ნეტგაზეთი • RU

თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში 300-მდე ქალია

 

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მონაცემებით, 2015 წლის იანვრის მდგომარეობით, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში განთავსებული იყო სულ 10 525 პირი. მათგან, 10 234 კაცი და 291 ქალი.

 

2015 წლის იანვარში მსჯავრდებული იყო 13 არასრულწლოვანი, რომელთაგან 11 ვაჟი იყო, ხოლო 2 გოგონა. 

 

მიმდინარე წლის იანვრის თვეში პირობით მსჯავრდებულთა რესოციალიზაციაში ჩართული იყო 60 სრულწლოვანი ქალი [საზოგადოებრივ-კულტურულ საქმიანობაში] ხოლო სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას განარიდეს 5 არასრულწლოვანი ქალი.

 

2015 წლის იანვრის თვეში, პრობაციის ეროვნული სააგენტოს ხელშეწყობით თბილისის, შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთის, ქვემო ქართლის, კახეთის, სამცხე-ჯავახეთის, იმერეთის, გურიის, სამეგრელო ზ/სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქ/სვანეთისა და აჭარის რეგიონებში განხორციელებული საგანმანათლებლო პროგრამების, საზოგადოებრივ-კულტურული საქმიანობის, სარეაბილიტაციო და სამკურნალო პროგრამების, განრიდებულთა შეფასებისა და დასაქმების ღონისძიებები სულ 709 პირობით მსჯავრდებულისთვის მოქმედებდა.

 

საქართველოს პრეზიდენტმა დედის დღესთან დაკავშირებით 2 მარტს 8 მსჯავრდებული ქალი შეიწყალა

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
" ბათუმელები"