Batumelebi | კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა ბათუმში – 10 აგვისტოს მონაცემი კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა ბათუმში – 10 აგვისტოს მონაცემი – Batumelebi
RU | GE  

კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა ბათუმში – 10 აგვისტოს მონაცემი

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეს ბათუმში კორონავირუსის  2 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ორივე პირი კარანტინში იმყოფებოდა.

ორივე ინფიცირებული კაცი საქართველოს მოქალაქეა. მათგან ერთ-ერთი სამკურნალოდ გადაიყვანეს თბილისში, მეორეს მალე გადაიყვანენ ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში.

StopCov.ge-ს 10 აგვისტოს მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 1250 შემთხვევაა სულ გამოვლენილი, აქედან გამოჯანმრთელებულია 1010 ადამიანი, გარდაიცვალა  – 17.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ეთერ თურაძე არის გაზეთ "ბათუმელების" მთავარი რედაქტორი 2001 წლიდან