ნეტგაზეთი • RU

ნაციონალური მოძრაობა ბათუმში ახალ თავმჯდომარეს ირჩევს

 

ამ წუთებში ბათუმში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ბათუმის ორგანიზაციის პარტიული კონფერენცია მიმდინარეობს. დელეგატებმა ბათუმის საქალაქო ორგანიზაციის ახალი  თავმჯდომარე უნდა აირჩიონ.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ბათუმის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარეობისათვის ორი კანდიდატი იბრძვის, მოქმედი თავმჯდომარე გიორგი კირთაძე და ბათუმის საკრებულოს ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნოდარ დუმბაძე.

ნაციონალური მოძრაობის წევრთა განცხადებით ყრილობაზე 400 მდე დელეგატს ელოდებიან.  კენჭისყრის შედეგები ერთ საათში გახდება ცნობილი.

მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
"ბათუმელები"