სიახლეები

ბათუმის ბიუჯეტი ორი მილიონით გაიზარდა

28.02.2014 • 1408
ბათუმის ბიუჯეტი ორი მილიონით გაიზარდა

 

საკრებულოს წევრმა გიორგი კირთაძემ კითხვები დასვა მერიის პროექტის „იაფი სახლი“-ის ირგვლივ.  მისი განცხადებით, პროგრამა არასრულყოფილად არის წარმოდგენილი და მასში ბევრი ხარვეზებია.

 

 

„საერთოდ არაფერი წერია პროგრამაში. არც ის, რა კატეგორიაზე გათვლილი, თუ ბიძაშვილ- მამიდაშვილებისთვის არის გათვლილი. არც ადგილია ცნობილი, თუ სად უნდა აშენდეს. ეს არის პროგრამა? ვფიქრობ „იაფი სახლი“  სოციალურ სახლად უნდა გადაკეთდეს“-განაცხადა გიორგი კირთაძემ.

 

 

არჩილ ვანაძის განცხადებით, ამ დროისთვის „იაფი სახლის“ მშენებლობის ადგილი და ბენეფიციართა კატეგორია განსაზღვრული არ არის.

 

მერის მოვალეობის შემსრულებლის გიორგი ერმაკოვის განცხადებით, „იაფი სახლის“ ბენეფიციარების შერჩევა გამჭვირვალედ უნდა მოხდეს: „გამჭვირვალედ ჩამოყალიბდეს კრიტერიუმები. ჩემს შეხედულებებ ცალკე ჩამოგიყალიბებთ“-განაცხადა ერმაკოვმა.

 

 

 საკრებულოს თავმჯდომარის ირაკლი ჩავლეიშვილი განცხადებით, „იაფი სახლი“ მოსახლეობის დაკვეთაა:  „იაფი სახლი“ სერიოზული პროექტია და დღე არ გავა მასზე არ ვმუშაობდეთ. მოსახლეობაში დიდი ინტერესი გამოიწვია ამან და ესე იგი მოსახლეობის შეკვეთაა. ვფიქრობ სოციალური სახლიც აუცილებელია და ამაზეც ვფიქრობთ“. 

 

გადაბეჭდვის წესი