სიახლეები

საიას აჭარის ფილიალი კადრების ამოღებას ითხოვს

28.03.2013
საიას აჭარის ფილიალი კადრების ამოღებას ითხოვს

ვალუტის გამაცვლელი პუნქტის მეპატრონემ რამდენიმე საათის წინ „საიას“ თანამშრომლებს განუცხადა, რომ  მასთან იყნენენ მისული პოლიციის თანამშრომლები და გადამცლელი პუნქტის შესასვლელთან მიმაგრებული კამერების მიერ გადაღებული კადრების დათვალიერება მოითხოვეს. საიას თანამშრომლების თქმით, მათი წასვლის შემდეგ გადამოწმებით დადგინდა, რომ დღეს დილის საათებიდან გარკვეული დროის მონაკვეთში დაფისირებული კადრები წაშლილია.

საიას იურისტის გიორგი ხიმშიაშვილის თქმით „იმ დროსაც, როდესაც პოლიციის თანამშრომლებმა ვალუტის გადამცვლელი პუნქტი დატოვეს, კამერა ჩართული იყო და დაფიქსირებული უნდა იყოს თუ კონკრეტულად ვინ და რატომ მოახდინა კადრების წაშლა.“

ამის დასადგენად გადამცვლელ პუნქტში მისულ საიას თანამშრომლებს ობიექტი დაკეტილი დაგვხვდათ.

აღნიშნულ მისამართზე საიას თანამშრომლებმა დღეს ბრიფინგი მოაწყვეს, ბრიფინგის დაწყებამდე  ადგილზე მივიდა გამომძიებელი, რომელმაც ოფიციალური კომენტარი არ გააკეთა, თუმცა ჟურნალისტებთან საუბრისას დაადასტურა, რომ ვალუტის გადამცვლელ პუნქტში დღეს დღის საათებში თვითონაც იმყოფებოდა, კითხვაზე – რატომ, მან არ უპასუხა, კადრების განადგურებასთან კი კავშირი უარყო.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: