მდინარე ჭოროხმა დღეს, 30 სექტემბერს, 40 წლამდე მამაკაცის ცხედარი გამორიყა. გარდაცვლილი სოფელ კირნათის მკვიდრია.
ადგილზე ამ წუთებში სამაშველო სამსახური და სამართალდამცავები მუშაობენ.
როგორც სოფლის მაცხოვრებლები ამბობენ, გარდაცვლილს მდინარის პირას ნაკვეთი ჰქონდა.