საქართველოს მოქალაქის უკრაინელ მეუღლეს ბინადრობის ნებართვას არ აძლევენ

 

ბათუმში მცხოვრები ირაკლი ძნელაძის მეუღლეს, იულია ბანკოვას, რომელიც უკრაინის მოქალაქეა,  საქართველოში ბინადრობის ნებართვას არ აძლევენ. ირაკლი და იულია 2014  წელს უკრაინაში დაქორწინდნენ. წყვილმა საქართველოში ცხოვრების გადაწყვეტილება მიიღო და იულია ბავშვთან, 1 წლის 2 თვის ბარბარესთან ერთად ჩამოვიდა ბათუმში.  ოჯახი ახლა მეორე ბავშვს ელოდება, თუმცა იულიას საქართველოში ყოფნის დრო ეწურება, ბინადრობის ნებართვაზე კი მას უარი უთხრეს.  

ოფიციალური სტატისტიკის თანახმად ქორწინების საშუალო ასაკი 28-31 წელია

 

2014 წლის მონაცემებით, საქართველოში ქორწინების საშუალო ასაკი 28-31 წელია – ასეთია ქორწინების რეგისტრაციის 2014 წლის სტატისტიკა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით. 30 844 ოციფიალური ქორწინების შედეგად ირკვევა, რომ ქორწინების საშუალო ასაკი საქართველოში, ქალების შემთხვევაში  – 28, კაცების კი – 31 წელია. 

ტელეკომპანია“ მაესტროს“ საგანგებო განცხადება

 

 გუშინ, 4 მარტს ფოტორეპორტიორი ირაკლი გედენიძე სცემეს. კადრები  სააგენტო ინფო9-მა გაავრცელა. ფაქტთან დაკავშჳრებით დაკავებულია ერთი პირი და დაწყებულია გამოძიება. 

მიწის დამუშავება გრაფიკით

 

მცირემიწიან ფერმერთა 2015 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტით, აჭარის მაღალმთიანეთში, მიწის ხვნის ბარათს 11 690 ფერმერი მიიღებს. პროექტის ფარგლებში მიღებული ბარათით ფერმერებს მიწას ძირითადად შპს „მექანიზატორი~ დაუმუშავებს, შპს-სთან ერთად მიწის დამუშავებას ქედის მუნიციპალიტეტში ამხანაგობა „ქედა“ უზრუნველყოფს.

უფასო სამედიცინო გამოკვლევები ბათუმში 14 წლამდე ბავშვებისათვის

 

 18 მარტს ქ. ბათუმის N1 პოლიკლინიკაში, 10:00-დან 18:00 საათამდე, გერმანიიდან მოწვეული სპეციალისტები 0-დან 14- წლამდე ასაკის ბავშვებს ჩაუტარებენ უფასო სამედიცინო კონსულტაციებს. 

რა ხარისხის მასალით შენდება ბათუმი?

 

სამშენებლო მასალებისა და სამშენებლო ნაკეთობების, ასევე სხვადასხვა საინჟინრო-ტექნიკური  დანადგარის ხარისხის დამდგენი ლაბორატორია ბათუმში 2012 წლიდან არსებობს. ლაბორატორია აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ექვემდებარება. რამდენად ხშირად მიმართავენ სამშენებლო კომპანიები ან კერძო პირები ხარისხის კონტროლისთვის ლაბორატორიას და როგორია შედეგი? ამ საკითხზე „ბათუმელებს“ ლაბორატორიის ხელმძღვანელი ირაკლი ლოჩოშვილი ესაუბრა.

რამაზ ხალვაში: რატომ უნდა ამირჩიონ უნივერსიტეტის რექტორად

 

9 მარტს, ორშაბათს, 16:00 საათზე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის 55-ე აუდიტორიაში „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ორგანიზებით გაიმართება დისკუსია უნივერსიტეტის რექტორობის კანდიდატებს შორის. დისკუსიამდე ორგანიზაციის მოხალისეები ამზადებენ ვიდეორგოლებს რექტორობის კანდიდატების შესახებ. 

 

 

სწავლა უცხოეთში, საჯარო ლექციები და კონფერენციები – აჭარის განათლების სამინისტროს კონკურსი

 

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო აცხადებს კონკურსს 2015 წლის „უმაღლესი განათლების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში. 

როგორ გეგმავს მერია უკანონო გარევაჭრობის აღკვეთას

 

ბათუმის მერია გეგმავს საკურორტო სეზონის დაწყებამდე ქალაქში უკანონო გარევაჭრობა აღკვეთოს. როგორ აპირებს მერია ამას და რას სთავაზობს გარემოვაჭრეებს, ამის შესახებ „ბათუმელები“ მერიის ადმინისტრაციული ზედამხედველობის განყოფილების უფროსს თენგიზ მესხიძეს ესაუბრა. 

სასამართლომ შს სამინისტრო დაავალდებულა „ბათუმელებს“ საჯარო ინფორმაცია მისცეს

 

გაზეთი „ბათუმელები“ სასამართლოში უჩიოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, რედაქცია საჯარო ინფორმაციის მიღებას ამ გზით ცდილობდა. სასამართლომ რედაქციის მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და სასამართლოს გადაწყვეტილებით შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალა „ბათუმელებს“ მიაწოდოს ინფორმაცია უწყებაში გაცემული პრემიების შესახებ.

მალხაზ ნაკაშიძე: რატომ უნდა ამირჩიონ უნივერსიტეტის რექტორად

 

9 მარტს, ორშაბათს, 16:00 საათზე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის 55-ე აუდიტორიაში, „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ორგანიზებით, გაიმართება დისკუსია უნივერსიტეტის რექტორობის კანდიდატებს შორის. დისკუსიამდე ორგანიზაციის მოხალისეები ამზადებენ ვიდეორგოლებს რექტორობის კანდიდატების შესახებ.

ვინ მიიღებს ბინას ქედაში

 

„სოციალური სახლების“ პროგრამის ფარგლებში ქედის მუნიციპალიტეტში, ყოფილი პოლიკლინიკის შენობაში, სტიქიის შედეგად დაზარალებული 12 ოჯახისთვის ბინები კეთილმოაწყვეს. ვინ მიიღებს ბინას სოციალურ სახლში? ამ საკითხზე ქედის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების შემსწავლელი კომისია მუშაობს, რომელმაც დღეს, 4 მარტს, პირველ კატეგორიას მიკუთვნებული ოჯახებისთვის ბინების გადაცემის საკითხზე იმსჯელა.

ნაპირსამაგრ სამუშაოებს მთავრობა დააფინანსებს

 

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ქობულეთის ნაპირსამაგრი სამუშაოებისთვის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილია 10 000 ლარი სამი პროექტის შესაძენად. ესენია: ჩაქვის და მდინარე დეხვას ნაპირსამაგრი სამუშაოები და ქობულეთში, თამარ მეფის ქუჩის გასწვრივ სანაპირო ზოლში დანგრეული ჯებირების აღსადგენად. 

ბათუმის საფეხბურთო სტადიონის საპროექტო წინადადებების განხილვა

 

ამ წუთებში აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში კონკურსზე წარმოდგენილი ბათუმის საფეხბურთო სტადიონის საპროექტო წინადადებების პაკეტების გახსნა დაიწყო. კონკურსში თორმეტი ორგანიზაცია მონაწილეობს, მათ შორის არიან ბერძნული, უკრაინული და პოლონური კომპანიები. 

მუნიციპალიტეტი ნაპირგამაგრებითი სამუშაოებისთვის თანხას მთავრობას სთხოვს

 

ქობულეთის მუნციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ირაკლი ცეცხლაძე “ბათუმელებთან” ამბობს, რომ მუნიციპალიტეტმა რამდენიმე დღის წინ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს წერილობით მიმართა და ნაპირგამაგრებითი სამუშაოებისთვის საჭირო თანხა ითხოვა.

სამი მცირეწლოვანი დაზიანებულ სახლში

 

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგაზეულში მცხოვრები ენვერ ხიმშიაშვილის ოჯახი ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს. სახლი, სადაც სამი მცირეწლოვანი იზრდება, გამაგრებას საჭიროებს.

ნაციონალური მოძრაობის წევრი ქობულეთის გამგეობას უმოქმედობაში ადანაშაულებს

 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“  წევრი რევაზ ხარაზი ქობულეთის მუნიციპალიტეტს უმოქმედობაში ადანაშაულებს. მისი მტკიცებით, ქობულეთში თამარ მეფის გამზირზე ნაპირგამაგრებითი სამუშაოებისთვის ბიუჯეტში თანხა გამოყოფილი არ არის. 

რა შემთხვევაში ჩატარდება უმაღლესი საბჭოს ვადამდელი არჩევნები

 

აჭარის უმაღლესი საბჭოს დათხოვნისა და ვადამდელი არჩევნების შესაძლებლობაზე   უმაღლესი საბჭოს წევრები საუბრობენ.  ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამ საკითხს „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისშიც განიხილავენ. იურისტის განმარტებით კი, დღეს არსებული ვითარება და ის არგუმენტები, რაც ვადამდელი არჩევნების ჩატარების მომხრეებს აქვთ, უმაღლესი საბჭოს დათხოვნის საფუძველი ვერ გახდება. ამ თემაზე „ბათუმელებს“ საქართველოს იურისტთა ასოციაციის იურისტი გიორგი გოცირიძე ესაუბრა.

“ავტობანის გამო აგრობარათებს ვერ ვიყენებთ”

 

სოფელ ხუცუბანში ათობით ოჯახი მიწის ნაკვეთებით მესამე წელია ვერ სარგებლობს. მიზეზი ავტობანის მშენებლობაა, რის გამოც მშენებელმა კომპანიამ ნაკვეთების დამცავი ღობე დააზიანა. გასულ წელს მიყენებული ზარალის საკომპენსაციო თანხას მოსახლეობა დღემდე ითხოვს და გზის გადაკეტვით იმუქრება. 

“ჟილინის არხის” მშენებელი კომპანია ბათუმის მერიას სასამართლოში უჩივლებს

 

 

სამშენებლო კომპანია “ჰიდრო”, რომელიც ბათუმში ხუთმილიონიანი პროექტის “ჟილინის არხის” სარეკონსტრუქციო სამუშაოებს ახორციელებდა, ბათუმის მერიას სასამართლოში უჩივლებს. კომპანიაში მიიჩნევენ, რომ მერიამ ხელშეკრულება დაუსაბუთებლად ჩაშალა.

მოუწესრიგებელი ქუჩა მთავარი სამმართველოს გვერდით

 

ბათუმის ერთ-ერთ ცენტრალურ ნაწილში ჯერ კიდევ მოუწესრიგებელია ინფრასტრუქტურა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის მთავარი სამმრთველოს მიმდებარე ტერიტორია დანაგვიანებულია, ქუჩის სავალი ნაწილი  კი – დაზიანებული.  

ხელოვნების უნივერსიტეტში ერეკლე სიგუას ფოტოგამოფენა გაიხსნა

 

დღეს, 3 მარტს, ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში ფოტოგრაფ ერეკლე სიგუას  პერსონალური ფოტოგამოფენა გაიმართა. გამოფენაზე ფირით გადაღებული ფოტოები იყო წარმოდგენილი. 

 

“ფოტოებს 2008 წლიდან  ვიღებ. ყველა ფოტო გადაღებულია ფირით, ზენიტის ფოტოაპარატით. არც ერთი მათგანი არაა დამუშავებული,” – თქვა გამოფენის გახსნაზე ფოტოგრაფმა.

 

ფოტოგრაფისთვის ეს პირველი პერსონალური გამოფენაა. 

ქალთა უფლებების მხარდამჭერ აქციას ბათუმიც შეუერთდება

 

კვირას, რვა მარტს, საქართველოს 25 ქალაქში დღის სამ საათზე ქალთა უფლებების მხარდასაჭერად აქცია გაიმართება. აქციის ორგანიზატორია “ქალთა მოძრაობა”. ორგანიზაცია საქართველოს ყველა დიდ ქალაქში მოაწყობს მსვლელობას, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს ქალთა პოლიტიკურ აქტიურობას საქართველოში.   

დეპუტატების ფრაქციიდან გარიცხვაზე „ქართულ ოცნებას“ არ უმსჯელია

 

 აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატების – ჯემალ ფუტკარაძისა და სვეტლანა კუდბას ფრაქციიდან გარიცხვაზე „ქართულ ოცნებაში“ ჯერ არ უმსჯელიათ. 

საჩუქარი 64 დედას ქედაში

 

3 მარტს ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობამ დედის დღესთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მრავალშვილიან და სოციალურად დაუცველ დედებს ფასიანი საჩუქრები გადასცა.  

გახდება თუ არა ჯემალ ფუტკარაძე ვიცე-სპიკერი?

 

3 მარტს აჭარის უმაღლეს საბჭოში  ბიუროს სხდომა გაიმართა. ბიუროს წევრის მედეა ვასაძის განცხადებით, ფრაქცია „ქართულ ოცნებას“ სხდომაზე უმაღლეს საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის ვაკანტურ თანამდებობაზე ჯემალ ფუტკარაძის კანდიდატურის განხილვაც შესთავაზეს. აღნიშნული თანამდებობა ვაკანტური 20 თებერვალს გახდა, როცა თავმჯდომარის მოადგილე დავით ბაციკაძე თანამდებობიდან გადააყენეს. 

თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში 300-მდე ქალია

 

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მონაცემებით, 2015 წლის იანვრის მდგომარეობით, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში განთავსებული იყო სულ 10 525 პირი. მათგან, 10 234 კაცი და 291 ქალი.

პერსონალური მონაცემები – საჯარო და კერძო დაწესებულებებს შეამოწმებენ

 

საჯარო და კერძო დაწესებულებებში პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერებას შეამოწმებენ. შემოწმება იქნება როგორც გეგმიური, ასევე თემატური და არაგეგმიურიც. დაწესებულებებში პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების შემოწმების მიზნით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა თამარ ქალდანმა სპეციალური  წესი ახლახან დაამტკიცა. შემოწმებას პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი განახორციელებს.

ომში დაღუპულთა ოჯახებს ათას ლარს გადასცემენ

 

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო დღეს, სამ მარტს, დედის დღესთან დაკავშირებით აგვისტოს ომში და ავღანეთში დაღუპული მებრძოლების ოჯახებს ათას ლარს გადასცემს. 

ყვავილები დედის დღეს ბათუმის ქუჩებში

 

დღეს ბათუმის ქუჩებში დედის დღესთან დაკავშირებით უფრო მეტი ყვავილი იყიდება, ვიდრე სხვა დღეებში, ამიტომ ამ დღეს ქალაქში ყვავილები გასაყიდად მათაც ჩამოაქვთ, ვინც სხვა დროს ამ საქმიანობით არ არის დაკავებული. მათი უმრავლესობა სოციალურად დაუცველია და დღესასწაულზე „ორი კაპიკის “ გამომუშავებას ცდილობს. 

ბათუმში 80 ქალი შესაძლოა უმუშევარი დარჩეს

 

ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე არსებულ სამკერვალო ფაბრიკაში დასაქმებული 80 ქალი შესაძლოა სამუშაოს გარეშე დარჩეს. ქალები, რომლებიც მამაკაცის პერანგების განყოფილებაში მუშაობენ, მარტის ბოლოდან დაკვეთებს ვეღარ მიიღებენ. ორგანიზაციის პროფკავშირების თავმჯდომარის თქმით, შემცირების მიზეზი განყოფილების ბულგარეთში გადატანა შეიძლება გახდეს. 

შესაძლო ცვლილებები მასწავლებლებისთვის ახალდამტკიცებულ რეგულაციებში

 

მასწავლებლებისთვის ახალდამტკიცებულ რეგულაციებში, რასაც „ბათუმელებთან“ საუბარში ზოგიერთი პედაგოგი მათი უფლებების შეზღუდვის მექანიზმად აფასებდა, შესაძლოა ცვლილებები შევიდეს. საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალმა პროფკავშირებმა, რომელიც საქართველოს მასშტაბით 35 000 პედაგოგს აერთიანებს, „მასწავლებლის დისციპლინური წარმოების წესში“ კონკრეტული პუნქტები გააპროტესტა და განათლების სამინისტროს, ამ დებულების დახვეწის მიზნით, რეკომენდაციები შესთავაზა.

მარინა გიორგაძე: რატომ უნდა ამირჩიონ უნივერსიტეტის რექტორად

 

9 მარტს, ორშაბათს, 16:00 საათზე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის 55-ე აუდიტორიაში, „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ორგანიზებით, გაიმართება დისკუსია უნივერსიტეტის რექტორის კანდიდატებს შორის.  დისკუსიამდე ორგანიზაციის მოხალისეები  მოამზადებენ ვიდეორგოლს  კანდიდატების შესახებ. დისკუსიაზე დასწრება თავისუფალია.

 

 

ბათუმის მერის კომენტარი მურმან დუმბაძის ბიუროს სავარაუდო გასახლებაზე

 

ბათუმის მერის გიორგი ერმაკოვის განცხადებით, საქართველოს პარლამენტის წევრის და ბათუმის მაჟორიტარის მურმან დუმბაძის ბიუროს მერიის შენობიდან გასახლების თაობაზე გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

ქალები სამკერვალო ფაბრიკიდან

 

ტექსტილის ფაბრიკა  BTM Textile-ში 350-მდე ადამიანი მუშაობს, მომუშავეთა 95% ქალია. ტანსაცმლის ფაბრიკაში ძირითადად ქალის ტანსაცმელს კერავენ, რომელიც შემდეგ ევროპისა და აზიის ქვეყნებში იყიდება. 

 

Exit mobile version