სიახლეები

ბათუმში 80 ქალი შესაძლოა უმუშევარი დარჩეს

03.03.2015 • 1759
ბათუმში 80 ქალი შესაძლოა უმუშევარი დარჩეს


სამკერვალო ფაბრიკა რომელიც შპს „ბათუმიტექსს“ ეკუთვნის, „მარკ სპენსერის“ და სხვა ფირმების მამაკაცის პერანგებს  ორი წელია კერავს. როგორც ფაბრიკის პროფკავშირების თავმჯდომარე ჩიტო ანთაძე „ბათუმელებთან“ საუბარში აცხადებს, დამკვეთს პერანგების განყოფილება სხვა ქვეყანაში გადააქვს:

 

„მამაკაცის პერანგები ამ ფაბრიკაში უკვე მეორე წელია იკერება. ინჟინერი ვარ და მკერავები მე თვითონ გადავამზადე, ძალიან კარგი სპეციალისტები გვყავს და დამკვეთიც კმაყოფილი იყო ნამუშევრით, თუმცა ეს განყოფილება ორი წლის წინ ბულგარეთიდან გადმოიტანეს და როგორც ჩანს, ახლაც იქ უნდათ გადატანა“- გვეუბნება ჩიტო ანთაძე. 

 

პროფკავშირების თავმჯდომარის თქმით, ფაბრიკის ადმინისტრაცია თანამშრომლების შენარჩუნებას ცდილობს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ცნობილი არ არის.  ჩიტო ანთაძე ამბობს, რომ ის შეეცდება არ დაირღვეს დასაქმებულთა უფლებები.

 

„ბევრი წევრი არ მყავს, მაგრამ ჩემი ვალდებულებაა მათი უფლებები დავიცვა. კანონის მიხედვით, როცა სამკერვალო უბნის ლიკვიდაცია ხდება, დასაქმებულებს წინასწარ ორი თვის ხელფასი უნდა მიეცეს. ადმინისტრაცია ცდილობს, რომ კარგი მკერვები შეინარჩუნოს, მაგრამ ვინ წავა და ვინ არა, ამაზე გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის“. 

 

 პროფკავშირების თავმჯდომარის თქმით ფაბრიკაში 580 ქალია დასაქმებული, აქედან 80 ქალი მამაკაცის პერანგების განყოფილებაში მუშაობს, მათ  ორწლიანი კონტრაქტი აქვთ გაფორმებული.  მკერავები ანაზღაურებას გამომუშავებით იღებენ, მათი საშუალო ხელფასი 300 ლარია.

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: