მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

ბუსტერ დოზამდე ინტერვალი ყველა ვაქცინისთვის 3 თვემდე შემცირდა

23.12.2021 • 1634
ბუსტერ დოზამდე ინტერვალი ყველა ვაქცინისთვის 3 თვემდე შემცირდა

რამდენიმე წუთის წინ იმუნიზაციის ექსპერტთა საბჭოს ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ საქართველოში ბუსტერ დოზამდე ინტერვალი, რომელიც აცრის მეორე დოზიდან აითვლება, ყველა ვაქცინისთვის 3 თვემდე შემცირდა.

აქამდე ბუსტერ დოზის გაკეთება “ფაიზერისა” და “ასტრაზენეკას” ვაქცინისთვის მეორე დოზიდან 5 თვეში იყო შესაძლებელი,  “სინოფარმისა” და “სინოვაკის” შემთხვევაში კი ეს ინტერვალი 3 თვეს შეადგენდა. ამიერიდან, საბჭოს რეკომენდაციის თანახმად, ნებისმიერი ვაქცინისთვის ბუსტერ დოზის ჩატარება უკვე შესაძლებელია მესამე თვიდან.

“ბუსტერ დოზების დამცველობით ეფექტზე ბოლო პერიოდში დიდი აქცენტები კეთდება, გამომდინარე იქიდან, რომ ომიკრონის შტამის გავრცელებასთან ერთად აშკარად იკვეთება ბუსტერის გაკეთების აუცილებლობა. დღეს საბჭომ გაუწია რეკომემნდაცია ბუსტერ დოზის ჩატარების შესაძლებლობას უკვე მესამე თვიდან, ყევლა ვაქცინისთვის” – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: