თბილისში, შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციულ სააგენტოში (დეპარტამენტი), ბათუმის საკრებულოს წევრები და იურისტი დაკითხვაზე დაიბარეს. „ბათუმელებს“ ეს ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს, თუმცა ძალოვან უწყებაში ამბობენ, რომ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე არ დააკონკრეტებენ, რა საქმესთან დაკავშირებით დაიბარეს თბილისში საკრებულოს წევრები.