ნეტგაზეთი • RU

აქცია აჭარისწყალში – სამი სოფლის მოსახლეობა ინფორმაციას ითხოვს

 

ხელვაჩაურში,  სოფელ აჭარისწყალში  ამ წუთებში აქცია მიმდინარეობს. სამი სოფლის, კირნათის, მარადიდისა და აჭარისწყლის 300 მდე მცხოვრები  კომპანია „აჭარ ენერჯი 2007“ ის ოფისის წინაა შეკრებილი. მოსახლეობა ხელვაჩაურის მაჟორიტარ დეპუტატთან, ადგილობრივი თვითმმართველობისა და ჰესების მშენებარე კომპანიის წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვს.

„მოსახლეობის მოთხოვნაა გაგვარკვიონ, ჰესის დასრულების შემთხვევაში უახლოესი 25 წლის  განმავლობაში აქ სოფელი იარსებებს თუ არა. თუ  არ იცხოვრება სად მიყავთ ეს ხალხი?  თუ უბრალოდ კონპენსაციით იფარგლებიან და ხალხს უშვებენ ქუჩაში?  ამიტო ითხოვს ეს ხალხი რომ მოვიდეს კომპეტენტური პირები  და გაგვცენ პასუხი. რჩება სოფელი სოფლად, იცხოვრება აქ თუ არ იცხოვრება,“ – აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე ნოდარ ცინცაძე.

აქციაზე იმყოფება საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ბათუმის ფილიალის ხელმძღვანელი გია ქარცივაძეც. საია  ჰესის მშენებლობის არეალში მცხოვრებ მოსახლეობას იურიდიულ დახმარებას უწევს. გია ქარცივაძის განცხადებით, ამ დროისთვის შეკრებილ მოსახლეობასთან არც კომპანიის და არც ხელისუფლების წარმომადგენელბი არ მისულან.

მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
"ბათუმელები"