სიახლეები

დეპუტატების ფრაქციიდან გარიცხვაზე „ქართულ ოცნებას“ არ უმსჯელია

03.03.2015
დეპუტატების ფრაქციიდან გარიცხვაზე „ქართულ ოცნებას“ არ უმსჯელია

 

მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების“ წევრებმა – სვეტლანა კუდბამ და ჯემალ ფუტკარაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებთან ერთად ხმა მისცეს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის დავით ბაციკაძის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის ალექსანდრე ჩიტიშვილის თანამდებობიდან გადაყენებას,   ფრაქცია „ქართულ ოცნებაში“ განაცხადეს, რომ ამ დეპუტატების ჯერ ფრაქციიდან, შემდეგ კი პარტიიდან გარიცხვის საკითხიც განიხილებოდა.

 

ფრაქცია „ქართულ ოცნებას“ დეპუტატების  ფრაქციაში დარჩენა-არდარჩენის საკითხზე 23 თებერვალს უნდა ესმჯელა, თუმცა ეს საკითხი ფრაქციას დღემდე არ განუხილავს.

 

„საღი აზროვნების შემთხვევაში ფრაქციაში უნდა დავრჩეთ, მაგრამ არა მგონია, დაგვტოვონ“ – თქვა სვეტლანა კუდბამ „ბათუმელებთან“ საუბარში.  

 

დეპუტატი ამბობს, რომ მას ფრაქციაში დარჩენის სურვილი აქვს: „რა თქმა უნდა მინდა, რომ რაღაც ცვლილებები შევიტანო და ახალი ხედვა შევთავაზო პარტიას. რა არის ამაში ცუდი?“ – ამბობს ის.

 

მისი თქმით, კოლეგების წინასწარგანწყობა მის მიმართ არ არის მტრული, „მაგრამ გულში რა აქვთ, ამას ვერ გავიგებ. თუმცა, პარტიაში ყოფნისას პარტიულ დისციპლინას უნდა დაემორჩილო, თავისუფლება კი არასდროს არ არის ცუდი“.

 

 

 

აჭარის უმაღლესი საბჭო

 

 

 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: