2014 წლის შესყიდვების დოკუმენტში მერიამ სასაჩუქრე პაკეტების შესაძენად 65 000 ლარი გაითვალისწინა. მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, მერია ამ თანხით ბათუმში ოფიციალურ შეხვედრებზე ჩამოსული დელეგაციების წევრებისთვის სიმბოლურ საჩუქრებს შეიძენს.
სიმბოლური საჩუქრებისთვის გათვალისწინებული თანხა არ შედის ბათუმის მერის წარმომადგენლობითი ხარჯებისთვის გათვალისწინებულ თანხაში, რომელიც ასევე სტუმრების მიღება გამასპინძლებისთვისაა გათვალიწინებული.
მერის წარმომადგენლობითი ხარჯი კი წელს 60 000 ლარია, რაც გასულ წელთან შედარებით 20 000 ლარით ნაკლებია.