Batumelebi | საშემსრულებლო ხელოვნებისა და ფოლკლორის ხელშეწყობა საშემსრულებლო ხელოვნებისა და ფოლკლორის ხელშეწყობა – Batumelebi
RU | GE  

საშემსრულებლო ხელოვნებისა და ფოლკლორის ხელშეწყობა

 

2014 წელს, აჭრაში იგეგმება საშემსრულებლო ხელოვნებისა (პროგრამის ბიუჯეტი 170 000 ლარი) და ფოლკლორის ხელშეწყობის (120 000 ლარი) პროგრამების განხორციელება;
აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, აჭარაში საშემსრულებლო ხელოვნების განვითარების ხელშეწყობა მოიცავს ბრიტანეთის და აჭარის თეატრების პარტნიორობას.

 

საგანამანთლებლო მიმართულებით განხორციელდება პროფესიული განვითარების ვორქშოპები, ტრენინგები და სემინარები თეატრის მენეჯმენტის, მარკეტინგის და თეატრის წარმატებული ფუნქციონირებისათვის მნიშვნელოვანი სხვა სფეროების მუშაობის გასაუმჯობესებლად. შემოქმედებითი მიმართულებით კი შეიქმნება ქართულ-ბრიტანული ერთობლივი სპექტაკლები.

რაც შეეხება აჭარაში არსებული ფოლკლორული ანსამბლების ხელშეწყობას, პროგრამის მიზანია მათი სასცენო კოსტიუმებით უზრუნველყოფა. ყოველწლიურად სამინისტროს ორგანიზებით ტარდება სიმღერისა და ცეკვის ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლების ოლიმპიადა.

ფოლკლორის ხელშეწყობის პროგრამით გათვალისწინებულია სასცენო კოსტუმების გადაცემა ოლიმპიადის გამარჯვებული მონაწილეებისა და ასევე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის ცენტრებთან არსებულ ფოლკლორულ ანსამბლებისათვის მუნიციპალიტეტების მოთხოვნის შესაბამისად.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
"ბათუმელები"