დასრულდა ქალაქ ბათუმის მერიის თასის გათამაშება ბილიარდში (კომბინირებული პირამიდა), რომელიც პირველად ჩატარდა და რომელშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოს თითქმის ყველა უძლიერესმა მობილიარდემ. ღია პირველობაში მოთამაშეებს აზერბაიჯანიდანაც ელოდებოდნენ, თუმცა საბოლოოდ მათი ჩამოსვლა ვერ მოხერხდა.
Author Archives: ბათუმელები
ფიფა თანახმაა მსოფლიო ჩემპიონატი ბათუმში ჩატარდეს, მაგრამ…
რამდენად რეალურია ის, რომ მსოფლიო ჩემპიონატი საპლაჟო ფეხბურთში ბათუმში ჩატარდება და რა შანსები აქვს ბათუმის ნაკრებს იტალიურ ტურნირზე, რომელშიც მსოფლიო ფეხბურთის გრანდებთან მოუწევს გაჯიბრება?! ამის შესახებ „ბათუმელებს“ აჭარის საპლაჟო ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ჯაბა ჭანტურია ესაუბრება.
<!** Image 2 align="middle" width="500" height="410" >
169 განაცხადი – კონკურსი აჭარის ტელევიზიაში
ხვალ, 2 ივლისს აჭარის ტელერადიო დეპარტამენტის მიერ გამოცხადებულ ვაკანსიებზე განაცხადების მიღება მთავრდება. 8 პროდიუსერის, 11 წამყვან-რეპორტიორის, 16 ტელერეპორტიორის და 7 დარგობრივი თოქ-შოუს წამყვანის ვაკანსიაზე ამჟამად 169 განაცხადია შესული.
მირზა ცეცხლაძის მდგომარეობა მძიმეა
12 წლის მირზა ცეცხლაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა.
„მირზა უმძიმეს მდგომარეობაშია. აპარატზეა შეერთებული, პრაქტიკულად სასიცოცხლო მაჩვენებლები არ არის და სპეციფიური მედიკამენტებით გვჭირავს მისი სიცოცხლე. ამ მდგომარეობაში შეიძლება რამდენიმე დღეს გაძლოს. გამორიცხულია საზღვარგარეთ გადაყვანა. თავის ტვინი სისხლით არის სავსე, გაჟონვა მოხდა და ჩაექცა, საერთოდ სასიცოცხლო მაჩვენებლები არ არის,“ – განაცხადა იაშვილის კლინიკის ონკოჰემატოლოგიის კოორდინატორმა თამთა დემურიშვილმა.
მირზა ცეცხლაძე ლეიკემიით არის დაავადებული. მას ძვლის ტვინის გადანერგვისათვის ძვირადღირებული ოპერაცია ესაჭიროება. გასულ კვირას მირზას დასახმარებლად ჟურნალისტები გაერთიანდნენ და მკურნალობისთვის საჭირო ფულის შესაგროვებლად კამპანია წამოიწყეს. მოგვიანებით საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ მირზას დასახმარებლად საჭირო თანხა გამოჰყო, თუმცა ამ დრომდე ვერ მოხერხდა მირზას სამკურნალოდ წაყვანა საზღვაგარეთ.
მოსახლეობის საყოველთაო აღწერა იწყება
პირველი ივლისიდან საქართველოში მოსახლეობის საყოველთაო აღწერა იწყება. აღწერას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ატარებს, რომლის ბიუჯეტი 18 მილიონი ლარია. საქართველო აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში არის ბოლო ქვეყანა, რომელიც მოსახლეობის აღწერას ათწლიანი დაგვიანებით ატარებს.
რამდენი მოსწავლე მიიღებს ატესტატს
განათლების სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად აჭარაში 4100 მოსწავლე მიიღებს ატესტატს, აქედან 3200 სრული ზოგადი განათლების, 730 საბაზო განათლების, 150 სერთიფიკატს (მოისმინა).
ხელვაჩაურის ყოფილი გამგებელი დააკავეს
ინფორმაციას ხელვაჩაურის ყოფილი გამგებელის გურამ საფარიძის დაკავების შესახებ საქართველოს ფინანსური პოლიციის პრესსამსახურის უფროსი ნათია სუხიაშვილი ადასტურებს.
ბათუმის დრამატული თეატრი წელიწადნახევრით დაიხურება
ბათუმის დრამატულ თეატრში მიმდინარე წლის ივლისის ბოლოდან სარემონტო სამუშაოები იწყება. დასი დროებით საზაფხულო თეატრში გადავა და სპექტაკლებს იქ გამართავს.
„სახურავიდან დაწყებული სავენტილაციო, გათბობის სისტემებით დამთავრებული აბსოლიტურად ყველაფერი შეიცვლება. კაპიტალური რემონტი ტარდება. დაახლოებით წელიწადნახევარს გაგრძელდება სარემონტო სამუშაოები,“ – განუცხადა „ბათუმელებს“ ბათუმის დრამატული თეატრის მმართველმა თეიმურაზ კეჟერაძემ.
მისივე თქმით შეიცვლება თეატრის რამდენიმე წლის წინ გარემონტებული ფასადიც.
„ორი წლის წინ ბათუმის თეატრის ფასადი გადაიღება და კაპიტელები მოაოქროვეს. ამავე დროს წინა ფასადზე ძალიან უსახური ბარელიეფი დაამონტაჟეს. ეს ყველაფერი უნდა მოცილდეს თეატრს. თეატრმა უნდა მიიღოს პირვანდელი სახე. ახლა თეატრის შენობა ჰგავს კულტურის სახლს. მე მახსოვს ჩემს ახალგაზრდობაში რაიონებში მეჩაიეების სახლი იყო, ასეთ სახლებს ჰგავს კლასიკური სტილის ძალიან კარგი შენობა ახლა,“- აცხადებს თეიმურაზ კეჟერაძე.
ბათუმის დრამატული თეატრის რემონტისთვის 6 მილიონ ლარამდე დაიხარჯება, რომელსაც ფონდი „ქართუ“ გაიღებს.
იყიდება
გასულ კვირას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ გასაყიდი ობიეტების ნუსხა დამატებით კიდევ სამი ობიექტით შეავსო. სამინისტრომ ელექტრონულ აუქციონზე ქობულეთის სანაპიროზე არსებული პირსის შენობა, ბათუმის ზღვისპირა პარკში მდებარე კაფე „რვაფეხა“ და ჯავახიშვილის ქუჩაზე არსებული არასაცხოვრებელი ფართი გამოიტანა.
სწავლის შემდეგ ბანაკში
ყოველ ზაფხულს ათეულობით ბავშვი აჭარიდან საზაფხულო ბანაკებში მიდის დასასვენებლად. წელს ბავშვებს აჭარიდან სხვადასხვა არჩევანი აქვთ. არაერთი კერძო თუ სახელმწიფო ორგანიზაცია მათ უფასოდ სთავაზობს საზაფხულო ბანაკში დასვენებას.
ნარკოტიკებთან ბრძოლის დღე ბათუმში
26 ივნისს მსოფლიო ნარკოტიკებთან ბრძოლის დღეს აღნიშნავს. ამ თარიღთან დაკავშირებით აჭარის მთავრობა და მის დაქვემდებარებაში მყოფი უწყებები მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა ღონისძიებებში, რომელიც მიზნად ისახავს ჯანსაღი ცოვრების წესის პოპულარიზაციას.
მოხალისეები და სპორტსმენები 1500 მეტრიან დისტანციაზე მოწყობენ გარბენს ბათუმის „არდაგანის“ ტბიდან აკვაპარკამდე, რის შემდეგაც მარათონის მონაწილეებს სამახსოვრო სიგელები გადაეცემათ.
მოკლე დისტანციაზე მართონული გარბენის შემდეგ ღონისძიებები გადაინაცვლებს აკვაპარკში, აქ ბათუმის კარატეს ფედერაციის მოზარდები საჩვენებელ ვარჯიშს, ხოლო პატარა მოცურავეები აუზში შეჯიბრს გამართავენ. ღონისძიებების ფარგლებში ბათუმის სპორტული ცეკვების ფედერაციის მოცეკვავეები აკვაპარკის ტერიტორიაზე საცეკვაო ნომრებს შეასრულებენ. მკლავჭიდელები კი მინი შეჯიბრს, ისინი მოხალისეებთან ერთად გამოცდიან ძალას.
ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაში ჩართული არიან სოციალურ სახლებში დაბინავებული მოზარდები. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე კი მათ სიურპრიზის სახით უკრაინული ცირკის „კრაკატუკის“ შოუზე დასასწრებ ბილეთებს გადასცემს. ღონისძიებებში მონაწილე ბავშვებისთვის „აკვაპარკში“ უფასო იქნება გამაგრილებელი სასმელები, ბუტერბროდები და ნაყინი. ღონისძიების ბოლოს ყველა მონაწილე სამინისტროსა და დეპარტამენტს ანტინარკოტიკულ ღონისძიებებში მონაწილეობისათვის სამადლობელო სიგელები გადაეცემათ.
ღონისძიებებში მონაწილეობენ: აჭარის მთავრობა, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის სამინიტრო, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინიტრო, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტმენტი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი, ტურიზმის დეპარტამენტი, დასქმების სააგენტო, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამმართველო, შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის მთავარი სამმართველო.
მომზადებულია პრესრელიზის მიხედვით
მეზღვაურთა საერთაშორისო დღე ბათუმში
დღეს, 25 ივნისს ბათუმში მეზღვაურთა საერთაშორისო დღე აღნიშნეს. ბათუმის საზღვაო აკადემიაში საზეიმო ღონისძიება გაიმართა, რომელშიც სტუდენტები, აკადემიის ახლადკურსდამთავრებულები, პროფესორ-მასწავლებლები და საზღვაო სფეროს წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას.
“ჩემი” ვაკანტური პოზიცია
18 ივნისს, დილით, კოლეგამ დამირეკა და მითხრა: ნახე, Hhr.gov.ge -ზე განცხადება დაიდო, ტელევიზიაში ვაკანსიებზე კონკურსი გამოცხადდაო. ლოგიკურია, როცა ჯერ ისევ აჭარის მთავრობის ერთ-ერთი დეპარტამენტი საკონკურსო განაცხადს აქვეყნებს გვერდზე, რომლის სლოგანია “დაიწყე შენი კარიერა საჯარო სამსახურში”, მაგრამ ალოგიკურია, როცა საჯარო მოხელის კონკურსს საინფორმაციო სამსახურის რეპორტიორების, წამყვანებისა და პროდიუსერებისთვის აცხადებს. ვაკანსიების რაოდენობა გადავითვალე და გავიფიქრე, პოზიციების ნაცვლად ბარემ კონკრეტული სახელები და გვარები მიეთითებინათ-მეთქი, მაგალითად: “ვაკანტურია ნათია შავაძის პოზიცია”. რაც უნდა საოცარი იყოს, “ვაკანტური” პოზიციები სინამდვილეში სულაც არ არის ვაკანტური და ჟურნალისტები დეპარტამენტში აღნიშნულ თანამდებობებზე კონტრაქტის პირობით, კონკურსის შედეგების გამოცხადებამდე რჩებიან. აბსურდია ხომ? ჯერ სად ხართ?!
ჟურნალისტები მირზა ცეცხლაძის გადასარჩენად
ბათუმელი ჟურნალისტები მირზა ცეცხლაძის დასახმარებლად ფულს აგროვებენ.
„რამდენიმე კვირაღა დარჩა, ამიტომ ყველანი უნდა გავვერთიანდეთ, რომ გადავარჩინოთ პატარა მირზას სიცოცხლე,“ – ამბობს აჭარის რადიოს პროდიუსერი დავით ტრაპაიძე. დღეს ის სხვა ჟურნალისტებთან ერთად მირზა ცეცხლაძის დასახმარებლად თანხას ბათუმის ქუჩებში აგროვებდა. აჭარის ტელევიზიის გადაცემა „დილის ტალღის“ წამყვანის გიორგი მოისწრაფიშვილის თქმით ამ დროისთვის მოქალქეების მხრიდან აქტივობა მირზას დასახმარებლად მაღალია.
0901500513 – ეს მირზას ნომერია. თუ მაგთის, ბილიანის ან ჯეოსელი-ლაილაის ტელეფონებიდან ამ ნომერზე ზარს გაუშვებთ, 1 ლარი მირზას ანგარიშზე ჩაირიცხება. აქვე ვწერ მირზას დედის ტელეფონის ნომერსაც – ვისაც 1 ლარზე მეტით შეგიძლიათ შეეწიოთ, მას დაუკავშირდით ტელეფონზე – 593 42 70 55
ასევე გახსნილია ანგარიში “საქართველოს ბანკში” GE61BG0000000285946400
ნეპოტიზმი და დავითაძეები
შუახევის მუნიციპალიტეტის საჯარო სამსახურებში თანამშრომლები, გვარად დავითაძეები, მას შემდეგ მომრავლდნენ, რაც მუნიციპალიტეტის გამგებლად თამაზ დავითაძე დაინიშნა. შუახევში „ოცნების“ ოპონენტები ხუმრობენ, რომ მუნიციპალიტეტს დროა სახელი გადაარქვან და ოქროპილაური დაარქვან, საიდანაც არიან წარმოშობით დავითაძეები. შუახევის გამგებელი კი ნეპოტიზმის ფაქტებს უარყოფს, თუმცა იქვე ამბობს, რომ შუახევში მალე კიდევ ერთი დავითაძე დაინიშნება თანამდებობაზე.
სემინარები ადვოკატებისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებისათვის
დღეს ბათუმში ადვოკატების, სამედიცინო კლინიკების იურისტებისა და ექიმებისათვის სემინარი ჩატარდა. შეხვედრის ორგანიზატორი კოალიცია „ადამიანის უფლებები ჯანმრთელობის დაცვის სფეროში“ იყო. კოალიცია ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს, რომელიც ეხება ჯანდაცვის სფეროში დავების ალტერნატიული გადაწყვეტის მეთოდის (მედიაციის) დანერგვას და მედიაციის განვითარებს ხელშეწყობას.
“კირნათი ჰესის” გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის განხილვა ხელვაჩაურში
დღეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში მდინარე ჭოროხზე დაგეგმილი კიდევ ერთი პროექტის “კირნათი ჰესის” გარემოზე ზამოქმედების შეფასების ანგარიშის განხილვა მოეწყო.
პროექტი სოფლის მოსახლეობას საკონსულტაციო კომპანია „გამა კონსალტინგის“ წარმომადგენლებმა წარუდგინეს. შეხვედრას ესწრებოდა ინვესტორიც თუმცა მან მოსახლეობის კითხვებს ამომწურავი პასუხი ვერ გასცა. ინვესტორმა არც ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. შეხვედრას არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივას“ წარმომადგენელი დათო ჭიპაშვილიც ესწრებოდა, მოსახლეობის უმეტესობას, რომელიც საჯარო შეხვედრას დაესწრო ინფორმაცია შეხვედრის შესახებ სწორედ მისგან ქონდა.
„მუსიკალური ფილმები” ბათუმის კინოფესტივალზე
დღეს ბათუმის საავტორო ფილმების მე-8 საერთაშორისო კინოფესტივალზე დაგეგმილი მუსიკალური ფილმების შესახებ ფესტივალის ორგანიზატორებმა ჟურნალისტებს ინფორმაცია მიაწოდეს.
პრეზენტაციაზე ბათუმის კინოფესტივალზე დაგეგმილი მუსიკალური ფილმების ანონსი წარმოადგინეს. მუსიკალური დოკუმენტური ფილმების ჩვენება ფესტივალზე ცალკე სექციის „მუსიკალური ფილმების“ სახით მოხდება.
ასევე ბათუმის კინოფესტივალზე სპეცალური სტუმრის სტატუსით Joe Boyd იქნება მოწვეული. Joe Boyd ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფის PINK FLOYD-ის პირველი სინგლების პროდიუსერი და ლეგენდარული კლუბის UFO CLUB (ლონდონის ფსიქოდელიური ანდეგრაუნდის ცნობილი კლუბი) დამაარსებელი და მენეჯერი.
დღევანდელ პრეზენტაციას რეჟისორი და მუსიკალური პროდიუსერი ევგენი გორინი ესწრებოდა. რეჟისორმა ახალი ფილმის „მუსიკის მასწავლებლის სიზმრების“ შესახებ ისაუბრა, რომლის ნაწილიც აჭარაში გასული წლის ზაფხულში გადაიღეს. მასში ცნობილი ქართული ბენდის „ინსაიტის“ გიტარისტი გოჩა ყაჭეიშვილი მონაწილეობდა. ფილმის პრემიერა სექტემბერში, ბათუმის კინოფესტივალზე გაიმართება.
<!** Image 1 align="middle" width="400" height="2848" >
მშენებლობაზე დაზარალებულს კომპანია მკურნალობის ხარჯებს არ უნაზღაურებს
ციხისძირში მცხოვრებ რევაზ დავითაძემ საწარმოო ტრავმის შედეგად ფეხის ამპუტაცია ჩაუტარდა, მას მოტეხილი აქვს მეორე ფეხიც, თუმცა სამშენებლო კომპანიამ მისი მკურნალობის ხარჯები არ აანაზღაურა.
საყოველთაო ნათლობა ბათუმში
დღეს ბათუმში, ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძრის ეზოში, საყოველთაო ნათლობის ცერემონიალი გაიმართა.
ჭოროხი – ჩემი ბავშვობის მდინარე
<!** Image 1 align="left" alt="ცაგო კახაბერიძე" sub="ცაგო კახაბერიძე" width="300" height="436" >ყველაფერს, რაც მიყვარს, რაც გულგრილს ვერასდროს მტოვებს, ჩემი ბავშვობის სახლთან მივყავარ. ჰო, ხანდახან, იშვიათად, როცა მიზეზებზე ვფიქრობ, ვხვდები, რომ ჩემი ძლიერი და სუსტი მხარეები, ჩემი დამოკიდებულებები ყველაფერი ჩემი სოფლიდან და იმ სახლიდან მომაქვს, სადაც გავიზარდე. მას შემდეგ ბევრჯერ შევიცვალე, ცხადია, სხვადასხვა გარემოება გავლენას ახდენდა, ზოგჯერ დადებითს, ზოგჯერ – პირიქით, მაგრამ მთავარი, რამაც მე ისეთად ჩამომაყალიბა, როგორიც ვარ, იქ არის, ბავშვობის სახლში, სახლთან და მის ირგვლივ. ბავშვობის სახლთან არის ჭოროხიც, უფრო სწორად იყო. ეს არის მდინარე, რომელსაც ყოველ დილით, ყოველი გაღვიძებისას, ნებით თუ უნებლიეთ, ფანჯრიდან ვხედავდი.
აჭარაში მინერალურ წყალს ჩამოასხამენ
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება “ბურჯი ინვესტი” ქედაში მინერალური წყლის ჩამოსხმას გეგმავს, რომლის სახელწოდება “კემისი” იქნება. მინერალური წყლის ჩამოსასხმელი საწარმო ქედაში, სოფელ ბალაძეებში იქნება. ამ ეტაპზე მშენებლობა დასრულებულია, და წყლის ჩამოსასხმელი დანადგარების შემოტანა და მონტაჟი მიმდინარეობს. საწარმოს დირექტორის ლევან ძნელაძის განცხადებით მინერალური წყალი “კემისის” ჩამოსხმას სარეალიზაციოდ ერთ თვეში დაიწყებენ. მეწარმეები წყლის გატანას ადგილობრივი ბაზრის გარდა საზღვარგარეთ გეგმავენ:
კორტები და ფრენბურთის მოედანი უფუნქციოდ
ქედაში ორი წლის წინ გახსნილი ჩოგბურთის კორტები და ფრენბურთის მოედანი ახლა უკაცრიელია. ფრენბურთის მოედანი, ინვენტარის არარსებობის გამო, უფუნქციოდაა დარჩენილი, კორტები კი მწყობრიდან გამოვიდა.
<!** Image 1 align="middle" alt="დაზიანებული კორტები ქედაში" width="400" height="480" >
როდის გაიხსნება საბაგირო გზა ბათუმში
კომპანია “ჰესტოკ-ბათუმის” განცხადებით საბაგირო გზასთან დაკავშირებით გაწეული სამუშაოების შესახებ ანგარიშს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო 29 ივლისს ჩაიბარებს. ამ დღეს იგეგმება საბაგიროს ექსპლუატაციაში გაშვებაც. საბაგირო გზა ბათუმს ფერიის მთაზე მდებარე გასართობ კომპლექსთან დააკავშირებს.
დილა ბათუმში
სხალთის ეპისკოპოსი პატრიარქმა მთავარეპისკოპოსის ხარისხში აიყვანა
დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ სხალთის ეპისკოპოსი მეუფე სპირიდონი მთავარეპისკოპოსის ხარისხში აიყვანა.
„დიდი დამსახურება მიუძღვის ამ ეპარქიაში მეუფე სპირიდონს. მეუფე სპირიდონი იყო ჯერ კიდევ ერის ადამიანი, როდესაც თავდადებულად ემსახურებოდა ჩვენს სამშობლოს და ეკლესიას. დიდია მისი დამსახურება: გახსნილია საბავშვო სახლები, გახსნილია უნივერსიტეტი, სასწავლებლები. მე მინდა მადლობა ვუთხრა მას ამ თავდადებული მოღვაწეობისათვის და ვითვალისწინებ რა მის დიდ ღვაწლს, დღეს მეუფე სპირიდონი აყვანილია მთავარეპისკოპოსის ხარისხში. ჩემი სახელით, ჩვენი წმინდა სინოდის სახელით გილოცავთ მის მაღალყოვლადუსამღვდელოესობას სხალთის ეპისკოპოსს სპირიდონს ამ მაღალ ჯილდოს. მრავალჟამიერი ყოფილიყოს მისი სიცოცხლე,“ – განაცხადა პატრიარქმა.
მეუფე სპირიდონი სხალთის ეპარქიის მღვდელმთავარი 2007 წლიდან არის. გასულ წელს მეუფემ „ბათუმელების“ ჟურნალისტის წინააღმდეგ პოლიციას მიმართა.
ცხოვრება პანსიონში
სახალხო ნათლობა ხულოში
ამ წუთებში ხულოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძარში სახალხო ნათლობა იწყება. მონათვლის სურვილი ამ დროისათვის 1300-მა ადამიანმა გამოთქვა, მათ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე მონათლავს. მონათვლის მსურველთა უმეტესობა ბავშვია, თუმცა არიან უფროსი ასაკის ადამიანებიც.
პატრიარქი აჭარაში კიდევ ორ დღეს დარჩება. იგი 18 ივნისს ხიჭაურის უნივერსიტეტში მივა, სადაც მოსახლეობას და პროფესორ-მასწავლებელებს შეხვდება. 19 ივნისს კი საყოველთაო ნათლობა ბათუმის ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარში გაიმართება.
დაზიანებული ფიგურა საბაშვილის სახლზე
ბათუმში, მემედ აბაშიძისა და კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩების კვეთაში მდებარე ადგილობრივი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე არსებული ფიგურა დაზიანებულია.
ვარშავა-ბათუმის სეზონური პირდაპირი ფრენები იწყება
14 ივნისს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ვარშავიდან სეზონის პირველი ჩარტერული ფრენა განხორციელდება. 12:00 საათისთვის ბათუმში 170 პოლონელი ტურისტი ერთი კვირით ჩამოვა დასასვენებლად.
უფასო სამედიცინო გამოკვლევები ხულოში
2013 წლის 15 ივნისს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და „ჩემი ოჯახის კლინიკის“ ინიციატივით ხულოს მუნიციპალიტეტის რაიონულ საავადმყოფოში ჩატარდება უფასო სამედიცინო კონსულტაციები და გამოკვლევები.
სისხლის დონორთა დღე აჭარაში
სისხლის დონორთა საერთაშორისო დღე 14 ივნისს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ყოველწლიურად აღინიშნება და მისი მიზანია მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება უსაფრთხო სისხლისა და სისხლის პროდუქტების მნიშვნელობის შესახებ. ასევე მადლიერების გამოხატვა ყველა იმ დონორის მიმართ, რომლებიც ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად ნებაყოფლობითა და უანგაროდ გასცემს სისხლს.
პედაგოგიური საბჭოების დილემა
სკოლის პედაგოგიური საბჭო სკოლის მართვის ერთ-ერთი რგოლია, რომლის წევრები სკოლის მასწავლებლები არიან. საბჭოს წევრობის უფლება აქვს ყველა მასწავლებელს, რომელიც კონკრეტულ სკოლაში მუშაობს და სარგებლობს ხმის უფლებით. პედაგოგიური საბჭო სამი წლის ვადით ირჩევს თავმჯდომარეს და მდივანს, რომელიც წარმართავს საბჭოს სხდომებს.
ბათუმის მერმა საკრებულოს გადადგომის თხოვნით მიმართა
ბათუმის მერმა ჯემალ ანანიძემ საკრებულოს გადადგომის თხოვნით მიმართა.
ჯემალ ანანიძის განცხადება საკრებულოში დღეს შევიდა. საკრებულოს პრეს-სამსახურის ინფორმაციით ბათუმის საკრებულოს ბიურო მერის განცხადებას სამსახურიდან გადაყენების თაობაზე ხვალ დილით განიხილავს.
რატომ მიიღო ჯემალ ანანიძემ გადადგომის გადაწყვეტილება ამის შესახებ განცხადებას ის სპეციალურ ბრიფინგზე რამდენიმე წუთში გააკეთებს.
იღბლიანი სტუდენტები მტირალაზე
„იღბლიანები მტირალას პარკში“ – ასე ერქვა ტურს, რომლის ფარგლებშიც ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის 56 სტუდენტი მტირალას პარკში სალაშქროდ იმყოფებოდა. სტუდენტები ლოტოტრონის მეშვეობით შეირჩა, იღბლიანებმა ერთი დღე მტირალას პარკში გაატარეს.
ნატოს წარმომადგენლების შეხვედრა მოსწავლეებთან
დღეს, ბათუმის პირველ საჯარო სკოლაში, სახელმწიფოს მინისტრის პირველი მოადგილე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტერგრაციის საკითხებში დავით დუნდუა და ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელის უილიამ ლაჰიუ სკოლის მოსწავლეებს შეხვდა. შეხვედრაზე, რომელიც ნატოს კვირეულის ფარგლებში შედგა, საუბარი იყო საქართველოსა და ნატოს ურთიერთობებზე, ორგანიზაციის შექმნის ისტორიასა და მთავარ მიზნებზე.
უილიამ ლაჰიუმ შეხვედრის აქტიურ მონაწილეებს საჩუქრად ნატო-ს მაისურები და ქუდები გადასცა.
