ბათუმის ბულვარში 2015 წლის განმავლობაში სანაპირო ზოლის შერჩევითი მოსწორებითი სამუშაოს შესყიდვაზე ბულვარის ადმინისტრაციამ გამარტივებული ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 60 ათასი ლარია.
ბათუმელები
ბათუმის ბულვარში 2015 წლის განმავლობაში სანაპირო ზოლის შერჩევითი მოსწორებითი სამუშაოს შესყიდვაზე ბულვარის ადმინისტრაციამ გამარტივებული ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 60 ათასი ლარია.
აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ ქართულ-ინგლისურ ენაზე ახალი წიგნი – „აჭარის საგანძური“ გამოსცა. ამ დროისთვის წიგნის ათასი ეგზემპლარია გამოცემული. განათლების მინისტრმა გიორგი თავამაიშვილმა „აჭარის საგანძური“ მთავრობის სხდომაზე არჩილ ხაბაძესაც აჩუქა.
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია 7 მარტს, სასულიერო სემინარიაში ჩატარებულ ფრაქცია „ქართული ოცნების“ სხდომასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
ქედის მუნიციპალიტეტის გამგებლის ყოფილი მოადგილე გურამ ლომინაძე მოქმედ გამგებელს, დავით დუმბაძეს, ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ განცხადებაზე კომენტარი გააკეთა. „თავისუფალ დემოკრატები“ აჭარის მთავრობის გადადგომას ითხოვენ.
<!** Image 1 align="" sub="დავით მამულაშვილი" width="400" height="367" >
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარატამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსის პოსტზე დავით მამულაშვილი დაინიშნა. ინფორმაცია ამის შესახებ “ბათუმელებს” შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
უკვე ყოფილი უფროსი თეიმურაზ კუპატაძე კი, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გადაყვანილია მცხეთა-მთიანეთის საპატრულო პოლიციის უფროსად.
საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილებებისა და ახალი შეღავათების ამოქმედებიდან დღემდე, გადამხდელთა გარკვეულ კატეგორიას ჩამოეწერა 42 მილიონ ლარზე მეტი, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა შესულიყო. ეს იყო ძველი საგადასახადო დავალიანებები, დარიცხული, ასევე სალარო აპარატის გამოყენების წესების დარღვევისთვის დაკისრებული ჯარიმები.
აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს უფროსად პროფესიით ფილოსოფოსი მირანდა ჩარკვიანი დაინიშნა. ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ განაცხადა აჭარის მთავრობის ხელმძღვანელმა არჩილ ხაბაძემ. მისი თქმით, მირანდა ჩარკვიანის კანდიდატურა არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეთანხმებით და აჭარის განათლებისა და კულტურის მინისტრის, გიორგი თავამაიშვილის რეკომენდაციით შეირჩა.
უმაღლესი საბჭოს სხდომაზე, რომელიც გუშინ, ცხრა მარტს გაიმართა, „ნაციონალური მოძრაობის“ რვა წევრი არ ესწრებოდა, რის გამოც სხდომა ჩაიშალა. ისინი უკრაინაში, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან და აჭარის მთავრობის ყოფილ თავმჯდომარესთან შესახვედრად იმყოფებოდნენ. რა თემებზე ისაუბრეს კიევში და რას გეგმავენ ყოფილი მმართველი პარტიის წევრები დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით? ამ თემაზე „ბათუმელები“ უმაღლესი საბჭოს წევრს, „ნაციონალური მოძრაობიდან“ პეტრე ზამბახიძეს ესაუბრა.
2015-2016 სასწავლო წლისათვის სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის წლიური მოცულობა 2 250 000 ლარით განისაზღვრა. საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილება გუშინ, 9 მარტს გამოქვეყნდა.
შს სამინისტროს ინფორმაციით სარფში დიდი ოდენობით ფსიქოტროპული საშუალებების შეძენა-შენახვისთვის ორი პირი დააკავეს.
„გაზეთი ბათუმელები“ ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორობის რვავე კანდიდატს სთავაზობს, საზოგადოებას მოსაზრების ფორმატში გააცნოს უნივერსიტეტის სტარტეგიული განვითარების მისეული ხედვა. როსტომ ბერიძემ საზოგადოებამდე თავისი სათქმელის მიტანის ფორმად აირჩია პრეზენტაციის ფორმატი, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
გუშინ, 9 მარტს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორობის კანდიდატების პროგრამების პრეზენტაცია და დისკუსია გაიმართა.
ბათუმის ბოტანიკური ბაღი, ახალი პროექტის – „უფრო ახლოს ბუნებასთან“ განხორციელებას იწყებს. პროექტის პრეზენტაცია დღეს, 10 მარტს სასტუმრო „რედისონ ბლუ“-ში გაიმართება. პროექტში, აჭარის მუნიციპალიტეტებიდან მოსწავლეთა ჩართულობის ხელშეწყობის მიზნით, დღესვე გაფორმდება თანამშრომლობის მემორანდუმი ბათუმის ბოტანიკურ ბაღსა და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია “მერსი ქორფსს” (Mercy Corps) შორის.
2015 წლის 16 მარტს ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტში რექტორის არჩევნები გაიმართება. ახალ რექტორს აკადემიური საბჭო აირჩევს. საბჭოს არჩევანის გაკეთება რვა კანდიდატს შორის მოუწევს. მიიღეთ მონაწილეობა „ბათუმელების“ გამოკითხვაში – თქვენი აზრით, ვინ არის ყველაზე ღირსეული კანდიდატი?
გამოკითხვაში მონაწილეს შეუძლია მხოლოდ ერთხელ მისცეს ხმა.
დღეს, 9 მარტს, ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტში რექტორობის კანდიდატებთან სტუდენტების შეხვედრაზე ერთ-ერთმა კანდიდატმა, ბესიკ ბერიძემ განაცხადა, რომ 2009 წელს უნივერსიტეტიდან იგი პოლიტიკური ნიშნით დაითხოვეს და მისი უნივერსიტეტში დაბრუნება, გარკვეულწილად, სამართლიანობის აღდგენის პროცესის დასაწყისი იქნება. ბესიკ ბერიძე ამჟამად წმინდა ტბელ აბუსერისძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტის სრული პროფესორია.
ბათუმის რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის რექტორობისთვის რვა კანდიდატი იბრძვის. „ბათუმელებმა“ ოთხი მათგანის – მარინა გიორგაძის, რამაზ ხალვაშის, ირაკლი ბარამიძისა და მალხაზ ნაკაშიძის მოსაზრებები უნივერსიტეტის განვითარებაზე უკვე შემოგთავაზათ. ამჯერად რექტორობის კიდევ ოთხი კანდიდატის მოსაზრებას გაგაცნობთ თემაზე: როგორ უნდა განვითარდეს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტი. რექტორის არჩევნები უნივერსიტეტში 2015 წლის 16 მარტს ჩატარდება. რექტორს აკადემიური საბჭოს 9 წევრი აირჩევს ოთხი წლის ვადით.
დღეს, 9 მარტს, ქობულეთში, ხანდაზმულთა რესურსცენტრმა, კონკურს „ჩემი მშვენიერი ბებოს“ გამარჯვებულები დააჯილდოვა. კონკურსის გამარჯვებული 70 წლის მერიკო ბაჟუნაიშვილი გახდა, მეორე ადგილი 79 წლის ლიანა ჯაფარიძეს ერგო, ხოლო მესამე – 58 წლის ეთერ ჭყონიას.
აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის, „თავისუფალი დემოკრატების“ წევრის სულხან ღლონტის მიერ გაკეთებულ განცხადებას – აჭარის მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადებაზე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი დავით ბალაძე გამოეხმაურა.
“ნეტგაზეთი” ნორვეგიის „გამოხატვის თავისუფლების ფონდისა“ (Institusjonen Fritt Ord) და გერმანულ ფონდ „ცაიტის“ (Zeit-Stiftung) მიერ დაწესებული პრესის პრიზით დააჯილდოეს.
ჩაიშალა 9 მარტს უმაღლეს საბჭოში დაგეგმილი სხდომა, სადაც უმაღლესი საბჭოს ვიცე-სპიკერი და საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე უნდა აერჩიათ. სხდომა დეპუტატების არასაკმარისი რაოდენობის გამო ჩაიშალა. დღევანდელ სხდომაზე რეგისტრაცია ორჯერ გამოცხადდა: თავდაპირველად სამმა დეპუტატმა გაიარა რეგისტრაცია, მეორედ კი – ხუთმა. სხდომას არ ესწრებადა “ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტაცია. როგორც უმაღლეს საბჭოში განმარტავენ, დეპუტატები ამ პარტიიდან საქართველოში არ იმყოფებიან.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებმა ავტოსაგზო შემთხვევის შემდეგ საავადმყოფოში საპატრულო პოლიციის თანამშრომელი გადაიყვანეს.
უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ჯემალ ფუტკარაძე, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს ავთანდილ ბერიძეს გადადგომისკენ მოუწოდებს. მიზეზად კი უმაღლესი საბჭოს დეპუტატზე სვეტლანა კუდბაზე განხორციელებულ ზეწოლას ასახელებს.
ფუტკარაძის განცხადებით, გუშინ გვიან ღამით აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, უმაღლესი საბჭოს აპარატის ხელმძღვანელთან რამაზ ბოლქვაძესთან ერთად ზეწოლას ახორციელებდა უმაღლესი საბჭოს ერთ-ერთ დეპუტატზე.
“მე მიმაჩნია და ვთვლი, რომ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ავთანდილ ბერიძემ ვერ უზრუნველჰყო ის მენეჯერული თვისებები და მოვალეობა რაც მას აკისრია, ვერ შეინარჩუნა უმრავლესობა უმაღლეს საბჭოში და დღემდე არსებული ვაკანსიები ვერ შეავსო. ამის ნათელი მაგალითი დღევანდელი სესიაა, რომელიც ჩაიშლება, ეს ყველაფერი არის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, ავთანდილ ბერიძის თანამდებობიდან გადაყენების საბაბი. მე მოვუწოდებ ბატონ ავთანდილს რომ მიიღოს გადაწყვეტილება, რამეთუ პროცესი დაწყებულია და ამას უკვე ვეღარაფერი შეაჩერებს,” – განაცხადა ჯემალ ფუტკარაძემ.
რამდენიმე წუთის წინ, ბათუმში, ბავშვთა საავადმყოფოსთან ახლოს, ე.წ ანგისის დასახლებაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
აჭარის უმაღლეს საბჭოს დეპუტატი, ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი სულხან ღლონტი აჭარის მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადებას მოითხოვს.
მან-სან-კან-ის მუნიციპალურ ჩემპიონატში ქობულეთის მუნიციპალიტეტის გუნდმა გაიმარჯვა. ჩემპიონატში მონაწილეობას გუნდები აჭარის ხუთივე მუნიციპალიტეტიდან იღებდნენ.
ქალაქის ცენტრში, მელიქიშვილის ქუჩაზე, გირავდება კერძო სახლი. სახლი დგას ცენტრალური გზის პირას. შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს როგორც საცხოვრებლად, ასევე კომერციული საქმიანობისთვის. სახლში არის ყველა საჭირო ტექნიკა, შეყვანილია ბუნებრივი აირი. ფასი: 8500 მობ: 599 589017
ქალაქის ცენტრში, მელიქიშვილის ქუჩაზე, სასწრაფოდ იყიდება კერძო სახლი. ფასი: 40 ათასი დოლარი. მობ: 599 58 90 17
შსს-ს მიერ განრცელებული ინფორმაციით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტრანზიტის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილების, ამავე დეპარტამენტის აჭარის ა/რ სამმართველოს, კონტრდაზვერვის დეპარტამენტის და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით პრეგაბალინის შემცველი ფსიქოტროპული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტში 1989 და 1974 წელს დაბადებული საქართველოს ორი მოქალაქე დააკავა.
„ბათუმელების“ ინფორმაციით, აჭარაში სუსი-ს უფროსად გიორგი პაპუაშვილი დაინიშნა. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ გიორგი პაპუაშვილი 2013 წლის 10 ნოემბერს სამცხე-ჯავახეთის ოლქის პროკურორად დანიშნა. მან ამ თანამდებობაზე 2014 წლის ნოემბრის ბოლომდე იმუშავა. გაზეთ “სამხრეთის კარიბჭეს” ცნობით ოლქის პროკურორად დანიშვნამდე გიორგი პაპუაშვილი „ქართუ ბანკში“ პრობლემური სესხების განყოფილებაში ექსპერტად მუშაობდა.
9 მარტს, ორშაბათს, 16:00 საათზე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის 55-ე აუდიტორიაში, „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ორგანიზებით, გაიმართება დისკუსია უნივერსიტეტის რექტორობის კანდიდატებს შორის. დისკუსიამდე ორგანიზაციის მოხალისეები ამზადებენ ვიდეორგოლებს რექტორობის კანდიდატების შესახებ.
დღეს, ბთუმში, ვარდების სკვერში, აქცია სახელწოდებით – ”მეტი ქალი პარლამენტში” მოეწყო. ბათუმში გამართული აქციის პარალელურად, იმავე მიზნით, ადამიანები საქართველოს კიდევ 24 ქალაქში, წინასწარ დათქმულ ადგილებზე შეიკრიბნენ.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, უკრაინის მინისტრთა კაბინეტის მინისტრი ანა ონიშენკო და სამთავრობო დელეგაცია ესტუმრა. მხარეებმა შეხვედრაზე, საქართველოში განხორციელებული რეფორმები და მათი უკრაინაში დანერგვის ხერხები განიხილეს.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემებით, საქართველოში 8 მარტს დაბადებული 16 850 ადამიანი ცხოვრობს, აქედან 10 314 (61.20%) ქალია, ხოლო 6536 (38.80%) მამაკაცი.
ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით კვლევა, სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ხარისხის მართვის სამსახურმა ჩაატარა.