ნეტგაზეთი • RU

ავტოსაგზაო შემთხვევა სოფელ გვარაში

 

დღეს 11 საათზე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გვარაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.


სამაშველო სამსახურის უფროსის, მამუკა თურმანიძის თქმით ერთმანეთს შეეჯახა ორი სამარშუტო ტაქსის ტიპის ავტომობილი, რომელთაგან ერთ-ერთს მგზავრები გადაჰყავდა. მამუკა თურმანიძის ინფორმაციით შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია, დაზარალებულია ერთ-ერთი სამარშრუტო ტაქსის მძღოლი, რომელიც მძიმე მდგომარეობით ჯერ ქობულეთის, შემდეგ კი ბათუმის საავადმყოფოში გადაიყვანეს.


შემთხვევიდან 10-15 წუთში, ადგილზე მობილიზებული იყო საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის დეპარტამენტის ქობულეთის განყოფილების სამაშველო სამსახურის მორიგე ბრიგადა.

 

მამუკა თურმანიძის თქმით სხვა დაზარალეულები არ არიან. დაზიანდა მხოლოდ ავტომობილები.

მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ირმა დიმიტრაძე (მოხალისე)