Batumelebi | რა ხარისხის მასალით შენდება ბათუმი? რა ხარისხის მასალით შენდება ბათუმი? – Batumelebi
RU | GE  

რა ხარისხის მასალით შენდება ბათუმი?

 

სამშენებლო მასალებისა და სამშენებლო ნაკეთობების, ასევე სხვადასხვა საინჟინრო-ტექნიკური  დანადგარის ხარისხის დამდგენი ლაბორატორია ბათუმში 2012 წლიდან არსებობს. ლაბორატორია აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ექვემდებარება. რამდენად ხშირად მიმართავენ სამშენებლო კომპანიები ან კერძო პირები ხარისხის კონტროლისთვის ლაბორატორიას და როგორია შედეგი? ამ საკითხზე „ბათუმელებს“ ლაბორატორიის ხელმძღვანელი ირაკლი ლოჩოშვილი ესაუბრა.

 

ირაკლი ლოჩოშვილი
ირაკლი ლოჩოშვილი

ბატონო ირაკლი, კონკრეტულად რომელ სამშენებლო მასალებს ამოწმებთ ლაბორატორიაში და რამდენად ხშირად მოგმართავენ ხარისხის დასადგენად?


ლაბორატორიაში შესაძლებელია შემოწმდეს სილა, ხრეში, ღორღი, ცემენტი და ბეტონი. გვაქვს ასევე ტექნიკური განყოფილება, სადაც შესაძლებელია ელექტროშემდუღებელი მასალების შემოწმება თანამედროვე ტექნოლოგიებით. შემოწმების დროს დგინდება, შედუღებულ მასალებს გააჩნია თუ არა ბზარი, დაცულია თუ არა შედუღების სტანდარტი და ა.შ. ჩვენ გაგვაჩნია IჩO-ს საერთაშორისო სერტიფიკატი და იმის მიხედვით ვამოწმებთ სტანდარტებს. 


თუ მოგმართავენ სამშენებლო კომპანიები მასალების შესამოწმებლად და დაახლოებით როგორ გამოიყურება ეს მომართვიანობა ციფრებში?


სამშენებლო მასალების ხარისხზე შემოწმება სავალდებულო არ არის, ძირითადად ნებაყოფლობით მოგვმართავენ სამშენებლო კომპანიები და კერძო პირებიც.

რამდენია კერძო პირი და რამდენი იურიდიული?


ზუსტად არ ვიცი, მაგრამ საკმაოდ არიან. გვაქვს შემოსავალიც.

ტარიფი როგორაა განსაზღვრული, ყველა მასალის შემოწმებას ერთი ფასი აქვს, თუ განსხვავებულია?


ჩვენთან, ძირითადად, ბეტონის შემოწმებაზე მოდიან და 11 ლარი ღირს მისი შემოწმება. როცა სამშენებლო კომპანია ფილას აგებს თუ ფუნდამენტს ასხამს, ამ შემთხვევაში მოგვმართავენ. სინჯი იღება, ჩერდება წყალში, შვიდი დღის შემდეგ ხდება წყლიდან ამოღება და მოწმდება მისი მარკიანობა, შემდეგ 28-ე დღეს კიდევ მოწმდება მარკიანობა. ანუ თავისი პროცედურები აქვს ამ შემოწმებას.


 ქალაქში ბევრი ახალი სახლი შენდება და მოსახლეობას, ფაქტობრივად, არ აქვს ინფორმაცია იმ მასალების ხარისხთან დაკავშირებით, რა მასალითაც ეს კორპუსები შენდება. ლაბორატორიული შედეგების მიხედვით, რა სურათი გვაქვს, რამდენად ხარისხიან მასალებს იყენებენ მშენებლები? 


ძირითადად ბეტონზე მოგვმართავენ და ყველა შემოწმებაზე დგება ოქმი. ამ ოქმის ჩანაწერები არ მახსოვს ზეპირად, მაგრამ საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით, მაგალითად, ბეტონის ხარისხი 200-იდან 300 მარკამდე მერყეობს. 


 კონკრეტულად რომელ სამშენებლო მასალებს ამოწმებთ ლაბორატორიაში და რამდენად ხშირად მოგმართავენ ხარისხის დასადგენად?


ლაბორატორიაში შესაძლებელია შემოწმდეს სილა, ხრეში, ღორღი, ცემენტი და ბეტონი. გვაქვს ასევე ტექნიკური განყოფილება, სადაც შესაძლებელია ელექტროშემდუღებელი მასალების შემოწმება თანამედროვე ტექნოლოგიებით. შემოწმების დროს დგინდება, შედუღებულ მასალებს გააჩნია თუ არა ბზარი, დაცულია თუ არა შედუღების სტანდარტი და ა.შ. ჩვენ გაგვაჩნია ICO-ს საერთაშორისო სერტიფიკატი და იმის მიხედვით ვამოწმებთ სტანდარტებს. 

 ის მასალები, რომლებიც შემოწმდა, აკმაყოფილებს ICO-ს მოთხოვნებს?


ვინც ბეტონს აწვდის, ის ყოველთვის ცდილობს, რომ მისი მასალის მარკიანობა იყოს უმაღლესი. უმეტეს შემთხვევაში კარგი ბეტონი მზადდება.


ბეტონის გარდა სხვა რა მასალები მოწმდება და ამ შემთხვევაში როგორია ხარისხი?


 გვაქვს მესამე განყოფილება, სადაც მიწის, სახლის აზომვითი მასალები მოწმდება. შარშან ფოთში გაკეთდა წყლის გაყვანილობა და ის მილები გავტესტეთ.


ბათუმში იყო არა ერთი შემთხვევა, როცა მშენებლობაზე სახლის კედელი და აივანი ჩამოინგრა. ამ შემთხვევებთან დაკავშირებით თუ მოუმართავს მშენებელს ან ბინის მომავალ მეპატრონეს, რომ სამშენებლო მასალის ხარისხი დაედგინათ?


როცა სახლის რაღაც ნაწილი ინგრევა, ამ შემთხვევაში ზედამხედველობამ უნდა მიიღოს ზომები. თუმცა, მე არ მახსენდება, რომ შენობის ნგრევის შემდეგ მოემართა ვინმეს ლაბორატორიისთვის. მშენებლებს დოკუმენტაციით მოეთხოვებათ ხარისხიანი მასალების გამოყენება და მათი დოკუმენტაცია ალბათ აკმაყოფილებს მოთხოვნებს. ვისაც აინტერესებს, ისინი მოდიან. ახალ ბულვარში მიმდინარეობს დიდი პროექტის მშენებლობა და იმათ ვუმოწმებთ ბეტონს. ძირითადად ადგილზე დამზადებული მასალებით მიმდინარეობს მშენებლობა.


მერია ან სხვა რომელიმე უწყება თუ მოგმართავთ მასალების ხარისხის დასადგენად, როცა საბიუჯეტო თანხით ხორციელდება რაიმე მშენებლობა. ვთქვათ, ქუჩების მოპირკეთების დროს თუ შეამოწმეს ფილების ხარისხი ან სხვა მასალები?


ხელვაჩაურიდან მოგვმართეს ერთხელ ხარისხის დადგენაზე, გზების დაგების დროს, სხვა შემთხვევა არ მახსენდება. როცა მერია ტენდერს აცხადებს, მოთხოვნებში აქვს ჩადებული რა ხარისხის მასალები უნდა გამოიყენოს სამუშაოს შემსრულებელმა. ფილების დაგების დროს იყო შემსრულებელი მოსული ხარისხის დადგენაზე, თუმცა რა შედეგი დაიდო, ზეპირად არ მახსოვს.


მოქალაქეები საუბრობენ იმაზეც, რომ სამშენებლო მასალები ძირითადად ეკოლოგიურად არ არის უსაფრთხო და არის რადიაციულად დაბინძურებული. ამ მიმართულებით თუ გამოკვლეულა სამშენებლო მასალები ლაბორატორიაში და როგორია შედეგი?


სამშენებლო მასალებში, ბუნებრივია, მარტო ბეტონი არ შედის, არის არმატურაც და სხვა მასალებიც. არმატურა არ შეგვიმოწმებია, არც საღებავს ვამოწმებთ, ყველაზე მეტად ბეტონის ხარისხის შესამოწმებლად მოგვმართავენ, იყო მომართვა ბლოკებზეც, იშვიათად მოგვმართავენ ცემენტზე. ამიტომ, მთლიანობაში, ეკოლოგიურად რამდენად სუფთა მასალითაა აგებული სახლი, ამაზე ინფორმაცია არ გვაქვს.


ამ ორ წელიწადში რა შემოსავალი მიიღო ლაბორატორიამ?


დაახლოებით 50 ათასი ლარი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ლელა დუმბაძე