დღეს, 3 ივლისს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში განათლების დოქტორის ანა გილ-გარსიას საჯარო ლექციის მონაწილეებს სერთიფიკატები გადასცეს. სერტიფიკატები ლექციის მონაწილეებს აჭარის განათლების მინისტრმა გიორგი თავამაიშვილმა და უნივერსიტეტის რექტორმა ალიოშა ბაკურიძემ გადასცა.
საჯარო ლექციები საგანმანათლებლო კლასში კვლევის მეთოდებსა და მონაცემთა საფუძველზე გადაწყვეტილებების მიღებაზე გაიმართა.
რა არის კვლევა საგანმანათლებლო კლასში, ემპირიული და ნორმატიული მიდგომები, კვლევის როლი პროფესიულ პრაქტიკაში, კვლევის რაოდენობრივი, თვისობრივი და შერეული მეთოდური მიდგომების განსაზღვრება, კვლევების გამოყენება საგანმანათლებლო პრობლემებთან მიმართებაში და შეფასებითი კვლევა – საჯარო ლექციაზე მომხსენებელმა ყურადღება ამ საკითხებზე გაამახვილეს.
ანა გილ-გარსიას საჯარო ლექციების ციკლი 29 ივნისიდან 3 ივლისის ჩათვლით მიმდინარეობდა აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს „უმაღლესი განათლების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში.