სიახლეები

მიხეილ მჟავანაძის მიმართვა აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს

03.04.2013 • 2755
მიხეილ მჟავანაძის მიმართვა აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს

 

 

მიხეილ მჟავანაძე
მიხეილ მჟავანაძე

 

როგორც მიხეილ მჟავანაძემ აღნიშნა, „ბავშვებისათვის სახელმწიფოს მიერ გათვალისწინებული უფასო ვაქცინაციის ჩატარების პრობლემა მას შემდეგ წარმოიქმნა, რაც მიმდინარე წლის თებერვლიდან შეუწყდათ ხელშეკრულებები პირველადი ჯანდაცვის ტიპის სამედიცინო დაწესებულებებს,რომლებიც ახორციელებდნენ ამბულატორიული მომსახურების პროგრამას“.

მისივე ინფორმაციით, 2000-მდე ბავშვს მშობლებმა საკუთარი სახსრებით უკვე ჩაუტარეს ვაქცინაცია, რომელიც მათთვის უფასოდ უნდა ჩატარებულიყო, ნაწილი ბავშვებისა კი დარჩა ვაქცინაციის  გარეშე, რითაც დაირღვა ვაქცინაციის ჩატარების კალენდარი.

როგორც მიხეილ მჟავანაძე განმარტავს, ამ დროისათვის მშობლებს თანხის გადახდა უწევთა არა ვაქცინაციაში, არამედ ექიმის მომსახურებაში, რაც მენეჯმენტში არსებული შეცდომის შედეგი.

 

გადაბეჭდვის წესი