ბონის კულტურის სახლში კარატეს ერთ-ერთი სახეობას კიოკუშინკაის ორდღიანი სემინარი გაიმართა. მასში აჭარის მასშტაბით ასამდე სხვა და სხვა ასაკის სპორტსმენი მონაწილეობდა.
ბათუმელები
ბონის კულტურის სახლში კარატეს ერთ-ერთი სახეობას კიოკუშინკაის ორდღიანი სემინარი გაიმართა. მასში აჭარის მასშტაბით ასამდე სხვა და სხვა ასაკის სპორტსმენი მონაწილეობდა.
9 თებერვალს, 12:00 საათზე პრესკაფეს მიმდებარე ტერიტორიაზე „ ბათუმის ახალგაზრდული ცენტრმა“ ეკო აქცია გამართა, სახელწოდებით – „უკვე გვიანია იყო პესიმისტი“, რომლის დროსაც ახალგაზრდებმა სიმბოლურად შეღებეს სანაგვე ურნები.
ბათუმში მოსახლეობას ელექტროენერგიისა და სანდასუფთავების გადასახადის ერთიანი ქვითარი ბინაზე აღარ მისდის. მიზეზი “ენერგო-პრო ჯორჯიასა” და ბათუმის მერიას შორის შესაბამისი კონტრაქტის დასრულებაა. ბოლო ორ წელიწადში ერთიანი ქვითრების დასაბეჭდად “ენერგო-პრო ჯორჯიასთან” ბათუმის მერიას 574 615 ლარზე ჰქონდა ხელშეკრულებები გაფორმებული.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებსა და ბათუმის საკრებულოს წარმომადგენლებს შეხვდა.
9 თებერვალს მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ექიმი–ნევროლოგი, რეაბილიტოლოგი მიხეილ სანდლერი ბათუმის N 8 საჯარო სკოლაში მოსწავლეებს უფასო სამედიცინო მომსახურებას გაუწევს.
დღეს ბათუმში ევროკავშირის ფილმების ფესტივალი იწყება. ფესტივალი კინოთეატრ „აპოლოში“ დღის 4 საათზე ტასოს ბულმეტისის ფილმით „სანალებლების გემო“ გაიხსნება.
7 თებერვალს რიგაში საერთაშორისო ტურისტული გამოფენა ”BALTTOUR-2014” გაიხსნა. მასში მონაწილეობას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტიც იღებს. აჭარა გამოფენაზე ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთადაა წარმოდგენილი.
დღეს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში დისკუსია გაიმართება თემაზე „ოთხი რელიგიური კონფესიის დაფინანსება და არსებული გამოწვევები“.
თინათინ ნიჟარაძის მამა, რეჯებ ნიჟარაძე 1937 წელს სამშობლოს ღალატის ბრალდებით ბათუმში, სალიბაურში დახვრიტეს. 1956 წელს კი, ოჯახს ოფიციალური შეტყობინება გაუგზავნეს, რომ ის დამნაშავე არ იყო.
„შეიძლება ოჯახი იყოს ბედნიერი, სადაც სუროგატი დედის მიერ დაბადებული ბავშვი იზრდება? ეს პატარა ხომ თავიდანვე გაწირეს უსიყვარულობისათვის, მიუსაფრობისა და მარტოობისათვის… პრობლემატურნი იქნებიან ის ბავშვებიც, რომლებიც ხელოვნური განაყოფიერებით დაიბადნენ და მათი სიცოცხლე მრავალი ემბრიონის განადგურების შედეგად განვითარდა.“ – ეს ამონარიდია პატრიარქის საშობაო ეპისტოლედან, რომელსაც საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. საპატრიარქოსთან საპროტესტო აქციაც კი გაიმართა, სადაც მოქალაქეების ჯგუფმა ეპისტოლე გააკრიტიკა, მას „არაქრისტიანული“ უწოდა და სუროგაციითა და ხელოვნური განაყოფიერებით დაბადებული ბავშვების სტიგმატიზაციის საფრთხეზე ისაუბრა. თემას ბათუმშიც გამოეხმაურნენ. „პრესკაფეში“ „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ პროექტის – „ახალგაზრდებში დემოკრატიული იდეების პოპულარიზაცია“ – ფარგლებში დისკუსია გაიმართა თემაზე – „საშობაო ეპისტოლე – აქცენტები და მინიშნებები“.
2014 წლის 7 თებერვალს 14:00 შპს “განათლებაში” გაიხსნება “მკითხველთა და კრიტიკოსთა კლუბი”. კლუბის გახსნა უკავშირდება 2014 წლის წიგნიერების წლად გამოცხადებას.
7 თებერვალს, 13:00 საათზე, ბათუმის იუსტიციის სახლში, უფასო პირადობის მოწმობების მისაღებად გამოცხადებული აქციის ფარგლებში, ბათუმის N1 საჯარო სკოლის 17 წელს გადაცილებული მოსწავლეები შეღავათით ისარგებლებენ და პირად საიდენტიფიკაციო მონაცემებს ჩააბარებენ.
მიმდინარე წელს, პირველად, ბათუმის მერია C ჰეპატიტის დიაგნოსტირებისა და სქრინინგის პროგრამას დააფინანსებს. საამისოდ უკვე შემუშავებულია 57 000-მდე ქულის მქონე 18-დან 50 წლამდე ასაკის პირებისათვის C ჰეპატიტის დიაგნოსტირებისა და სქრინინგის პროგრამა.
ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის „ამერიკის კუთხეში“ აშშ-ს საელჩომ 2014 წლის მცირე გრანტების საკონკურსო პროგრამის პრეზენტაცია გამართა.
„ბათუმელების“ ინფორმაციით ქობულეთის მუნიციპალიტეტში მოსახლეობა შემოვლითი გზის (ავტობანის) მშენებლობის გამო სოფელ ხუცუბანში მისასვლელი გზის გადაკეტვას აპროტესტებს. როგორც ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, მათ დაპირდნენ, რომ სოფლის გზა არ ჩაიკეტებოდა.
ფონდმა „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ ახალი პროექტის _ „მეგობრული გზების“ განხორციელება დაიწყო. პროექტის „მეგობრული გზების“ მიზანია ავტოსაგზაო შემთხვევების შემცირება, საქართველოს გზებიდან ე. წ. „შავი წერტილების“ აღმოფხვრით.
ერთი წლის წინ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების ინიციატივით დაფუძნდა სტუდენტთა მხარდაჭერის ფონდი, რომლის მიზანი სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის საფასურის დაფინანსება, სტიპენდიებით უზრუნველყოფა და მათი დასაქმების ხელშეწყობა იყო. მოძიებული რესურსებით – ერთი წლის განმავლობაში 30 ათასი ლარი – უკვე დაფინანსდა 77 სტუდენტი.
აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის წევრებმა ხუთ თებერვალს საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობაზე თემურ ქორიძის დარჩენას მოითხოვდნენ. მათ საპასუხოდ ანსამბლის დირექტორმა ოთარ მიქელაძემ „ბათუმელებთან“ საუბარში განაცხადა, რომ გადაწყვეტილებას არ შეცვლის.
ვანო მერაბიშვილმა გასულ კვირას იტირა. მისი ტირილის კადრებმა წალეკა ფეისბუქი. ამ ტირილმა სხვა ადამიანები გამახსენა. წლების განმავლობაში ვხვდებოდი მათ. ისინიც ტიროდნენ _ ამბობდნენ, რომ მათი ოჯახის წევრები ციხეში მოკლეს წამებით.
7 თებერვალს პარასკევს 15:00 საათზე ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ინიციატივით საჯარო დისკუსია გაიმართება. დისკუსიის თემაა „ოთხი რელიგიური კონფესიის დაფინანსება და არსებული გამოწვევები“.
დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ სახალხო დამცველის აპარატთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელი, თეოლოგი ბექა მინდიაშვილი.
აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, ირაკლი ბარამიძემ დღეს ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ექსპორტზე გატანილი მანდარინის არასწორი ციფრები გაავრცელა.
დღეს 15:00 საათზე ქობულეთში, შპს ,,უნიმედი აჭარა ,,ქობულეთის რეგიონულ საავადმყოფოში“ გაიხსნება დიალიზის ახალი განყოფილება. განყოფილების გახსნას დაესწრებიან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნუგზარ სურმანიძე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი გიორგი რომანაძე და ჩემი ოჯახის კლინიკის ქსელის საავადმყოფოების ხელმძღვანელები.
8-9 თებერვალს ჩაქვში, სასტუმრო OASIS -ში გაიმართება ფორუმი თემაზე: რეგიონის განვითარება და ახალგაზრდების როლი.
ბათუმის სახელმწიფო მუსიკალრ ცენტრში, 12 თებერვლიდან 1 მარტამდე მუსიკალური ფესტივალი “ბათუმური საღამოები” გაიმართება.
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო „მცირემიწიან ფერმერთა 2014 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტს“ იწყებს.
ევროპის მოედანზე უკვე მესამე კვირაა უფუნქციოდ დგას ხის ჯიხურები, სადაც ახალი წლის დღეებში საშობაო ბაზრობა იმართებოდა.
ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ჯუმბერ კახიძე საქართველოს ენერგეტიკის მინისტრისა და ვიცე- მერის კახი კალაძის მიერ ბათუმის მერის თანამდებობიდან წასვლის შეფასებას გამოეხმაურა და მინისტრის ვარაუდს, რომ ბათუმის მერის გადადგომა მოსახლეობის უკმაყოფილებით იყო გამოწვეული, არ დაეთანხმა.
აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის წევრები აქციას მართავენ, მოთხოვნით: ანსამბლის მხატვრულ ხელმძღვანელად დარჩეს ყოფილი ხელმძღვანელი თემურ ქორიძე. აქციის მონაწილეებმა 20-მდე მანქანისაგან შემდგარი კოლონით ჩამოიარეს ქალაქის ქუჩებში და აჭარის მთავრობასთან შეჩერდნენ, სადაც თავიანთი მოთხოვნების შესახებ ისაუბრეს.
ბათუმში მუსიკალურ კონკურს „X ფაქტორის“ შესარჩევი ტური დაიწყო. მაგთის ოფისთან ათობით კონკურსანტი დილიდანაა შეკრებილი.
საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, გასულ წელს ფულადი გზავნილების სტატისტიკის მიხედვით რუსეთის ფედერაცია ლიდერობს.
აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო „სასკოლო კლუბების ხელშეწყობის ქვეპროგრამის“ ფარგლებში კონკურსს აცხადებს. კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს აჭარაში არსებულ სკოლებში, სასკოლო კლუბების განვითარებას. დაფინანსების მაქსიმალური თანხა 3000 ლარია.
არასამთავრობო ორგანიზაციის „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებისათვის“ ინიციატივით განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირები დასაქმდებიან. ამის შესახებ ოფიციალური დოკუმენტი ორგანიზაციასა და ბათუმის ავტოტრანსპორტს შორის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში დღეს გაფორმდა.
ბათუმის დრამატული თეატრი პრემიერისთვის ემზადება. სოფოკლეს „ელექტრა“ რეჟისორმა მიშა ჩარკვიანმა დადგა. დასი სპექტაკლზე ორთვენახევარი მუშაობდა.
დღეს კიბოსთან ბრძოლის მსოფლიო დღეა. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მონაცემებით, აჭარაში კიბოთი ავადობის შემთხვევებმა იმატა. 2012 წლის მონაცემებით, პირველად დადგენილი დიაგნოზით 670 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც 2011 წელთან შედარებით 17,7 პროცენტით (ანუ 119 ადამიანით) მეტია. 2013 წლის მონაცემები კი ჯერ დამუშავებული არ არის.
ჯემალ ანანიძემ თანამდებობიდან გადადგომის მიზეზებზე ისაუბრა და განმარტა, რატომ შეცვალა თავისი ორი კვირისწინანდელი განცხადება, როცა ამბობდა, რომ გადადგომას არ აპირებდა: „დავწერე განცხადება გადადგომაზე იმიტომ, რომ ყოველთვის ვამბობდი, რომ არ ვარ პარტიული და ჩემს საქმიანობას მაინც პარტიას მიაწერდნენ. გამომდინარე აქედან, საზოგადოებაც დაიბნა და მეც მინდა ვიცოდე, რა მიმართულებით წავიდე. თუ საკრებულო არ დააკმაყოფილებს ამ გადაწყვეტილებას, მაშინ მოვძებნი იურიდიულ გზებს იმასთან დაკავშირებით, რა მიმართულებით წავიდეთ“.
<!** Image 1 align="left" width="300" height="512" >