ბათუმის ქუჩებში ბევრი ადგილია სადაც ელექტროსადენები (შესაბამისად ადამიანების უსაფრთხოება) არ არის დაცული. ელექტრობოძებს მომძვრალი აქვთ შესაბამისი დამცავი ხუფები. საიზოლაციო ლენტებით შეხვეული კაბელები კი პოლიეთილენის ბოთლებითაა „დაცული“ (ალბათ, უფრო წვიმისგან).
გარეგანათების რეაბილიტაციისა და ექსპლოატაციისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან ყოველწლიურად მილიონობით ლარი იხარჯება. მაგალითად, 2012 წელს საამისოდ 3 690 300, გასულ წელს კი 4 121 300 ლარი დაიხარჯა. მიმდინარე წლის ბიუჯეტში აღნიშნული სამუშაოებისთვის 3 068 000 ლარია გათვალისწინებული.