სიახლეები

პრობლემები განათლებისა და მეცნიერების სფეროში – კვლევის შედეგების პრეზენტაცია

28.02.2014 •
პრობლემები განათლებისა და მეცნიერების სფეროში – კვლევის შედეგების პრეზენტაცია

 

 

 პროექტი მიზნად ისახავდა უმაღლეს განათლებაში დღეს არსებული სიტუაციის ანალიზს. მოგეხსენებათ განვითარებაზე საუბარი ბევრად უფრო რთულია თუ არ იცი ამოსავალი წერტილი, ასე რომ ჩვენი მთავარი ძალისხმევა მიმართული იყო იმაზე რომ დაგვედო ანალიზი დღეს არსებული მდგომარეობისა. გვენახა რა სიტუაციაა უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების დაფინანსების მხრივ, რა ხდება ხარისხის უზრუნველყოფაში, რა ხდება ავტონომიურობის მხრივ, რა მდგომარეობაა შრომის ბაზარზე.“ – ამბობს კვლევის მონაწილე ლიკა ღლონტი, რომელიც ამასთანავე ტემპუსის ეროვნული ოფისის კოორდინატორია.


კვლევა ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს-ს“ მხარდაჭერით 2013 წელს განხორციელდა, კვლევის შედეგები უკვე წარადგინეს და განიხილეს განათლების სამინისტროში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში. 2014 წლის თებერვლიდან საჯარო დისკუსიები საქართველოს რეგიონებში გრძელდება:


გამოკითხული იყო სტუდენტები, დამსაქმებლები, უმაღლესის სასწავლებლების პროფესორები, ადმინისტრაციის წარმომადგენლები. დაიდო დაახლოებით 120 გვერდიანი ანგარიში, რომელიც გამოქვეყნებულია ვებსაიტზე. განათლების სამინისტროს მხრიდან მივიღეთ წინადადება რომ გაგრძელდება მუშაობა ამ მიმართულებით, ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველი გვაქვს.“ – ამბობს ლიკა ღლონტი.


პროექტის ფარგლებში, უმაღლესი განათლების პოლიტიკის ანალიზის საფუძველზე, ინსტიტუტმა მომზადა დოკუმენტების სამუშაო ვერსიები შემდეგი სტრატეგიული მიმართულებების მიხედვით:


  • უნივერსიტეტების ავტონომია და აკადემიური თავისუფლება

  • უმაღლესი განათლებისა და კვლევის დაფინანსება და ფინანსური მართვა

  • სწავლებისა და კვლევის ინტეგრაცია

  • უმაღლესი განათლება და დასაქმება

  • ხარისხის უზრუნველყოფა.

 

„მოხდა პრობლემის დიფერენცირება, ახლა უკვე სახელმწიფომ უნდა ჩამოაყალიბოს თავისი განვითარების სტრატეგია. თუ არ იქნა შემუშავებული სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ძირითადი მიმართულება, თუ სახელმწიფომ არ დაასახელა რა პრიორიტეტებს ანიჭებს ის უპირატესობას, მაშინ მას გაუჭირდება განსაზღვროს რომელ სფეროებს გაუწიოს ფინანსური მხარდაჭერა. “ – ამბობს ნათია წიკლაშვილი, ბათუმის უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში.


2013 წელს განათლების პოლიტიკის დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტმა (EPPM), ფონდ ”ღია საზოგადოება- საქართველო”-ს ფინანსური მხარდაჭერით განახორციელა პროექტი „უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სტრატეგიული განვითარება საქართველოში – რეფორმის განხორციელების მხარდამჭერი პლატფორმის ჩამოყალიბება“.

 

 

გადაბეჭდვის წესი