ნეტგაზეთი • RU

ნათია შალიკაშვილი მოსამართლემ სასჯელისგან გაათავისუფლა

 

დღეს ხელვაჩურის რაიონულმა სასამართლომ იმსჯელა სასჯელისგან ხელოვნების უნივერსიტეტის პედაგოგის, ნათია შალიკაშვილის გათავისუფლებაზე, რომელიც ყაჩაღობის ბრალდებით 2008 წელს დააპატიმრეს. 

 

ნათია შალიკაშვილს  2009 წელს 11 წლითა და 4 თვით პატიმრობა მიუსაჯა მოსამართლე ლევან თევზაძემ, ხელვაჩაურის რაიონის სოფელ გემურაულში მომხდარი ყაჩაღობისთვის. ნათია შალიკაშვილი წინასწარი პატიმრობიდან ფეხმძიმობის გამო გაათავისუფლეს.

განაჩენის გამოტანის შემდეგ, რადგან ნათიას მცირეწლოვანი შვილი ჰყავდა, მას სასჯელი გადაუვადდა. ნათია შალიკაშვილის შვილი, 16 მარტს ხუთი წლის ხდება. გადაწყვეტილების მიღების დროს სწორედ ბავშვის ასაკი გახდა გადამწყვეტი, რომ ნათია შალიკაშვილი მოსამართლემ დღეს 7 წლითა და 6 თვით არ დააპატიმრა (ამნისტიის შედეგად მას სასჯელი ჰქონდა განახევრებული).

მოსამართლე ამ წუთებში ასაბუთებს სხვა დეტალებს, რატომაც მიიღო ნათია შალიკაშვილის გათავისუფლების გადაწყვეტილება.

მთელი ამ ხნის განმავლობაში ნათია შალიკაშვილი ბრალს არ აღიარებდა.

მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნათია როყვა