ნეტგაზეთი • RU

შს სამინისტრო:აჭარაში ამოღებულია დიდი ოდენობით ჰეროინი

 

შინაგან საქმეთა სმაინისტროს ცნობით, შსს-ს აჭარის მთავარი სამმართველოს ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს გონიოს პოლიციის განყოფილების თანამშრომლებმა   საგამოძებო ღონისძიებების შედეგად 1972 წელს დაბადებული მ. ო. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში შემოტანის ბრალდებით სარფის საბაჟო გამშვები პუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.

 

სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 6,61 გრ ნარკოტიკული ნივთიერება ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 1,127 გრ ჰეროინს შეიცავს. ნარკოლოგიური შემოწმებით, ბრალდებულს „ოპიუმი“-ს ჯგუფის ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი დაუდგინდა. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 3-ე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის 4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).

მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
" ბათუმელები"