ნეტგაზეთი • RU

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი შუახევში ფერმერებს ხვდება

 

დღეს აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაურ ფუტკარაძე შუახევის  მუნიციპალიტეტის სოფელ ნენიას მოსახლეობას ხვდება. 

 

შეხვედრის მიზანი  ფერმერებისთვის სოფლის მეურნეობის სამინიტსროს მცირემიწიან ფერმერთა 2014  წლის საგაზაფხულო სამუშაოების სასოფლო-სამეურნეო ბარათების შესახებ  დეტალური ინფორმაციის მიწოდებაა.

 

შეხვედრაზე ასევე წარმოდგენილი იქნება აჭარის  სოფლის მეურნეობის სამინისტროს  2014 წლის პროგრამების პრეზენტაცია.

 

მცირემიწიან ფერმერთა 2014 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის ბენეფიციარები  იქნებიან ფერმერები, რომელთაც  საკუთრებაში სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში  გააჩნიათ 1.25 ჰექტრამდე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები.

 

მომზადებულია პრესრელიზის მიხედვით.

 

მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
"ბათუმელები"