სიახლეები

სტიქიის შედეგები ხელვაჩაურში: ათი სახლი უსახურავოდ და 93 დაზიანებული სახურავის ქვეშ

02.04.2013
სტიქიის შედეგები ხელვაჩაურში: ათი სახლი უსახურავოდ და 93 დაზიანებული სახურავის ქვეშ

ხელვაჩაურში 23-24 მარტს ქარიშხლის შედეგად მიყენებული ზარალის ოდენობა დათვალეს. სპეციალური კომისიის მონაცემებით, რომელიც შემთხვევებს ადგილზე გასვლით სწავლობს,  სტიქიურმა მოვლენებმა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 7 თემში ასზე მეტი სახლის სახურავი დააზიანა. აქედან შეკეთებას ექვემდებარება 93 სახლი, ათი სახლის სახურავი კი მთლიანად გამოსაცვლელია.

მუნიციპალიტეტის საკრებულოს პრეს-სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, დაზარალებული მოსახლეობისთვის ფინანსური დახმარების გაწევის მიზნით საკრებულომ 2013 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში ცვლილება შეიტანა. გზების მოვლა-შენახვის ხარჯები 200 000 ლარით შეამცირეს და ეს თანხა დაზიანებული სახლების სახურავების მოსაწყობად მიმართეს. 

მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ხელვაჩაურის ტერიტორიაზე განვითარებული სტიქიური მოვლენების დროს მოსახლეობას შეუძლია გამგეობას დაუკავშირდეს ცხელ ხაზზე: 25 93 22.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.