შეკრება სოციალური მოთხოვნებით მთავრობასთან – „15 თებერვალს იქნება მასშტაბური აქცია“

დღეს, 9 თებერვალს, სხვადასხვა სოციალური ჯგუფის წარმომადგენლები აჭარის მთავრობასთან აქციას მართავენ. ისინი მთავრობის თავმჯდომარესთან, თორნიკე რიჟვაძესთან  ითხოვენ შეხვედრას. თორნიკე რიჟვაძე თავდაპირველად  მზად იყო შეხვედროდა საპროტესტო აქციის მონაწილეებს, მაგრამ მას შემდეგ, რაც მათ ითხოვეს, რომ ჟურნალისტებიც დასწრებოდნენ შეხვედრას, როგორც აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, თამაზ ბაკურიძე აცხადებს, მათ ამ შეხვედრაზე უარი უთხრეს. აქციაზე მხოლოდ სოციალური მოთხოვნები გაახმოვანეს – …

ვის რა გზებით გააქვს თხილი ევროპაში გასაყიდად, სადაც 1 კილოგრამი 6 დოლარი ღირს

საქსტატის მონაცემებით, 2020 წლის პირველი აგვისტოდან 2021 წლის 31 იანვრამდე პერიოდში საქართველოდან 15.3 ათასი ტონა თხილი გავიდა გასაყიდად, რომლის ღირებულება 79.2 მლნ აშშ დოლარია. ამ სეზონზე ქართული თხილი ძირითადად ევროპის ბაზარზე გაიტანეს. რამდენად რთულია ევროპულ ბაზარზე თხილის გატანა და რა არის საჭირო? – „ბათუმელები“ ერთ-ერთი კომპანიის, „ნათს ელის“ მფლობელსა და დირექტორს ესაუბრა. ზაზა ლორჩოშვილის კომპანიამ …

აქციის მონაწილეების და პოლიციის დაპირისპირება ბათუმში – დააკავეს 11 პირი

„დაადეთ ნარუშნიკები“, – ისმის კადრებში პოლიციელის ბრძანება, რომელიც აქციის მონაწილეს აქვს გადაღებული. 6 თებერვალს, საღამოს, ბათუმში, ისე როგორც თბილისში, აქცია გაიმართა „უაზრო რეგულაციების“, მათ შორის კომენდანტის საათის წინააღმდეგ. თბილისში აქციის მონაწილეებმა რამდენიმე ქუჩა ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე გაიარეს. ბათუმში კი, როგორც გავრცელებული ვიდეოკადრებიდან ჩანს, აქციის მონაწილეებს პოლიციამ სცემა და, სავარაუდოდ, დააკავა კიდეც. თვითმხილველმა მოქალაქეებმა „ბათუმელებს“ უთხრეს, …

საპროტესტო აქცია აჭარის პოლიციასთან – ადგილი გვაქვს შერჩევით სამართალთან

ირაკლი ჩავლეიშვილისთვის ნაგვის თავზე დაყრის გამო დღეს, 24 იანვარს, ბათუმში ერთი პირი – ირაკლი ფანგანი დააკავეს. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ეს არის შერჩევითი სამართალი და აჭარის პოლიციის ადმინისტრაციულ შენობასთან საპროტესტო აქციას მართავს. ირაკლი ფანგანი „ალტერნატივას“ წარმოადგენს და აჭარის მთავრობასთან მიმდნარე საპროტესტო აქციებში მონაწილეობდა. „აფხაზეთიდან დევნილი. სახლი არ აქვს, კარი არ აქვს, ობოლი ბავშვი, მშობლები არ ჰყავს …

ირაკლი ჩავლეიშვილისთვის ნაგვის დაყრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

ბათუმის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე პოლიციამ ერთი პირი – ირაკლი ფანგანი დააკავა. პოლიციის ინფორმაციით, ის გუშინ ერას მოედანზე „ირაკლი ჩავლეიშვილის დევნის“ ფაქტთან დაკავშირებით დააკავეს. გუშინ, 23 იანვარს, აჭარის უმაღლესი საბჭოს უპარტიო წევრ ირაკლი ჩავლეიშვილს მოძრაობა „ალტერნატივას“ აქტივისტები დაუპირისპირდნენ. ისინი ირაკლი ჩავლეიშვილს ეძახდნენ მოღალატეს იმის გამო, რომ გაერთიანებული ოპოზიციის წინააღმდეგობის მიუხედავად, ის მაინც შევიდა ახალარჩეულ უმაღლეს …

„SOS! ბულვარი ისევ ჩვენი დასაცავია“ – ხვალ ბათუმში საპროტესტო აქცია გაიმართება

შაბათს, 23 იანვარს, 13:00 საათზე, ბათუმის ბულვარში საპროტესტო აქცია გაიმართება. ბათუმელები ბათუმის ბულვარის დასაცავად აპირებენ შეკრებას. 21 იანვარს აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ხელმძღვანელმა, ზაურ ახვლედიანმა ერთ-ერთ კომპანიას ბულვარში 16-სართულიანი სასტუმროს აშენების უფლება მისცა. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც პოლიტიკოსები თუ გავლენიანი ფინანსური ჯგუფები ცდილობენ ბათუმის ბულვარში მიწის ნაკვეთის მითვისებას ან შესყიდვას, ბულვარი სამშენებლო პოლიგონად …

მეუფე დიმიტრიმ მრევლს უთხრა, რომ ვაქცინა პანდემიასთან ბრძოლის საუკეთესო გზაა 

დღეს, 19 იანვარს, ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ (შიოლაშვილი) ნათლისღების წირვაზე კორონავირუსის ვაქციანაციასთან დაკავშირებითაც იქადაგა. ეპისკოპოსის თქმით, პანდემიასთან ბრძოლის საუკეთესო საშუალება ვაქცინაციაა. „მოგეხსენებათ როგორ მძვინვარებს ეს პანდემია. დღე არ გავა ისე, რომ ვიღაც ნაცნობი, ახლობელი ან შინაური არ გაიხმოს უფალმა ამ მძიმე სენისგან დასნებოვნებული. სასულიერო პირები, მღვდელმთავრები, პატრიარქიც კი… იცით თქვენ, რამდენიმე ხნის წინ მიწას …

ნავალნი ბერლინიდან მოსკოვში ბრუნდება

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი ბერლინიდან მოსკოვში დაბრუნდა. თვითმფრინავი, რომლითაც ნავალნი მგზავრობს, უკვე დაფრინდა მოსკოვში. თვითმფრინავში ნავალნიმ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ის მგზავრობს ავიაკომპანია „პაბედას“ [გამარჯვება] ბოინგით და მისი ბილეთის ნომერია 13. მან ასევე თქვა, რომ ის სახლში ბრუნდება და ძალიან კარგ განწყობაზეა. ამავე თვითმფრინავშია არაერთი მედიის წარმომადგენელი. თავდაპირველად ნავალნის თვითმფრინავი უნდა დაფრენილიყო ვნუკოვოს აეროპორში. მის დასახვედრად …

მხარეები ამბობენ, რომ შერიგდნენ და გურიაში რელიგიური დაპირისპირება ამოიწურა

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში რელიგიის გამო დაპირისპირებულები ამბობენ, რომ მათ შორის კონფლიქტი ფორმალურ დონეზე ამოიწურა – დღეს, 15 იანვარს, დაპირისპირებული მხარეები შერიგდნენ. სოფლის კლუბში მუსლიმები და ქრისტიანები ერთმანეთს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლების თანდასწრებით შეხვდნენ. შეხვედრაზე ბევრჯერ ითქვა – „ჩავეხუტოთ, მოვეფეროთ ერთმანეთს“. ითქვა ისიც, რომ დაცული იქნება კონსტიტუციით გარანტირებული რელიგიის თავისუფლება. ჩოხატაურის მერმა ირაკლი კუჭავამ …

10 ლარად 20 გბ ინტერნეტის მისაღებად მასწავლებლებისა და მოსწავლეების რეგისტრაცია იწყება

საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 10 ლარად 20 გბ ინტერნეტის მისაღებად, ანუ სპეციალურ პროგრამაში ჩასართავად, პედაგოგებმაც და მშობლებმა/ბავშვებმაც სპეციალურ პორტალზე უნდა დაარეგისტრირონ ტელეფონის ნომერი, რომლებზეც სურთ შეღავათიანი პაკეტის გააქტიურება. „პროგრამით სარგებლობისთვის საჯარო და კერძო სკოლების მასწავლებლებმა და მოსწავლეთა მშობლებმა (ან ოჯახის წევრებმა) საჭიროა, სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (EMIS) მიერ საგანგებოდ შექმნილ პლატფორმაზე მოსწავლის ან მასწავლებლის …

200-ლარიანი კომპენსაციის გაცემა 28 იანვრიდან დაიწყება – გახარია

შენიშვნა: დღეს, 15 იანვარს, მთავრობის სხდომის დაწყებამდე ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ 200-ლარიანი კომპენსაციების გაცემა 28 თებერვლიდან დაიწყება. იგივე თარიღი იყო მითითებული მთავრობის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში. ახლახან მთავრობის ადმინისტრაციამ თარიღი კიდევ ერთხელ დააზუსტა, რომლის თანახმადაც კომპენსაციების გაცემა დაიწყება არა 28 თებერვლიდან, არამედ 28 იანვრიდან. ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, 200-ლარიან კომპენსაციის მიმღებთ პორტალზე უკვე …

გახარია ჩოხატაურში რელიგიურ დაპირისპირებაზე: სახელმწიფო იმოქმედებს უმკაცრესად

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა დაწყებამდე პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ჩოხატაურის სოფელ ბუკნარში მუსლიმ და ქრისტიან მოსახლეობას შორის დაპირისპირებას გამოეხმაურა. „ორიოდე სიტყვით მინდა გამოვეხმაურო იმ ინციდენტს, რომელიც მოხდა სოფელ ბუკნარში. მოგეხსენებათ, რელიგიური მრავალფეროვნება ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ისტორიული ფაქტია და ეს არის ჩვენი სიმდიდრე, ეს არის ის, ჩვენ როგორ ვაშენებდით საუკუნეების განმავლობაში ჩვენ სახელმწიფოს და ყველას კარგად უნდა …

სრულიად საქართველოს მუფტი ჩოხატაურში მუსლიმებთან შესახვედრად ჩავიდა

სრულიად საქართველოს მუფტი ადამ შანთაძე ბათუმიდან ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ჩავიდა, სადაც სოფელ ბუკნარის მუსლიმი მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს. ამ სოფელში მუსლიმ და ქრისტიან მოსახლეობას შორის ღია დაპირისპირება 12 იანვარს დაიწყო, რის შედეგადაც ორი მუსლიმი პირი საავადმყოფოში მოხვდა. ადამ შანთაძე აცხადებს, რომ ის ესაუბრა ხელისუფლების წარმომადგენლებს და დარწმუნებულია, რომ მუსლიმი მოსახლეობა ამ სოფელში ლოცვას შეძლებენ: „ფაქტობრივად პრობლემა …

ფირუზ წულუკიძის თქმით, ჩოხატაურში ათობით ადამიანი მუსლიმების სოლიდარობისთვის ჩავიდა 

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბუკნარში ქრისტიანი და მუსლიმი თემი ერთმანეთს დაუპირისპირდა. ეს ამბავი გუშინ, 12 იანვარს მოხდა – ქვების სროლის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა. მათგან ორი საავადმყოფოში მოხვდა – ორივე მუსლიმი. კონფლიქტის მონაწილე ერთი პირი შს სამინისტრომ წუხელ დააკავა. დღეს სოფელ ბუკნარში მუსლიმი თემის „სოლიდარობის მიზნით“ აჭარიდან რამდენიმე ათეული ადამიანი ჩავიდა. ერთ-ერთი მათგანი, ფირუზ წულუკიძე აცხადებს, …

მესამე ტალღა შეიძლება იყოს თებერვლის მეორე ნახევრიდან – ტიკარაძე

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადება, კორონავირუსისი მესამე ტალღა შესაძლოა თებერვლის მეორე ნახევრიდან დაიწყოს საქართველოში. ეკატერნიე ტიკარაძის თქმით, მსოფლიოში უკვე დაიწყო მესამე ტალღა და საქართველო გამონაკლისი ვერ იქნება. „ეს ყველაფერი არის ვარაუდები. ვინაიდან ევროპაში მესამე ფაზა უკვე დაწყებულია, ჩვენ მეორე ფაზა გვქონდა შედარებით მოგვიანებით, ვიდრე ევროპას. აქედან გამომდინარე სავარაუდო მესამე ტალღა შეიძლება იყოს თებერვლის მეორე …

რა ხდება შარაბიძეებში, სადაც პოლიციაა მობილიზებული

შარაბიძეების დასახლებაში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე, დიდი ოდენობით პოლიციაა მობილიზებული. „ბათუმელებს“ ადგილზე მოსახლეობა ეუბნება, რომ ეს გუშინ მომხდარი ინციდენტის გაგრძელებაა – გუშინ კი პოლიციას აქ მცხოვრები რევაზ შარაბიძე დაუკავებია. „მოვიდა პოლიცია, გაჩხრიკეს სახლი და სახლის უკანა მხრიდან ერთი პარკით იარაღი ამოიღეს. ოჯახი – ცოლი და შვილები გარეთ გამოყარეს, ჩხრეკას არ დაასწრეს“, – ეს არის აქ მცხოვრებთა …

ხმა ბათუმის მესამე დაწესებულებიდან – „4 კაცი ვშიმშილობთ“ [ვიდეო]

„ოთხი კაცი ვშიმშილობთ“, – ისმის ვიდეო ჩანაწერში, რომელიც დღეს უფლებადამცველმა თამაზ ბაკურიძემ გაავრცელა. ის და პატიმრების ოჯახის წევრები დღეს ბათუმის მესამე დაწესებულებასთან საპროტესტო აქციას მართავდნენ, ამნისტიის კანონის დამტკიცებამდე. „მე შევთავაზე ოჯახის წევრებს, რომ სხვა კუთხიდან მივსულიყავით შენობასთან. სწორედ მაშინ დაგვიძახეს, რომ ცუდად არიან, შიმშილობენ და არავინ ყურადღებას არ აქცევთ“, – აცხადებს თამაზ ბაკურიძე. იუსტიციის სამინისტროს …

ვის შეხვდება მოტობლოკები, ნერგები, სკა – სამინისტრო პროგრამას თებერვლიდან იწყებს

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო ზუსტად 1 მილიონ ლარს დახარჯავს პროგრამაზე, რომელსაც საოჯახო მეურნეობების განვითარების ხელშეწყობა ჰქვია. ამ პროგრამის ფარგლებში, სოფლად მცხოვრებ ფერმერებს შეეძლებათ მოითხოვონ ნერგები, ტექნიკური აღჭურვილობა, სკა… მოკლედ, ის ყველაფერი, რაც საკუთარი მეურნეობის განვითარებისთვის სჭირდებათ. ფერმერმა ეს საჭიროება სამინისტროს უნდა დაუსაბუთოს. როგორ შეიძლება პროგრამაში ჩართვა? – „ბათუმელების“ კითხვებს აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი გიორგი სურმანიძე …

თებერვლამდე ისევ შეზღუდული იქნება ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მოძრაობა 

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, წერტილოვანი შეზღუდვები პირველ თებერვლამდე შენარჩუნდება. აქამდე ხელისუფლება აცხადებდა, რომ ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, 16 იანვრიდან შეზღუდვების გაუქმებას აპირებდნენ და ეს ასევე შეეხებოდა საზოგადოებრივ ტრანსპორტსაც. მინისტრ ნათია თურნავას თქმით, შეზღუდვები ძალაში დარჩება, მათ შორის, საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის. „მივიღეთ დღეს გადაწყვეტილება, რომ პირველ თებერვლამდე შევინარჩუნოთ ის რეჟიმი, რაც დღეს არსებობს წერტილოვანი შეზღუდვების. ჩვენი …

ფიზიკური დაპირისპირება თურქ და ქართველ პარტნიორებს შორის – ვინ ვის სცემა 

კომპანია „სტარის“ მფლობელს და მის რამდენიმე თანამშრომელს ახალი წლის დღეებში ოფისში თავს დაესხნენ. „თარჯიმანს სცემეს. მფლობელი ოფისიდან გამოიპარა და მე დამირეკა. 4 მანქანით მიუვარდნენ. რადგან თურქეთის მოქალაქეები არიან, მათ ძვირადღირებულ ტექნიკას ართმევენ“, – ამას ლელა ბჟალავა ამბობს. ლელა ბჟალავა ადვოკატია, რომელიც ირწმუნება, რომ აურზაური ბათუმის სამრეწველო უბანში მოქალაქე ირაკლი შარაბიძემ მოაწყო. კომპანიის მფლობელები გუშინ თურქეთის …

მინდია ლავასოღლი ოდესაშია, ეს დედამ დამიდასტურა – თამაზ ბაკურიძე

კანონიერი ქურდობის ბრალდებით საქართველოში გასამართლებული მინდია ლავასოღლი ამჯერად ოდესის აეროპორტში დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინულმა მედიამ გუშინ გაავრცელა. გუშინ საქართველოში ამ ინფორმაციის გადამოწმება შეუძლებელი აღმოჩნდა, რადგან „ბათუმელების“ სატელეფონო ზარებს არც პროკურატურაში უპასუხეს, არც შს სამინისტროში და არც ლავასოღლის ოჯახში. დღეს, 4 იანვარს, თამაზ ბაკურიძემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ ის ესაუბრა მინდია ლავასოღლის დედას, რომელმაც განუცხადა, რომ …

ბათუმში ერთი კაცი მოკლეს, ერთიც მძიმედ არის დაჭრილი

“ბათუმელების” ინფორმაციით, 3 იანვარს, გვიან ღამით, ბათუმში, ეგრეთ წოდებულ ოცნების ქალაქში ერთი კაცი მოკლეს, ერთიც მძიმედ დაჭრეს. მკვლელობის მოტივების შესახებ ამ ეტაპზე “ბათუმელებისთვის” ცნობილი არ არის. მკვლელობის იარაღი – დანაა. აქ მცხოვრებთა თქმით, პოლიცია მკვლელობაში ბრალდებულს “ოცნების ქალაქში” ახლაც ეძებს.  

2021 წელს პიროტექნიკით აჭარაში არც ერთი ადამიანი არ დაზიანებულა

2021 წლის პირველ იანვარს და არც შემდეგ დღეებში პიროტექნიკის აფეთქების შედეგად წელს არც ერთი ბავშვი და არც ზრდასრული ადამიანი აჭარაში არ დაშავებულა. ამის შესახებ ინფორმაცია „ბათუმელებს“ სასწრაფო სამედიცინო სამსახურში დაუდასტურეს. დანარჩენ საქართველოში პიროტექნიკით დაზიანების ფაქტი, ისე როგორც გასულ წლებში, წელსაც დაფიქსირდა. სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, 2020 წლის 31 დეკემბერსა და 2021 წლის 1 იანვარს, საქართველოს …

„მყავს მძიმე ავადმყოფი მამა“ – 15 წლის ბიჭის მიმართვა ხალხს და მთავრობას

„მოგესალმებით. მყავს ძალიან მძიმე ავადმყოფი მამა, აქვს პარკინსონის დაავადება მძიმე ფორმით, ჭირდება თავის ოპერაცია, კეთდება ავერსის კლინიკაში და ღირს 70 000 ლარი. ვართ სოც.დაუცველები. 45 000 ლარი გვაქვს, დარჩენილი 25 ათასი ლარის შევსებაში სასწრაფოდ გვჭირდება თქვენი დახმარება, რომ გაკეთდეს ოპერაცია და გადავარჩინოთ მისი სიცოცხლე“, – ეს წერილი 15 წლის ბიჭმა 4 დეკემბერს მოგვწერა ქობულეთიდან. წერილს …

აქციაზე ბათუმში 7 პირი დააკავეს

დღეს, 15 დეკემბერს, დილიდან პოლიცია აქციის მონაწილეებს აკავებს – „ბათუმელების“ ინფორმაციით, „ალტერნატივას“ წევრებიდან უკვე დააკავეს მზია ქედელიძე, ხათუნა ბერიძე, ანა კონცელიძე და ნუგზარ ხოზრევანიძე. „ბათუმელებისთვის“ უცნობია სხვა სამი დაკავებულის ვინაობა. ამ დროისთვის უკვე დაკავებულია აქციის 7 მონაწილე. სტიკერებზე, რომელთა გაკვრასაც აქციის მონაწილეები ცდილობენ აჭარის უმაღლესი საბჭოს შენობის ღობეზე, წერია – „მონობა ტეხავს“. აჭარის პოლიციის დეპარტამენტის …

ხათუნა ბერიძე ისევ დააკავეს [ფოტო]

დღეს აჭარის უმაღლესი საბჭო საპროტესტო აქციის ფონზე შეიკრიბა. პოლიციამ უკვე დააკავა „ალტერნატივას“ თავმჯდომარე ხათუნა ბერიძე. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ხათუნა ბერიძე უმაღლესი საბჭოს ღობეზე სტიკერის გაკვრისთვის დააკავეს. გარდა ხათუნა ბერიძისა, დაკავებულია კიდევ ერთი აქტივისტი, ნუგზარ ხოზრევანიძე. „ლაივში“ ისმის აჭარის პოლიციის უფროსის მოადგილის, ირაკლი ჭედიშვილის ხმა, რომელიც აქციის მონაწილეებს აფრთხილებს, რომ მათ არ მისცემენ უმაღლესი საბჭოს …

„უარს ვაცხადებთ სადეპუტატო მანდატებზე აჭარაში“ – ოპოზიციის მემორანდუმი

დღეს, 15 დეკემბერს, აჭარის უმაღლესი საბჭოს შეკრების პარალელურად ოპოზიციამ უარი განაცხადა უმაღლეს საბჭოში შესვლაზე. აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის მიერ დადგენილი 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგების მიხედვით, 21-წევრიან აჭარის უმაღლეს საბჭოში მანდატი ოპოზიციის 7-მა წევრმა მიიღო. დღეს ოპოზიცია აჭარის მთვრობის სახლთან შეიკრიბა და მემორანდუმს მოაწერა ხელი. „ჩვენ, 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების უსკო-ს შედეგების მიხედვით აჭარის ა.რ. …

აჭარის უმაღლეს საბჭოშიც მხოლოდ „ქართული ოცნება“ შევიდა

დღეს, 15 დეკემბერს, აჭარის უმაღლესი საბჭო პროტესტის ფონზე შეიკრიბა. როგორც საქართველოს პარლამენტში, ისე აჭარის უმაღლეს საბჭოშიც, სავარაუდოდ, მხოლოდ „ქართული ოცნების“ დეპუტაცია შედის. უმაღლესი საბჭოს პირველი სხდომა საბჭოს უხუცესმა წევრმა, დავით თედორაძემ გახსნა. „მოგესალმებით ძვირფასო კოლეგებო, მასმედიის წარმომადგენლებს მივესალმები, მივესალმები დარბაზში მსხდომ ამხანაგებს! გილოცავთ ახალი უმაღლესი საბჭოს პირველი სხდომის დაწყებას. უმაღლესი საბჭოს აპარატის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, …

რიჟვაძემ აქციის მონაწილეებს 20-კაციანი „ბანდა“ უწოდა და „უკადრებელს ნუ იკადრებთო“ მოუწოდა

დღეს აჭარის მთავრობის ადმინისტრაციულ შენობაში მთავრობის სხდომა საყვირების ფონზე დაიწყო. ოპოზიციონერი აქტივისტები უკვე 20 დღეზე მეტია მთავრობასთან აქციას მართავენ. თორნიკე რიჟვაძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ აქციის მონაწილეებს „ბანდა“ უწოდა და მოუწოდა, რომ „უკადრებელს ნუ იკადრებენ“. „ალბათ არ ღირდა ამ საკითხით შეწუხება, თუმცა ვინაიდან გუშინ ერთი რიგითი, წესიერი ბათუმელი შეწუხდა ეგრეთ წოდებული მარგინალების ზღვარგადასული ეგრეთ წოდებული …

ზურაბ ჯაფარიძე პოლიციას სთხოვს, მისი სახლი დატოვონ

„7 საათის წინ ვიქირავე, ეს ჩემი სახლია. თუ რომელიმე შპს-თან გაქვთ პრობლემა, იპოვეთ მისი იურიდიული მისამართი და რაც გინდათ ის უქენით… მე ვარ საქართველოს პარლამენტის არჩეული დეპუტატი, ჩემი დაპატიმრებისთვის ცესკოს უნდა მიმართოთ“, – ასე მიმართა ზურაბ ჯაფარიძემ პოლიციელებს, რომლებიც საგამოძიებო მოქმედებას ატარებენ ბათუმის ერთ-ერთ ფიტნესკლუბში, რომელმაც აკრძალვის მიუხედავად საქმიანობა არ შეაჩერა. ფიტნესკლუბი „Reformerfitness“ – ი …

პოლიცია შევიდა ფიტნესკლუბში, რომელიც არ გაჩერდა

ბათუმში, ფიტნესკლუბ Reformerfitness-ში ამ წუთებში პოლიციაა შესული. კლუბის მფლობელი გიორგი ფუტკარაძე დღეს შრომის ინსპექციის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა გააფრთხილეს, რომ კლუბის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყება. სავარაუდოდ, ახლა პოლიცია სწორედ ამ მიზნით შევიდა ფიტნსეკლუბში. „Reformerfitness“-ი გუშინ, 28 ნოემბერს, 10 ათასი ლარით დააჯარიმეს იმის გამო, რომ ის დადგენილ აკრძალვებს არ დაემორჩილება. აკრძალული საქმიანობის განმეორების შემთხვევაში კი კანონი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას …

საია აკრიტიკებს ცესკოს შემაჯამებელი ოქმების გამოქვეყნების გაჭიანურების გამო

საქართველოს ახალგაზარდა იურისტთა ასოციაცია 31 ოქტომბრის არჩევნების მიმდინარეობას განცხადებით ეხმაურება. სადამკვირვებლო ორგანიზაცია ცესკოს მონაცემების გავრცელების დაყოვნების გამო აკრიტიკებს. სიას განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: „ის აზრით, საარჩევნო პროცესების სანდოობისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს კენჭისყრის ყველა ეტაპზე საზოგადოების სათანადო ინფორმირებულობას. ამის უზრუნველყოფა საარჩევნო ადმინისტრაციას ეკისრება. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩნდება უკმაყოფილება და უნდობლობა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების შესახებ დროული და მაქსიმალურად …

სოფელი, სადაც საარჩევნო უბანზე არც ერთი ამომრჩეველი არ მივიდა

ხულოში მდებარე სოფელ წაბლანას მოსახლეობა ხელისუფლებას რამდენიმე კვირაა აფრთხილებს, რომ ამ სოფელში არჩევნები არ ჩატარდება, რადგან არც ერთი სრულწლოვანი ადამიანი არ მივა საარჩევნო უბანზე. ხელისუფლებამ არ ისმინა სოფლის შეტყობინება, რითაც მათ ხელისუფლების ყურადღების მიპყრობა უნდოდათ. პირიქით, ამ სოფელში უბანი სხვა სოფლების მცხოვრებლებით დააკომპლექტა – ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ წაბლანის #32 საარჩევნო უბანზე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე …

ანზორ ბოლქვაძე ეკომიგრამტებზე: როგორ არ მომხდარა რეაგირება, ღმერთი ზეიდან იყურება

წინასაარჩევნო პროგრამებს და გზავნილებს თუკი გადაავლებთ თვალს, ნახავთ, რომ ეკომიგრანტების შესახებ იქ არაფერი წერია. კანდიდატები, რომლებსაც ახლა არჩევნების მოგება სურთ, ირწმუნებიან, რომ ეკომიგრანტების პრობლემა მნიშვნელოვანია -მმართველ პოლიტიკურ გუნდსა და ოპოზიციაში თანხმდებიან, რომ კომპენსაცია, რასაც ეკომიგრანტები სახელმწიფოსგან იღებენ, მინიმუმ უნდა გაორმაგდეს. რას აპირებს „ქართული ოცნება“? კითხვებს „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ხულოში, შუახევში, ქედასა და ხელვაჩაურში …

ომბუდსმენმა ნათია ზოიძის საქმეზე დარღვევა დაადგინა და პროკურატურას გამოძიებისკენ მოუწოდა – საია

საქართველოს ახალგაზარდა იურისტთა ასოციაცია განცხადებას ავრცელებს აჭარის ტელევიზიის დირექტორის ყოფილ მოადგილის, ჟურნალისტ ნათია ზოიძის საქმესთან დაკავშირებით. ორგანიზაციის განცხადებით, სახალხო დამცველმა ჟურნალისტის საქმეზე დარღვევა დაადგინა. საიას განცხადებას გთავაზობთ უცვლელად: „აჭარის ტელევიზიის თანამშრომლის, ნათია ზოიძის საქმეზე სახალხო დამცველმა პროკურატურას ზოგადი წინადადებით მიმართა და გამოძიების ეფექტიანად ჩატარებისკენ მოუწოდა. ჟურნალისტის უფლებებს საია იცავს. ნათია ზოიძემ გამოძიების დაწყების მოთხოვნით თავდაპირველად …

გიორგი სურმანიძე სოფლის მეურნეობის მინისტრად დანიშნეს

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრად გიორგი სურმანიძე დანიშნეს. ის დღევანდელი მთავრობის სხდომაზე თორნიკე რიჟვაძემ წარადგინა. ეს პოსტი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც ტიტე აროშიძე, სოფლის მეურნეობის მოქმედი მინისტრი, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატად დაასახელეს უმაღლეს საბჭოში. მაჟორიტარობის კანდიდატად დასახელების შემდეგ, დღემდე ტიტე აროშიძე შვებულებაში იმყოფებოდა. ამჯერად კი იწურება ვადა, როდესაც თითოეულმა კანდიდატმა რეგისტრაცია უნდა გაიაროს უსკოში. კანდიდატად …

Exit mobile version