ამავე სხდომაზე საფეხბურთო კლუბმა იურიდიული სტატუსი შეიცვალა და ააიპ-იდან შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებად ჩამოყალიბდა.
„ამ გადაწყვეტილებით გუნდი საქართელოს ფეხბურთის ფედერაციის წევრი გახდა რომელიც ფაქტობრივად ითხოვდა დამოუკიდებელ ერთეულად საფეხბურთო კლუბის არსებობას. რათა მათ ამით დაფინანსება განეხორციელებინათ და ამ კლუბს სრულყოფილად ეასპარეზა ყველა ჩემპიონატში“, – განმარტა საფეხბურთო კლუბის იურიდიული სტატუსის ცვლილების მიზეზი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების უფროსმა გელა მალაყმაძემ.