Batumelebi | თვალები გულის გასაღებია თვალები გულის გასაღებია – Batumelebi
RU | GE  

თვალები გულის გასაღებია

 

 

„ქალის სილამაზე მის ტანსაცმელში არ იმალება, არც მის უნაკლო ფიგურაში და არც მის ვარცხნილობაში, ეს სილამაზე შეიძლება დაინახო მის თვალებში, რადგან თვალები გულის გასაღებია.“

 

პირველად, როდესაც ოდრი ჰეფბერნის ეს ფრაზა მოვისმინე მთელი კვირა ამეკვიატა. ცოტა მებანალურება, მაგრამ მივხვდი, რომ ადამიანის სულის სილამაზე მის თვალებში აირეკლება. იმ დღიდან მათ სილამაზეს თვალებში ვეძებ და არა ყალბ ღიმილში.

 

თვალებში ჩანს ადამიანის ყველა გრძნობა, განწყობა და ხასიათი. თვალები „გაგვცემენ“ როდესაც ვიტყუებით. მე პირადად, ყოველთვის ვცდილობ ადამიანს თვალებში ვუყურო ლაპარაკის დროს, რადგან ამ დროს ჩემი მოტყუება ძალიან რთულია.

 

„ თვალები სულის სარკეა, ხშირად ჩაიხედე სარკეში.“

 

„თუ სიტყვებით ჩვენს ტკივილს ვერ გამოვთქვამთ კარგად, თვალები ამას მშვენივრად აკეთებენ. თვალებში ადამიანის ტკივილი იმდენად ღრმად ჩანს, რომ ძნელია გაუძლო მის მზერას.“

 

 

ბათუმელების მედიასკოლა

 

 

გალერეის გასახსნელად დააწკაპუნეთ პირველ ფოტოზე: 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნინო ბერიძე