სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობა ტურიზმის სფეროში

 

ქალაქ ბათუმში 29-31 იანვარს, ორგანიზაცია „საერთაშორისო ბიზნესის განვითარების და ინვესტიციების ხელშეწყობის ცენტრის“ ორგანიზებით, საერთაშორისო პროექტის  – Black Sea Network forSustainable Tourism-Strategies for joint tourism marketing and development inthe Black Sea region (BS NST) ფარგლებში გაიმართა სამდღიანი ტრენინგი/ვორქშოფი „PPP-Public Private Partnershipin Tourism/კერძო და სახელმწიფო სექტორის თანამშრომლობა ტურიზმის სექტორში.“

შსს-ს მონაცემებით ქვეყანაში ვიზიტორთა რაოდენობამ იკლო

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის  მონაცემებით, საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა რაოდენობა  2015 წლის თებერვლის თვეში 290 929 ვიზიტით განისაზღვრა, რაც 2014 წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე 1%-ით ნაკლებია. 

მერია მრავალშვილიან დედებს ფულად საჩუქრებს გადასცემს

 

დღეს, 3 მარტს, დედის დღესთან დაკავშირებით, ბათუმის მერია მრავალშვილიან დედებს ფულად საჩუქარს გადასცემს. პროგრამის ფარგლებში, მრავალშვილიან და სოციალურად დაუცველ დედებს, რომელთაც სამი და მეტი შვილი ჰყავთ, მერია 400-500 ლარს გადასცემს, ხუთ და მეტშვილიან ოჯახებს კი – ათას ლარს.  

შუახევში სკოლის მოსწავლე ჩამომხრჩვალი იპოვეს

 

დღეს, 2 მარტს, შუახევში, სოფელ ინწკირვეთში 17 წლის ბიჭი ჩამომხრჩვალი იპოვეს. გარდაცვლილი ინწკირვეთის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე იყო.  

მურმან დუმბაძის ბიუროს ბათუმის მერიიდან ასახლებენ

 

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერს მურმან დუმბაძეს ბათუმში ბიუროსთვის ახალი ფართობის მოძებნა მოუწევს. უახლოეს მომავალში მისი ბიუროს წევრებს ბათუმის მერიის შენობას დაატოვებინებენ.

შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

 

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი უნივერსიტეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, მრავალრიცხოვანი და წარმატებული ფაკულტეტია.

 

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური აკადემიური პერსონალით, ფაკულტეტზე არჩეულია 70 პროფესორი.

 

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ამჟამად 1200-მდე სტუდენტი სწავლობს, მათ შორის უცხოელი სტუდენტებიც.

იყიდება გარემონტებული ბინა იაფად ჯავახიშვილის ქუჩაზე

 

ქალაქ ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩაზე, ძველ აშენებულ სახლში, იყიდება ორ ოთახიანი, გარემონტებული ბინა (ერთი საძინებელი), აბაზანა აღჭურვილია საჭირო ინვენტარით. 

ფასი : 22 ათასი აშშ დოლარი. ID 7532


მობ.: 577 44 24 08

          577 07 11 85

ადლიაში ნაპირგამაგრებითი სამუშაოები დასრულდა

 

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიამ“ ადლიას ნაპირგამაგრება დაასრულა. პროექტი „აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს“ დაკვეთით განხორციელდა.
 

ბათუმელ მოკრივეს ტრავმა აწუხებს

 

 

24 წლის ბათუმელი მოკრივე გელა აბაშიძე ეროვნულ ნაკრებთან ერთად თბილისში, გლდანში მდებარე ოლიმპიური მზადების ცენტრში საწვრთნელ შეკრებას გადის. ეროვნულ ნაკრებს დავით წიკლაური ამზადებს. გელა აბაშიძემ გასული წლის ზაფხულში A კლასის საერთაშორისო ტურნირში სპორტის ოსტატის წოდება მოიპოვა. ახალგაზრდა სპორტსმენი 69 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობს. ის თბილისში საწვრთნელ შეკრებებზე მაისამდე დარჩება

ბავშვზე სქესობრივ ძალადობაში ბრალდებული 76 წლის მამაკაცის განაჩენი

 

76 წლის მამაკაცს, რომელიც 10  წლის გოგონასთან გარყვნილი ქმედებით,  სქესობრივი კავშირის დამყარებაშია ბრალდებული,  ბათუმის საქალაქო სასამართლომ 15 წლით პატიმრობა მიუსაჯა. მსჯავრდებული ახლა სასჯელს საავადმყოფოში იხდის. ექსპერტების დასკვნით, მას შემდეგ, რაც  ბრალდებული დააკავეს, ის ფსიქიკური აშლილობით, ისტერიული ფსიქოზით დაავადდა.  

დავით ბაციკაძე მედეა ვასაძის წინააღმდეგ – პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

 

 პროკურატურამ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრის, დავით ბაციკაძის მიმართვის საფუძველზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლის მე-4 ნაწილით დაიწყო. დავით ბაციკაძემ პროკურატურას 27 თებერვალს მიმართა. ის უმაღლესი საბჭოს წევრს, მედეა ვასაძეს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში ადანაშუალებს, კონკრეტულად კი დოკუმენტების მიტაცებასა და პირადი ცხოვრების ხელყოფაში.

განათლების ახალი პროგრამა მასწავლებლობის მსურველთათვის

 

მასწავლებლობის მსურველთათვის ახალი საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამის ამოქმედება იგეგმება. ახალი კონცეფცია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თსუ-ს მეცნიერთა ჯგუფმა შეიმუშავა.  კონცეფციის მიხედვით, დაგეგმილია ორი პროგრამის ამოქმედება: საბაკალავროსთან შერწყმული (300 კრედიტიანი) სამაგისტრო პროგრამა და 60-კრედიტიანი ერთწლიანი პროგრამა. ეს უკანასკნელი განკუთვნილია მათთვის, ვისაც უკვე აქვს უმაღლესი განათლება, მაგრამ არა პედაგოგიური კუთხით. განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, თამარ სანიკიძის განცხადებით, რეგიონებში მასწავლებლის კარგად მომზადება ბევრად უფრო პრობლემატურია, ვიდრე დღეს თბილისში. რატომ გახდა ახალი კონცეფციის შემუშავება საჭირო და რა შედეგს მიიღებს ქვეყნის განათლების სისტემა? – საკითხზე „ბათუმელები“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორს, განათლების სკოლის ხელმძღვანელს, სოფიკო ლობჟანიძეს ესაუბრა, რომელიც უშუალოდ იყო ჩართული კონცეფციის შემუშავების პროცესში. 

ახალი სამეანო დეპარტამენტი დედათა და ბავშვთა ცენტრში

 

ხვალ, სამ მარტს ბათუმის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრში, სამეანო-გინეკოლოგიური დეპარტამენტი გაიხსნება.  

ფოტოგამოფენა ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში

 

3 მარტს ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში ფოტოგრაფ ერეკლე სიგუას  პერსონალური ფოტოგამოფენა გაიმართება. 

 

ფოტოგრაფის თქმით გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ფირით შესრულებული ნამუშევრები.

 

გამოფენა 18:00 საათზე გაიხსნება. დასწრება ნებისმიერი მსურველისათვის თავისუფალია. 

„თამარის ხიდები“ აჭარაში

ზემო აჭარაში, სხალთის ხეობისკენ რომ მიდიხარ, გზად მდინარე აჭარისწყალზე გადებული ფურტიოს ქვის თაღოვანი ხიდი უნდა გაიარო. ამ ორი საუკუნის წინ აჭარაში დიდი წყალდიდობა ყოფილა. მთიდან ჩამოტანილ უზარმაზარ ლოდებს მოაგორებდაო აჭარისწყალი. მთელს ხეობაში ისმოდა თურმე მდინარის ღრიალი. გზად ყველაფერი გაუნადგურებია, ჩამოურეცხავს მთის ფერდობები, მოუთხრია ხეები, წაუღია სახლები, მაგრამ ფურტიოს ხიდისთვის ძვრაც ვერ უყვია. დაუმუშავებელი ქვითა და …

მოსამართლე ბრალდებულს: ანუ პროკურორი დაგემუქრათ?

 

დღეს, 2 მარტს  პროკურორის მიზეზით ნარკოტიკების შეძენა-შენახვაში ბრალდებული მეზღვაურის პროცესი მესამეჯერ გადაიდო.  

სასწრაფოდ: იყიდება ბინა ჯავახიშვილის ქუჩაზე

 

ქალაქ ბათუმში, სასწრაფოდ იყიდება ოროთახიანია ბინა მეორე სართულზე. მის. ჯავახიშვილის 6. ბინა 48. ფასი: 37 ათასი დოლარი.


მობ.: 577252925 -ირაკლი

სასწრაფოდ იყიდება ქალაქის ცენტრში კეთილმოწყობილი ბინა

 

ქალაქ ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე, ახალ აშენებულ სახლში, სასწრაფოდ იყიდება კეთილმოწყობილი, ორ ოთახიანი ბინა.

ფასი : 27 ათასი აშშ დოლარი. ID 7661



მობ.: 593 442408

          577 071185

„გამოუვალი მდგომარეობა“ ბათუმში კონცერტს გამართავს

 

 

4 მარტს, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში ჯგუფი „გამოუვალი მდგომარეობა“ კონცერტს გამართავს. ჯგუფი ბათუმში ფესტივალ „ბათუმური ზამთარის“ ფარგლებში ჩამოდის. 

„ალი და ნინოს“ ბედი 20 დღეში გაირკვევა

 

ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციამ „ალი და ნინოს“ ქანდაკების გვერდით პლაჟის გამაგრებითი სამუშაოები დაიწყო. როგორც „ბათუმელებს“ ბულვარის ადმინისტრაციაში განუცხადეს სანაპიროს დროებით გაამაგრებენ, უშუალოდ  ქანდაკების ბედი კი 20 დღეში გაირკვევა. 

შსს: ბათუმში მომხდარი მკვლელობა გახსნილია

 

შსს–ს ინფორმაციით, აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ–საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი, 1979 წელს დაბადებული რამაზ ა. განზრახ მკვლელობის ბრალდებით ცხელ კვალზე ბათუმში დააკავეს.

ავადობა სასჯელაღსრულების სისტემაში

 

2015 წლის იანვარის თვეში, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის მონაცემებით, ექიმ-სპეციალისტთა კონსულტაციების შედეგად გამოვლენილი სხვადასხვა სახეობის დაავადებათა საერთო რაოდენობა 5 217-ს გაუტოლდა. 

კვირიკეს მოსახლეობა: აფეთქებებმა სახლები დაგვიზიანა

 

 

ქობულეთის სოფელ კვირიკეში  მოსახლეობამ აქცია გამართა. მოსახლეობა აცხადებს, რომ 300 მეტრის დაშორებით მდებარე კლდის აფეთქებებმა 100-მდე ოჯახის საცხოვრებელი სახლი დააზიანა.

ბათუმში მამაკაცი მკერდის არეში მიყენებული ჭრილობით გარდაიცვალა

 

ბათუმში 53 წლის მამაკაცი, რომელიც რამდენიმე წუთის წინ გორგასლის ქუჩიდან სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა, გარდაიცვალა. გვამი ამ დროისთვის პროზექტურაშია მოთავსებული.

ირაკლი ბარამიძე: რატომ უნდა ამირჩიონ უნივერსიტეტის რექტორად

 

9 მარტს, ორშაბათს, 16:00 საათზე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის 55-ე აუდიტორიაში, „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ორგანიზებით, გაიმართება დისკუსია უნივერსიტეტის რექტორის კანდიდატებს შორის. 

დავით ბაციკაძემ მედეა ვასაძის წინააღმდეგ პროკურატურაში განცხადება შეიტანა

 

უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა დავით ბაციკაძემ აჭარის პროკურატურას განცხადებით  მიმართა, ის დეპუტატ მედეა ვასაძეს  საგამოძიებო უწყებაში უჩივის  და სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში ადანაშუალებს, კონკრეტულად კი დოკუმენტების მიტაცებასა და პირადი ცხოვრების ხელყოფაში.

პაემნები სასჯელაღსრულების დაწესებულებებში

 

2015 წლის იანვარში ბრალდებულებმა და მსჯავრდებულებმა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პაემნის უფლებით სულ 3866-ჯერ ისარგებლეს. აქედან 3 390 იყო ხანმოკლე პაემანი, 446 – ხანგრძლივი, ხოლო 30 – ვიდეოპაემანი [საოჯახო პაემანი – 0].

ავტობანი – ქობულეთში ოჯახებს ქონებას იძულებით ჩამოართმევენ

 

ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობის გამო მუნიციპალიტეტის სოფლებში მცხოვრებ ხუთ ოჯახს ქონებას იძულებით [ექსპროპრიაციით] ჩამოართმევენ. შესაბამის ბრძანებას ხელი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა უკვე მოაწერა. ამ ოჯახებს მთლიანობაში 8431 კვ/მ მიწის ფართობს და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობებს ჩამოართმევენ.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ვიდეორგოლებს შეისყიდის

 

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოცხადებული 17-ათასლარიანი ტენდერი საპრეზენტაციო ვიდეორგოლების შესყიდვაზე, დასრულდა. გამარჯვებულის გამოვლენის შემთხვევაში სამინისტრო ხელშეკრულებას 5 799 ლარზე გააფორმებს.

ქვიშა-ხრეში გზებისთვის – ლიცენზიის გარეშე

 

„სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით,  საავტომობილო გზების მოხრეშვის სამუშაოების განხორციელების მიზნით“, აჭარის  საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტი, სამი თვის ვადით, გათავისუფლდა სასარგებლო წიაღისეულის (3250 მ/კუბი ქვიშა-ხრეში) მოპოვების ლიცენზიისაგან.

პარლამენტს შტატგარეშე თანამშრომლების რაოდენობაზე შეზღუდვა არ აქვს

 

საქართველოს მთავრობამ ქვეყნის პარლამენტისთვის გამონაკლისი დაუშვა –  საკანონმდებლო ორგანოზე აღარ გავრცელდება ბიუჯეტის შესახებ კანონის ის მუხლი, რომელიც საბიუჯეტო ორგანიზაციებში შტატგარეშე მომუშავეთა რაოდენობას ზღუდავს.

მთავრობამ შეცდომა გაასწორა

 

საქართველოს მთავრობამ სარეზერვო ფონდიდან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის თანხის გამოყოფის შესახებ 2015 წლის 5 თებერვლის №140 განკარგულებაში ცვლილება შეიტანა. ამ განკარგულებით აჭარის მთავრობას 4 მილიონი ლარი  მუსლიმთა სამმართველოსთვის ქონების შესაძენად გამოეყო.

სისხლის სამართლის საქმეების სტატისტიკა

 

2015 წლის იანვარში, პირველი ინსტანციის სასამართლოებში, სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, განხილულია 935 საქმე 1040 პირის მიმართ, აქედან განაჩენის გამოტანით განხილულია 920 საქმე, შეწყდა 2 საქმე, დაუბრუნდა პროკურატურას 13 საქმე. აღნიშნულ პერიოდში გამამართლებელი განაჩენი გამოტანილია 13 პირის მიმართ. 

უცხოელი ბრალდებულები და მსჯავრდებულები საქართველოში

 

საქართველოში, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის სხვადასხვა დაწესებულებებში, 2015 წლის იანვრისთვის, 265 უცხო ქვეყნის მოქალაქე და მოქალაქეობის არმქონე ბრალდებული და მსჯავრდებული იმყოფებოდა.  მათგან ყველაზე მეტი მეზობელი სახელმწიფოების მოქალაქეები არიან: 76 – თურქეთის მოქალაქეა, 41- რუსეთის, 39 – აზერბაიჯანის და 32 – სომხეთის.

მშვილდოსნობის ნაკრები ევროპაში მეორე ადგილზეა

 

 

საქართველოს მშვილდოსნობის ეროვნულმა ნაკრებმა  არაოლიმპიურ მშილდოსნობაში, 18-მეტრიან დისტანციაზე ევროპის ჩემპიონატზე გუნდურ ასპარეზობაშიც ვერცხლის მედალი მოიპოვა. საქართველოს ნაკრები ფინალში გერმანიასთან 2:6 დამარცხდა.

როგორი იქნება კულტურის ათწლიანი სტრატეგია

 

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, კულტურის განვითარების ათწლიან სტრატეგიაზე მუშაობს.  სტრატეგიასთან დაკავშირებით სამინისტრო  რეგიონების წარმომადგენლებთან შეხვედრებს იწყებს. ერთ-ერთი შეხვედრა დღეს, 28 მარტს ბათუმში სასტუმრო „შერატონში“ გაიმართა.   რას შეცვლის კულტურის ახალი სტრატეგია ქვეყანაში? ამ საკითხზე „ბათუმელებთან“ საქართველის კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე, ლევან ხარატიშვილი საუბრობს.

Exit mobile version