. NCDC: 2020 წელს საქართველოში კიბოს დიაგნოზით …

„არ მიხარია სექსმუშაკობა, მშვიდი ძილი მინდა, სწავლა მინდა” – ტრანსგენდერი ქალი

დადუ კარა 25 წლის ტრანსგენდერი ქალია. ისევე, როგორც საქართველოში მცხოვრები ტრანსგენდერი ქალების უმრავლესობას, მას ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე სექსსამუშაოში ჩართვა მოუწია. დადუ ამბობს, რომ ამის მთავარი მიზეზი ეკონომიკური სიდუხჭირე და ის მძლავრი ტრანსფობიური განწყობებია, რომლის გამოც  ქვეყანაში გენდერულად არაკომფორმულ ადამიანებს არც ადეკვატური სამუშაოს და არც მშვიდად ცხოვრების საშუალება არ ეძლევათ. დადუ, როგორ მოხვდი სექსსამუშაოში და რამდენად …

რამდენი ხნით გაითიშება ხვალ შუქი ქობულეთში

ხვალ, 29 დეკემბერს, 11:30-დან 14:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება  „ენერგო-პრო-ჯორჯიას“ აბონენტებს ქობულეთში, შემდეგ ქუჩებზე: კაიკაციშვილის ქუჩა, წერეთლის ქუჩა, ბარათაშვილის ქუჩა, აღმაშენებლის და მიმდებარე ქუჩები. აბონენტებს დენის მიწოდება აღუდგებათ სამუშაოების დასრულებისთანავე, 14:00 საათზე. კომპანიის ცნობით, დენის გათიშვის მიზეზი გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოებია.  

საქართველოში ომიკრონის 63 შემთხვევა დაფიქსირდა – გამყრელიძე

დღეს, 28 დეკემბერს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ საქართველოში დღეის მონაცემებით ომიკრონით ინფიცირების 63 შემთხვევაა ლაბორატორიულად დადასტურებული. მისივე თქმით, 63 შემთხვევიდან უმრავლესობა შემოტანილია, მიმდინარეობს თითქმის ყველას კონტაქტების მოკვლევა და ჩაღრმავებული ეპიდკვლევა. ამირან გამყრელიძის განმარტებით, ამ ადამიანების უმრავლესობა აცრილია, ექვს მათგანს ჰქონდა გადატანილი კორონავირუსი – ანუ რეინფექციაა, მათგან …

აცრისთვის 200 ლარს მიიღებენ 50 წელს ზემოთ ასაკის მოქალაქეებიც – მთავრობა

დღეს, 28 დეკემბერს, საკოორდინაციო საბჭოს წევრების ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ აცრებთან დაკავშირებული ე.წ. წახალისების პროგრამა, რომელიც 60 წელს გადაცილებული ასაკის პირებისთვის აცრის სანაცვლოდ 200-ლარიან წახალისებას გულისხმობს, იანვარშიც გაგრძელდება და დაიწევს ასაკობრივი ზღვარი. „იანვრის თვეში გაგრძელდება წახალისების პროგრამა, რომელიც გულისხმობდა 60 წელზე ზემოთ ასაკის პირებისთვის 200-ლარიან წახალისებას. აქვე, კიდევ ერთი სიახლეა, ასაკობრივი ზღვარი 50 წლამდე დაიწევს …

კომენდანტის საათი, აკრძალული საახალწლო ღონისძიებები – მსოფლიოში ზომები მკაცრდება

კოვიდით ინფიცირების შემთხვევების მკვეთრი მატებისა და ვირუსის ახალი ვარიანტის, „ომიკრონის” გავრცელების გამო, მსოფლიოში საპრევენციო ზომები მკაცრდება. „გარდიანი“ წერს, რომ ესპანეთში, კატალონიის რეგიონმა მოიპოვა სასამართლოს თანხმობა, ღამის პერიოდში კომენდანტის საათის ამოქმედებაზე. კატალონია, რომელიც გარს აკრავს ქალაქ ბარსელონას, დღეიდან უკრძალავს მოსახლეობას სახლების დატოვებას ღამის 1 საათიდან დილის 6 საათამდე. ესპანეთის სხვა რეგიონებმა ნაკლებად მკაცრი მიდგომა გამოიყენეს. მაგალითად, …

რაზე მიგვანიშნებს დაბალი ჰემოგლობინი | ექიმის რჩევები

თუ თქვენი ჰემოგლობინის დონე ნორმაზე დაბალია, ეს ნიშნავს, რომ სისხლის წითელი უჯრედების დაბალი რაოდენობა გაქვთ – ანემია. ჰემოგლობინი არის ცილა სისხლის წითელ უჯრედებში, რომელსაც მიაქვს ჟანგბადი სხეულის ორგანოებსა და ქსოვილებში და გადააქვს ნახშირორჟანგი ორგანოებიდან და ქსოვილებიდან ფილტვებში. ჰემატოლოგ-ტრანსფუზიოლოგი, ნინო წულუკიძე ამბობს, რომ ანემიას შეიძლება ჰქონდეს მრავალი განსხვავებული მიზეზი, მათ შორის ვიტამინის დეფიციტი, სისხლდენა და ქრონიკული …

საქართველოში კოვიდის ვაქცინების მარაგს ვარგისიანობის ვადა აპრილში გასდის

დღეს, 23 დეკემბერს, იმუნიზაციის ექსპერტთა საბჭოს ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ვაქცინების ვარგისიანობის ვადებთან დაკავშირებულ კითხვას უპასუხა და თქვა, რომ საქართველოში არსებული ვაქცინების მარაგი ვარგისია აპრილამდე. „მარაგები, რომლებიც ჩვენ ქვეყანაში გვაქვს, ვარგისია აპრილის დასაწყისამდე, ანუ პირველ აპრილამდე. ჩვენ თავისუფლად შეგვიძლია მათი გამოყენება მომდევნო სამი თვე, ამდენი დროა, სულ მცირე, დარჩენილი იმისთვის, რომ მათი ათვისება …

ბუსტერ დოზამდე ინტერვალი ყველა ვაქცინისთვის 3 თვემდე შემცირდა

რამდენიმე წუთის წინ იმუნიზაციის ექსპერტთა საბჭოს ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ საქართველოში ბუსტერ დოზამდე ინტერვალი, რომელიც აცრის მეორე დოზიდან აითვლება, ყველა ვაქცინისთვის 3 თვემდე შემცირდა. აქამდე ბუსტერ დოზის გაკეთება “ფაიზერისა” და “ასტრაზენეკას” ვაქცინისთვის მეორე დოზიდან 5 თვეში იყო შესაძლებელი,  “სინოფარმისა” და “სინოვაკის” შემთხვევაში კი ეს ინტერვალი 3 თვეს შეადგენდა. ამიერიდან, საბჭოს რეკომენდაციის თანახმად, ნებისმიერი ვაქცინისთვის ბუსტერ …

ჯანმო: 2022 წელს პანდემია უნდა დასრულდეს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს გებრეისუსმა 22 დეკემბერს ჟენევაში გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ მისი რწმენით, პანდემია მომავალ წელს დასრულდება, რადგან მისი დაწყებიდან ორი წლის შემდეგ ჩვენ უკვე კარგად ვიცნობთ ვირუსს და გვაქვს საკმაოდ ეფექტური ინსტრუმენტები მასთან საბრძოლველად. „საქმე ის არის, რომ  სრულყოფილად უნდა განვახორციელოთ ყველა ის ინსტრუმენტი, რაც გვაქვს – ვაქცინა, პლუს საზოგადოებრივი ჯანდაცვის …

Exit mobile version