სიახლეები,ჯანმრთელობა

აცრისთვის 200 ლარს მიიღებენ 50 წელს ზემოთ ასაკის მოქალაქეებიც – მთავრობა

28.12.2021
აცრისთვის 200 ლარს მიიღებენ 50 წელს ზემოთ ასაკის მოქალაქეებიც – მთავრობა

დღეს, 28 დეკემბერს, საკოორდინაციო საბჭოს წევრების ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ აცრებთან დაკავშირებული ე.წ. წახალისების პროგრამა, რომელიც 60 წელს გადაცილებული ასაკის პირებისთვის აცრის სანაცვლოდ 200-ლარიან წახალისებას გულისხმობს, იანვარშიც გაგრძელდება და დაიწევს ასაკობრივი ზღვარი.

„იანვრის თვეში გაგრძელდება წახალისების პროგრამა, რომელიც გულისხმობდა 60 წელზე ზემოთ ასაკის პირებისთვის 200-ლარიან წახალისებას. აქვე, კიდევ ერთი სიახლეა, ასაკობრივი ზღვარი 50 წლამდე დაიწევს და აქამდე თუ 60 წელს ზემოთ ასაკის ადამიანები იღებდნენ წახალისებას, იანვრის თვიდან უკვე, აცრის შემთხვევაშ, 50 წელზე ზემოთ პირები მიიღებენ წახალისებას,“ –  განმარტა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერატიული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ.

მისივე განმარტებით, პროგრამის ხანგრძლივობა ჯერჯერობით გათვლილია მხოლოდ იანვრის თვეზე.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: