მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

ჯანმო: 2022 წელს პანდემია უნდა დასრულდეს

23.12.2021
ჯანმო: 2022 წელს პანდემია უნდა დასრულდეს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს გებრეისუსმა 22 დეკემბერს ჟენევაში გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ მისი რწმენით, პანდემია მომავალ წელს დასრულდება, რადგან მისი დაწყებიდან ორი წლის შემდეგ ჩვენ უკვე კარგად ვიცნობთ ვირუსს და გვაქვს საკმაოდ ეფექტური ინსტრუმენტები მასთან საბრძოლველად.

„საქმე ის არის, რომ  სრულყოფილად უნდა განვახორციელოთ ყველა ის ინსტრუმენტი, რაც გვაქვს – ვაქცინა, პლუს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სხვა ზომები და როცა ამას გავაკეთებთ, თანასწორობაზეც უნდა ვიზრუნოთ.

თუ ჩვენ არ ჩავატარებთ ვაქცინაციას მთელ მსოფლიოში, თუ არ გამოვიყენებთ ყოვლისმომცველ/კომპლექსურ მიდგომას მთელ მსოფლიოში, არ ვფიქრობ, რომ შევძლებთ დავასრულოთ ეს პანდემია.

მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ უკეთ ვიცნობთ ვირუსს, ჩვენ გვაქვს ეფექტური ინსტრუმენტები,“ – თქვა მან.

„2022 წელი უნდა იყოს COVID-19 პანდემიის დასასრული, მაგრამ ეს ასევე უნდა იყოს სხვა რამის – სოლიდარობის ახალი ერის დასაწყისი“.

ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა ვაქცინების არასწორი გადანაწილება მსოფლიოს მდიდარ და ღარიბ ქვეყნებს შორის და აღნიშნა, რომ ჯანმოს პროგნოზის მიხედვით,  ვაქცინების მარაგი საკმარისი იქნება იმისთვის, რომ 2022 წლის პირველი კვარტალისთვის მოხდეს მთლიანი ზრდასრული მოსახლეობის ვაქცინაცია და მაღალი რისკის მქონე პოპულაციების ბუსტერიზაცია გლობალურად.

„2021 წელს მეცნიერებამ მოგვცა იმედი ვაქცინების სახით, რომლებმაც უდავოდ გადაარჩინეს ბევრი სიცოცხლე ამ წელს. მეორე მხრივ, ეჭვგარეშეა, რომ ამ ვაქცინების არათანაბარმა გადანაწილებამ მრავალი სიცოცხლე შეიწირა.

2021 წელს ჩვენ COVID19-ის გამო დავკარგეთ 3.5 მილიონი ადამიანი – უფრო მეტი ვიდრე აივ-ით, მალარიით და ტუბერკულოზით ერთად 2020 წელს.

ახლაც, COVID19 ყოველ კვირაში დაახლოებით 50 ათასი ადამიანის სიცოცხლეს გვართმევს,“ – თქვა მან.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: