„ბათუმელების“ ინფორმაციით, აჭარის პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსად ბესიკ ამირანაშვილი ინიშნება. ქონებრივი დეკლარაცია ბესიკ ამირანაშვილს 2014 წელს შევსებული აქვს როგორც კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსს. 2014 წლის ბოლოს ბესიკ ამირანაშვილი იმერეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის პოზიციაზე დაინიშნა.