მთავარი,სიახლეები

თურქეთში დასაქმებულ პირს დაბრუნების შემდეგ COVID 19 აღმოაჩნდა – 2 ახალი შემთხვევა ბათუმში

13.08.2020
თურქეთში დასაქმებულ პირს დაბრუნების შემდეგ COVID 19 აღმოაჩნდა – 2 ახალი შემთხვევა ბათუმში

ბოლო 24 საათში ბათუმში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა დადასტურდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ინფიცირებულია ერთი მძღოლი, რომელიც ქვეყანაში თურქეთიდან შემოვიდა. მეორე პირი ასევე თურქეთის რესპუბლიკიდან შემოვიდა, რომელიც მეზობელ ქვეყანაში იყო დასაქმებული.

ორივე პირი საქართველოს მოქალაქეა და ორივე მათგანი კარანტინში იმყოფებოდა.

დღესვე გამოჯანმრთელდა 1 პირი.

დღეის მონაცემებით, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 18 კოვიდინფიცირებული პაციენტი რჩება.

13 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 19 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა  – 10.

მთავრობის ოფიციალური საიტის, stopcov.ge-ს თანახმად, საქართველოში კორონავირუსის 1283 შემთხვევა გამოვლინდა, რომელთაგან 1068 გამოჯანმრთელდა, 17 – გარდაიცვალა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: